პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით" - ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დაპირისპირება
"მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით" - ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დაპირისპირება

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის "NEW LIFE"-ის მსოფ­ლიო ქსე­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არა­ფე­რი სა­ერ­თო არაა სპორ­ტსა და პო­ლი­ტი­კას შო­რის. აბა თქვენ იცხოვ­რეთ სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბით თუნ­დაც ერთი კვი­რა და მერე ვნა­ხოთ რა სტა­ტუს და­დებთ. დიახ, სპორ­ტსმე­ნე­ბი უნდა გა­ვიდ­ნენ ყვე­ლა შე­ჯიბრსა და ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმ ქვე­ყა­ნას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა. პო­ლი­ტი­კო­სებს რა­ტომ მა­შინ არ ახ­სოვთ სპორ­ტსმე­ნე­ბი რო­დე­საც არა­ნორ­მა­ლუ­რად შრო­მო­ბენ კა­პი­კე­ბის ფა­სად და მიმ­ხე­დი და პატ­რო­ნი არ ჰყავთ?!", - წერს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა ეს კო­მენ­ტა­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის პოსტზე და­ტო­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად მი­იჩ­ნევს.

"ყვე­ლა იმ სპორ­ტსმენ­მა, ვინც გა­და­ა­ბი­ჯა ყვე­ლა­ფერს, რის­თვი­საც ღირს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­და­ა­ბი­ჯა გმი­რი ან­წუ­ხე­ლი­ძის მიერ სიკ­ვდი­ლის ფა­სად და­ცულ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ღირ­სე­ბას და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ამა­ოხ­რე­ბელს მი­ე­ახ­ლა დე­ვი­ზით "ყი­ნუ­ლი ყველ­გან ყი­ნუ­ლია", გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. გინდ 54-ე და გინდ სულ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აუ­ღი­ათ ამის შემ­დეგ. ამ და­ნა­შა­ულ­თან შე­და­რე­ბით რო­მე­ლი­ღაც სპორ­ტსმე­ნის 54-ე ად­გი­ლი ჩემი აზ­რით, უმ­ნიშ­ვნე­ლო წვრილ­მა­ნია და ამ თე­მა­ზე ქი­ლიკს დის­კუ­სია არას­წორ ჭრილ­ში გა­და­ყავს", - და­წე­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა.

მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი დე­პუ­ტატს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას არ ურ­ჩევს.

"და კი­დევ, ქ-ბ ჩი­ო­რა, რო­გორც პო­ლი­ტო­კოსს გირ­ჩევ­დით თავი შე­ი­კა­ვოთ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა­გან ამით თქვენ ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­როდ გა­ნა­წყობთ სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა თუ სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თა დიდ არ­მი­ას", - წერს კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი.

მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლის რჩე­ვა უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს.

"ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, არც მე, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და არც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მა­სი ათას მო­ქა­ლა­ქეს არ ეში­ნია იმის, რომ თუნ­დაც ერ­თა­დერ­თი პი­ლი­ტი­კუ­რი ძალა დავ­რჩეთ, მა­ინც გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ ოკუ­პა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს და­ქუც­მა­ცე­ბა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის სახ­ლი­დან გა­მოყ­რა, სვა­ნე­თის მთებ­ში ახალ­შო­ბი­ლე­ბის გა­ყინ­ვა და ის უამ­რა­ვი სა­ზი­ზღრო­ბა, რაც რუ­სეთ­მა მო­უ­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლებს. და სა­ნამ ასე­თი­ვე პო­ზი­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­ნამ­დე ვერ და­ა­ჩო­ქებს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თი, თუნ­დაც მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუხ­ლებ­ზე ფორ­თხვით მი­ე­ახ­ლოს პუ­ტინს. მოვა დრო და ამის­თვის მად­ლო­ბას გა­დაგ­ვიხ­დით თქვენც, ვი­საც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დღეს ძლი­ე­რი მტრის­თვის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვას და მას­თან ბრძო­ლას, ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში სა­კუ­თა­რი გმი­რე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ.

"დათ­ვი რომ მო­გე­რე­ვა, ბა­ბა­ია და­უ­ძა­ხეო" vs "სჯობს სი­ცო­ცხლე­სა ნაძ­რახ­სა სიკ­ვდი­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი", - და­წე­რა დე­პუ­ტატ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 19 თე­ბერ­ვალს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვაჟ­თა შო­რის ას­პა­რე­ზო­ბა გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ორმა მო­თხი­ლა­მუ­რემ იას­პა­რე­ზა - ალექ­სან­დრე ბე­ნი­ა­ი­ძემ და ია­სონ აბ­რა­მაშ­ვილ­მა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბა ვერ ჩა­ამ­თავ­რეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ მე­ო­რე დაშ­ვე­ბის მცდე­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ.

ბე­ნი­ა­ი­ძე და აბ­რა­მაშ­ვი­ლი 22 თე­ბერ­ვალს სლა­ლომ­ში ცდი­ან ძა­ლებს. ამას­თან, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თველ სპორ­ტსმენ­თა­გან პირ­ველ­მა ნინო წიკ­ლა­ურ­მა იას­პა­რე­ზა, რო­მელ­მაც გი­გან­ტურ სლა­ლომ­ში 49-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ნინო 21 თე­ბერ­ვალს სლა­ლომ­ში ცდის ძა­ლებს.

გარ­და ამი­სა, 19 თე­ბერ­ვალს ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ქალ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­მოს­ვლებ­ში, მოკ­ლე პროგ­რა­მით სა­ღა­მოს 21:00 სთ-დან წარ­დგე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით" - ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დაპირისპირება

"მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით" - ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დაპირისპირება

სუროგაციის ცენტრის "NEW LIFE"-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"არაფერი საერთო არაა სპორტსა და პოლიტიკას შორის. აბა თქვენ იცხოვრეთ სპორტსმენის ცხოვრებით თუნდაც ერთი კვირა და მერე ვნახოთ რა სტატუს დადებთ. დიახ, სპორტსმენები უნდა გავიდნენ ყველა შეჯიბრსა და ჩემპიონატზე, მიუხედავად იმ ქვეყანასთან არსებული საგარეო პოლიტიკისა. პოლიტიკოსებს რატომ მაშინ არ ახსოვთ სპორტსმენები როდესაც არანორმალურად შრომობენ კაპიკების ფასად და მიმხედი და პატრონი არ ჰყავთ?!", - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

კუკუნაშვილმა ეს კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის პოსტზე დატოვა, რომელიც ქართველ სპორტსმენებს დამნაშავეებად მიიჩნევს.

"ყველა იმ სპორტსმენმა, ვინც გადააბიჯა ყველაფერს, რისთვისაც ღირს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის სახელით მონაწილეობა, გადააბიჯა გმირი ანწუხელიძის მიერ სიკვდილის ფასად დაცულ საქართველოს დროშის ღირსებას და საკუთარი ქვეყნის ამაოხრებელს მიეახლა დევიზით "ყინული ყველგან ყინულია", გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა. გინდ 54-ე და გინდ სულ პირველი ადგილი აუღიათ ამის შემდეგ. ამ დანაშაულთან შედარებით რომელიღაც სპორტსმენის 54-ე ადგილი ჩემი აზრით, უმნიშვნელო წვრილმანია და ამ თემაზე ქილიკს დისკუსია არასწორ ჭრილში გადაყავს", - დაწერა თაქთაქიშვილმა.

მარიამ კუკუნაშვილი დეპუტატს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას არ ურჩევს.

"და კიდევ, ქ-ბ ჩიორა, როგორც პოლიტოკოსს გირჩევდით თავი შეიკავოთ მსგავსი განცხადებებისაგან ამით თქვენ ნებით თუ უნებლიეთ ნაციონალური მოძრაობის საპირისპიროდ განაწყობთ სპორტსმენებისა თუ სპორტის მოყვარულთა დიდ არმიას", - წერს კუკუნაშვილი.

მარიამ კუკუნაშვილის რჩევა უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩიორა თაქთაქიშვილს.

"ქალბატონო მარიამ, არც მე, არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც ჩვენი ქვეყნის სამასი ათას მოქალაქეს არ ეშინია იმის, რომ თუნდაც ერთადერთი პილიტიკური ძალა დავრჩეთ, მაინც გავაპროტესტოთ ოკუპაცია, საქართველოს დაქუცმაცება, ნახევარ მილიონამდე ადამიანის სახლიდან გამოყრა, სვანეთის მთებში ახალშობილების გაყინვა და ის უამრავი საზიზღრობა, რაც რუსეთმა მოუტანა საქართველოს და ქართველებს. და სანამ ასეთივე პოზიციის ადამიანები იქნებიან საქართველოში, მანამდე ვერ დააჩოქებს საქართველოს რუსეთი, თუნდაც მისი ხელისუფლება მუხლებზე ფორთხვით მიეახლოს პუტინს. მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით თქვენც, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს ძლიერი მტრისთვის სახელის დარქმევას და მასთან ბრძოლას, ამ უთანასწორო ბრძოლაში საკუთარი გმირების დადანაშაულება გირჩევნიათ.

"დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო" vs "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი", - დაწერა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში გაიმართა.

საქართველოს სახელით ორმა მოთხილამურემ იასპარეზა - ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა.

სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.

ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს. ამასთან, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

გარდა ამისა, 19 თებერვალს ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 სთ-დან წარდგება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს