მამის გარდაცვალების შემდეგ ქეთა საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. 24 წლის მომღერალს, რომელიც ყოველთვის ენერგიით არის სავსე, გართობის ხალისი არ ჰქონდა. იგი წვეულებაზე ღონისძიების ორგანიზატორ მუსიკალურ ტელეარხ "Муз-ТВ"-ს პატივსაცემად მივიდა, ტელეარხმა ჯგუფ "ა-სტუდიოს" პოპულარიზაციაში თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა.
კოლეგებთან მხიარულებას ქეთამ ჩრდილში ყოფნა არჩია და შეყვარებულ ლევანთან და საერთო მეგობართან ერთად განმარტოვდა. ქეთა მხოლოდ ირაკლი ფირცხალავასა და დიანა ღურწკაიას გამოელაპარაკა, რომლებიც მძიმე წუთებში მომღერალს თანაუგრძნობდნენ.
"იგორ იაკოვლევიჩსა და მთელ მის გუნდს დიდ პატივს ვცემ, - განაცხადა ქეთამ, - დღეს აქ მხოლოდ მათ გამო ვარ".
როგორც ჩანს, ქეთას ნაკლებად აინტერესებდა, რაც მის გარშემო ხდებოდა, ჩანთიდან ქლიბი ამოიღო და ფრჩხილების მოწესრიგებას შეუდგა.
მომზადებულია lifeshowbiz.ru-ს მიხედვით.