ამერიკელ კინოვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისა და "სამშვიდობო პრობლემების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობისთვის" ბოსნიის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს.
"სარაევოს გული" ჰოლივიდელმა მსახიობმა იმ სადებიუტო როლის შესრულებისთვის მიიღო, რომელიც მან ბოსნიელებისა და სერბების დაპირისპირების ამსახველ კინოფილმში შეასრულა.
36 წლის მსახიობმა, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ეს ქვეყნები არაერთხელ მოინახულა. ჯოლი სარაევოს მეჩვიდმეტე კინოფესტივალზე ბრედ პიტის თანხლებით გამოცხადდა.
"ბრედს ავტომობილში გამოვუტყდი, რომ მეშინია არ ავტირდე ამ ჯილდოს მიღებისას, ეს ხომ უდიდესი პატივია. ომის პერიოდში დაარსებული ეს კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, მსახიობისა და რეჟისორის ოსტატობას ყველაზე ობიექტურად ასახავს", - აღნიშნა ლამაზმანმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.