შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლედერის, ირმა ნადირაშვილის მიერ, Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ნადირაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ავტომანქანების გატაცების ფაქტების შესახებ იუწყებოდა, რომელიც, მისი თქმით, შსს-ს არ გაუსაჯაროებია.
ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ნინო გიორგობიანი Facebook-ზე შემდეგ საპასუხო ტექსტს აქვეყნებს:
"მანქანის "გატაცებებთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით გახარებული საზოგადოება მინდა დავამწუხრო.
ავჭალაში ავტომანქანის გატაცება არ დადასტურდა. მანქანის მფლობელის განცხადების შემდეგ დადგინდა, რომ წინა ღამით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომანქანის მფლობელი ბოძს შეეჯახა და მანქანა იქვე მიატოვა, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ქურდობის დანაშაულის არ არსებობის გამო გამოძიება შეწყდება:)
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებაში 1 იანვარს, 1970 წელს დაბადებული გოჩა უფლისაშვილის შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (სსსკ-ის 177-ე მუხლით) უფლისაშვილის კუთვნილი "ვაზ 21-08" მარკის ავტომანქანის მოპარვის შესახებ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1 იანვარს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფლობელმა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე თავად დატოვა, რაც აღარ ახსოვდა.
სამართალდამცველებმა, "ვაზ 21-08" მარკის ავტომანქანა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 იანვარს იმავე ადგილზე იპოვეს, სადაც მფლობელმა დატოვა. აღნიშნულ ავტომანქანას ჩაუტარდა გარეგნული და შიდა დათვალიერება, რის შედეგადაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანას დაზიანებული ან მოპარული არაფერი ჰქონდა.
დანაშაულის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
9 იანვარს თემქის დასახლებაში "გატაცებული" მანქანა ნაპოვნია. აღოჩნდა, რომ მეგობარმა (რომელიც ნასვამი იყო) საკუთარი მეგობრის მანქანა მეგობრის დაუკითხავად წაიყვანა და იქვე რამდენიმე მეტრში დატოვა. პოლიციას უკვე დაკავებული ყავს პირი, რომელმაც მანქანა წაიყვანა.(პოლიციაში თავად გამოცხადდა მეგობართან ერთად")
2 იანვარს დიღმის მასივში "გატაცებული" მანქანა მეზობელი კორპუსის ეზოში იპოვნა პოლიციამ. მანქანიდან არაფერია წაღებული და არც მანქანაა დაზიანებული. გამოძიება მალევე შეწყდება რადაგან აღნიშნული მანქანა მეზობელ ეზოში ოჯახის წევრმა დააყენა", - წერს ნინო გიორგობიანი.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
"გვაზობთ ინფორმაციას, რომელიც შსს-ს არ გაუსაჯაროებია.
პირველ იანვარს დაუდგენელმა პირებმა დ. წყნეთიდან მოიპარეს რუსთაველის ქ. 5_ის ტერიტორიაზე მდგომი, 1970 წელს დაბადებული გოჩა გივის ძე უფლისაშვილის ავტომანქანა. ვაზ. 2108. ÀDQ785.
2 იანვარს დიღმის მასივის მე_4 კვარტლის 24-ე კორპუსში მცხოვრებმა 1971 წელს დაბადებულმა გელა გურამის ძე კუპატაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ეზოდან მოპარა მისი მართვის ქვეშ მყოფი შპს განათება 2011-ის ავტომანქანა ოპელ ასტრა. Wws 085
ინფორმაცია, რომელიც შსს-ს არ გაუსაჯაროებია.
3 იანვარს, საჩხერის რაუონის სოფელ კორბოულში მცხოვრებმა, 1978 წელს დაბადებულმა ზურაბ ზაქარიას ძე კილაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ლიბანის ქუჩაზე ეზოდან მოპარა ოპელ ომეგა. NTN 905
9 იანვარს, დაუდგენელმა პირმა თემქის მე-3 მიკრო რაიონის მე-5 კვარტლის მე-15 კორპუსის მინდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა იმავე ეზოში მცხოვრები გიორგი გოჩას ძე მოდებაძის ავტომანქანა ფოლკსვაგენ გოლფ3. MOD 200
12 იანვარს დაუდგენელმა პირმა მოიპარა გლდანის ა მ/რ 52-ე კორპუსთან მდგარი, წიწამურის ქუჩის მცხოვრები, 1982 წ დაბადებული გოგა გოგის ძე რიჟამაძის ავტომანქანა აუდი ა-6. KPL 777", - წერდა ირმა ნადირაძე.