ჰოლივუდის მსახიობმა შარლიზ ტერონმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტიუარტ თაუნსენდს დაშორდა, უკვე ახალი რომანი გააბა.
რამდენიმე დღის წინ შარლიზი თავის ძველ საყვარელ კიანუ რივზთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში ნახეს. რომანტიკული ვახშმის შემდეგ წყვილი ერთმანეთს ეალერსებოდა. თუმცა მსახიობი დროს ახლა უკვე სხვა მამაკაცთან ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერონი თაუნსენდთან თითქმის 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მისი შემცვლელის პოვნა მოკლე დროში არ გასჭირვებია. მისი რჩეული 45 წლის მსახიობი ერიკ ტელია, რომელიც ფილმებში: "ლიფტი", "პირისპირ" და "კარგი ბიჭი" მონაწილეობს.
"მათ ბევრი რამ აქვთ საერთო. ის ფერმერია და საკუთარი მეურნეობა აქვს, მას ბოსტნეული მოჰყავს. შარლიზიც ფერმაში იზრდებოდა, როცა სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა. ისინი ხშირად ნიუ-იორკის ჩრდილოეთით, ერიკის ფერმაში მიდიან და იქ შესანიშნავად გრძნობენ თავს. ერიკი თავადაც ძალიან კარგი ადამიანია და კიანუ რივზს არაფრით ჩამოუვარდება", - ყვება წყვილის მეგობარი.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.