სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას
დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მარ­თლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ესე იგი, სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ამ ერთხელ მა­ინც ვი­ტყვი.

სრუ­ლი­ად ნაცს­პექტრი ვე­რაფ­რით ახერ­ხებთ გა­აც­ნო­ბი­ე­როთ ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლი რამ:

პი­რა­დად მე იმის შე­სა­ფა­სებ­ლად, თუ ვი­ნაა ბაჩო ახა­ლა­ია, არ მჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი. და არა მარ­ტო მე - ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის ამ ქვე­ყა­ნა­ში და რა გა­ნა­ჩე­ნიც არ უნდა დად­გეს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, ვი­საც თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლიც კი ღიად ეძახ­და მა­ნი­აკს, არ შე­იც­ვლე­ბა.

სა­სა­მარ­თლოს მიერ ბაჩო ახა­ლა­ი­ას გა­მარ­თლე­ბა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ აღიქ­მე­ბა რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის ცუდი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი. ზოგი ამას შეგ­ნე­ბულ ბო­რო­ტე­ბად უთ­ვლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას (მითი: შეკ­რუ­ლე­ბი არი­ან ნა­ცებ­თან), ზოგი სი­სუს­ტედ და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბად, მაგ­რამ ამ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბით ოდ­ნა­ვა­დაც არ ხდე­ბა არც პი­რა­დად მისი, და არც ზო­გა­დად ნაც­მოძ­რა­ო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

პი­რი­ქით, ასე­თი გა­ნა­ჩე­ნე­ბი მხო­ლოდ აძ­ლი­ე­რებს რა­დი­კა­ლურ ან­ტი­ნა­ცურ გან­წყო­ბებს და ერთ კაი ეროვ­ნულ "ბარ­თლო­მეს ღა­მე­ზე" დაკ­ვე­თას. ასე, რომ ტყუ­ი­ლად გი­ხა­რი­ათ," - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ჩი­ვა­რი და ბაჩო ახა­ლა­ია ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ზე მა­მარ­დაშ­ვი­ლის ნა­წილ­ში გა­ა­მარ­თლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას

დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ბაჩო ახალაიას გამართლებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ესე იგი, საერთოდ არ ვლაპარაკობ ამ თემაზე, მაგრამ ამ ერთხელ მაინც ვიტყვი.

სრულიად ნაცსპექტრი ვერაფრით ახერხებთ გააცნობიეროთ ძალიან ელემენტარული რამ:

პირადად მე იმის შესაფასებლად, თუ ვინაა ბაჩო ახალაია, არ მჭირდება სასამართლო განაჩენი. და არა მარტო მე - ყველამ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაში და რა განაჩენიც არ უნდა დადგეს, საზოგადოებრივი აზრი იმ ადამიანის შესახებ, ვისაც თამარა ჩერგოლეიშვილიც კი ღიად ეძახდა მანიაკს, არ შეიცვლება.

სასამართლოს მიერ ბაჩო ახალაიას გამართლება კი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ აღიქმება როგორც პროკურატურის ცუდი მუშაობის შედეგი. ზოგი ამას შეგნებულ ბოროტებად უთვლის ხელისუფლებას (მითი: შეკრულები არიან ნაცებთან), ზოგი სისუსტედ და არაკომპეტენტურობად, მაგრამ ამ გამამართლებელი განაჩენებით ოდნავადაც არ ხდება არც პირადად მისი, და არც ზოგადად ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია.

პირიქით, ასეთი განაჩენები მხოლოდ აძლიერებს რადიკალურ ანტინაცურ განწყობებს და ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას. ასე, რომ ტყუილად გიხარიათ," - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბაჩო ახალაია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მამარდაშვილის ნაწილში გაამართლა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს