საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი გოგა ხა­ჩი­ძე, რო­მელ­საც ოპო­ნენ­ტებ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი აქვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას მო­რი­გი ხერ­ხით ცდი­ლობს. ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის შემ­დეგ (რომ­ლის მო­საზ­რე­ბა, რომ მარ­კი­რე­ბის სი­თხეს "კოკა-კოლა" აცი­ლებს, ხა­ჩი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტით "გა­ა­ბა­თი­ლა"), მისი "სა­მიზ­ნე" ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლია.

დე­პუ­ტატ­მა დღეს კო­ლე­გას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ამით, იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას შე­ე­ცა­და, რომ მმარ­თველ გუნდში არც კი აქვთ ინ­ფორ­მა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­ზეც ხში­რად აპე­ლი­რე­ბენ, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­ცალ­ნენ.

"ბ-ნ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­თან სა­უ­ბარს არა­ნა­ი­რად არ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ­დი, რამე კერ­ძო, ან პი­რად სა­კი­თხზე რომ გვე­ლა­პა­რა­კა. უკაც­რა­ვად, მაგ­რამ აქ და­სა­მა­ლი და მი­თუ­მე­ტეს, პი­რა­დი არა­ფე­რია. ბ-ნ ირაკ­ლის, ამ მო­მენ­ტის­თვის არ აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 2008 წელს "გაქ­ცე­უ­ლი" თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­და, რა­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პი­რო­ბას შე­ას­რუ­ლებს", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვარ­დზე და სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­საც იქვე აქ­ვეყ­ნებს.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი ხა­ჩი­ძის ქმე­დე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია. "ეს მი­ნი­მუმ არა­ე­თი­კუ­რი საქ­ცი­ე­ლია. მე­ო­რე – კო­ლე­გას ასე­თი რამ უბ­რა­ლოდ არ უნდა გა­უ­კე­თო. მეს­მის, რომ შე­საძ­ლოა პო­ლი­ტი­კუ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გვქონ­დეს, მაგ­რამ კო­ლე­გის მი­მართ ქმე­დე­ბა რა­ღაც ჩარ­ჩო­ში უნდა ჯდე­ბო­დეს. არა­ნორ­მა­ლუ­რია და ცდე­ბა ეთი­კის ყო­ველ­გავრ ნორ­მებს. მო­მა­ვალ­ში რა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა მქონ­დეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­თან? – მუდ­მი­ვად უნდა ვფიქ­რობ­დე, რომ სა­უ­ბარს ან იწე­რენ, ან პრო­ვო­კა­ცი­ით მო­დი­ან? რას გავს ეს საქ­ცი­ე­ლი?", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­მა.

ეთი­კის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის გარ­და გოგა ხა­ჩი­ძეს სხვი­სი სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, ძვი­რად დაჯ­დო­მო­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ბეწ­ვზეა" გა­დარ­ჩე­ნი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი აუ­დიო თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა, გარ­კვე­ლი "გა­მო­ნაკ­ლი­სი" ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ა­საც ახ­ლავს – კერ­ძოდ, რო­გორც იუ­რის­ტებ­მა გან­გვი­მარ­ტეს, ხა­ჩი­ძის მიერ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, მისი "მოქ­მე­დი გმი­რი" რომ სა­ჯა­რო პირი არ ყო­ფი­ლი­ყო... რო­გორც ჩანს, ხა­ჩი­ძე შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის რე­გუ­ლა­ცი­ას ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე კარ­გად გა­ეც­ნო...

ნი­ნია სი­ხა­რუ­ლი­ძე

ambebi.ge

გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომელსაც ოპონენტებთან პოლიტიკური ბრძოლის არაორდინალური მეთოდები აქვს, საზოგადოების ყურადღების მიქცევას მორიგი ხერხით ცდილობს. ვახტანგ ხმალაძის შემდეგ (რომლის მოსაზრება, რომ მარკირების სითხეს "კოკა-კოლა" აცილებს, ხაჩიძემ სპეციალური ექსპერიმენტით "გააბათილა"), მისი "სამიზნე" ირაკლი სესიაშვილია.

დეპუტატმა დღეს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა და ამით, იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ მმართველ გუნდში არც კი აქვთ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებზეც ხშირად აპელირებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გაეცალნენ.

"ბ-ნ ირაკლი სესიაშვილთან საუბარს არანაირად არ გავასაჯაროებდი, რამე კერძო, ან პირად საკითხზე რომ გველაპარაკა. უკაცრავად, მაგრამ აქ დასამალი და მითუმეტეს, პირადი არაფერია. ბ-ნ ირაკლის, ამ მომენტისთვის არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია 2008 წელს "გაქცეული" თანამდებობის პირების შესახებ, თუმცა დახმარებას დამპირდა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვიმედოვნებ, რომ პირობას შეასრულებს", - წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვარდზე და საუბრის აუდიოჩანაწერსაც იქვე აქვეყნებს. 

პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ხაჩიძის ქმედებით აღშფოთებული და გაკვირვებულია. "ეს მინიმუმ არაეთიკური საქციელია. მეორე – კოლეგას ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა გაუკეთო. მესმის, რომ შესაძლოა პოლიტიკურად დაპირისპირებულები ვიყოთ და განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ კოლეგის მიმართ ქმედება რაღაც ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. არანორმალურია და ცდება ეთიკის ყოველგავრ ნორმებს. მომავალში რა ურთიერთობა უნდა მქონდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან? – მუდმივად უნდა ვფიქრობდე, რომ საუბარს ან იწერენ, ან პროვოკაციით მოდიან? რას გავს ეს საქციელი?", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ეთიკის ნორმების დარღვევის გარდა გოგა ხაჩიძეს სხვისი საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, შესაძლოა, ძვირად დაჯდომოდა. შეიძლება ითქვას, რომ "ბეწვზეა" გადარჩენილი. როგორც ცნობილია, კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული უკანონოდ მოპოვებული აუდიო თუ ვიდეომასალის გამოქვეყნებისთვის, თუმცა, გარკველი "გამონაკლისი" ამ საკანონმდებლო რეგულაციასაც ახლავს – კერძოდ, როგორც იურისტებმა განგვიმარტეს, ხაჩიძის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება კანონდარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, მისი "მოქმედი გმირი" რომ საჯარო პირი არ ყოფილიყო... როგორც ჩანს, ხაჩიძე შესაბამისი კანონის რეგულაციას ჩანაწერის გამოქვეყნებამდე კარგად გაეცნო...

ნინია სიხარულიძე

ambebi.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს