პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათონის ქართული მონასტრის უძველესი ფოტო
ათონის ქართული მონასტრის უძველესი ფოტო

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (ჭე­ჟია), რო­მე­ლიც ათო­ნის მთის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს, "ფე­ის­ბუქ­ში" ათო­ნის მთა­ზე მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის, ივე­რო­ნის უძ­ვე­ლეს ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"ეს სუ­რა­თი არის ივე­რო­ნის ქარ­ველ­თა მო­ნას­ტრის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ფო­ტო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­ღე­ბუ­ლია 1869 წელს და ამ­ჟა­მად ინა­ხე­ბა პან­ტე­ლე­ი­მო­ნის მო­ნას­ტრის არ­ქივ­ში", - ასეთ გან­მარ­ტე­ბას უკე­თებს ბერი ერ­მო­ლა­ო­სი ფო­ტოს.

ივერ­თა მო­ნას­ტე­რი X სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს წმინ­და იო­ა­ნე ქარ­თველ­მა და­ა­არ­სა. ივერ­თა მო­ნას­ტე­რი წმინ­და მთის მფარ­ვე­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის კა­რიბ­ჭის ხა­ტის სახ­ლია. ივე­რი­ის მო­ნას­ტერს 1740 და 1845 წლებ­ში ათ­ჯერ გა­უჩ­ნდა ხან­ძა­რი, 1865 წლის ხან­ძარ­მა კი თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა.

მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლია 150 წმინ­და­ნის ნა­წი­ლე­ბი. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინა­ხე­ბა 2000-ზე მეტი ხელ­ნა­წე­რი და 15 ლი­ტურ­გი­კუ­ლი გრაგ­ნი­ლი, 20000-ზე მეტი წიგ­ნი. მო­ნას­ტერ­ში აღი­ზარ­და უამ­რა­ვი წმინ­და­ნი და ღვთის­მე­ტყვე­ლი. მას აქვს 37 კე­ლია, 16 ტა­ძა­რი შიგ­ნით და 10 - გა­რეთ.

ბოლო ქარ­თვე­ლი ბერი აქ 1955 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ათო­ნის მთის ივე­რო­ნის მო­ნას­ტე­რი ბერი ერ­მო­ლა­ო­სის ფო­ტო­ალ­ბო­მი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ათონის ქართული მონასტრის უძველესი ფოტო

ათონის ქართული მონასტრის უძველესი ფოტო

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქში" ათონის მთაზე მდებარე ქართული მონასტრის, ივერონის უძველეს ფოტოს აქვეყნებს.

"ეს სურათი არის ივერონის ქარველთა მონასტრის ერთ-ერთი უძველესი ფოტოგამოსახულება, რომელიც გადაღებულია 1869 წელს და ამჟამად ინახება პანტელეიმონის მონასტრის არქივში", - ასეთ განმარტებას უკეთებს ბერი ერმოლაოსი ფოტოს.

ივერთა მონასტერი X საუკუნის მიწურულს წმინდა იოანე ქართველმა დააარსა. ივერთა მონასტერი წმინდა მთის მფარველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარიბჭის ხატის სახლია. ივერიის მონასტერს 1740 და 1845 წლებში ათჯერ გაუჩნდა ხანძარი, 1865 წლის ხანძარმა კი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

მონასტერში დაცულია 150 წმინდანის ნაწილები. ბიბლიოთეკაში ინახება 2000-ზე მეტი ხელნაწერი და 15 ლიტურგიკული გრაგნილი, 20000-ზე მეტი წიგნი. მონასტერში აღიზარდა უამრავი წმინდანი და ღვთისმეტყველი. მას აქვს 37 კელია, 16 ტაძარი შიგნით და 10 - გარეთ.

ბოლო ქართველი ბერი აქ 1955 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: ათონის მთის ივერონის მონასტერი ბერი ერმოლაოსის ფოტოალბომიდან

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო