საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს
ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბებს დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნა. ამის შე­სა­ხებ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი Facebook-ზე წერს:

"ივა­ნიშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბებს (არაღ­ვაწლ­მო­სი­ლებს, ანუ ჩვე­უ­ლებ­რივ, მოქ­მედ, სცე­ნა­ზე მდგომ მსა­ხი­ო­ბებს) დახ­მა­რე­ბა მო­უხ­სნა, თა­ნაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლად:

კონ­კრე­ტუ­ლად დღეს, უბ­რა­ლოდ, ბა­რათ­ზე აღარ დახ­ვდათ თან­ხა. დიდი მად­ლო­ბა მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის – მად­ლო­ბის მეტი რა გვეთ­ქმის, და თან ეს მარ­თლა დახ­მა­რე­ბა იყო ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხის­თვის, რომ­ლებ­საც სხვა პრო­ფე­სია არ გა­აჩ­ნია და არც იცი­ან სხვა რა­მის კე­თე­ბა – მი­ზე­რუ­ლი ხელ­ფა­სე­ბის ფონ­ზე....

ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ამ დახ­მა­რე­ბამ... მაგ­რამ, დღეს, თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბებს უფრო ულ­ხინთ, ან რამე შე­იც­ვა­ლა მათ ფი­ნან­სებ­ში, ან ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­უ­რად უკე­თეს პო­ზი­ცი­ა­შია, ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა.

ასე­თი კრი­ზი­სი, რაც შარ­შან და წელ­საა, დიდი ხა­ნია არ ყო­ფი­ლა. დახ­მა­რე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, რა თქმა უნდა ვე­რა­ვის ექ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ ახლა? ბევ­რი მო­საზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს....

სამ­წუ­ხა­როა, რომ შემ­ზა­დე­ბაც კი არ ყო­ფი­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი კრე­დი­ტებს იხ­დიდ­ნენ ამ თან­ხით...

რაც მთა­ვა­რია, გა­ი­ჭყლიტ­ნენ ის მსა­ხი­ო­ბე­ბი, ვინც ცოტა დახ­მა­რე­ბას იღებ­და და ხელ­ფა­სე­ბიც სა­თა­ნა­დოდ, და­ბა­ლი აქვთ...

მი­თუ­მე­ტეს, გა­საკ­ვი­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ხდე­ბა, რო­დე­საც თით­ქოს ხელ-ფეხი გა­ეხ­სნა მე­ცე­ნა­ტო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის...", - წერს ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ: რა ფორ­მით გა­ნაგ­რძობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი­სა და სპორ­ტსმე­ნე­ბის და­ფი­ნა­ნა­სე­ბას?

ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება გაუფრთხილებლად შეუწყვიტა? - ეკა ანდრონიკაშვილის საყვედური ექს-პრემიერს

ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დახმარება მოუხსნა. ამის შესახებ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი  Facebook-ზე წერს:

"ივანიშვილმა მსახიობებს (არაღვაწლმოსილებს, ანუ ჩვეულებრივ, მოქმედ, სცენაზე მდგომ მსახიობებს) დახმარება მოუხსნა, თანაც გაუფრთხილებლად:

კონკრეტულად დღეს, უბრალოდ, ბარათზე აღარ დახვდათ თანხა. დიდი მადლობა მას წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის – მადლობის მეტი რა გვეთქმის, და თან ეს მართლა დახმარება იყო ხელოვანი ხალხისთვის, რომლებსაც სხვა პროფესია არ გააჩნია და არც იციან სხვა რამის კეთება – მიზერული ხელფასების ფონზე....

ძალიან რთული პერიოდები გადაგვატანინა ამ დახმარებამ... მაგრამ, დღეს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მსახიობებს უფრო ულხინთ, ან რამე შეიცვალა მათ ფინანსებში, ან ზოგადად ქვეყანა ეკონომიურად უკეთეს პოზიციაშია, ძალიან დიდი შეცდომაა.

ასეთი კრიზისი, რაც შარშან და წელსაა, დიდი ხანია არ ყოფილა. დახმარებაზე პრეტენზია, რა თქმა უნდა ვერავის ექნება, მაგრამ რატომ ახლა? ბევრი მოსაზრება შეიძლება გაჩნდეს....

სამწუხაროა, რომ შემზადებაც კი არ ყოფილა, ადამიანები კრედიტებს იხდიდნენ ამ თანხით...

რაც მთავარია, გაიჭყლიტნენ ის მსახიობები, ვინც ცოტა დახმარებას იღებდა და ხელფასებიც სათანადოდ, დაბალი აქვთ...

მითუმეტეს, გასაკვირია, ეს ყველაფერი რომ ყოფილი პრემიერის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ხდება, როდესაც თითქოს ხელ-ფეხი გაეხსნა მეცენატობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისთვის...", - წერს ანდრონიკაშვილი.

ასევე იხილეთ: რა ფორმით განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებისა და სპორტსმენების დაფინანასებას?

"ხუთი მკვლელი! ხუთი  ცოცხლად მოსიარულე გვამი!“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ

თეონა კონტრიძე  "ბატკას" წინააღმდეგ - "ბელორუსი ხალხისა და დემოკრატიის მხარეს ვარ!"

ზურა ყიფშიძე დღეს 67 წლის გახდა - ოჯახის წევრების ემოციური მილოცვა იუბილარ მსახიობს