პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს
"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ წერს. ფსი­ქო­ლო­გი გა­მო­სა­ვალს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბა­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და­სა და მცი­რე­წლო­ვან ასაკ­ში ფსი­ქო­ლო­გის­თვის დრო­უ­ლად მი­მარ­თვა­ში ხე­დავს.

"როცა კარ­გა ხნის ზრდას­რუ­ლი, ყო­ფი­ლი, ან ვი­ღა­ცის­თვის ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი "კაი ტი­პე­ბი" ამ უკვე მრა­ვალ­წლი­ა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­დე­გე­ბის ფონ­ზე "ახალ­გაზ­რდუ­ლი კუდ­რა­ჭო­ბით" სიმ­პა­ტი­ას ავ­ლე­ნენ (გა­ე­პა­რე­ბათ ხოლ­მე) მა­რიჰუ­ა­ნას მი­მართ, ეს არ მომ­წონს. ვთვლი, რომ ეს ერ­თერ­თი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა მათი გარ­კვე­ულ ასაკ­ზე ფიქ­სა­ცი­ის...

მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კა და მათი ცი­ხე­ში ყოფ­ნა არ მომ­წონს. ვიცი მა­გა­ლი­თე­ბიც, როცა სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი, აქ­ტი­უ­რი ახალ­გაზ­რდა კა­ცე­ბი გა­უშ­ვი­ათ მო­სა­წე­ვის გამო ცი­ხე­ში - ეს სა­ერ­თოდ ორ­მა­გი სი­სუ­ლე­ლე და და­ნა­შა­უ­ლია, ისე­დაც დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.

როცა ამ­ბო­ბენ "ეს ახ­ლე­ბი რა არის კაცო, ძვე­ლი, კლა­სი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბი ჯობ­და," არც ეს არ მომ­წონს, ისევ შე­ვიწ­რო­ე­ბულ, დე­ტა­ლი­ზე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას­თან გვაქვს საქ­მე, როცა მხო­ლოდ ერთ ფრაგ­მენტზე შეგ­ვიძ­ლია გან­ცდის და­მაგ­რე­ბა, - სი­ნამ­დვი­ლე­ში ჰე­რო­ინს ბი­ო­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა აქვს და კოკ­ნა­რის და ოპი­უ­მის კა­იფ­ში გა­წყდა ჩემს წინა და ჩემი თა­ო­ბე­ბი. კარ­გი და უსაფრ­თხო ნარ­კო­ტი­კი არ არ­სე­ბობს.

როცა ბიოს ნაც­ვლად "ბავ­შვებს" მა­რიჰუ­ა­ნა მივ­ცე­თო ამ­ბო­ბენ, ესეც არ მომ­წონს, - მო­ვი­თხო­ვოთ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლე­ბი მი­საწ­ვდომ ფა­სად, ან სუ­ლაც უფა­სოდ, შე­იქ­მნას სა­თავ­გა­და­სავ­ლო-სა­თა­მა­შო გა­რე­მო, სა­დაც ად­რე­ნა­ლი­ნით ტკბო­ბა სხვა­ნა­ი­რად მოხ­დე­ბა - სა­თა­მა­შო სა­ო­მა­რი ველი, სა­ში­ში ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი ია­ფად, ექ­სკურ­სი­ე­ბი..... მა­რიჰუ­ა­ნას მომ­ხმა­რე­ბე­ლი იშ­ვი­ა­თად არ რის­კავს სხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ყო­ლე­ბას და მო­სინ­ჯვას და თვი­თონ მა­რიჰუ­ა­ნაც იწ­ვევს ბევრ ცუდ შე­დეგს.

რა­ღაც ასეთ პო­ზი­ცი­ას ვხე­დავ, რომ "რამე მივ­ცეთ ამ ბავ­შვებს, რომ არ ქნან უა­რე­სი, თით­ქოს "რა­მეს" გა­რე­შე ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, ბავ­შვი ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბას ვერ უნდა ახერ­ხებ­დეს.

ჯერ რამე ჯან­მრთე­ლი რომ შევ­თა­ვა­ზოთ, რაც ენერ­გი­ას კი არ არ­თმევს, პი­რი­ქით, აკუ­მუ­ლი­რე­ბას ახ­დენს, იქ­ნებ მოგ­ვე­სინ­ჯა? მშობ­ლებ­მა კი დეპ­რე­სი­ის ნიშ­ნე­ბის ან იო­ლად აღ­გზნე­ბის სიმპტო­მე­ბის შე­ნიშ­ვნი­სას ბავ­შვი დრო­უ­ლად მი­იყ­ვა­ნონ ფსი­ქო­ლოგ­თან.

იქ­ნებ გუ­ლახ­დი­ლად ვე­ლა­პა­რა­კოთ ბავ­შვებს, - ყვე­ლა­ზე კარგ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, რო­გორ არ­თმევს ეს და­ა­ვა­დე­ბა (ნარ­კო­მა­ნია) და­ა­ვა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ღირ­სე­ბას, იწ­ვევს მრავ­ლო­ბით პერ­სო­ნო­ლო­გი­ურ და ქცე­ვით აშ­ლი­ლო­ბებს, აი­ძუ­ლებს ისეთ ქცე­ვას, რო­გო­რიც ის ბუ­ნებ­რი­ვად არ არის - პა­თო­ლო­გი­ურ ტყუ­ი­ლებს, მო­მაკ­ვდა­ვი მე­გობ­რის მი­ტო­ვე­ბას, პო­ლი­ცი­ის ში­შით, პრინ­ცი­პე­ბის­თვის ღა­ლატს "ლომ­კის" ში­შით და ა.შ. და რა ძნე­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მოძ­რო­მა და სა­კუ­თა­რი ნამ­დვი­ლი "მეს" დაბ­რუ­ნე­ბა. და რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა სა­კუ­თა­რი თა­ვის თან­და­თან იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვა, როცა არა­ვის­თვის აღარ ხარ სა­სი­ა­მოვ­ნო სტუ­მა­რი.

ბენ­ჯის აქვს ძა­ლი­ან მა­გა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა და თუ მო­ვა­ხერ­ხეთ და ეს საქ­მე დავ­ძა­რით, სწო­რი სტრა­ტე­გია და მე­სი­ჯე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი ბავ­შვის ხედ­ვა შე­იც­ვლე­ბა და იქ­ნებ მო­მა­ვა­ლი წლე­ბი მა­ინც იყოს სა­ი­მე­დო, რომ ისე­დაც მცი­რე ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ქვე­ყა­ნა­ში არ და­ი­კარ­გოს კი­დევ თა­ო­ბე­ბი", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, კაფე "გა­ლე­რი­ში" გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და "ბიო ნარ­კო­ტი­კის" თე­მა­ზე დის­კუ­სია გა­აქ­ტი­ურ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კაფე "გა­ლე­რი­ში" 23 წლის ახალ­გაზ­რდა, და­ვით ცხა­კა­ია გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ზედ­მე­ტი დოზა გახ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა შე­საც­ვლე­ლია" - თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "გა­ლე­რი­ში" მომ­ხდარ ფაქ­ტზე

რა გახ­და კარ­დი­ო­ლოგ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი?

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს - "ჩემი შვი­ლიც ხში­რად სტუმ­რობს გა­ლე­რის"

პა­რაკ­ლი­სი კაფე "გა­ლე­რის­თან" - რას მო­ი­თხო­ვენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნარკოტიკების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასა და სახელმწიფო ნარკოპოლიტიკის შესახებ წერს. ფსიქოლოგი გამოსავალს ალტერნატიული გზების ძიებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდასა და მცირეწლოვან ასაკში ფსიქოლოგისთვის დროულად მიმართვაში ხედავს.

"როცა კარგა ხნის ზრდასრული, ყოფილი, ან ვიღაცისთვის ჯერ კიდევ მოქმედი "კაი ტიპები" ამ უკვე მრავალწლიანი, პრაქტიკულად სოციალური, დემოგრაფიული ტრაგედიის შედეგების ფონზე "ახალგაზრდული კუდრაჭობით" სიმპატიას ავლენენ (გაეპარებათ ხოლმე) მარიჰუანას მიმართ, ეს არ მომწონს. ვთვლი, რომ ეს ერთერთი გამოხატულებაა მათი გარკვეულ ასაკზე ფიქსაციის...

მომხმარებლის მიმართ ძალადობრივი პოლიტიკა და მათი ციხეში ყოფნა არ მომწონს. ვიცი მაგალითებიც, როცა სოფლად მცხოვრები, აქტიური ახალგაზრდა კაცები გაუშვიათ მოსაწევის გამო ციხეში - ეს საერთოდ ორმაგი სისულელე და დანაშაულია, ისედაც დაცლილი სოფლების პირობებში.

როცა ამბობენ "ეს ახლები რა არის კაცო, ძველი, კლასიკური ნარკოტიკები ჯობდა," არც ეს არ მომწონს, ისევ შევიწროებულ, დეტალიზებულ აზროვნებასთან გვაქვს საქმე, როცა მხოლოდ ერთ ფრაგმენტზე შეგვიძლია განცდის დამაგრება, - სინამდვილეში ჰეროინს ბიოზე ბევრად მაღალი სიკვდილიანობა აქვს და კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა ჩემს წინა და ჩემი თაობები. კარგი და უსაფრთხო ნარკოტიკი არ არსებობს.

როცა ბიოს ნაცვლად "ბავშვებს" მარიჰუანა მივცეთო ამბობენ, ესეც არ მომწონს, - მოვითხოვოთ სპორტული დარბაზები, ხელოვნების სკოლები მისაწვდომ ფასად, ან სულაც უფასოდ, შეიქმნას სათავგადასავლო-სათამაშო გარემო, სადაც ადრენალინით ტკბობა სხვანაირად მოხდება - სათამაშო საომარი ველი, საშიში ატრაქციონები იაფად, ექსკურსიები..... მარიჰუანას მომხმარებელი იშვიათად არ რისკავს სხვა ნივთიერებების მიყოლებას და მოსინჯვას და თვითონ მარიჰუანაც იწვევს ბევრ ცუდ შედეგს.

რაღაც ასეთ პოზიციას ვხედავ, რომ "რამე მივცეთ ამ ბავშვებს, რომ არ ქნან უარესი, თითქოს "რამეს" გარეშე ჯანმრთელი ადამიანი, ბავშვი ცხოვრებით ტკბობას ვერ უნდა ახერხებდეს.

ჯერ რამე ჯანმრთელი რომ შევთავაზოთ, რაც ენერგიას კი არ ართმევს, პირიქით, აკუმულირებას ახდენს, იქნებ მოგვესინჯა? მშობლებმა კი დეპრესიის ნიშნების ან იოლად აღგზნების სიმპტომების შენიშვნისას ბავშვი დროულად მიიყვანონ ფსიქოლოგთან.

იქნებ გულახდილად ველაპარაკოთ ბავშვებს, - ყველაზე კარგ ადამიანებსაც კი, როგორ ართმევს ეს დაავადება (ნარკომანია) დაავადების პერიოდში ღირსებას, იწვევს მრავლობით პერსონოლოგიურ და ქცევით აშლილობებს, აიძულებს ისეთ ქცევას, როგორიც ის ბუნებრივად არ არის - პათოლოგიურ ტყუილებს, მომაკვდავი მეგობრის მიტოვებას, პოლიციის შიშით, პრინციპებისთვის ღალატს "ლომკის" შიშით და ა.შ. და რა ძნელია ამ დაავადებიდან გამოძრომა და საკუთარი ნამდვილი "მეს" დაბრუნება. და რამხელა ტრაგედიაა საკუთარი თავის თანდათან იზოლაციაში მოქცევა, როცა არავისთვის აღარ ხარ სასიამოვნო სტუმარი.

ბენჯის აქვს ძალიან მაგარი ინიციატივა და თუ მოვახერხეთ და ეს საქმე დავძარით, სწორი სტრატეგია და მესიჯები ჩამოვაყალიბეთ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვის ხედვა შეიცვლება და იქნებ მომავალი წლები მაინც იყოს საიმედო, რომ ისედაც მცირე ადამიანური რესურსის ქვეყანაში არ დაიკარგოს კიდევ თაობები", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, კაფე "გალერიში" განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოებაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციისა და "ბიო ნარკოტიკის" თემაზე დისკუსია გააქტიურდა.

რამდენიმე დღის წინ კაფე "გალერიში" 23 წლის ახალგაზრდა, დავით ცხაკაია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზა გახდა.

იხილეთ ასევე: "ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია" - თამარ ჩერგოლეიშვილი "გალერიში" მომხდარ ფაქტზე

რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს