საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ვერ გაძეხით? ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!" - ლალი მოროშკინა
"რა ვერ გაძეხით? ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!" - ლალი მოროშკინა

სო­ზარ სუ­ბა­რის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფონდ "ქარ­თუს" მიერ ხე­ლო­ვან­თა და სპორ­ტსმენ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ფორ­მის შეც­ვლის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ უყა­რა მარ­გა­ლი­ტე­ბი ღო­რებს!

რა ვერ გა­ძე­ხით?

წლე­ბის მან­ძილ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­პუ­რე­ბულ­თა სიას რომ ჩავ­ხე­დე

სახ­ტად დავ­რჩი... ბევ­რი მეც­ნო... ბევ­რი მას­ზე იმა­ვე "და­პუ­რე­ბულ" წლებ­ში აუ­გის მთქმე­ლი და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სე­ულ­თა მე­ხოტ­ბე და მოტრფი­ა­ლე ამო­ვი­ცა­ნი.

გა­მიკ­ვირ­და. ჩემ­თვის 10 თეთ­რი არა­ვის მო­უ­ცია ისე, არაფ­რის­თვის...

მი­უ­ხე­და­ვად 9 წლი­ა­ნი რეპ­რე­სი­ი­სა, აზ­რა­დაც არ მომ­სვლია ამ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მე­თხო­ვა, და არა იმი­ტომ რომ არ მჭირ­დე­ბო­და...

მე­ტიც. კუ­დიც ყა­ვარ­ზე მქონ­და გა­დე­ბუ­ლი და ჩემი პრობ­ლე­მა არა­ვის არ გა­უ­გია!

ჩემი პრობ­ლე­მა - ჩე­მია, და არა­ვინ არ არის ვალ­დე­ბუ­ლი ჯვა­რი შე­მიმ­სუ­ბუ­ქოს!

ისე, უბ­რა­ლოდ, ერთი კო­ლექ­ტი­უ­რი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მად­ლო­ბა რომ გა­და­უ­ხა­დოთ არა?

ისე­თიც მსმე­ნია: - "სულ არ მინ­დო­და, მაგ­რამ ან­გა­რიშ­ზე მიჯ­დე­ბო­და და რა მექ­ნაო?"

ერ­თმა მა­ინც თუ მო­ი­ფიქ­რეთ "ხა­ლი­ა­ვა" ფუ­ლის სად­მე ისეთ ად­გი­ლას გა­და­რი­ცხვა, რო­მე­ლიც მი­ნი­მუ ნა­მუსს გა­გი­სუფ­თა­ვებ­დათ?

არ იცით მი­სა­მარ­თი?

მე გე­ტყვით: ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლე­ბი, უპატ­რო­ნო­თა თავ­შე­სა­ფა­რი, ლე­ი­კე­მი­ის ცენ­ტრი, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და ბო­ლოს უბ­რა­ლოდ ქუ­ჩის მა­თხოვ­რე­ბი....

მე კი ჩემი სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხე!

დღეს არ მე­ში­ნია..

არ მე­ში­ნია, რომ ჩემს შვი­ლებს ნარ­კო­ტიკს ძა­ლით "ჩა­უ­ტე­ნი­ან"

არ მე­ში­ნია, რომ ქუ­ჩა­ში დახ­ვრე­ტენ

არ მე­ში­ნია, რომ მო­რი­გი თოქ-შოუს მერე "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში ამოვ­ყოფ თავს, სა­დაც "ადი­ნო­ჩკა­ში" ამომ­ხდი­ან სულს!

არ მე­ში­ნია, რომ ქო­ნე­ბას სხვა­ზე "მა­ჩუ­ქე­ბი­ნე­ბენ"

არ მე­ში­ნია, რომ ცი­ხე­ში ვი­ღა­ცას აწა­მე­ბენ ან გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ,

არ მე­ში­ნია, რომ ერთ უკ­მეხ, არა­დიპ­ლო­მა­ტი­ურ გა­მოხ­ტო­მა­ზე ჩვენს გა­ჭირ­ვე­ბულ, კა­პი­კებ­ზე სა­მუ­შა­ოდ წა­სულ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს დე­პორ­ტით, კინ­წის­კვრით არ გა­მოყ­რი­ან...

არ მე­ში­ნია "გო­ნებ­რი­ვი ეჭ­ვის" სა­ფუძ­ველ­ზე - შა­რის,

ისე­დაც არ ვი­ყა­ვი მში­შა­რა, მაგ­რამ მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბაა...

პ.ს. ისე, წურ­ბე­ლიზ­მი თუ ქრო­ნი­კულ­ში გა­და­ვი­და... დაც­ლის "არ­ტი­ლე­რი­ას", - წერს ლალი მო­როშ­კი­ნა.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბებს დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნა. ეს ამ­ბა­ვი მსა­ხი­ობ­მა ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­აპ­რო­ტეს­ტა.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა ფორ­მით გა­ნაგ­რძობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი­სა და სპორ­ტსმე­ნე­ბის და­ფი­ნა­ნა­სე­ბას?

ივა­ნიშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბებს დახ­მა­რე­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლად შე­უ­წყვი­ტა? - ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლის საყ­ვე­დუ­რი ექს-პრე­მი­ერს

sponsored by ContentRoom
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"რა ვერ გაძეხით? ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!" - ლალი მოროშკინა

"რა ვერ გაძეხით? ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!" - ლალი მოროშკინა

სოზარ სუბარის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფონდ "ქართუს" მიერ ხელოვანთა და სპორტსმენთა დაფინანსების ფორმის შეცვლის თემას ეხმაურება.

"ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ უყარა მარგალიტები ღორებს!

რა ვერ გაძეხით?

წლების მანძილზე ივანიშვილის მიერ დაპურებულთა სიას რომ ჩავხედე

სახტად დავრჩი... ბევრი მეცნო... ბევრი მასზე იმავე "დაპურებულ" წლებში აუგის მთქმელი და სააკაშვილისეულთა მეხოტბე და მოტრფიალე ამოვიცანი.

გამიკვირდა. ჩემთვის 10 თეთრი არავის მოუცია ისე, არაფრისთვის...

მიუხედავად 9 წლიანი რეპრესიისა, აზრადაც არ მომსვლია ამ ადამიანისათვის ფინანსური დახმარება მეთხოვა, და არა იმიტომ რომ არ მჭირდებოდა...

მეტიც. კუდიც ყავარზე მქონდა გადებული და ჩემი პრობლემა არავის არ გაუგია!

ჩემი პრობლემა - ჩემია, და არავინ არ არის ვალდებული ჯვარი შემიმსუბუქოს!

ისე, უბრალოდ, ერთი კოლექტიური ან ინდივიდუალური მადლობა რომ გადაუხადოთ არა?

ისეთიც მსმენია: - "სულ არ მინდოდა, მაგრამ ანგარიშზე მიჯდებოდა და რა მექნაო?"

ერთმა მაინც თუ მოიფიქრეთ "ხალიავა" ფულის სადმე ისეთ ადგილას გადარიცხვა, რომელიც მინიმუ ნამუსს გაგისუფთავებდათ?

არ იცით მისამართი?

მე გეტყვით: ჩვილ ბავშვთა სახლები, უპატრონოთა თავშესაფარი, ლეიკემიის ცენტრი, ონკოლოგიური და ბოლოს უბრალოდ ქუჩის მათხოვრები....

მე კი ჩემი სარგებელი ვნახე!

დღეს არ მეშინია..

არ მეშინია, რომ ჩემს შვილებს ნარკოტიკს ძალით "ჩაუტენიან"

არ მეშინია, რომ ქუჩაში დახვრეტენ

არ მეშინია, რომ მორიგი თოქ-შოუს მერე "მოდულის" შენობაში ამოვყოფ თავს, სადაც "ადინოჩკაში" ამომხდიან სულს!

არ მეშინია, რომ ქონებას სხვაზე "მაჩუქებინებენ"

არ მეშინია, რომ ციხეში ვიღაცას აწამებენ ან გააუპატიურებენ,

არ მეშინია, რომ ერთ უკმეხ, არადიპლომატიურ გამოხტომაზე ჩვენს გაჭირვებულ, კაპიკებზე სამუშაოდ წასულ თანამემამულეებს დეპორტით, კინწისკვრით არ გამოყრიან...

არ მეშინია "გონებრივი ეჭვის" საფუძველზე - შარის,

ისედაც არ ვიყავი მშიშარა, მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა...

პ.ს. ისე, წურბელიზმი თუ ქრონიკულში გადავიდა... დაცლის "არტილერიას", - წერს ლალი მოროშკინა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა. ეს ამბავი მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააპროტესტა.

იხილეთ ასევე: რა ფორმით განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებისა და სპორტსმენების დაფინანასებას?

ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს