"ბავშვი კვდება, მილიონჯერ გავაკეთებ მსგავს გადაცემას" - ინგა გრიგოლია "ეთიკის ქარტიას" ჟვანიას და გირგვლიანის საქმეების გაშუქებას ახსენებს

"ბავშვი კვდება, მილიონჯერ გავაკეთებ მსგავს გადაცემას" - ინგა გრიგოლია "ეთიკის ქარტიას" ჟვანიას და გირგვლიანის საქმეების გაშუქებას ახსენებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტების გაერთიანება "ეთიკის ქარტიას" პასუხობს, რომელიც ტელეწამყვანს ლეიკემიით დაავადებული მოზარდის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"ქარტია მაგინებს... ვიღაცეები სტანდარტებზე მელაპარაკებიან.... მე მეჩვენება, თუ ეს ყველაფერი რეალურად ხდება????? რა სჭირს ამ ხალხს???? რა სტანდარტები... რა ეთიკა... გააფრინეთ??????? ბავშვი კვდება.... რა ქარტია.... რა ციციკორეები... ვიტირებ ახლა.... რაზე მედავებიან, რომ გუშინ ბავშვის მამამ, რომელსაც ერთი თეთრი არ აქვს საკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მთხოვა რომ მიკროფონი მისი შვილისთვის მიმეცა????? და ვიღაც ქარტიელები ამბობენ, რომ ეთიკა დავარღვიე???? მილიონჯერ კიდევ დავარღვევ ასეთ სიტუაციაში და ქარტიის "ჰედებს" ბევრ დარღვევას.... ოღონდ ნამდვილ დარღვევას შევახსენებ სახალხოდ.

ეს ქარტია ვინაა მართლა ბოლობოლო???? რა გაუკეთებიათ???? რა მორალს კითხულობენ??? ციციკორეები... როგორ მეცინება მათზე ((( ანუ - ოღონდ რაღაც სტანდარტი დაიცავი და ადამიანი მოკვდეს??? ვაი, მათ პატრონს და იმათაც, ვინც ამ ტიპების აზრს სერიოზულად გაითვალისწინებს.

შევაკვდები იმის დამტკიცებას, რომ გუშინ იმ ბავშვისთვის სიტყვა უნდა მიმეცა.... მიჩივლონ.... დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს... ეგენი ამ იდიოტიზმში გრანტებს იღებენ... რა დარღვევა.... რა ეთიკა.... ბავშვი კვდება, მილიონჯერ გავაკეთებ მსგავს გადაცემას და დამიმტკიცონ, თუნდაც სასამართლოში, რომ მე იოსების უფლება დავარღვიე... ცივსისხლიანი მორალისტები...

თურმე სტამდარტი უნდა დაიცვა, როცა ბავშვი კვდება და ბოლო იმედად გთხოვს ერთ წუთს რომ თავისი ტკივილი თქვას.... ეგეთი ჟურნალისტიკის რა ვთქვი მე.... ქარტია არა კვახი....თუ ძაან უნდათ, მე გამოვიტან სახალხოდ იმ ნიუსებს, რა პოზიცია ეკავათ ქარტიის ჰედებს ჟვანიას სიკვდილისას, გირგვლიანის ამბის გაშუქებისას.... რაფალიანცის ტრაგედიის გაშუქებისას და მერე მედავონ ეთიკაზე.......

ე.წ. ქარტიის ჰედს დავურეკე წეღან.... ოდესღაც ის კურიერის მთავარი პროდუსერი იყო და შევახსენე, რომ როცა ჩვენ სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას ვაშუქებდით, თავად მაშინდელი შსს-ს რეფორმებზე საუბრობდა.... მერე მე-9 არხზე იყო მთავარი პროდუსერი, როცა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის პოლიტიკურ მიზეზებს ამტკიცებდა და ვკითხე - მე რა დავარღვიე, როცა პატარა ბიჭს მიკროფონი მივეცი, რომ თავისი ტრაგედია და იმედები ეთქვა მაყურებლისთვის და ეთხოვა დამეხმარეთო - აი, ასეთი ხალხი მკიცხავს დღეს მე ((((((

ეს იყო მამის სურვილიც და ბავშვისაც..... და არა ჩემი ინიციატივა... დღეს მე ვარ გახარებული, იმდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება ამ ბავშვის ანგარიშის ნომერს.... უამრავ ადამიანს გაუჩნდა მისი თანადგომის სურვილი და იოსების კარგად ყოფნა ასიათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ქარტიის ბრალდებები....

ქარტიისა და ქარტიისებრთა გუშინდელი ისტერიკების შემდეგ წინასწარ ვაცხადებ - ხვალაც იგივეს გავაკეთებ...ზეგაც... მაზეგაც... ერთი წლის შემდეგაც.... ათი წლის შემდეგაც... ვისაც ეს ეთიკის დარღვევად მიგაჩნიათ, იკითხეთ მორალი და იყავით!!!!))))) ტექსტი წინასწარ დაწერეთ და დააკოპირეთ, თორემ იმდენჯერ ვიზამ მსგავსს, რომ წერით დაიღლებით))))))

p.s ისე კი უმჯობესი იქნებოდა, მათ რეაქცია იმაზე ჰქონოდათ, ფიზიკურად როგორ დაუპირისპირდა ვიღაც ტიპი "იმედის" ოპერატორს... ასე რომ აკეთონ განცხადებები და იყვნენ, ჩვენ კი იქნებ გვერდით დავუდგეთ იოსებ კვიჟინაძეს!!! ", - წერს გრიგოლია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აპროტესტებს ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" გასულ ერთერთ ეპიზოდს, რომელშიც ლეიკემიის მქონე მოზარდი იღებდა მონაწილეობას. ქარტიაში აცხადებენ, რომ ეთერში გასულ გადაცემაში, არასრულწლოვანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაკეთილსინდისიერად იყო გამოყენებული. ქარტიის საბჭო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ თავად მოზარდი გადაცემაში ძალდატანების გარეშე საუბრობდა და სტუდიაში იმყოფებოდა მისი მშობელიც, გადაცემის ეს კონკრეტული ეპიზოდი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ წამყვანმა ხელი შეუწყო მოზარდის პოლიტიკური დებატების წასაქეზებელ ინსტრუმენტად გამოყენებას.

"გადაცემაში არ ყოფილა საუბარი ლეიკემიისა და ლეიკემიის მქონე ბავშვების პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიების შესახებ. ლეიკემიის მქონე მოზარდის მონაწილეობა გადაცემაში დაკავშირებული აღმოჩნდა არა მისი და სხვა მსგავსი ჯანმრთელობის მქონე ბავშვების საკითხთან, არამედ მოზარდი გამოყვანილი იყო მსხვერპლად და პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ ობიექტად", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, იოსებ კვიჟინაძე თბილისის საკრებულოს წევრების დებატების დროს მიიყვანა. იოსებ კვიჟინდაძის სიცოცხლის გადასარჩენად, ოპერაციაა საჭირო, რომელიც 40 ათასი ევრო ჯდება. ოპერაციაზე თანხმობა მხოლოდ ვენაში განაცხადეს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს