საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "კარფურთან" გაჩერებული დაბურულმინებიანი "ტოიოტას" ჯიპის ფოტოს აქვეყნებს და ავტომობილის მფლობელის ვინაობით ინტერესდება.
"საინტერესოა ვინ მოძრაობს ამ ჯიპით და რატომ აქვს უფლება, მანქანის სახურავზე, ხელით შემოდებული, არაოფიციალური მაგნიტიანი "ციმციმათი" მივიდეს "კარფურში"?...", - წერს ხაჩიძე.