"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებლები რუს მოდელ ირინა შეიკს სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის შემდეგ სხვადასხვა ენაზე ერთსა და იმავე კომენტარს უტოვებენ.
"აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო !!!
Abkhazia and South Ossetia are Georgia !!!
абхазия и Самачабло это ГРУЗИЯ!
მიდით ქართველებო !!!! შემოგევლეთ თქვენ !!! ჩვენია და არ დავთმობთ ვისაც შეუძლია !!! აქ შემოგვიერთდეს !!! ჩვენ დავბრუნდებით !!!", - წერს ათასობით ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი.
შეგახსენებთ, გუშინ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ირინა შეიკიც ესწრებოდა. შეიკი ოლიმპიადაზე რუსეთის დელეგაციას მოუძღვოდა. მოგვიანებით კი მოდელმა თავისი "ფეისბუქის" გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის სტადიონ "ფიშტზე" არის გადაღებული.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში ვმონაწილეობდი", - წერს ირინა შეიკი ინგლისურ ენაზე ფოტოების აღწერაში.
აღშფოთებულ კომენტარებს ქართველები სწორედ ამ ფოტოებს ურთავენ.
შეგახსენებთ, შარშან ირინა შეიკი თავის საქმროსთან, ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა. ისინი თბილისის და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ. კრიშტიანო საქართველოში ირინა შეიკის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა.
ქართველი გულშემატკივრები ამ ვიზიტის შემდეგაც აქტიურობით გამოირჩეოდნენ მოდელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე, თუმცა მაშინ ყველა კომენტარი დადებითი შინაარსის იყო.
ცნობილია, რომ მოდელს საქართველოში არაერთი მეგობარი ჰყავს, მათ შორისაა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, რომლის ახალი კოლექციის ჩვენებაც შარშან კიევში სწორედ ირინა შეიკმა გახსნა.
იხილეთ ასევე: ირინა შეიკი სოჭის ოლიმპიადაზე
ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა
ვინ სთავაზობდა ირინა შეიკს და რონალდოს სიღნაღში ჯვრის დაწერას