დავით საყვარელიძე - ვანოსგან კიდევ ერთ ალიყურს გპირდებით

დავით საყვარელიძე - ვანოსგან კიდევ ერთ ალიყურს გპირდებით

ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსანთა მონაწილეობით გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ფეისბუქით" ეხმაურებიან. საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი შს მინისტრისგან კიდევ ერთ "ალიყურს" ჰპირდება.

"უიშვიათესი სნეულება შეეყარა საქართველოს! მოქმედი ხელისუფლება დღეის მდგომარეობით ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაშია და მხოლოდ ამ ფუნქციაში ხედავენ ქვეყნის მართვის შინაარსს! ხვალ ვანო მერაბიშვილისგან კიდევ ერთ ალიყურს ვპირდები მათ, ვისაც საქართველოს მართვა ქალაქობანას ან სახლობანას თამაში გონია და სახლში მარტო დარჩენილი ბავშვივით რომ მავნებლობენ…

2009 წლის მაისში საქართველოში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ ამბოხს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა.

ამ ამბოხის გაგრძელების შემთხვევაში იყო რისკი ფართომასშტაბიანი, დიდი სისხლისღვრის და 90-იანი წლების მსგავსი შეიარაღებული დაპირისპირებისა.

ხელისუფლებამ, მაშინ, ერთ დღეში აღმოფხრა ეს საფრთხე და რაც აღსანიშნავია - მსხვერპლისა და დაზარალებულების გარეშე.

ამ ამბოხის ორგანიზატორები იყვენენ კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი, ამ პირებს მსგავსი მოქმედება ადრეც ჰქონდათ ჩადენილი - პრეზიდენტ შევარდნაძის პერიოდში.

ამ პირების დაკავების ბრძანება და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ ლეგეტიმური ძალის გამოყენება, სრულიად ადეკვატური იყო.

ამ ამბოხის ორგანიზატორების დაკავება მოხდა რამოდენიმე კვირის შემდეგ, რა დროსაც მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაწიეს. სპეცდანიშნულების მებრძოლთა მიერ ლიკვიდირებულ იქნა ერთი წინააღმდეგობის გამწევი - გია კრიალაშვილი, ხოლო მეორე - კობა ოთანაძე დაიჭრა. ოთანაძეს გაუწიეს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება. ანუ თავდაპირველი ბრძანება გაცემული იყო დაკავებაზე, რაც დაჭრილი ოთანაძის გადარჩენის და მისი მკურნაობის გათვალისწინებით სახეზეა.

ამ ამბოხის ერთ-ერთ მთავარი ორგანაზიტორი კობა ოთანაძე ახალმა ხელისუფლებამ საქმის შესწავლის გარეშე, სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურის მოთხოვნით (მისი პატრონების), პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლა", - წერს დავით საყვარელიძე.

იმავე ვიდეოს ეხმაურება "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გიორგი ვაშაძე.

"რამდენი ხანი უნდა იყოს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში? თუ დანაშაულია, გამოიძიეთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სპეკულაცია ხდება სხვადასხვა ფაქტებით", - წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა.

იხილეთ: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

რა მოხდა 2009 წელს მუხროვანში, სადაც ვანო მერაბიშვილი "ორ გვამს" ითხოვდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს