პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით - დიზაინერის რჩევები
როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით - დიზაინერის რჩევები

ვინ არ ოც­ნე­ბობს ლა­მაზ და კომ­ფორ­ტულ სახლზე, თუმ­ცა ხში­რად ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი გა­ვა­რე­მონ­ტოთ.

რო­გორ გა­ვა­ლა­მა­ზოთ სახ­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯით და რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ პა­ტა­რა ბინა ვრცე­ლი გა­მოჩ­ნდეს, ამა­ში დი­ზა­ი­ნე­რი სოფო პაქ­საშ­ვი­ლი და­გეხ­მა­რე­ბათ.

მკი­თხვე­ლი ნანა:

შე­ვი­ძი­ნე მშე­ნე­ბა­რე ბინა, (58კვ) ძა­ლი­ან მინ­და ამ ბი­ნა­ში სამ­ზა­რე­უ­ლო, მი­სა­ღე­ბი და ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი მქონ­დეს. რას მირ­ჩევთ?

-ჩემი აზ­რით 58 კვად­რა­ტულ­ში, შგიძ­ლი­ათ სურ­ვი­ლი­სა­მებრ მო­ა­წყოთ სამ­ზა­რე­უ­ლო, მი­სა­ღე­ბი და ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი. სახ­ლის კომ­ფი­გუ­რა­ცია თუ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი გა­ი­ყოს ორ ზო­ნად: დღის და ღა­მის ზო­ნად. ღა­მის ზო­ნა­ში გა­ნა­თავ­სებთ სა­ძი­ნებ­ლებს, ხოლო დღის ზო­ნა­ში მი­სა­ღებს და სამ­ზა­რე­უ­ლოს. რად­გა­ნაც ფარ­თი არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ვფიქ­რობ რომ არ გა­მო­ვა იზო­ლი­რე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. გირ­ჩევ­დით, რომ გა­ა­ერ­თი­ა­ნოთ სამ­ზა­რე­უ­ლო და მი­სა­ღე­ბი. მხო­ლოდ დე­კო­რა­ცი­უ­ლად გა­ყოთ ისე­ნი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან. შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ბა­რით ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ტიხ­რით გა­მო­ყო­ფა. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფან­ჯრე­ბის გან­ლა­გე­ბას, რად­გა­ნაც სა­ძი­ნე­ბე­ლი უნდა იყოს ნა­თე­ლი და მისი გა­ნი­ა­ვე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს. სა­ძი­ნებ­ლის უღი­ო­ბოდ გა­კე­თე­ბას არ გი­ჩევთ.

ნა­თია ანა­ნი­ძე:

ვცხოვ­რობ ქლა­ქუ­რი ტი­პის ბი­ნა­ში (ერთი ოთა­ხი, 18კვ). რო­გორ მო­ვა­წყოთ ეს ოთა­ხი, რომ სივ­რცე უფრო დიდი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­მოჩ­ნდეს.

-18 კვ სა­ერ­თო ოთა­ხის­თვის მი­მაჩ­ნია ნორ­მა­ლურ ფარ­თად. თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იხ­მა­რეთ ღია ფე­რის ტო­ნე­ბი - ჩა­ლის­ფე­რი, ღი­ას­ტა­ფი­ლოს ფერი, ღია ყა­ვის­ფე­რი. დე­კო­რა­ცი­უ­ლად იხ­მა­რეთ მხო­ლოდ მუქი ფე­რე­ბი, დე­კო­რა­ცი­უ­ლი შპა­ლი­ე­რის სა­ხით ან მუქი ავე­ჯი. თუ გა­ა­კე­თებთ ღია ფე­რის ლა­მი­ნი­რე­ბულ ია­ტაკს შე­გიძ­ლი­ათ იხ­მა­როთ მუქი ფე­რის ავე­ჯი. კონ­ტრას­ტში რო­დე­საც მო­დის ია­ტა­კი და ავე­ჯი ერ­თმა­ნეთ­თან მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­მო­დის. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა სარ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში. სარ­კეს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი ფუნ­ქცია. მისი ანა­რეკ­ლი ადი­დებს ოთახს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მაჩ­ნია, რომ თუ გა­მო­ი­ყე­ნებთ სარ­კეს უფრო ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­მო­ვა თქვე­ნი ოთა­ხი. კომ­ფორ­ტი კი ალ­ბათ ავე­ჯის გან­ლა­გე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს თუ რო­მელ კე­დელ­ზე და­კი­დებთ ტე­ლე­ვი­ზორს და რო­გორ შე­უ­თავ­სებთ რბილ ავეჯს მას. ეც­დეთ რომ დიდ კე­დელ­ზე დად­გათ სა­მე­უ­ლი და მის პირ­და­პი კომ­ფორ­ტუ­ლად გა­ნა­ლა­გოთ ტე­ლე­ვი­ზო­რის კუ­თხე. ასე­თი სა­ხით კომ­ფორ­ტს მი­აღ­წევთ თქვენს კუ­თხე­ში.

ნონა წიკ­ლა­უ­რი:

მაქვს პა­ტა­რა ზო­მის სამ­ზა­რე­უ­ლო, ვერ მო­მი­ფიქ­რე­ბია რო­გო­რი ტი­პის ავე­ჯი დავ­დგა, რომ სა­თავ­სოც საკ­მა­ოდ მქონ­დეს და დიდი ფარ­თიც არ წა­მარ­თვას. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მინ­და თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის შტრი­ხით კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­მექ­მნას, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქა­ლის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. რა რჩე­ვას მომ­ცემ­დით?

-სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ავე­ჯის და­გეგ­მა­რე­ბის დროს სტან­დარ­ტულ ავეჯს ვი­ყე­ნებთ ხოლ­მე, მაგ­რამ თქვენ თუ შეკ­ვე­თას მის­ცემთ ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის დროს და და­ამ­ზა­დებთ თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, შეგ­ვიძ­ლია ეს სტან­დარ­ტე­ბი არ და­ვიც­ვათ და და­ვარ­ღვი­ოთ. სა­ერ­თოდ სა­მუ­შაო მა­გი­დის სიღ­რმე გა­მომ­დი­ნა­რე ნი­ჟა­რი­დან და გა­ზი­დან კეთ­დე­ბა 60 სმ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია შე­ვი­ძი­ნოთ არას­ტან­დარ­ტუ­ლი გაზი ან ნი­ჟა­რა, და 50 სმ-ზე და­ვიყ­ვა­ნოთ. ამით 10 სმ-ს მო­ვი­გებთ და ფარ­თი მეტი დაგ­ვრჩე­ბა. ასე­ვე გირ­ჩევ­დით, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ხის ტექ­სტუ­რით კა­რა­დე­ბი, გა­ა­კე­თეთ ბევ­რი ღია თარო, რაც უფრო კომ­ფორ­ტულს და მიმ­ზიდ­ველს გახ­დის სამ­ზა­რე­უ­ლოს. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ პრი­ა­ლა ზე­და­პი­რის და­მუ­შა­ვე­ბით კა­რე­ბი და ამას­თან ერ­თად არ იყოს ხის ფე­რის- ეს სი­ხა­ლი­სეს შე­მო­ი­ტანს თქვენს ინ­ტე­რი­ერ­ში. დე­კო­რა­ცი­უ­ლად გირ­ჩევთ, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ კა­ფე­ლი და მას­ში ჩა­ნარ­თე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს ქა­ლაქ­ში დე­კო­რა­ცი­უ­ლი კა­ფე­ლე­ბის და შეგ­ვიძ­ლია პა­ტა­რა მო­ზა­ი­კე­ბი ან დე­კო­რა­ცი­უ­ლი კა­ფე­ლე­ბი ჩავ­სვათ კე­დელ­ზე და უფრო ლა­მა­ზი გა­მოჩ­ნდე­ბა თქვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო. თუ ფარ­თი გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა კომ­ფორ­ტულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ნა­თავ­სოთ კომ­ფორ­ტუ­ლი მა­გი­და და სკა­მე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა რბი­ლი ავე­ჯიც და­იდ­გეს და შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რის კუ­თხეც მო­ა­წყოთ. გა­აჩ­ნია რის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს თქვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს ფარ­თი.

ლია ძირ­კვა­ძე:

მაქვს 18 კვ. ოთა­ხი სა­დაც მინ­და მო­ვა­წყო ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი, ერთი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის და ერთი უფ­რო­სე­ბი­სათ­ვის. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებთ ამას?

-შე­უძ­ლე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს მა­ინც თქვე­ნი ფან­ჯრის ღი­ობ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ფან­ჯრის ღი­ო­ბი გაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას რომ გა­და­ი­ტიხ­როს ორ სივ­რცეთ მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი გა­კეთ­დეს. რო­გორც წესი მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ძი­ნებ­ლის ზომა 8-10 კვ-ზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს, მაგ­რამ თუ თქვენ­თან იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ფან­ჯრის ღი­ო­ბი გა­ი­ტიხ­როს მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პა­ტა­რა სა­ძი­ნე­ბე­ლი თქვენ გქონ­დეთ და აჯო­ბებს დიდი ფარ­თი ბავ­შვებს და­უთ­მოთ. მე გირ­ჩევ­დით, რომ რად­გა­ნაც ბავ­შვე­ბი უფრო დიდ დროს ატა­რე­ბან სა­ძი­ნე­ბელ­ში არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა როცა გექ­ნე­ბათ ბავ­შვებს მეტი სივ­რცე და­უთ­მეთ. თუ ორი ბავ­შვი გყავთ მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­წო­ლის დად­გმა, ხოლო თუ ერთი ბავ­შვი გყავთ სა­წო­ლი შგიძ­ლი­ათ მა­ღალ­ზე გა­ა­კე­თოთ და ქვე­მოთ მო­უ­წყოთ სა­თა­მა­შო კუ­თხე ან სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხე. ამი­თი ფართს ძა­ლი­ან კარ­გად და­ზო­გავთ. შე­უძ­ლია ბავ­შვს ზედა სარ­თულ­ზე კი­ბით ავი­დეს და და­ი­ძი­ნოს, ხოლო ქვე­მოთ დაჯ­დეს და იმე­ცა­დი­ნოს. გირ­ჩევთ, რომ ფან­ჯა­რას­თან ახ­ლოს დად­გათ, რად­გან მე­ცა­დი­ნე­ო­ბის დროს სი­ნათ­ლე ად­ვი­ლად მი­ე­წო­დე­ბო­დეს, როცა სა­წო­ლის ქვეშ არის სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხე გა­მო­დის რომ ბნე­ლი კუ­თხეა, ამი­ტომ იზ­რუ­ნეთ ამა­ზე.

მაკა-მაკა:

ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუქი ფე­რე­ბი, მაქვს ერთი ოთა­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და მი­სა­ღე­ბი, დიდი ფან­ჯრე­ბით და შუ­შის კა­რე­ბით, რო­მე­ლიც გა­დის აი­ვან­ზე. რო­გო­რი კედ­ლე­ბი, ია­ტა­კი და ავე­ჯი შე­ვარ­ჩიო, რომ მუქ ფე­რებ­შიც მქონ­დეს­გა­და­წყვე­ტი­ლი ოტა­ხის ინ­ტე­რი­ე­რი და სივ­რცე არ და­ი­კარ­გოს.

-მე გირ­ჩევთ, რომ დე­ტა­ლებ­ში ღია ფე­რე­ბიც გა­მო­ყე­ნოთ და არ იყოს სულ მუქი. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ შავი ია­ტა­კიც გა­კეთ­დეს, თუ ამ­დე­ნად გიყ­ვართ მუქი ფე­რე­ბი, მაგ­რამ დე­ტა­ლე­ბი- ბა­ლი­შის ტექ­სტუ­რა, სუ­რა­თის ჩარ­ჩო იყოს სხვა ფერი. ამით გა­ა­ხა­ლი­სებთ თქვენს ინ­ტე­რი­ერს. შე­იძ­ლე­ბა კედ­ლებ­ზე გა­კეთ­დეს დე­კო­რა­ცი­უ­ლი თა­რო­ე­ბი მუ­ყაო-თა­ბა­ში­რის­გან და შე­ი­ღე­ბოს უფრო ღია ფე­რად, რად­გა­ნაც მუქ ფერს ახა­სი­ა­თებს ის რომ სივ­რცეს აპა­ტა­რა­ვებს. ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ გა­ნა­თე­ბა­საც. წერ­ტი­ლო­ვან გა­ნა­თე­ბას თუ იხ­მართ ჭერ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­მე­უ­ლის კუ­თხე ისე კარ­გად გა­ა­ნა­თოთ, რომ მუქი ფე­რე­ბი სა­ერ­თოდ აღარ გა­მოჩ­ნდეს. მუქი კე­დე­ლი თუ ლა­მა­ზად იქ­ნე­ბა გა­ნა­თე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­წო­ნე­ბათ და ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა თქვე­ნი ინ­ტე­რი­ე­რი მუქ ფე­რებ­ში და სივ­რცე ნამ­დვი­ლად არ და­ი­კარ­გე­ბა.

ნა­თია:

მი­სა­ღე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო მაქვს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ბა­რის სტი­ლით და კედ­ლით გა­ყო­ფა არ მინ­და, მაგ­რამ მინ­და, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო ორი­გი­ნა­ლუ­რად ყოფ­დეს მი­სა­ღებს. მირ­ჩი­ეთ დი­ზა­ი­ნი.

-რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი გა­მო­ყო­ფი­ლია ბა­რით, ბა­რის დი­ზა­ინს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს რომ ბარი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კონ­სტრუქ­ცი­ით სხვა­დას­ხვა­ნა­ირ მა­სა­ლა­ში იყოს გა­და­წყვე­ტი­ლი. ბარს მე­ო­რა­დი ფუნ­ქცი­აც შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს და მას­თან ერ­თად იყოს კა­რა­დე­ბი. სა­დაც სუ­ვე­ნი­რე­ბი, სას­მე­ლის ბოთ­ლე­ბი და ჭი­ქე­ბი გან­ლაგ­დე­ბა. თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს სივ­რცე ერთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ვფიქ­რობ უფრო ლა­მა­ზად გა­მოჩ­ნდე­ბა თქვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო და თქვენ როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იქ­ნე­ბით უფრო ლა­მა­ზად გა­მოჩ­ნდე­ბა სა­ერ­თო ოთა­ხის ხედი.ში­გიძ­ლი­ათ ამ სა­ფე­ხურ­ში გა­ნა­თე­ბა ჩა­ა­მაგ­როთ და რო­დე­საც სა­ერ­თო ოთახ­ში ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებთ მხო­ლოდ ეს ნა­თუ­რა იმ­დე­ნად კარგ სიმ­ყუდ­რო­ვეს შე­მო­ი­ტანს, რომ ძა­ლი­ან გე­სი­ა­მოვ­ნე­ბათ. რო­დე­საც სურ­ვი­ლი არ გაქვთ, რომ ბა­რით ან კედ­ლით გა­მო­ყოთ სამ­ზა­რე­უ­ლო, მა­შინ ან ავე­ჯით უნდა გა­და­ი­ტიხ­როს ეს სივ­რცე, ან კო­მო­დით, ან შე­იძ­ლე­ბა სა­ფე­ხუ­რი გა­კეთ­დეს. სა­ფე­ხუ­რის შე­დე­გად მა­ღალ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო და დაბ­ლა იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი.

ქე­თე­ვა­ნი:

რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შავი ფე­რის მეტ­ლა­ხი, ან თქვენ რო­მელ ფერს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, (წი­თე­ლი აგუ­რის იმი­ტა­ცი­ის ფონ­ზე).

-შავი ფე­რის მეტ­ლა­ხი მუ­ქია თა­ვის­თა­ვად და სივ­რცეს აპა­ტა­რა­ვებს, მაგ­რამ მოვ­ლის თვალ­საზ­რი­სით გირ­ჩევთ, რომ არ იხ­მა­როთ პრი­ა­ლა ზე­და­პი­რის მეტ­ლა­ხი, იხ­მა­რეთ გლუ­ვი არეკვლით, რად­გა­ნაც მას­ზე მტვე­რი და ლა­ქე­ბი ნაკ­ლე­ბად ემ­ჩნე­ვა. ფე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წი­თე­ლი აგუ­რის იმი­ტა­ცი­ას შავი ფერი მო­უხ­დე­ბა, მაგ­რამ მუქი ყა­ვის­ფე­რი, წაბ­ლის­ფე­რი ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა, ასე­ვე მო­უხ­დე­ბა მუქი თამ­ბა­ქოს ფერი.არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა ბევ­რია ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ებ­ში, მა­ინც და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ და ნა­ხეთ იქ­ნებ თქვენს ინ­ტე­რი­ერ­ში სხვა მეტ­ლა­ხი უფრო მო­გე­წო­ნოთ.

გია-თეკო:

რო­გო­რი ინ­ტე­რი­ე­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ძი­ნე­ლე­ბელს, მარ­ტი­ვი და კომ­ფორ­ტუ­ლი რომ იყოს, მაგ­რამ მის მო­სა­წყო­ბად მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯი რომ გვქონ­დეს.

-თუ თქვენ გე­ხერ­ხე­ბათ თქვე­ნით რა­ღა­ცე­ე­ბის კე­თე­ბა ინ­ტე­რი­ერ­ში, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი­ვე ძვე­ლი ავე­ჯი გა­ნა­ახ­ლოთ, თუნ­დაც ფერი შე­უც­ვა­ლოთ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შგიძ­ლი­ათ და­ამ­ზა­დოთ სა­ნა­თი, ბევ­რი დე­კო­რა­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტი შე­ი­ტა­ნოთ, მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ შე­ღე­ბოთ კედ­ლე­ბი და არ გა­აკ­რათ შპა­ლე­რი, რაც ფასს გა­გიზ­რდი­დათ. თუ გექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა წერ­ტი­ლო­ვა­ნი გა­ნა­თე­ბა გა­ა­კე­თოთ და შე­კი­დუ­ლი ჭერი, ესეც ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბა თქვენს სა­ძი­ნე­ბელს. ძა­ლი­ან არ გა­დატ­ვირ­თოთ ოთა­ხი და შე­ე­ცა­დეთ თქვენ­თვი­თონ გა­ა­კე­თოთ რა­ღე­ცე­ე­ბი, ან გა­ნა­ახ­ლოთ. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მო­გა­ნი­ჭებთ და თან თქვენს მიერ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ავე­ჯი ბევ­რად კარ­გად იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი.

მაია:

მაქვს მა­ღა­ლ­ჭე­რი­ა­ნი ბინა, მინ­და რომ წიგ­ნის სა­თავ­სო­ე­ბი და დე­კო­რა­ცი­ე­ბის მქონ­დეს გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­ღალ­ზე, რას მირ­ჩევთ, რო­გორ დი­ზა­ინს შე­მირ­ჩევთ? (ოთა­ხი არის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი)

-ძა­ლი­ან კარ­გი ოთა­ხი გქო­ნი­ათ. ნა­თე­ლი და მა­ღა­ლი ჭე­რის ოთახ­ში ბევ­რი კარ­გი რა­ღა­ცე­ე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. გირ­ჩევთ, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და­ამ­ზა­დოთ მილკ­ვად­რა­ტის კარ­კა­სი და შე­კი­დოთ ჭერ­თან, ისე­თი სი­მაღ­ლის დო­ნე­ზე, რომ თა­რო­ე­ბის მო­წყო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს. ამ მილკ­ვად­რა­ტის კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ხის ფიც­რე­ბით მო­ე­წყოს თარო და და­ა­ლა­გოთ თქვე­ნი წიგ­ნე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბი. მას­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­თავ­სდეს ჩა­მო­საშ­ლე­ლი კიბე ან თუ ინ­ტე­რი­ერს მო­უხ­დე­ბა სტა­ტი­უ­რი კი­ბეც. ასე­ვე დი­ზა­ინ­ში ტრანსფორ­მი­რე­ბა­დი კი­დე­ე­ბიც არ­სე­ბობს, ეს სი­ლა­მა­ზეს შეს­ძენს თქვენს ოთახს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ თა­რო­ებ­ში გა­ნა­თე­ბის ელე­მენ­ტე­ბიც გა­ნა­თავ­სოთ. და ეს თა­რო­ე­ბი თა­როს ფუნ­ქცი­ა­საც შე­ას­რუ­ლებს და გა­ნა­თე­ბის ობი­ექ­ტიც იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ოთა­ხი გა­მო­გი­ვათ.

ია­მზე:

ბინა, რო­მე­ლიც შე­ვი­ძი­ნეთ, უც­ნა­უ­რია, იმ მხრივ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს ფან­ჯა­რა არ აქვს, გამ­წო­ვი არის მხო­ლოდ. ფარ­თი 8კვ. რო­გორ მო­ვა­წყო ისე, რომ კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­დეს.

-რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო ექ­ცე­ვა შუ­ა­ში და ფან­ჯრის ღი­ო­ბი არ გვაქვს, ძა­ლი­ან დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის ვენ­ტი­ლა­ცი­ას, რომ მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­წო­ვა მოხ­დეს ად­ვი­ლად. ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იზ­რუ­ნოთ ამა­ზე, რომ რად­გა­ნაც ფან­ჯა­რა არ არის გამ­წო­ვი სის­ტე­მა ძა­ლი­ან კარ­გად უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი. 8კვ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია პა­ტა­რა ტრანსფორ­მი­რე­ბა­დი მა­გი­დაც კი გქონ­დეთ. თუ გექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი რომ არ გქონ­დეთ ღუ­მე­ლი, მხო­ლოდ გა­ზის ზე­და­პი­რი შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ და ქვე­და სივ­რცში კა­რა­და შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ და სა­თავ­სოც გა­გიჩ­ნდე­ბათ. რად­გა­ნაც პა­ტა­რა სივ­რცეა ზედა თა­რო­ე­ბი ძა­ლი­ან არ და­ხუ­როთ, შე­გიძ­ლი­ათ იხ­მა­როთ მინა ან გახ­სნი­ლი იყოს, რომ ავე­ჯ­მა არ და­ამ­ძი­მოს ჩვე­ნი პა­ტა­რა სივ­რცე . აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დი­ზა­ი­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზი გა­მო­ვი­დეს, თუ ვიხ­მართ ღია ფე­რის კა­რა­დებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფორ­მე­ბით ეს კა­რა­დე­ბი, რკა­ლუ­რი ფორ­მე­ბი ან ის ფორ­მე­ბი თქვენ რო­მე­ლიც გიყ­ვართ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით - დიზაინერის რჩევები

როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით - დიზაინერის რჩევები

ვინ არ ოცნებობს ლამაზ და კომფორტულ სახლზე, თუმცა ხშირად ფინანსური მდგომარება საშუალებას არ გვაძლევს საცხოვრებელი ფართი გავარემონტოთ.

როგორ გავალამაზოთ სახლი მინიმალური დანახარჯით და როგორ მოვახერხოთ, რომ პატარა ბინა ვრცელი გამოჩნდეს, ამაში დიზაინერი სოფო პაქსაშვილი დაგეხმარებათ.

მკითხველი ნანა:

შევიძინე მშენებარე ბინა, (58კვ) ძალიან მინდა ამ ბინაში სამზარეულო, მისაღები და ორი საძინებელი მქონდეს. რას მირჩევთ?

-ჩემი აზრით 58 კვადრატულში, შგიძლიათ სურვილისამებრ მოაწყოთ სამზარეულო, მისაღები და ორი საძინებელი. სახლის კომფიგურაცია თუ მოგვცემს საშუალებას შეიძლება სახლი გაიყოს ორ ზონად: დღის და ღამის ზონად. ღამის ზონაში განათავსებთ საძინებლებს, ხოლო დღის ზონაში მისაღებს და სამზარეულოს. რადგანაც ფართი არ გვაძლევს საშუალებას, ვფიქრობ რომ არ გამოვა იზოლირებული სამზარეულო. გირჩევდით, რომ გააერთიანოთ სამზარეულო და მისაღები. მხოლოდ დეკორაციულად გაყოთ ისენი ერთმანეთისაგან. შეიძლება მოხდეს ბარით ან დეკორატიული ტიხრით გამოყოფა. ასევე მნიშვნელობა მიაქციეთ ფანჯრების განლაგებას, რადგანაც საძინებელი უნდა იყოს ნათელი და მისი განიავება უნდა ხდებოდეს. საძინებლის უღიობოდ გაკეთებას არ გიჩევთ.

ნათია ანანიძე:

ვცხოვრობ ქლაქური ტიპის ბინაში (ერთი ოთახი, 18კვ). როგორ მოვაწყოთ ეს ოთახი, რომ სივრცე უფრო დიდი და კომფორტული გამოჩნდეს.

-18 კვ საერთო ოთახისთვის მიმაჩნია ნორმალურ ფართად. თუ შესაძლებელი იქნება იხმარეთ ღია ფერის ტონები - ჩალისფერი, ღიასტაფილოს ფერი, ღია ყავისფერი. დეკორაციულად იხმარეთ მხოლოდ მუქი ფერები, დეკორაციული შპალიერის სახით ან მუქი ავეჯი. თუ გააკეთებთ ღია ფერის ლამინირებულ იატაკს შეგიძლიათ იხმაროთ მუქი ფერის ავეჯი. კონტრასტში როდესაც მოდის იატაკი და ავეჯი ერთმანეთთან მიმზიდველი გამოდის. ასევე შეიძლება სარკის გამოყენება ინტერიერში. სარკეს აქვს ძალიან კარგი ფუნქცია. მისი ანარეკლი ადიდებს ოთახს და აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ თუ გამოიყენებთ სარკეს უფრო ლამაზი და მიმზიდველი გამოვა თქვენი ოთახი. კომფორტი კი ალბათ ავეჯის განლაგებაზე არის დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რომელ კედელზე დაკიდებთ ტელევიზორს და როგორ შეუთავსებთ რბილ ავეჯს მას. ეცდეთ რომ დიდ კედელზე დადგათ სამეული და მის პირდაპი კომფორტულად განალაგოთ ტელევიზორის კუთხე. ასეთი სახით კომფორტს მიაღწევთ თქვენს კუთხეში.

ნონა წიკლაური:

მაქვს პატარა ზომის სამზარეულო, ვერ მომიფიქრებია როგორი ტიპის ავეჯი დავდგა, რომ სათავსოც საკმაოდ მქონდეს და დიდი ფართიც არ წამართვას. სამზარეულოში მინდა თანამედროვე დიზაინის შტრიხით კომფორტული გარემო შემექმნას, მოგეხსენებათ ქალისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სამზარეულოში პირობების შექმნა. რა რჩევას მომცემდით?

-სამზარეულოში ავეჯის დაგეგმარების დროს სტანდარტულ ავეჯს ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ თქვენ თუ შეკვეთას მისცემთ ავეჯის დამზადების დროს და დაამზადებთ თქვენი სურვილისამებრ, შეგვიძლია ეს სტანდარტები არ დავიცვათ და დავარღვიოთ. საერთოდ სამუშაო მაგიდის სიღრმე გამომდინარე ნიჟარიდან და გაზიდან კეთდება 60 სმ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევიძინოთ არასტანდარტული გაზი ან ნიჟარა, და 50 სმ-ზე დავიყვანოთ. ამით 10 სმ-ს მოვიგებთ და ფართი მეტი დაგვრჩება. ასევე გირჩევდით, რომ არ გამოიყენოთ ხის ტექსტურით კარადები, გააკეთეთ ბევრი ღია თარო, რაც უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის სამზარეულოს. შეიძლება გამოვიყენოთ პრიალა ზედაპირის დამუშავებით კარები და ამასთან ერთად არ იყოს ხის ფერის- ეს სიხალისეს შემოიტანს თქვენს ინტერიერში. დეკორაციულად გირჩევთ, რომ გამოიყენოთ კაფელი და მასში ჩანართები. ძალიან კარგი არჩევანი გვაქვს ქალაქში დეკორაციული კაფელების და შეგვიძლია პატარა მოზაიკები ან დეკორაციული კაფელები ჩავსვათ კედელზე და უფრო ლამაზი გამოჩნდება თქვენი სამზარეულო. თუ ფართი გაძლევთ საშუალებას შეიძლება კომფორტულ სამზარეულოში განათავსოთ კომფორტული მაგიდა და სკამები, სადაც შეიძლება რბილი ავეჯიც დაიდგეს და შეიძლება ტელევიზორის კუთხეც მოაწყოთ. გააჩნია რის საშუალებას მოგვცემს თქვენი სამზარეულოს ფართი.

ლია ძირკვაძე:

მაქვს 18 კვ. ოთახი სადაც მინდა მოვაწყო ორი საძინებელი, ერთი ბავშვებისათვის და ერთი უფროსებისათვის. როგორ მოვახერხებთ ამას?

-შეუძლებელი საერთოდ არაფერი არ არსებობს, აქედან გამომდინარე ეს მაინც თქვენი ფანჯრის ღიობზე არის დამოკიდებული. თუ ფანჯრის ღიობი გაძლევთ საშუალებას რომ გადაიტიხროს ორ სივრცეთ მაშინ შესაძლებელი იქნება ორი საძინებელი გაკეთდეს. როგორც წესი მინიმალური საძინებლის ზომა 8-10 კვ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ თუ თქვენთან იქნება საშუალება რომ ფანჯრის ღიობი გაიტიხროს მაშინ შესაძლებელი იქნება პატარა საძინებელი თქვენ გქონდეთ და აჯობებს დიდი ფართი ბავშვებს დაუთმოთ. მე გირჩევდით, რომ რადგანაც ბავშვები უფრო დიდ დროს ატარებან საძინებელში არჩევანის საშუალება როცა გექნებათ ბავშვებს მეტი სივრცე დაუთმეთ. თუ ორი ბავშვი გყავთ მაშინ შეგიძლიათ ორსართულიანი საწოლის დადგმა, ხოლო თუ ერთი ბავშვი გყავთ საწოლი შგიძლიათ მაღალზე გააკეთოთ და ქვემოთ მოუწყოთ სათამაშო კუთხე ან სამეცადინო კუთხე. ამითი ფართს ძალიან კარგად დაზოგავთ. შეუძლია ბავშვს ზედა სართულზე კიბით ავიდეს და დაიძინოს, ხოლო ქვემოთ დაჯდეს და იმეცადინოს. გირჩევთ, რომ ფანჯარასთან ახლოს დადგათ, რადგან მეცადინეობის დროს სინათლე ადვილად მიეწოდებოდეს, როცა საწოლის ქვეშ არის სამეცადინო კუთხე გამოდის რომ ბნელი კუთხეა, ამიტომ იზრუნეთ ამაზე.

მაკა-მაკა:

ძალიან მიყვარს მუქი ფერები, მაქვს ერთი ოთახი გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები, დიდი ფანჯრებით და შუშის კარებით, რომელიც გადის აივანზე. როგორი კედლები, იატაკი და ავეჯი შევარჩიო, რომ მუქ ფერებშიც მქონდესგადაწყვეტილი ოტახის ინტერიერი და სივრცე არ დაიკარგოს.

-მე გირჩევთ, რომ დეტალებში ღია ფერებიც გამოყენოთ და არ იყოს სულ მუქი. შეიძლება საერთოდ შავი იატაკიც გაკეთდეს, თუ ამდენად გიყვართ მუქი ფერები, მაგრამ დეტალები- ბალიშის ტექსტურა, სურათის ჩარჩო იყოს სხვა ფერი. ამით გაახალისებთ თქვენს ინტერიერს. შეიძლება კედლებზე გაკეთდეს დეკორაციული თაროები მუყაო-თაბაშირისგან და შეიღებოს უფრო ღია ფერად, რადგანაც მუქ ფერს ახასიათებს ის რომ სივრცეს აპატარავებს. ყურადღება მიაქციეთ განათებასაც. წერტილოვან განათებას თუ იხმართ ჭერში შეიძლება სამეულის კუთხე ისე კარგად გაანათოთ, რომ მუქი ფერები საერთოდ აღარ გამოჩნდეს. მუქი კედელი თუ ლამაზად იქნება განათებული აუცილებლად მოგეწონებათ და ნამდვილად არ იქნება თქვენი ინტერიერი მუქ ფერებში და სივრცე ნამდვილად არ დაიკარგება.

ნათია:

მისაღები და სამზარეულო მაქვს გაერთიანებული, ბარის სტილით და კედლით გაყოფა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ  სამზარეულო ორიგინალურად ყოფდეს მისაღებს. მირჩიეთ დიზაინი.

-როდესაც სამზარეულო და მისაღები ოთახი გამოყოფილია ბარით, ბარის დიზაინს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბევრი საშუალება გვაქვს რომ ბარი სხვადასხვანაირი კონსტრუქციით სხვადასხვანაირ მასალაში იყოს გადაწყვეტილი. ბარს მეორადი ფუნქციაც შეიძლება ქონდეს და მასთან ერთად იყოს კარადები. სადაც სუვენირები, სასმელის ბოთლები და ჭიქები განლაგდება. თუ სამზარეულოს სივრცე ერთი საფეხურით მაღლა იქნება განთავსებული, ვფიქრობ უფრო ლამაზად გამოჩნდება თქვენი სამზარეულო და თქვენ როცა სამზარეულოში იქნებით უფრო ლამაზად გამოჩნდება საერთო ოთახის ხედი.შიგიძლიათ ამ საფეხურში განათება ჩაამაგროთ და როდესაც საერთო ოთახში ტელევიზორს უყურებთ მხოლოდ ეს ნათურა იმდენად კარგ სიმყუდროვეს შემოიტანს, რომ ძალიან გესიამოვნებათ. როდესაც სურვილი არ გაქვთ, რომ ბარით ან კედლით გამოყოთ სამზარეულო, მაშინ ან ავეჯით უნდა გადაიტიხროს ეს სივრცე, ან კომოდით, ან შეიძლება საფეხური გაკეთდეს. საფეხურის შედეგად მაღალ დონეზე იქნება სამზარეულო და დაბლა იქნება მისაღები ოთახი.

ქეთევანი:

რამდენად გამართლებულია სამზარეულოში შავი ფერის მეტლახი, ან თქვენ რომელ ფერს ანიჭებთ უპირატესობას, (წითელი აგურის იმიტაციის ფონზე).

-შავი ფერის მეტლახი მუქია თავისთავად და სივრცეს აპატარავებს, მაგრამ მოვლის თვალსაზრისით გირჩევთ, რომ არ იხმაროთ პრიალა ზედაპირის მეტლახი, იხმარეთ გლუვი არეკვლით, რადგანაც მასზე მტვერი და ლაქები ნაკლებად ემჩნევა. ფერიდან გამომდინარე წითელი აგურის იმიტაციას შავი ფერი მოუხდება, მაგრამ მუქი ყავისფერი, წაბლისფერი ძალიან მოუხდება, ასევე მოუხდება მუქი თამბაქოს ფერი.არჩევანის საშუალება ბევრია ქალაქის მაღაზიებში, მაინც დაათვალიერეთ და ნახეთ იქნებ თქვენს ინტერიერში სხვა მეტლახი უფრო მოგეწონოთ.

გია-თეკო:

როგორი ინტერიერი შეესაბამება საძინელებელს, მარტივი და კომფორტული რომ იყოს, მაგრამ მის მოსაწყობად მინიმალური დანახარჯი რომ გვქონდეს.

-თუ თქვენ გეხერხებათ თქვენით რაღაცეების კეთება ინტერიერში, შეგიძლიათ თქვენივე ძველი ავეჯი განაახლოთ, თუნდაც ფერი შეუცვალოთ. ძალიან მარტივად შგიძლიათ დაამზადოთ სანათი, ბევრი დეკორაციული ელემენტი შეიტანოთ, მარტივად შეგიძლიათ შეღებოთ კედლები და არ გააკრათ შპალერი, რაც ფასს გაგიზრდიდათ. თუ გექნებათ საშუალება წერტილოვანი განათება გააკეთოთ და შეკიდული ჭერი, ესეც ძალიან მოუხდება თქვენს საძინებელს. ძალიან არ გადატვირთოთ ოთახი და შეეცადეთ თქვენთვითონ გააკეთოთ რაღეცეები, ან განაახლოთ. ეს სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და თან თქვენს მიერ განახლებული ავეჯი ბევრად კარგად იქნება გაკეთებული.

მაია:

მაქვს მაღალჭერიანი ბინა, მინდა რომ წიგნის სათავსოები და დეკორაციების მქონდეს განთავსებული მაღალზე, რას მირჩევთ, როგორ დიზაინს შემირჩევთ? (ოთახი არის ძალიან ნათელი)

-ძალიან კარგი ოთახი გქონიათ. ნათელი და მაღალი ჭერის ოთახში ბევრი კარგი რაღაცეების გაკეთება შეიძლება. გირჩევთ, რომ ძალიან მარტივად დაამზადოთ მილკვადრატის კარკასი და შეკიდოთ ჭერთან, ისეთი სიმაღლის დონეზე, რომ თაროების მოწყობა შესაძლებელი გახდეს. ამ მილკვადრატის კონსტრუქციაზე შეიძლება ძალიან მარტივად ხის ფიცრებით მოეწყოს თარო და დაალაგოთ თქვენი წიგნები და საყვარელი ნივთები. მასზე შესაძლებელია განთავსდეს ჩამოსაშლელი კიბე ან თუ ინტერიერს მოუხდება სტატიური კიბეც. ასევე დიზაინში ტრანსფორმირებადი კიდეებიც არსებობს, ეს სილამაზეს შესძენს თქვენს ოთახს. შესაძლებელია ამ თაროებში განათების ელემენტებიც განათავსოთ. და ეს თაროები თაროს ფუნქციასაც შეასრულებს და განათების ობიექტიც იქნება. ძალიან სასიამოვნო ოთახი გამოგივათ.

იამზე:

ბინა, რომელიც შევიძინეთ, უცნაურია, იმ მხრივ, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, გამწოვი არის მხოლოდ. ფართი 8კვ. როგორ მოვაწყო ისე, რომ კომფორტული გახდეს.

-როდესაც სამზარეულო ექცევა შუაში და ფანჯრის ღიობი არ გვაქვს, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ მის ვენტილაციას, რომ მავნე ნივთიერებების გაწოვა მოხდეს ადვილად. ძალიან კარგად უნდა იზრუნოთ ამაზე, რომ რადგანაც ფანჯარა არ არის გამწოვი სისტემა ძალიან კარგად უნდა იყოს მოწყობილი. 8კვ სამზარეულოში შესაძლებლად მიმაჩნია პატარა ტრანსფორმირებადი მაგიდაც კი გქონდეთ. თუ გექნებათ სურვილი რომ არ გქონდეთ ღუმელი, მხოლოდ გაზის ზედაპირი შეიძლება გქონდეთ და ქვედა სივრცში კარადა შეგიძლიათ გააკეთოთ და სათავსოც გაგიჩნდებათ. რადგანაც პატარა სივრცეა ზედა თაროები ძალიან არ დახუროთ, შეგიძლიათ იხმაროთ მინა ან გახსნილი იყოს, რომ ავეჯმა არ დაამძიმოს ჩვენი პატარა სივრცე . აქედან გამომდინარე დიზაინი შესაძლებელია ლამაზი გამოვიდეს, თუ ვიხმართ ღია ფერის კარადებს, რომელიც შეიძლება იყოს არაგეომეტრიული ფორმებით ეს კარადები, რკალური ფორმები ან ის ფორმები თქვენ რომელიც გიყვართ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას