საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯუზეპე პაზოტო ილია მეორეს ექომაგება: "გაოცებული დავრჩი იმ რეაქციებით, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა"
ჯუზეპე პაზოტო ილია მეორეს ექომაგება: "გაოცებული დავრჩი იმ რეაქციებით, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა"

"უნდა ვა­ღი­ა­რო - გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი იმ რე­აქ­ცი­ე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყვა პატ­რი­არ­ქის წლე­ვან­დელ სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს. კერ­ძოდ კი ამ წე­რი­ლის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და სუ­რო­გა­ტულ დე­დო­ბას, "ინ ვიტ­რო" გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­სა და აბორ­ტს" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ლა­თი­ნუ­რი წე­სის კა­თო­ლი­კე­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ეპის­კო­პო­სი ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტო. Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტოს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, რო­მე­ლიც მან Facebook-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ავ­რცე­ლა.

"ზო­გა­დად და მოკ­ლედ მსურს ვთქვა შემ­დე­გი:

1. ეპის­ტო­ლე მო­ვის­მი­ნე პირ­და­პი­რი ეთე­რით და დამ­რჩა ზო­გა­დად პო­ზი­ტი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. ამ ეპის­ტო­ლეს ჩა­ნა­ფიქ­რში მსჯავრზე მე­ტად ამო­ვი­კი­თხე მწყემ­სის ზრუნ­ვა, რო­მე­ლიც სვამს კი­თხვას, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს იმ არ­ჩე­ვანს, რა­საც აკე­თებს დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ვი­კი­თხე ეპის­ტო­ლე დღე­საც და ჩემი აზ­რით, ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი არ არის კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და ცუდი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა (მაგ.: "შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა?", "პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ..." და სხვ.), მაგ­რამ, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მა­ინც უც­ვლე­ლი დამ­რჩა.

2. ბი­ო­ე­თი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ის დიდი არე­ა­ლია, რო­მელ­ზე­დაც ეკ­ლე­სი­ებს მარ­თებთ თა­ვი­ან­თი სი­ტყვის თქმა და ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წარ­შექ­მნი­ლი მსჯავ­რი­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ­ნი უნდა სვამ­დნენ კი­თხვებს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ერ­თგულ­ნი არი­ან იმ ხედ­ვი­სა, რო­მე­ლიც ღმერ­თს აქვს ადა­მი­ან­ზე. ის, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფიქ­რობს, მა­ში­ნაც კი, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ყო­ველ­თვის როდი შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­სა­ღე­ბი, მა­ში­ნაც კი, თუ ეს გახ­დე­ბა არა­პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი. ეკ­ლე­სი­ას აქვს უფ­ლე­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა ილა­პა­რა­კოს ეთი­კა­ზე, რო­გორც სა­კუ­თარ მორ­წმუ­ნე­ებ­თან, ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან, და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს იმა­ში, რომ ამ­გვა­რად შე­აქვს თა­ვი­სი წვლი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზრდა­სა და აღ­ზრდა­ში.

3. ამ ბოლო წლებ­ში კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ამ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შეძ­ლეს ერ­თობ­ლი­ვად ემ­სჯე­ლათ ზო­გი­ერთ ბი­ო­ე­თი­კურ სა­კი­თხზე და მრა­ვა­ლი სა­ერ­თო ხედ­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს; ამი­სათ­ვის მო­წყო­ბილ იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი (ბოლო მათ­განს ად­გი­ლი ჰქონ­და 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სუ­რო­გა­ტულ დე­დო­ბა­ზე). ერთი შე­ხედ­ვით, მო­ნა­წი­ლე­თა და­ბა­ლი რი­ცხვის გამო, ზედ­მე­ტად მა­ღალ და არა­აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­თან გვქონ­და საქ­მე; არა­და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა ძალ­ზე სა­ჭირ­ბო­რო­ტო ყო­ფი­ლა. მი­მაჩ­ნია, რომ ეკ­ლე­სი­ამ ყო­ველ­თვის სი­ფა­ქი­ზით და პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა შე­ხე­დოს დე­დო­ბის წყურ­ვილს (არა "უფ­ლე­ბას"), რაც ყო­ველ ქალ­შია, და შთა­მო­მავ­ლო­ბის წყურ­ვილს (არა "უფ­ლე­ბას"), რაც ყო­ველ ოჯახ­შია.

4. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლი უნდა იყოს ის, რომ შვი­ლე­ბი ღმერ­თის სა­ჩუ­ქა­რია ყო­ველ­თვის, რაგ­ვა­რა­დაც არ უნდა ხდე­ბო­დეს მათი გა­ჩე­ნა. სა­ჭი­როა მათი, რო­გორც ღვთის შვილ­თა ღირ­სე­ბის მა­ტა­რე­ბელ­თა მი­ღე­ბა (ამა­ში მდგო­მა­რე­ობს აბორ­ტის და­უშ­ვებ­ლო­ბა), რა­მე­ნა­ი­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე (იქ­ნე­ბა ეს რე­ლი­გუ­რი, რა­სობ­რი­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის თუ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ხერ­ხის ნიშ­ნით). და­უშ­ვე­ბე­ლია და­თან­ხმე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას­თან, თით­ქოს წი­ნაპ­რე­ბის რა­ი­მე ცოდ­ვა გა­და­დი­ო­დეს შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე. სა­კუ­თარ ცოდ­ვებ­ზე თი­თე­უ­ლი თა­ვად აგებს პა­სუხს ღმერ­თის წი­ნა­შე.

5. მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს ეს ეპის­ტო­ლე ბი­ო­ე­თი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის კვლე­ვი­სა და ჩაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბად არა ემო­ცი­ე­ბით, არა­მედ იმ ცივი გო­ნე­ბით, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ. რო­გორც კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის მწყემ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვა­ცხა­დებ ჩემი ეკ­ლე­სი­ის მზა­ო­ბას, რათა სხვა კონ­ფე­სი­ებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯგუ­ფებ­თან ერ­თად ხელი შე­ვუ­წყოთ და ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ამ პრობ­ლე­მე­ბის უკეთ გა­საც­ნო­ბად.

6. იმი­სათ­ვის, რომ წარ­მო­ვა­ჩი­ნო, თუ რა­ო­დენ რთუ­ლია და ვრცე­ლი სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დო­ბის სა­კი­თხი, აქვე მომ­ყავს, რო­გორც მა­გა­ლი­თი, იმ მოხ­სე­ნე­ბის ტექ­სტი ("დედა მხო­ლოდ ერ­თია"), რო­მე­ლიც ბოლო სიმ­პო­ზი­უმ­ზე წა­ი­კი­თხა მოწ­ვე­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ასუნ­ტა მო­რეს­მა. ამ ქალ­ბა­ტონს ავა­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს იტა­ლი­ე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბი სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ებ­ში ბი­ო­ე­თი­კურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მ. ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტო

დედა მხო­ლოდ ერ­თია

1978 წლის ივ­ლი­სი შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ ე.წ. "ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხის" და­წყე­ბის თა­რი­ღად, ანუ იმ რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას იმ ფუნ­და­მენტს უც­ვლის, რო­მელ­საც აქამ­დე ყვე­ლა­ნი ვიც­ნობ­დით.

1978 წლის ივ­ლის­ში და­ი­ბა­და ლუ­ი­ზა ბრა­უ­ნი, პირ­ვე­ლი ბავ­შვი, რო­მე­ლიც ჩა­ი­სა­ხა სინ­ჯა­რა­ში. პირ­ვე­ლად კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­სახ­ვა მოხ­და დე­დის მუც­ლის გა­რეთ.

ამ­გვა­რად და­ი­წყო IN VITRO გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვი­ან ემ­ბრი­ო­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ქა­ლის სხე­უ­ლის გა­რეთ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ორი გა­მე­ტის, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი­სა (მამ­რო­ბი­თი) და კვერ­ცხუ­ჯრე­დის (მდედ­რო­ბი­თი) შე­ერ­თე­ბით: ჩა­სახ­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ხე­ლით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

IN VITRO გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით დას­რულ­და კონ­ტრა­ცე­პცი­ით და­წყე­ბუ­ლი გზა: ამ უკა­ნას­კნე­ლის შემ­თხვე­ვა­ში იყო ხორ­ცი­ე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შვი­ლე­ბის გა­რე­შე, ახლა კი, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით, არი­ან შვი­ლე­ბი ხორ­ცი­ე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რე­შე. აქ ქრის­ტი­ა­ნებ­მა პირ­ვე­ლებ­მა ამო­ი­ღეს ხმა: კონ­ტრა­ცე­პცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ით­ქვა, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და პროკ­რე­ა­ცი­ის გა­მო­ყო­ფა სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბი­სა­გან. ხოლო სინ­ჯა­რა­ში ჩა­სახ­ვა ცვლი­და კა­ცობ­რი­ო­ბის ფუნ­და­მენ­ტურ აქტს, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ყო­ველ ადა­მი­ა­ნურ არ­სე­ბას (ყვე­ლა­ნი ჩა­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან კა­ცის­გან და ქა­ლის­გან დე­დის მუ­ცელ­ში), სა­ხი­ფა­თოდ ეც­ვლე­ბა რა­ღა­ცა ჩვენს ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას.

ტექ­ნი­კუ­რად ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არ არის უბ­რა­ლო გა­სე­ირ­ნე­ბა, არა­მედ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ქა­ლი­სათ­ვის მძი­მე ტვირ­თია.

მა­მა­კა­ცებ­მა მხო­ლოდ სპერ­მა უნდა გა­ი­ღონ მას­ტურ­ბა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. ქა­ლე­ბი კი ჯერ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან მძი­მე ჰორ­მო­ნა­ლურ ზე­მოქ­მედ­დე­ბას, რო­მე­ლიც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მო­ი­მუ­შა­ონ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვად ქალი ერთ კვერ­ცხუ­ჯრედს გა­მო­ყოფს ერთ თვე­ში, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით კი გა­მო­ი­ყო­ფა უფრო მეტი.

ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით მწიფ­დე­ბი­ან ფო­ლი­კუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ კვერ­ცხუ­ჯრე­დებს. ფო­ლი­კუ­ლე­ბის ას­პი­რა­ცი­ი­სათ­ვის ქალ­მა ოპე­რა­ცია უნდა გა­ი­კე­თოს ზო­გა­დი ანეს­თე­ზი­ი­თა და ღრმა სე­და­ცი­ით, ქი­რურ­გი აკე­თებს ფო­ლი­კუ­ლე­ბის ას­პი­რა­ცი­ას და მათთ­გან მი­ი­ღე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი, რა­მო­დე­ნი­მე ერ­თე­უ­ლი­დან რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლამ­დე.

ამ ეტაპ­ზე ბი­ო­ლო­გე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დის ერ­თად მო­თავ­სე­ბით ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო­თი შე­ყავს სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი კვერ­ცხუ­ჯრედ­ში. გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი იდე­ბა ინ­კუ­ბა­ტორ­ში და ელო­დე­ბი­ან რათა გა­მოჩ­ნდეს, იზ­რდე­ბა თუ არა, იწყებს გა­ყო­ფას თუ არა: თუ კი, მა­შინ ემ­ბრი­ო­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ტა­ნილ იქ­ნეს ქა­ლის საშ­ვი­ლოს­ნო­ში.

IN VITRO გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა არ კურ­ნავს სტე­რი­ლუ­რო­ბას (ამ ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მა­მა­კა­ცი და დე­და­კა­ცი სტე­რი­ლუ­რე­ბი რჩე­ბი­ან რო­გორც მა­ნამ­დე), არა­მედ გა­და­აქვს ჩა­სახ­ვა ქა­ლის სხე­უ­ლი­დან მის გა­რეთ.

მა­შა­სა­და­მე, სად არის პრობ­ლე­მა?

ფაქ­ტია, რომ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით დე­დო­ბა იყო­ფა უფრო მეტ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად, რო­დე­საც მა­ნამ­დე ერთი იყო დედა, ახლა შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ სამი ან ოთხი.

შე­საძ­ლე­ბე­ლია გე­ნე­ტი­კუ­რი დე­დის ყოფ­ნა, ანუ ის ვინც სა­კუ­თარ კვერ­ცხუ­ჯრედს იღებს.

ორ­სუ­ლი დედა (ან სუ­რო­გა­ტუ­ლი) ანუ ის, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ საშ­ვი­ლოს­ნოს სთა­ვა­ზობს.

შემ­დეგ კა­ნო­ნი­ე­რი დედა, ანუ ის ვინც უკ­ვე­თავს ბავ­შვს, და რო­მე­ლიც აღ­ზრდის მას.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე მე­ო­თხე დედა, რო­მე­ლიც კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის ნა­წილს სთა­ვა­ზობს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­სა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბელ კვერ­ცხუ­ჯრედს შე­იძ­ლე­ბა გა­აჩ­ნდეს ორი ქა­ლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დნმ. ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ტექ­ნო­ლო­გი­აა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­საც ფიქ­რო­ბენ და უკვე და­ი­ბად­ნენ ბევ­რი ბავ­შვე­ბი სამი ადა­მი­ა­ნის დნმ.-ით. ამ ტი­პის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი შე­წყვი­ტეს, რად­გა­ნაც ანო­მა­ლი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მრა­ვა­ლია.

და­ვუბ­რუნ­დეთ დე­დებს: არანკლებ სამი. შემ­დეგ არი­ან მა­მე­ბი: ერთი ბი­ო­ლო­გი­უ­რი, რო­მე­ლიც იღებს სა­კუ­თარ სპერ­მას, მე­ო­რე სუ­რო­გა­ტუ­ლი, რო­მე­ლიც სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დის მე­უღ­ლეა, და შემ­დეგ კა­ნო­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც შე­უკ­ვე­თა ბავ­შვი და რო­მელ­თა­ნაც გა­იზ­რდე­ბა პა­ტა­რა.

მა­შა­სა­და­მე საქ­მე გვაქვს ექვს მშო­ბელ­თან (შვი­დი თუკი ემა­ტე­ბა კვერ­ცხუ­ჯრედ­ზე იშ­ვი­თი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი). მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს ბევ­რი მშო­ბე­ლი ყავს, ეს ნიშ­ნავს რომ ობო­ლია.

კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი და სპერ­მა არა­სო­დეს არის უფა­სო და უან­გა­როდ გა­ღე­ბუ­ლი, ნა­ყი­დია და გა­ყი­დუ­ლი. სა­კუ­თა­რი კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­სა­ყი­დად ქა­ლე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ხან­გრძლივ და სა­ხი­ფა­თო ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ ფუ­ლის გამო თან­ხმდე­ბი­ან, ისე­ვე რო­გორც მხო­ლოდ ფუ­ლის გამო ხდე­ბა სა­კუ­თა­რი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­ქი­რა­ვე­ბა სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დობ­რი­ო­ბის დროს.

რო­დე­საც არი­ან ყვე­ლა ეს მშობ­ლე­ბი, ლა­პა­რა­კო­ბენ "კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ რეპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე": ზოგ­ჯერ კვერ­ცუ­ჯრე­დე­ბი და სპერ­მა გა­ი­ცე­მა დე­ბის, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ძმე­ბის მიერ და ასე იქ­მნე­ბა ისე­თი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და და ამი­ტო­მაც არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი მათ გან­სა­მარ­ტა­ვად. თუ ბავ­შვი იბა­დე­ბა იქ ქა­ლის კვერ­ცხუ­ჯრე­დი­დან, რომ­ლის დაც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­ი­ღებს ორ­სუ­ლო­ბი­სათ­ვის, რომ­ლის იქ­ნე­ბა შვი­ლი?

რა­ხან ჩა­სახ­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ხდე­ბა, მისი შეკ­ვე­თა შე­უძ­ლი­ათ ჰო­მო­სექ­სუ­ალ წყვი­ლებს, მამ­რო­ბით­სა თუ მდედ­რო­ბითს, ან კი­დევ და­უ­ქორ­წი­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­საც: ამ­გვა­რად დე­დობ­რი­ო­ბა იქ­ცე­ვა "Gender Neutral".

ჩვენ ვართ მამ­რო­ბი­თი ან მდედ­რო­ბი­თი სქე­სის ინ­დი­ვი­დე­ბი უკვე ზი­გო­ტად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დად. არ არ­სე­ბო­ბენ სა­შუ­ა­ლო სქე­სის ემ­ბრი­ო­ნე­ბი. სქე­სობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა პროკ­რე­ა­ცი­ა­ში: მხო­ლოდ მამრსა და მდედრს, მხო­ლოდ კაც­სა და ქალს შე­უძ­ლი­ათ შთა­მო­მავ­ლო­ბის მო­ცე­მა.

შთა­მო­მავ­ლო­ბის მო­ცე­მის გა­და­ტა­ნამ სხე­უ­ლი­დან ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გვა­ფიქ­რე­ბი­ნოს, რომ მშობ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი ვინც შე­უკ­ვე­თეს შვი­ლი. ახლა კი მსოფ­ლი­ო­ში (კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და ევ­რო­პა­ში) მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უშ­ვე­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ როცა საქ­მე ეხე­ბა სუ­რო­გა­ტულ დე­დას, კა­ნო­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ ორზე მეტი.

ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე IN VITRO გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის იმ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნიშ­ნებს ცვლის, რომ­ლებ­საც აქამ­დე ვიც­ნო­ბით.

ეს არის ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი, რწმე­ნი­სა კი არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ აქამ­დე მხო­ლოდ ქრის­ტი­ა­ნე­ბი იცა­ვენ ადა­მი­ა­ნურ ბუ­ნე­ბას.

მო­მავ­ლის კა­ცობ­რი­ო­ბა ობო­ლი ინ­დი­ვი­დე­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბით. აქამ­დე ნაც­ნო­ბი კა­ცობ­რი­ო­ბი­სა­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მაგ­რამ არა უკე­თე­სი.

ყვე­ლა­ფე­რი ეს ყვე­ლა­ნა­ირ ფა­სად შვი­ლის ყო­ლის სურ­ვი­ლის სა­ხე­ლით. მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ ყვე­ლა სურ­ვი­ლი გა­და­იქ­ცეს უფ­ლე­ბად? შე­საძ­ლე­ბე­ლია რომ შვილს მო­ე­პყრო რო­გორც უფ­ლე­ბას? შე­იძ­ლე­ბა უთხრა შვილს ჩემი უფ­ლე­ბა ხარ?

გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი საშ­ვი­ლოს­ნო, შეკ­ვე­თი­ლი ორ­სუ­ლო­ბა, სუ­რო­გა­ტუ­ლი დე­დო­ბა:

მრა­ვა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ექ­სპრე­სი­ე­ბი არ­სე­ბობს რომ­ლე­ბიც გვიყ­ვე­ბი­ან მსოფ­ლი­ო­ში ამ მუ­დამ უფრო მზარდ ფე­ნო­მენ­ზე.

ქალი რო­მე­ლიც ორ­სულ­დე­ბა ხდე­ბა კონ­ტე­ი­ნე­რი იმ ბავ­შვის­თვის რო­მე­ლიც და­ი­ბა­დე­ბა. მისი ფეხ­მძი­მო­ბა არის სამ­სა­ხუ­რი იმი­სათ­ვის ვინც გა­და­უ­ხა­და. ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მას უხ­სნი­ან, რომ მუ­ცელ­ში რო­მე­ლიც ეზ­რდე­ბა მისი შვი­ლი არ არის, არა­მედ უცხოა, უკვე სხვას ეკუთ­ვნის, იმას ვინც შე­უკ­ვე­თა და რო­მელ­საც მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ­ვე და­უთ­მობს ბავ­შვს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვე­ბით ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და მძი­მე ამ ქა­ლე­ბი­სათ­ვის ბავ­შვთან გან­შო­რე­ბაა. ეს ქა­ლე­ბი ყო­ველ­თვის ღა­რი­ბე­ბი არი­ან, გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნარ­ნი. ძა­ლი­ან ძნე­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო შეძ­ლე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი და კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი , რო­მე­ლიც და­თან­ხმე­ბო­და ასე­თი სა­ხის ზე­მოქ­მე­დე­ბას.

ზო­გი­ერ­თი კვლე­ვე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ წე­ლი­წად­ში 2 მი­ლი­არდ დო­ლა­რის ბრუნ­ვა­ზე ამ საქ­მე­ში. გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი დე­დო­ბა 10 000 დო­ლა­რი­დან 35 000 დო­ლა­რამ­დე ჯდე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 80 000-100 000 $. აქე­დან ქა­ლებს ხვდე­ბა 1 ან 2 % გა­მომ­დი­ნა­რე კლი­ნი­კი­დან სა­დაც მზად­დე­ბა, ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მთავ­რდე­ბა ორ­სუ­ლო­ბა. სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბის გა­და­ბი­რე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ინ­დო­ეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ეპყრო­ბა ამ ფე­ნო­მენს.

იტა­ლი­ა­ში და­ი­ბა­და კო­მი­ტე­ტი "დედა მხო­ლოდ ერ­თია" გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ. ვა­წარ­მო­ებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის ორ­გა­ნი­ზი­რე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბო­და რომ ამ სიმ­პო­ზი­უ­მი­დან შექ­მნი­ლი­ყო კავ­ში­რი ჩვენს კო­მი­ტეტ­თან. აქ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა საქ­მე, იგი აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლას ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბას.

ასუნ­ტა მო­რე­სი. პე­რუ­ჯა."

ჯუზეპე პაზოტო ილია მეორეს ექომაგება: "გაოცებული დავრჩი იმ რეაქციებით, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა"

ჯუზეპე პაზოტო ილია მეორეს ექომაგება: "გაოცებული დავრჩი იმ რეაქციებით, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს მოჰყვა"

"უნდა ვაღიარო - გაოცებული დავრჩი იმ რეაქციების გამო, რომლებიც მოჰყვა პატრიარქის წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს. კერძოდ კი ამ წერილის იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა სუროგატულ დედობას, "ინ ვიტრო" განაყოფიერებასა და აბორტს" - ასე ეხმაურება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ჯუზეპე პაზოტოს გამოხმაურებას, რომელიც მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

"ზოგადად და მოკლედ მსურს ვთქვა შემდეგი:

1. ეპისტოლე მოვისმინე პირდაპირი ეთერით და დამრჩა ზოგადად პოზიტიური შთაბეჭდილება. ამ ეპისტოლეს ჩანაფიქრში მსჯავრზე მეტად ამოვიკითხე მწყემსის ზრუნვა, რომელიც სვამს კითხვას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ არჩევანს, რასაც აკეთებს დღევანდელი საზოგადოება. ყურადღებით გადავიკითხე ეპისტოლე დღესაც და ჩემი აზრით, ზოგიერთი გამონათქვამი არ არის კარგად ჩამოყალიბებული და ცუდი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა (მაგ.: "შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?", "პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ..." და სხვ.), მაგრამ, პირველი შთაბეჭდილება მაინც უცვლელი დამრჩა.

2. ბიოეთიკური პრობლემები ის დიდი არეალია, რომელზედაც ეკლესიებს მართებთ თავიანთი სიტყვის თქმა და ყოველგვარი წინასწარშექმნილი მსჯავრისაგან თავისუფალნი უნდა სვამდნენ კითხვებს იმაზე, თუ რამდენად ერთგულნი არიან იმ ხედვისა, რომელიც ღმერთს აქვს ადამიანზე. ის, რასაც საზოგადოება ფიქრობს, მაშინაც კი, როცა უმრავლესობაზეა ლაპარაკი, ყოველთვის როდი შეიძლება იყოს მისაღები, მაშინაც კი, თუ ეს გახდება არაპოპულარობის მიზეზი. ეკლესიას აქვს უფლება და მოვალეობა ილაპარაკოს ეთიკაზე, როგორც საკუთარ მორწმუნეებთან, ასევე, ნებისმიერ ადამიანთან, და დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამგვარად შეაქვს თავისი წვლილი საზოგადოების ზრდასა და აღზრდაში.

3. ამ ბოლო წლებში კათოლიკე ეკლესიამ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით საქართველოში, შეძლეს ერთობლივად ემსჯელათ ზოგიერთ ბიოეთიკურ საკითხზე და მრავალი საერთო ხედვა აღმოაჩინეს; ამისათვის მოწყობილ იქნა საერთაშორისო სიმპოზიუმები (ბოლო მათგანს ადგილი ჰქონდა 2013 წლის ოქტომბერში, სუროგატულ დედობაზე). ერთი შეხედვით, მონაწილეთა დაბალი რიცხვის გამო, ზედმეტად მაღალ და არააქტუალურ თემებთან გვქონდა საქმე; არადა, როგორც აღმოჩნდა ძალზე საჭირბოროტო ყოფილა. მიმაჩნია, რომ ეკლესიამ ყოველთვის სიფაქიზით და პატივისცემით უნდა შეხედოს დედობის წყურვილს (არა "უფლებას"), რაც ყოველ ქალშია, და შთამომავლობის წყურვილს (არა "უფლებას"), რაც ყოველ ოჯახშია.

4. ვფიქრობ, რომ ყველასათვის ნათელი უნდა იყოს ის, რომ შვილები ღმერთის საჩუქარია ყოველთვის, რაგვარადაც არ უნდა ხდებოდეს მათი გაჩენა. საჭიროა მათი, როგორც ღვთის შვილთა ღირსების მატარებელთა მიღება (ამაში მდგომარეობს აბორტის დაუშვებლობა), რამენაირი დისკრიმინაციის გარეშე (იქნება ეს რელიგური, რასობრივი, სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის თუ განაყოფიერების ხერხის ნიშნით). დაუშვებელია დათანხმება იმ მოსაზრებასთან, თითქოს წინაპრების რაიმე ცოდვა გადადიოდეს შთამომავლობაზე. საკუთარ ცოდვებზე თითეული თავად აგებს პასუხს ღმერთის წინაშე.

5. მიჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება იქცეს ეს ეპისტოლე ბიოეთიკური საკითხების კვლევისა და ჩაღრმავების შესაძლებლობად არა ემოციებით, არამედ იმ ცივი გონებით, რომელიც გვეხმარება საკუთარ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. როგორც კათოლიკე ეკლესიის მწყემსი საქართველოში, ვაცხადებ ჩემი ეკლესიის მზაობას, რათა სხვა კონფესიებთან და საზოგადოების ჯგუფებთან ერთად ხელი შევუწყოთ და ვითანამშრომლოთ ამ პრობლემების უკეთ გასაცნობად.

6. იმისათვის, რომ წარმოვაჩინო, თუ რაოდენ რთულია და ვრცელი სუროგატული დედობის საკითხი, აქვე მომყავს, როგორც მაგალითი, იმ მოხსენების ტექსტი ("დედა მხოლოდ ერთია"), რომელიც ბოლო სიმპოზიუმზე წაიკითხა მოწვეულმა პროფესორმა ასუნტა მორესმა. ამ ქალბატონს ავალია წარმოადგინოს იტალიელი ეპისკოპოსები სახელმწიფო კომისიებში ბიოეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

მ. ჯუზეპე პაზოტო

დედა მხოლოდ ერთია

1978 წლის ივლისი შეგვიძლია ჩავთვალოთ ე.წ. "ანთროპოლოგიური საკითხის" დაწყების თარიღად, ანუ იმ რევოლუციისა, რომელიც კაცობრიობას იმ ფუნდამენტს უცვლის, რომელსაც აქამდე ყველანი ვიცნობდით.

1978 წლის ივლისში დაიბადა ლუიზა ბრაუნი, პირველი ბავშვი, რომელიც ჩაისახა სინჯარაში. პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩასახვა მოხდა დედის მუცლის გარეთ.

ამგვარად დაიწყო IN VITRO განაყოფიერების ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან ემბრიონი ჩამოყალიბდეს ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიაში, ორი გამეტის, სპერმატოზოიდისა (მამრობითი) და კვერცხუჯრედის (მდედრობითი) შეერთებით: ჩასახვა, რომელიც ადამიანის ხელით ხორციელდება.

IN VITRO განაყოფიერებით დასრულდა კონტრაცეპციით დაწყებული გზა: ამ უკანასკნელის შემთხვევაში იყო ხორციელი ურთიერთობა შვილების გარეშე, ახლა კი, ხელოვნური განაყოფიერებით, არიან შვილები ხორციელი ურთიერთობის გარეშე. აქ ქრისტიანებმა პირველებმა ამოიღეს ხმა: კონტრაცეპციის შემთხვევაში ითქვა, რომ არ შეიძლებოდა პროკრეაციის გამოყოფა სექსუალურობისაგან. ხოლო სინჯარაში ჩასახვა ცვლიდა კაცობრიობის ფუნდამენტურ აქტს, რომელიც აერთიანებს ყოველ ადამიანურ არსებას (ყველანი ჩასახულები არიან კაცისგან და ქალისგან დედის მუცელში), სახიფათოდ ეცვლება რაღაცა ჩვენს ადამიანურ ბუნებას.

ტექნიკურად ხელოვნური განაყოფიერება არ არის უბრალო გასეირნება, არამედ ექსკლუზიურად ქალისათვის მძიმე ტვირთია.

მამაკაცებმა მხოლოდ სპერმა უნდა გაიღონ მასტურბაციის საშუალებით. ქალები კი ჯერ ექვემდებარებიან მძიმე ჰორმონალურ ზემოქმედდებას, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ კვერცხუჯრედები. ბუნებრივად ქალი ერთ კვერცხუჯრედს გამოყოფს ერთ თვეში, ჰორმონალური ზემოქმედებით კი გამოიყოფა უფრო მეტი.

ჰორმონალური ზემოქმედებით მწიფდებიან ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედებს. ფოლიკულების ასპირაციისათვის ქალმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ზოგადი ანესთეზიითა და ღრმა სედაციით, ქირურგი აკეთებს ფოლიკულების ასპირაციას და მათთგან მიიღება კვერცხუჯრედები, რამოდენიმე ერთეულიდან რამოდენიმე ათეულამდე.

ამ ეტაპზე ბიოლოგები ლაბორატორიაში ახორციელებენ განაყოფიერებას, სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედის ერთად მოთავსებით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იდება ინკუბატორში და ელოდებიან რათა გამოჩნდეს, იზრდება თუ არა, იწყებს გაყოფას თუ არა: თუ კი, მაშინ ემბრიონი შეიძლება გადატანილ იქნეს ქალის საშვილოსნოში.

IN VITRO განაყოფიერება არ კურნავს სტერილურობას (ამ ინტერვენციების შემდეგ მამაკაცი და დედაკაცი სტერილურები რჩებიან როგორც მანამდე), არამედ გადააქვს ჩასახვა ქალის სხეულიდან მის გარეთ.

მაშასადამე, სად არის პრობლემა?

ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიებით დედობა იყოფა უფრო მეტ თანამონაწილეებად, როდესაც მანამდე ერთი იყო დედა, ახლა შეიძლება იყვნენ სამი ან ოთხი.

შესაძლებელია გენეტიკური დედის ყოფნა, ანუ ის ვინც საკუთარ კვერცხუჯრედს იღებს.

ორსული დედა (ან სუროგატული) ანუ ის, რომელიც საკუთარ საშვილოსნოს სთავაზობს.

შემდეგ კანონიერი დედა, ანუ ის ვინც უკვეთავს ბავშვს, და რომელიც აღზრდის მას.

შესაძლებელია ასევე მეოთხე დედა, რომელიც კვერცხუჯრედების ნაწილს სთავაზობს, აქედან გამომდინარე გასანაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შეიძლება გააჩნდეს ორი ქალის მოდიფიცირებული დნმ. ეს ძალიან იშვიათი ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებასაც ფიქრობენ და უკვე დაიბადნენ ბევრი ბავშვები სამი ადამიანის დნმ.-ით. ამ ტიპის ექსპერიმენტები შეწყვიტეს, რადგანაც ანომალიების შემთხვევები მრავალია.

დავუბრუნდეთ დედებს: არანკლებ სამი. შემდეგ არიან მამები: ერთი ბიოლოგიური, რომელიც იღებს საკუთარ სპერმას, მეორე სუროგატული, რომელიც სუროგატული დედის მეუღლეა, და შემდეგ კანონიერი, რომელმაც შეუკვეთა ბავშვი და რომელთანაც გაიზრდება პატარა.

მაშასადამე საქმე გვაქვს ექვს მშობელთან (შვიდი თუკი ემატება კვერცხუჯრედზე იშვითი მანიპულაციების ტექნოლოგიები). მაგრამ თუ ადამიანს ბევრი მშობელი ყავს, ეს ნიშნავს რომ ობოლია.

კვერცხუჯრედები და სპერმა არასოდეს არის უფასო და უანგაროდ გაღებული, ნაყიდია და გაყიდული. საკუთარი კვერცხუჯრედების გასაყიდად ქალები ექვემდებარებიან ხანგრძლივ და სახიფათო ზემოქმედებას, რომელზეც მხოლოდ ფულის გამო თანხმდებიან, ისევე როგორც მხოლოდ ფულის გამო ხდება საკუთარი საშვილოსნოს გაქირავება სუროგატული დედობრიობის დროს.

როდესაც არიან ყველა ეს მშობლები, ლაპარაკობენ "კოლაბორაციულ რეპროდუქციაზე": ზოგჯერ კვერცუჯრედები და სპერმა გაიცემა დების, ბიძაშვილების, ძმების მიერ და ასე იქმნება ისეთი ნათესაური კავშირები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა და ამიტომაც არ არსებობს სიტყვები მათ განსამარტავად. თუ ბავშვი იბადება იქ ქალის კვერცხუჯრედიდან, რომლის დაც საშვილოსნოს გაიღებს ორსულობისათვის, რომლის იქნება შვილი?

რახან ჩასახვა ლაბორატორიაში ხდება, მისი შეკვეთა შეუძლიათ ჰომოსექსუალ წყვილებს, მამრობითსა თუ მდედრობითს, ან კიდევ დაუქორწინებელ ადამიანებსაც: ამგვარად დედობრიობა იქცევა "Gender Neutral".

ჩვენ ვართ მამრობითი ან მდედრობითი სქესის ინდივიდები უკვე ზიგოტად ყოფნის პერიოდიდად. არ არსებობენ საშუალო სქესის ემბრიონები. სქესობრივი განსხვავება გამოიხატება პროკრეაციაში: მხოლოდ მამრსა და მდედრს, მხოლოდ კაცსა და ქალს შეუძლიათ შთამომავლობის მოცემა.

შთამომავლობის მოცემის გადატანამ სხეულიდან ლაბორატორიაში შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მშობლები არიან ისინი ვინც შეუკვეთეს შვილი. ახლა კი მსოფლიოში (კალიფორნიაში და ევროპაში) მოსამართლეები უშვებენ, რომ განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ეხება სუროგატულ დედას, კანონიერი მშობლები შეიძლება იყვნენ ორზე მეტი.

ყოველივე აქედან გამომდინარე IN VITRO განაყოფიერება კაცობრიობის იმ დამახასიათებელ ნიშნებს ცვლის, რომლებსაც აქამდე ვიცნობით.

ეს არის ანთროპოლოგიური საკითხი, რწმენისა კი არა, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მხოლოდ ქრისტიანები იცავენ ადამიანურ ბუნებას.

მომავლის კაცობრიობა ობოლი ინდივიდებით წარმოდგენილი, ძალიან მსუბუქი ოჯახური კავშირებით. აქამდე ნაცნობი კაცობრიობისაგან ძალიან განსხვავებული მაგრამ არა უკეთესი.

ყველაფერი ეს ყველანაირ ფასად შვილის ყოლის სურვილის სახელით. მაგრამ შესაძლებელია რომ ყველა სურვილი გადაიქცეს უფლებად? შესაძლებელია რომ შვილს მოეპყრო როგორც უფლებას? შეიძლება უთხრა შვილს ჩემი უფლება ხარ?

გაქირავებული საშვილოსნო, შეკვეთილი ორსულობა, სუროგატული დედობა:

მრავალი და განსხვავებული ექსპრესიები არსებობს რომლებიც გვიყვებიან მსოფლიოში ამ მუდამ უფრო მზარდ ფენომენზე.

ქალი რომელიც ორსულდება ხდება კონტეინერი იმ ბავშვისთვის რომელიც დაიბადება. მისი ფეხმძიმობა არის სამსახური იმისათვის ვინც გადაუხადა. ცხრა თვის განმავლობაში მას უხსნიან, რომ მუცელში რომელიც ეზრდება მისი შვილი არ არის, არამედ უცხოა, უკვე სხვას ეკუთვნის, იმას ვინც შეუკვეთა და რომელსაც მშობიარობის შემდეგვე დაუთმობს ბავშვს. ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე მტკივნეული და მძიმე ამ ქალებისათვის ბავშვთან განშორებაა. ეს ქალები ყოველთვის ღარიბები არიან, განათლების გარეშე, წერა-კითხვის უცოდინარნი. ძალიან ძნელია წარმოიდგინო შეძლებული, საქმიანი და კარიერაში წარმატებული ქალი , რომელიც დათანხმებოდა ასეთი სახის ზემოქმედებას.

ზოგიერთი კვლევები ლაპარაკობენ წელიწადში 2 მილიარდ დოლარის ბრუნვაზე ამ საქმეში. გაქირავებული დედობა 10 000 დოლარიდან 35 000 დოლარამდე ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 80 000-100 000 $. აქედან ქალებს ხვდება 1 ან 2 % გამომდინარე კლინიკიდან სადაც მზადდება, ხორციელდება და მთავრდება ორსულობა. სუროგატი დედების გადაბირება ყველაზე ხშირად ინდოეთსა და უკრაინაში ხდება.

სხვადასხვა ქვეყნებში კანონმდებლობა სხვადასხვანაირად ეპყრობა ამ ფენომენს.

იტალიაში დაიბადა კომიტეტი "დედა მხოლოდ ერთია" გაქირავებული საშვილოსნოს წინააღმდეგ. ვაწარმოებთ საერთაშორისო კავშირების ორგანიზირებას, კარგი იქნებოდა რომ ამ სიმპოზიუმიდან შექმნილიყო კავშირი ჩვენს კომიტეტთან. აქ პოლიტიკას არ ეხება საქმე, იგი აერთიანებს ყველას ვინც ეწინააღმდეგება ამ საქმიანობას.

ასუნტა მორესი. პერუჯა."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს