რეჟისორი და მსახიობი ნიკა თავაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პუტინის პოლიტიკური აღსასრულის გეგმას ამხელს, რომელსაც ამერიკელები უკვე დიდი ხანია ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებენ.
"ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია... სულ მაინტერესებდა ასე იოლად, როგორ შეარჩინეს-მეთქი რუსებს, ამერიკელებმა, ეს ხომ მათ გაუკეთეს და ამით აჩვენეს, ვინ არის ამ რეგიონში "ხაზეინი", ამერიკელებიც თითქოს მიჩუმდნენ, შეიძლება ითქვას ცოტა მიჩმორდნენ კიდეც, მაგრამ როგორც ირკვევა დროებით...
გადაწყდა რუსეთში ჩატარდეს ოლიმპიადა, სადაც დაიხარჯა 50 მილიარდზე მეტი, მერე უცებ აფეთქებები სხვადასხვა რუსეთის ქალაქებში, დაბნეული რუსეთი, ოლიმპიადის ჩავარდნის საშიშროება... ამ დროს, ამერიკა თავაზობს თავის სპეცნაზელებს რუსეთს, ოლიმპიადის გადასარჩენად, და ამას აკეთებს დიდსულოვნებით, როგორც ამას მეგობარ პარტნიორს გაუკეთებდა. ჩადის ამერიკული სამხედრო გემი, რომელსაც შეუძლია, რამოდენიმე წუთში საერთოდ გათიშოს უზარმაზარი ტერიტორია რუსეთში და უზრუნველყოფს ოლიმპიადის დაცვას. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ასეთი დაცვისა, არც ერთი ქვეყნის ლიდერი ოლიმპიადაზე არ ჩადის. პარალელურად არანორმალური სიმძაფრით გორდება, კიევის რევოლუცია, ისე რომ რუსეთი პრაქტიკულად კარგავს ყველა სადავეს უკრაინაზე, რაც მისთვის კატასტროფის ტოლფასია. საბოლოოდ მისი დაკარგვის შემდეგ, როდესაც იანუკოვიჩი გამოიქცა კიევიდან სხვა აღაფერი დარჩა და ყველაზე უტვინო სვლა გააკეთა, რუსეთი იწყებს სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში და იყენებს იგივე სცენარს, რაც სამაჩაბლოში და აფხაზეთში განახორციელა... თავის პასპორტების დარიგებით და საკუთარი მოსახლეობის ვითომდაც გადარჩენით, მაგრამ ეს უკვე ნაცადი დაობებული მეთოდია, ასე ვთქვათ შტამპი... აქ უკვე ამოქმედდა მთავარი იარაღი რისთვისაც მგონია, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა. ამერიკა, რა თქმა უნდა, მთელი ძლევამოსილებით და სამხედრო ტექნოლოგიებით ზურგს გაიმაგრებს, მითუმეტეს, რომ ერთი სამხედრო გემი ოლიმპიადის დროს ისედაც რუსეთში ყავს შეყვანილი, თან შავი ზღვიდან, მაგრამ არა მგონია ამ არსენალის გამოყენება ჰქონდეს გეგმაში, ალბათ ის უფრო რუსეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, რისი სერიოზული ნიშნებიც სახეზე გვაქვს. რეალურად რუსეთს, უკვე შეუძლია ეკონომიკური უდიდესი კოლაფსი მიიღოს, რაც არეულობაში გადაიზრდება და პუტინის ბოლო დღეები დაითვლება, მგონია მაინც, მთავარი გეგმა ეს უნდა იყოს. თუმცა რა ვიცი, ვნახოთ. არაფერი ისე უბრალოდ, რომ არ ხდება ფაქტია.
მე მგონი, ამერიკამ უმაგრესი სვლა გააკეთა და თან ურთულეს პრობლემას აგვარებს და შესაძლებელია უსისხლოდაც, ისეთი სვლაა, რომ რუსეთს უკვე წაგებული აქვს... რუსებს ახლა იმაზე აქვთ ტვინი საჭყლეტი ღირსეულად როგორ გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან.
მგონი ობამასთან შეხვედრით, ჩვენებმა გეგმაც ჩამოიტანეს. თუ ეს მოხდა, ზნაჩიტ ბუდეა.
მოკლედ ეს ყველაფერი მაინც ვარაუდია, ვნახოთ რა იქნება, თუმცა ბევრი რამ გამოიკვეთა...", - წერს თავაძე.