სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?
სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?

სად იმ­ყო­ფე­ბა ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი? პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ, სან­დრა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ვი­ზი­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებ­სა და პოს­ტებს აქ­ვეყ­ნებს.

"ბე­ბი­ა­ჩე­მის 4 და (იო­ა­ნე­ტა, ნე­პო­მუ­სე­ნა, თე­ო­დუ­ლა და აპე­ლო­ნია) იყ­ვნენ კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­სი­ო­ნე­რე­ბი და რო­გორც ექთ­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ 1929-1972 წწ. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის და მა­ლა­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქა­ლაქ სამ­ბას­ში - ინ­დო­ნე­ზი­ა­ში (გე­მით გად­მო­ვიდ­ნენ ჰო­ლან­დი­ი­დან!!). მე­ო­რე მსოფ­ლი­ოს ომის დროს ია­პო­ნე­ლე­ბის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ლა­გერ­შიც კი წაყ­ვა­ნი­ლე­ბი ჰყავ­დათ. მათი 43 წლის მოღ­ვა­წე­ო­ბის სა­მახ­სოვ­რო სუ­რა­თე­ბი და დღი­უ­რი ვაჩ­ვე­ნე აქა­ურ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­ლე­გებს", - წერ­და 8 მარტს ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი.

სან­დრას ბოლო პოს­ტი 14 მარ­ტით თა­რიღ­დე­ბა და ის ლონ­დონ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს.

"გუ­შინ­წინ, ლონ­დო­ნის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ გო­გო­ნე­ბის სკო­ლა­ში (James Allen's Girls' School, JAGS) პრე­ზენ­ტა­ცია მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ", - წერს რუ­ლოვ­სი.

უფრო ადრე, თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში მან ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლა: "ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ზი­ტი:"რედკ­ლი­ფის შე­ნო­ბა" და სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა ერთ-ერთი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის კე­დელ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის აღ­წე­რა­ში.

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­საც არ ტო­ვებს უყუ­რა­დღე­ბოდ.

"ვლო­ცუ­ლობთ უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის, სა­დაც ათე­უ­ლო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი და ერთი ქარ­თვე­ლიც და­ი­ღუ­პა პრო­ტეს­ტე­ბის დროს...", - წერს სან­დრა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ (დე­კემ­ბერ­ში) სან­დრამ ყაზ­ბე­გის მთა და­ლაშ­ქრა: "ყაზ­ბე­გის მთა (5047 მ.) დღეს იყო ულა­მა­ზე­სი! ვერ ავე­დი, რო­გორც ჩემი მე­უღ­ლე ორი თვის წინ, მაგ­რამ გერ­გე­თის სა­მე­ბა­ზე - კი!";

"სტე­ფან­წმინ­დის ხედი - მთე­ლი ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნი დიდ­თოვ­ლო­ბის მო­ლო­დინ­შია!".

იან­ვარ­ში კი ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლემ წყალ­ტუ­ბო­ში პრო­მე­თეს მღვი­მე მო­ი­ნა­ხუ­ლა: "პრო­მე­თეს მღვი­მე­ბი წყალ­ტუ­ბო­ში ნამ­დვი­ლი აღ­მო­ჩე­ნაა!".

ძვე­ლით ახალ წელს სან­დრამ თბი­ლის­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა:

"ახა­ლი სკო­ლა" ვა­კე­ში უკვე მე-3 წე­ლია, რაც ჩარ­თუ­ლია ფონდ SOCO-სთან ერ­თად მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის სა­ა­ხალ­წლო აქ­ცი­ა­ში (სურ­სა­თი და სა­ჩუქ­რე­ბი). მად­ლო­ბა ბავ­შვე­ბო, ასე გა­აგ­რძე­ლეთ!", - წერს სან­დრა.

მარ­ტის და­სა­წყის­ში სან­დრა ჯა­კარ­ტა­ში (ინ­დო­ნე­ზია) გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის გამ­გე­ო­ბის 31-ე სე­სი­ა­ზე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნის 22 ქვეყ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

8 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ პოს­ტში სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რე­ვაზ ადა­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"რეზო ადა­მია ამ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ავ­სტრი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბის დროს.

რეზო, პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი და მეც­ნი­ე­რი, იყო ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, თა­ნა­გუნ­დე­ლი და დიდი სპორ­ტსმე­ნი.

2012 წ. პრეს­ტი­ჟულ Ted talks-ში სა­უბ­რობ­და ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გებ­ზე, რო­გორც ელი­ა­ვას ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი".

ცოტა ხნის წინ სან­დრა რამ­დე­ნი­მე კვი­რით დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და დღემ­დე იქ იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც თა­ვად წერს, ლონ­დონ­ში მისი ვი­ზი­ტი სწავ­ლას უკავ­შირ­დე­ბა - ექს-პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის დარ­გში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას ეუფ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. ბო­ლოს ის უკ­რა­ი­ნა­ში გა­მოჩ­ნდა. ვრცელ­დე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხვა უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მუ­ლი მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სან­დრა რუ­ლოვ­სის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი პოს­ტებ­ში წერ­და, მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თად არ­სად გა­მო­ჩე­ნი­ლან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?

სად მოგზაურობს და რას საქმიანობს სანდრა რულოვსი?

სად იმყოფება ამჟამად საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი? პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ,  სანდრა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის ამსახველ ფოტოებსა და პოსტებს აქვეყნებს.

"ბებიაჩემის 4 და (იოანეტა, ნეპომუსენა, თეოდულა და აპელონია) იყვნენ კათოლიკური ეკლესიის მისიონერები და როგორც ექთნები მუშაობდნენ 1929-1972 წწ. ტუბერკულოზის და მალარიის საავადმყოფოში ქალაქ სამბასში - ინდონეზიაში (გემით გადმოვიდნენ ჰოლანდიიდან!!). მეორე მსოფლიოს ომის დროს იაპონელების საკონცენტრაციო ლაგერშიც კი წაყვანილები ჰყავდათ. მათი 43 წლის მოღვაწეობის სამახსოვრო სურათები და დღიური ვაჩვენე აქაურ ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგებს", - წერდა 8 მარტს ინდონეზიაში მყოფი ყოფილი პირველი ლედი.

სანდრას ბოლო პოსტი 14 მარტით თარიღდება და ის ლონდონში ვიზიტის შესახებ გვიამბობს.

"გუშინწინ, ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ გოგონების სკოლაში (James Allen's Girls' School, JAGS) პრეზენტაცია მქონდა საქართველოს შესახებ", - წერს რულოვსი.

უფრო ადრე, თებერვლის დასაწყისში მან ოქსფორდის უნივერსიტეტი მოინახულა: "ოქსფორდის უნივერსიტეტში ვიზიტი:"რედკლიფის შენობა" და საინტერესო ფრაზა ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის კედელზე", - აღნიშნულია "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ფოტოების აღწერაში.

ყოფილი პირველი ლედი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ.

"ვლოცულობთ უკრაინისათვის, სადაც ათეულობით უკრაინელი და ერთი ქართველიც დაიღუპა პროტესტების დროს...", - წერს სანდრა.

რამდენიმე თვის წინ (დეკემბერში) სანდრამ ყაზბეგის მთა დალაშქრა: "ყაზბეგის მთა (5047 მ.) დღეს იყო ულამაზესი! ვერ ავედი, როგორც ჩემი მეუღლე ორი თვის წინ, მაგრამ გერგეთის სამებაზე - კი!";

"სტეფანწმინდის ხედი - მთელი ყაზბეგის რაიონი დიდთოვლობის მოლოდინშია!".

იანვარში კი ექს-პრეზიდენტის მეუღლემ წყალტუბოში პრომეთეს მღვიმე მოინახულა: "პრომეთეს მღვიმები წყალტუბოში ნამდვილი აღმოჩენაა!".

ძველით ახალ წელს სანდრამ თბილისში საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა:

"ახალი სკოლა" ვაკეში უკვე მე-3 წელია, რაც ჩართულია ფონდ SOCO-სთან ერთად მრავალშვილიანი ოჯახების საახალწლო აქციაში (სურსათი და საჩუქრები). მადლობა ბავშვებო, ასე გააგრძელეთ!", - წერს სანდრა.

მარტის დასაწყისში სანდრა ჯაკარტაში (ინდონეზია) გაემგზავრა, სადაც გლობალური ფონდის გამგეობის 31-ე სესიაზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 22 ქვეყნის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

8 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში სააკაშვილის მეუღლე რევაზ ადამიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:

"რეზო ადამია ამ კვირაში გარდაიცვალა ავსტრიაში მკურნალობის დროს.

რეზო, პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი, იყო ჩვენი მეგობარი, თანაგუნდელი და დიდი სპორტსმენი.

2012 წ. პრესტიჟულ Ted talks-ში საუბრობდა ბაქტერიოფაგებზე, როგორც ელიავას ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორი".

ცოტა ხნის წინ სანდრა რამდენიმე კვირით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და დღემდე იქ იმყოფება. როგორც თავად წერს, ლონდონში მისი ვიზიტი სწავლას უკავშირდება - ექს-პრეზიდენტის მეუღლე გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამას ეუფლება.

რაც შეეხება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისი ამჟამინდელი კონკრეტული ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს ის უკრაინაში გამოჩნდა. ვრცელდება ასევე სხვადასხვა უცხოური გამოცემისთვის მიცემული მისი ინტერვიუები. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სანდრა რულოვსის "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებულ ფოტოებზე ან ღონისძიებებზე, რომელთა შესახებაც ყოფილი პირველი ლედი პოსტებში წერდა, მეუღლეები ერთად არსად გამოჩენილან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს