პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა
ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა

როცა მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და "ერუ­დი­ტში" სტუმ­რო­ბა შევ­თა­ვა­ზე, მი­პა­სუ­ხა: შეხ­ვედ­რას დღეს თუ მო­ვას­წრებთ, თო­რემ ხვალ ლონ­დონ­ში მივფრი­ნავ და სექ­ტემ­ბრამ­დე ვერ ჩა­მო­ვა­ლო. "სანო სტუ­დი­ა­ში" ერ­თმა­ნეთს დათ­ქმულ დროს შევ­ხვდით. სა­ნამ რუბ­რი­კის კი­თხვარ­ზე გა­და­ვი­დო­დით, ვთხო­ვე, "ლონ­დო­ნუ­რი გეგ­მის" შე­სა­ხებ მო­ე­თხრო.

ნო­დი­კო:

- ლონ­დონ­ში არის ვო­კა­ლის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც 2 წლის წინ წე­რი­ლი მივ­წე­რე, რომ იქ სწავ­ლის სურ­ვი­ლი მქონ­და და იქი­დან მიწ­ვე­ვაც მი­ვი­ღე. ბუ­ნებ­რი­ვია, პი­რო­ბებ­საც გა­ვე­ცა­ნი. მო­გეხ­სე­ნე­ბა, ლონ­დონ­ში სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა; ამი­ტომ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ გამ­გზავ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით გა­დავ­დე და სა­კუ­თარ თავს "სა­ჩუ­ქა­რი" გა­ვუ­კე­თე. ჩა­ვალ თუ არა, ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზეც შე­ვალ... ვო­კა­ლის კურ­სის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ლონ­დო­ნის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში უნდა ვიმ­ღე­რო, ბენ­დი და­მიკ­რავს და... ბედ­ნი­ე­რი ვარ.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან შენი პე­და­გო­გე­ბი, იცი?

- იმ ინ­სტი­ტუ­ტში მას­ტერ-კლა­სებს ყო­ველ­თვის ვარ­სკვლა­ვე­ბი ატა­რე­ბენ. წელს ვინ ჩა­ა­ტა­რებს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცნო­ბი­ლი ჯაზ­მე­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

- სპონ­სო­რი იპო­ვე თუ სა­კუ­თარ თავს თა­ვად აფი­ნან­სებ?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად მო­ვაგ­ვა­რე, რად­გა­ნაც ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თვის ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ახალ­გაზ­რდა კაც­მა ხე­ლი­დან არ უნდა გა­უშ­ვა.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ და აქვე გკი­თხავ, თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- და­გეგ­მი­ლია ჩემი ახა­ლი ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბა, რო­მელ­შიც 12 სიმ­ღე­რაა შე­სუ­ლი. შე­მოდ­გო­მა­ზე მექ­ნე­ბა კლი­პის პრე­მი­ე­რაც, რო­მე­ლიც "სანო სტუ­დი­ა­ში" ჩავ­წე­რე. სიმ­ღე­რა­ზე, რო­მელ­საც ჰქვია - "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის", კლი­პი ზუ­რაბ მენ­თე­შაშ­ვილ­მა გა­და­ი­ღო. ცოტა არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­მო­ვი­და, გე­მოვ­ნე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი ანი­მა­ცი­აა.

ნო­დი­კოს არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი ჰყავს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რე­ბი­დან რო­მა­ნე­ბი და ტრა­გე­დი­ე­ბი იზი­დავს. ისეთ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და, სა­დაც წიგ­ნის ფასი კარ­გად იცოდ­ნენ. ძა­ლი­ან უყ­ვარს გა­ლა­კტი­ო­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას, ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი­დან რატი ამაღ­ლო­ბე­ლი მოს­წონს. იმა­საც მიმ­ხელს, რომ სკო­ლა­ში დიდი ხნის მან­ძილ­ზე ერთ გო­გო­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რა­ტის აქვს ლექ­სი, რო­მელ­შიც ერთი სი­ტყვაა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი და შე­გიძ­ლია, შენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი ჩა­წე­რო... ამ­ბობს, რომ ზე­პი­რად ბევ­რი ლექ­სი იცის, ყვე­ლა­ზე ბევ­რი კი გა­ლა­კტი­ო­ნის.

- ახლა რო­მე­ლი ლექ­სი გახ­სენ­დე­ბა, რომ­ლის წა­კი­თხვის ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- ("ახ­სნა" და იწყებს) "ღა­მეს ელ­ვა­რე დღე შე­უც­ვლია/ თქვე­ნი თვა­ლე­ბის ღრმა სიბ­ნე­ლე­თი,/ ამ­ნა­ირ გრძნო­ბას ხომ შე­უძ­ლია, / და­ი­მორ­ჩი­ლოს მთე­ლი ხმე­ლე­თი./ რის­თვის მიყ­ვარ­ხართ? მე არ მაქვს ნება!/ მაგ­ნა­ირ გუ­ლით და სი­ნა­ზე­თი.../ არის ამ­ქვეყ­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბა!/ მაგ­რამ ამ­დენ ხნით? მაგ­რამ ასე­თი?/ არის ამ­ქვეყ­ნად ვერ­ხვი და სვია,/ არის ამ­ქვეყ­ნად სიკ­ვდი­ლი ქა­ლით,/ ამ რე­ვოლ­ვერ­შიც არის რვა ტყვია,/ ერთს გა­ი­მე­ტებთ: მე გთხოვთ, მომ­კა­ლით!"

- რაკი ლექსს ასე უშეც­დო­მოდ ჰყვე­ბი, რო­გორც ჩანს, კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს...

- არა, კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, რაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე­ბა, თა­ვის­თა­ვად მა­მახ­სოვ­რდე­ბა. სკო­ლა­ში მყავ­და მშობ­ლი­უ­რი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი - ლალი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, მან არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. ჩემი პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა, რის­თვი­საც მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

- ლონ­დონ­ში რო­მე­ლი­მე წიგ­ნის წა­ღე­ბას ხომ არ აპი­რებ?

- ჩემი დაც ლონ­დონ­ში სწავ­ლობს. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გია, გა­ლა­კტი­ონ­თან მან "და­მა­ახ­ლო­ვა". მთხო­ვა, რომ ოთარ ჭი­ლა­ძის წიგ­ნე­ბი წა­ვუ­ღო, ამ ავ­ტორ­ზე გიჟ­დე­ბა. თხოვ­ნას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუს­რუ­ლებ...

- დროა, კი­თხვარ­ზე გა­და­ვი­დეთ.

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ცო­ტა­თი ვღე­ლავ.

- რო­მე­ლი უცხო­უ­რი სი­ტყვა წარ­მო­იშ­ვა ფრან­გუ­ლი სი­ტყვის­გან "არგო", რო­მე­ლიც მო­პა­რულ ენას ნიშ­ნავს?

- ვა­ი­მე! აბა, კი­თხვა გა­მი­მე­ო­რე (გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ), ჟარ­გო­ნი, სწო­რად ვამ­ბობ?

- დიახ. ცნო­ბილ­მა ავ­ტომრბო­ლელ­მა შუ­მა­ხერ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო შემ­დე­გი ლო­ზუნ­გის პრო­პა­გან­და­ში: "10 წამი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, გა­და­არ­ჩი­ნოს თქვე­ნი სი­ცო­ცხლე". რაში უნდა და­ი­ხარ­ჯოს ეს 10 წამი?

- ღვე­დის შეკ­ვრა­ში.

- რას უწო­დე­ბენ ფშავ­ში ახალ­და­ქო­წი­ნე­ბუ­ლებს?

- არ ვიცი.

- ახალ­ყო­ილ­ნი. სად ზე­ი­მო­ბენ ათენ­გე­ნო­ბას?

- ხევ­სუ­რეთ­ში.

- და ფშავ­ში. მხატ­ვრო­ბა­ში ერ­კვე­ვი?

- კარ­გის და ცუ­დის გარ­ჩე­ვა შე­მიძ­ლია.

- ეს მხატ­ვა­რი 1452 წლის 15 აპ­რილს ფლო­რენ­ცი­ას­თან ახ­ლოს, დაბა ვინ­ჩი­ში და­ი­ბა­და. მარ­ცხე­ნა ხე­ლით წერ­და და ხა­ტავ­და. მან თა­ვის ეპო­ქას გა­უს­წრო, ის იყო მხატ­ვა­რი, მეც­ნი­ე­რი, მე­ქა­ნი­კო­სი, ხუ­როთ­მო­ძღვა­რი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, მწე­რა­ლი... და­ა­სა­ხე­ლე ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს) ვერ ვიხ­სე­ნებ.

- მისი და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი არა­ფერ­ზე მი­გა­ნიშ­ნებს?

- ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი­ზე ამ­ბობ?

- რა თქმა უნდა. რა პრო­ფე­სი­ის იყო შერ­ლოკ ჰოლმსის თა­ნა­შემ­წე უოტ­სო­ნი?

- არ მახ­სოვს.

- ექი­მი. სად და­ი­წე­რეს ჯვა­რი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ და ოლღა გუ­რა­მიშ­ვილ­მა?

- თუ სწო­რად მახ­სოვს, თბი­ლის­ში, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში.

- დიახ. დიდი ბრი­ტა­ნე­თის გარ­და რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იყო პერი უმაღ­ლე­სი არის­ტოკ­რა­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა წო­დე­ბა?

- არ ვიცი.

- საფ­რან­გეთ­ში. და­ა­სა­ხე­ლე ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სი და გე­ოგ­რა­ფი, რომ­ლის ნაშ­რო­მი შე­ი­ცავს უხვ ცნო­ბას ძვე­ლი იბე­რი­ის შე­სა­ხებ.

- სტრა­ბო­ნი.

- ის­ტო­რი­ას კარ­გად სწავ­ლობ­დი?

- სკო­ლა 5-ებზე და­ვამ­თავ­რე. ის­ტო­რია ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი.

- ჰოდა, ეს კი­დევ ერთი კი­თხვით გა­და­ვა­მოწ­მოთ. რო­მე­ლი მეფე იყო დე­მეტ­რე II თავ­და­დე­ბუ­ლის მამა?

- და­ვით ულუ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ზე შე­მიძ­ლია, ბევ­რი რამ გი­ამ­ბო. იმა­საც გე­ტყვი, და­ვით ულუ ლაშა-გი­ორ­გის შვი­ლი იყო. ულუ იმი­ტომ უწო­დეს, რომ მე­ო­რე და­ვით­ზე (რუ­სუ­და­ნის ძეზე) უფ­რო­სი იყო.

- ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით მა­ცხოვ­რის მიერ 7 სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა და­წე­სე­ბუ­ლი...

- ნათ­ლის­ღე­ბა, მი­რონ­ცხე­ბა, მღვდლო­ბა, სი­ნა­ნუ­ლი, ზი­ა­რე­ბა, ზე­თის კურ­თხე­ვა, ქორ­წი­ნე­ბა.

- შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

- არც არა­ფე­რი. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე უინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე ვარ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ მყავს. ისე, მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტი, გა­ტა­ცე­ბა, მო­წო­ნე­ბა, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც არის.

- "სი­ბე­რის საკ­ვე­ბი სიბ­რძნეა. იმოქ­მე­დე სი­ჭა­ბუ­კე­ში ისე, რომ სი­ბე­რე შიმ­ში­ლით არ გა­გიმ­წარ­დეს", - ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი.

- ეს მხატ­ვა­რი უკვე ვახ­სე­ნეთ.

- ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი.

- ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, რო­მელ ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა ბავ­შვო­ბა იესო ქრის­ტემ?

- ნა­ზა­რეთ­ში.

- და­ა­სა­ხე­ლე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნი მა­გი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის ავ­ტო­რი იყო ის­რა­ელ­თა ბრძე­ნი მეფე სო­ლო­მო­ნი?

- არ ვიცი.

- "სო­ლო­მო­ნის გა­სა­ღე­ბი". სად და რო­მელ წელს შე­იქ­მნა ინ­ტერ­პო­ლი?

- ვიცი, რომ ვე­ნა­ში შე­იქ­მნა, მაგ­რამ არ ვიცი, ეს რო­მელ წელს მოხ­და.

- 1923 წელს. რო­მელ ქვე­ყა­ნა­შია მდი­ნა­რე პო?

- მგო­ნი, იტა­ლი­ა­ში. არა?

- დიახ. ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის რო­მელ ჟანრს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა "ალი­ლო" - სა­წე­სოს, სუფ­რულს, სა­ფერ­ხუ­ლოს თუ საგ­მი­როს?

- სა­წე­სოს.

- და­ა­ლა­გე მა­მა­კაც­თა სა­სიმ­ღე­რო ხმე­ბი მაღ­ლი­დან დაბ­ლის­კენ - ბა­რი­ტო­ნი, ბანი, ტე­ნო­რი.

- ტე­ნო­რი, ბა­რი­ტო­ნი, ბანი.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან არი­ან წარ­მო­შო­ბით ბო­შე­ბი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ინ­დო­ე­თი­დან. რა არის რიფი?

- წყალ­ქვე­შა კლდე. ვიცი, რომ ავ­სტრა­ლი­ის აღ­მო­სავ­ლეთ მხა­რეს წყალ­ქვეშ ბევ­რი რი­ფია და სა­ში­ში ად­გი­ლია.

- რო­მელ მე­ფე­ზე წერ­და ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლი: "ამან გა­ნავ­რცო ენა ქარ­თუ­ლი და შექ­მნა მწიგ­ნობ­რო­ბა ქარ­თუ­ლი".

- ფარ­ნა­ვაზ­ზე.

- რა ერ­ქვა გუ­ლი­ვერს?

- არ მახ­სოვს.

- ლე­უ­მე­ლი. რო­მე­ლი ჯირ­კვლის ამოკ­ვე­თა ხდე­ბა გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს?

- გლან­დე­ბის (იცი­ნის) სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე არ ვიცი, რა ჰქვია.

- ნუ­ში­სებ­რი ჯირ­კვა­ლი. რა ეწო­დე­ბო­და ძველ­ბერ­ძნულ თე­ატ­რში მუ­სი­კო­სე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გილს?

- არ ვიცი.

- ორ­კესტრი.

- მარ­თლა? პირ­ვე­ლად მეს­მის.

- რო­გო­რი ორ­კესტრი არ არ­სე­ბობს - სიმ­ფო­ნი­უ­რი, სა­სუ­ლე, სა­ორ­ღა­ნე, ხალ­ხურ საკ­რავ­თა თუ სა­ესტრა­დო?

- სა­ორ­ღა­ნო.

- რო­მე­ლი მთე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის მი­ხედ­ვით ეწო­და მთამ­სვლე­ლო­ბას ალ­პი­ნიზ­მი?

- ალ­პე­ბის, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის.

- მთამ­სვლე­ლო­ბა თა­ვა­დაც ხომ არ გი­ტა­ცებს?

- არა. მე "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მწვერ­ვა­ლე­ბის" და­სა­პყრო­ბად ვიბ­რძვი.

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ. შემ­დე­გი კი­თხვა ასე­თია: - ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი ოპე­რის თა­რი­ღად 1919 წელი მი­იჩ­ნე­ვა, რო­მე­ლი ოპე­რა და­იდ­გა ამ წელს?

- "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", არა?

- დიახ. რა ეწო­დე­ბა დე­და­მი­წის წყლის გარსს?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ჰიდ­როს­ფე­რო. რა ეწო­დე­ბა ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის გარ­ჩე­ვას მისი ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით?

- არც ეს ვიცი.

- გრა­ფო­ლო­გია. რო­მელ კონ­ტი­ნენტზეა კორ­დი­ლი­ე­რე­ბის მთე­ბი?

- ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის კონ­ტი­ნენტზე.

- "საშ­ველს რომ აღარ მაძ­ლევს ხოლ­მე/ მა­მულ­ზე ფიქ­რი, ხან­და­ხან გულ­ში ღი­მი­ლით ვი­ტყვი:/ - რა ჩემი ჭკუ­ის საქ­მეა ნეტა,/ მა­მუ­ლო ჩემო, გილ­ხინს თუ გი­ჭირს!/ - რო­მე­ლი მეფე ერეკ­ლე მე ვარ?/ ანდა, რო­მე­ლი მსა­ჯუ­ლი მისი!/ პა­სუ­ხად მყის­ვე, ვი­თარ­ცა სე­ტყვა,/ ვინც კი და რაც კი არ­სე­ბობს ირ­გვლივ, -/ იხუვ­ლებს ხოლ­მე, იხუვ­ლებს ერ­თხმად - ღა­ლა­ტი­აო ამ­გვა­რი ფიქ­რი!" ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ნაც­ნო­ბი ხელ­წე­რაა. ორ პო­ეტ­ზე ვფიქ­რობ, რომ არ შევ­ცდე, იქ­ნებ მი­ნიშ­ნე­ბა მი­თხრა.

- ეს პო­ე­ტი ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

- ძველ­ჰი­მა­ლა­ელ დურ­გლებ­ში არ­სე­ბობს ახალ­გაზ­რდა ოს­ტატ­თა გა­მოც­დის ასე­თი წესი: მოს­წავ­ლეს ეს­ვრი­ან ხის ნა­ჭერს. რა უნდა ქნას მან და­ჭე­რამ­დე?

- არ ვიცი.

- ხის ჯიში უნდა გან­სა­ზღვროს. რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ არის მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლე­სი ჰი­მა­ლა­ის მთა­თა სის­ტე­მა - ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, პა­კის­ტან­ში თუ ავ­ღა­ნეთ­ში?

- ავ­ღა­ნეთ­ში.

- რამ­დე­ნი პლა­ნე­ტა მოძ­რა­ობს მზის გარ­შე­მო?

- 9.

- და­ბო­ლოს და­ას­რუ­ლე ინ­გლი­სუ­რი ან­და­ზა: - "მამა გან­ძია, ძმა საყ­რდე­ნი, ხოლო მე­გო­ბა­რი...

- მე­გო­ბა­რი - იმე­დი.

- "...ხოლო მე­გო­ბა­რი - ორი­ვე ერ­თად".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა

ნოდიკო ტატიშვილი ლონდონში სასწავლებლად წავიდა

როცა მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს დავურეკე და "ერუდიტში" სტუმრობა შევთავაზე, მიპასუხა: შეხვედრას დღეს თუ მოვასწრებთ, თორემ ხვალ ლონდონში მივფრინავ და სექტემბრამდე ვერ ჩამოვალო. "სანო სტუდიაში" ერთმანეთს დათქმულ დროს შევხვდით. სანამ რუბრიკის კითხვარზე გადავიდოდით, ვთხოვე, "ლონდონური გეგმის" შესახებ მოეთხრო.

ნოდიკო:

- ლონდონში არის ვოკალის შემსწავლელი ინსტიტუტი, სადაც 2 წლის წინ წერილი მივწერე, რომ იქ სწავლის სურვილი მქონდა და იქიდან მიწვევაც მივიღე. ბუნებრივია, პირობებსაც გავეცანი. მოგეხსენება, ლონდონში სწავლა და ცხოვრება ძვირი სიამოვნებაა; ამიტომ ფინანსური პრობლემის გამო, 2 წლის განმავლობაში, იქ გამგზავრება ვერ მოვახერხე. ახლა კი ყველაფერი გვერდით გადავდე და საკუთარ თავს "საჩუქარი" გავუკეთე. ჩავალ თუ არა, ენის შემსწავლელ კურსებზეც შევალ... ვოკალის კურსის დამთავრების შემდეგ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში უნდა ვიმღერო, ბენდი დამიკრავს და... ბედნიერი ვარ.

- ვინ იქნებიან შენი პედაგოგები, იცი?

- იმ ინსტიტუტში მასტერ-კლასებს ყოველთვის ვარსკვლავები ატარებენ. წელს ვინ ჩაატარებს, ჯერჯერობით არ ვიცი. სავარაუდოდ, ცნობილი ჯაზმენები იქნებიან.

- სპონსორი იპოვე თუ საკუთარ თავს თავად აფინანსებ?

- ყველაფერი თავად მოვაგვარე, რადგანაც ჩემი პროფესიული ზრდისთვის ეს აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ახალგაზრდა კაცმა ხელიდან არ უნდა გაუშვა.

- წარმატებას გისურვებ და აქვე გკითხავ, თბილისში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?

- დაგეგმილია ჩემი ახალი ალბომის გამოშვება, რომელშიც 12 სიმღერაა შესული. შემოდგომაზე მექნება კლიპის პრემიერაც, რომელიც "სანო სტუდიაში" ჩავწერე. სიმღერაზე, რომელსაც ჰქვია - "ყველაფერი კარგად არის", კლიპი ზურაბ მენთეშაშვილმა გადაიღო. ცოტა არასტანდარტული გამოვიდა, გემოვნებით გაკეთებული ანიმაციაა.

ნოდიკოს არაერთი საყვარელი ავტორი ჰყავს. ლიტერატურული ჟანრებიდან რომანები და ტრაგედიები იზიდავს. ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც წიგნის ფასი კარგად იცოდნენ. ძალიან უყვარს გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, ტერენტი გრანელის შემოქმედება. თანამედროვე ავტორებიდან რატი ამაღლობელი მოსწონს. იმასაც მიმხელს, რომ სკოლაში დიდი ხნის მანძილზე ერთ გოგოზე იყო შეყვარებული. რატის აქვს ლექსი, რომელშიც ერთი სიტყვაა გამოტოვებული და შეგიძლია, შენთვის საყვარელი ადამიანის სახელი ჩაწერო... ამბობს, რომ ზეპირად ბევრი ლექსი იცის, ყველაზე ბევრი კი გალაკტიონის.

- ახლა რომელი ლექსი გახსენდება, რომლის წაკითხვის ხასიათზე ხარ?

- ("ახსნა" და იწყებს) "ღამეს ელვარე დღე შეუცვლია/ თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,/ ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია, / დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი./ რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!/ მაგნაირ გულით და სინაზეთი.../ არის ამქვეყნად დაგვიანება!/ მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?/ არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,/ არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით,/ ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,/ ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!"

- რაკი ლექსს ასე უშეცდომოდ ჰყვები, როგორც ჩანს, კარგი მეხსიერება გაქვს...

- არა, კარგი მეხსიერება ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, რაც ძალიან მომეწონება, თავისთავად მამახსოვრდება. სკოლაში მყავდა მშობლიური ენის და ლიტერატურის არაჩვეულებრივი პედაგოგი - ლალი ნასყიდაშვილი, მან არა მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

- ლონდონში რომელიმე წიგნის წაღებას ხომ არ აპირებ?

- ჩემი დაც ლონდონში სწავლობს. პროფესიით ფილოლოგია, გალაკტიონთან მან "დამაახლოვა". მთხოვა, რომ ოთარ ჭილაძის წიგნები წავუღო, ამ ავტორზე გიჟდება. თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ...

- დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- სიმართლე გითხრა, ცოტათი ვღელავ.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან "არგო", რომელიც მოპარულ ენას ნიშნავს?

- ვაიმე! აბა, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), ჟარგონი, სწორად ვამბობ?

- დიახ. ცნობილმა ავტომრბოლელმა შუმახერმა მონაწილეობა მიიღო შემდეგი ლოზუნგის პროპაგანდაში: "10 წამი, რომელმაც შეიძლება, გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე". რაში უნდა დაიხარჯოს ეს 10 წამი?

- ღვედის შეკვრაში.

- რას უწოდებენ ფშავში ახალდაქოწინებულებს?

- არ ვიცი.

- ახალყოილნი. სად ზეიმობენ ათენგენობას?

- ხევსურეთში.

- და ფშავში. მხატვრობაში ერკვევი?

- კარგის და ცუდის გარჩევა შემიძლია.

- ეს მხატვარი 1452 წლის 15 აპრილს ფლორენციასთან ახლოს, დაბა ვინჩიში დაიბადა. მარცხენა ხელით წერდა და ხატავდა. მან თავის ეპოქას გაუსწრო, ის იყო მხატვარი, მეცნიერი, მექანიკოსი, ხუროთმოძღვარი, გამომგონებელი, მწერალი... დაასახელე ვისზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) ვერ ვიხსენებ.

- მისი დაბადების ადგილი არაფერზე მიგანიშნებს?

- ლეონარდო და ვინჩიზე ამბობ?

- რა თქმა უნდა. რა პროფესიის იყო შერლოკ ჰოლმსის თანაშემწე უოტსონი?

- არ მახსოვს.

- ექიმი. სად დაიწერეს ჯვარი ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა?

- თუ სწორად მახსოვს, თბილისში, სამების ტაძარში.

- დიახ. დიდი ბრიტანეთის გარდა რომელ ქვეყანაში იყო პერი უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენელთა წოდება?

- არ ვიცი.

- საფრანგეთში. დაასახელე ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, რომლის ნაშრომი შეიცავს უხვ ცნობას ძველი იბერიის შესახებ.

- სტრაბონი.

- ისტორიას კარგად სწავლობდი?

- სკოლა 5-ებზე დავამთავრე. ისტორია ჩემი საყვარელი საგანი იყო. შესაბამისად, კარგადაც ვსწავლობდი.

- ჰოდა, ეს კიდევ ერთი კითხვით გადავამოწმოთ. რომელი მეფე იყო დემეტრე II თავდადებულის მამა?

- დავით ულუ. საქართველოში ორმეფობის პერიოდზე შემიძლია, ბევრი რამ გიამბო. იმასაც გეტყვი, დავით ულუ ლაშა-გიორგის შვილი იყო. ულუ იმიტომ უწოდეს, რომ მეორე დავითზე (რუსუდანის ძეზე) უფროსი იყო.

- ქრისტიანული მსოფლმხედველობით მაცხოვრის მიერ 7 საიდუმლოებაა დაწესებული...

- ნათლისღება, მირონცხება, მღვდლობა, სინანული, ზიარება, ზეთის კურთხევა, ქორწინება.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- არც არაფერი. ეს ის თემაა, რომელზეც ყველაზე უინტერესო მოსაუბრე ვარ. შეყვარებული არ მყავს. ისე, მსუბუქი ფლირტი, გატაცება, მოწონება, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც არის.

- "სიბერის საკვები სიბრძნეა. იმოქმედე სიჭაბუკეში ისე, რომ სიბერე შიმშილით არ გაგიმწარდეს", - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- ეს მხატვარი უკვე ვახსენეთ.

- ლეონარდო და ვინჩი.

- ბიბლიის მიხედვით, რომელ ქალაქში გაატარა ბავშვობა იესო ქრისტემ?

- ნაზარეთში.

- დაასახელე შუა საუკუნეებში გავრცელებული წიგნი მაგიის შესახებ, რომლის ავტორი იყო ისრაელთა ბრძენი მეფე სოლომონი?

- არ ვიცი.

- "სოლომონის გასაღები". სად და რომელ წელს შეიქმნა ინტერპოლი?

- ვიცი, რომ ვენაში შეიქმნა, მაგრამ არ ვიცი, ეს რომელ წელს მოხდა.

- 1923 წელს. რომელ ქვეყანაშია მდინარე პო?

- მგონი, იტალიაში. არა?

- დიახ. ხალხური სიმღერის რომელ ჟანრს განეკუთვნება "ალილო" - საწესოს, სუფრულს, საფერხულოს თუ საგმიროს?

- საწესოს.

- დაალაგე მამაკაცთა სასიმღერო ხმები მაღლიდან დაბლისკენ - ბარიტონი, ბანი, ტენორი.

- ტენორი, ბარიტონი, ბანი.

- რომელი ქვეყნიდან არიან წარმოშობით ბოშები?

- ვერ გიპასუხებ.

- ინდოეთიდან. რა არის რიფი?

- წყალქვეშა კლდე. ვიცი, რომ ავსტრალიის აღმოსავლეთ მხარეს წყალქვეშ ბევრი რიფია და საშიში ადგილია.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული".

- ფარნავაზზე.

- რა ერქვა გულივერს?

- არ მახსოვს.

- ლეუმელი. რომელი ჯირკვლის ამოკვეთა ხდება გლანდების ოპერაციის დროს?

- გლანდების (იცინის) სამედიცინო ენაზე არ ვიცი, რა ჰქვია.

- ნუშისებრი ჯირკვალი. რა ეწოდებოდა ძველბერძნულ თეატრში მუსიკოსებისათვის განკუთვნილ ადგილს?

- არ ვიცი.

- ორკესტრი.

- მართლა? პირველად მესმის.

- როგორი ორკესტრი არ არსებობს - სიმფონიური, სასულე, საორღანე, ხალხურ საკრავთა თუ საესტრადო?

- საორღანო.

- რომელი მთების სახელწოდების მიხედვით ეწოდა მთამსვლელობას ალპინიზმი?

- ალპების, ძნელი მისახვედრი არ არის.

- მთამსვლელობა თავადაც ხომ არ გიტაცებს?

- არა. მე "შემოქმედებითი მწვერვალების" დასაპყრობად ვიბრძვი.

- წარმატებას გისურვებ. შემდეგი კითხვა ასეთია: - ქართული კლასიკური ოპერის თარიღად 1919 წელი მიიჩნევა, რომელი ოპერა დაიდგა ამ წელს?

- "აბესალომ და ეთერი", არა?

- დიახ. რა ეწოდება დედამიწის წყლის გარსს?

- ვერ გიპასუხებ.

- ჰიდროსფერო. რა ეწოდება ადამიანის ხასიათის გარჩევას მისი ხელნაწერის მიხედვით?

- არც ეს ვიცი.

- გრაფოლოგია. რომელ კონტინენტზეა კორდილიერების მთები?

- ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.

- "საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე/ მამულზე ფიქრი, ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:/ - რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,/ მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!/ - რომელი მეფე ერეკლე მე ვარ?/ ანდა, რომელი მსაჯული მისი!/ პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,/ ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, -/ იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად - ღალატიაო ამგვარი ფიქრი!" ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- ძალიან მომეწონა, ნაცნობი ხელწერაა. ორ პოეტზე ვფიქრობ, რომ არ შევცდე, იქნებ მინიშნება მითხრა.

- ეს პოეტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

- მუხრან მაჭავარიანი.

- ძველჰიმალაელ დურგლებში არსებობს ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის ასეთი წესი: მოსწავლეს ესვრიან ხის ნაჭერს. რა უნდა ქნას მან დაჭერამდე?

- არ ვიცი.

- ხის ჯიში უნდა განსაზღვროს. რომელ ქვეყანაში არ არის მსოფლიოს უმაღლესი ჰიმალაის მთათა სისტემა - ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში თუ ავღანეთში?

- ავღანეთში.

- რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- 9.

- დაბოლოს დაასრულე ინგლისური ანდაზა: - "მამა განძია, ძმა საყრდენი, ხოლო მეგობარი...

- მეგობარი - იმედი.

- "...ხოლო მეგობარი - ორივე ერთად".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება