საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს
უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მრჩე­ველ­მა თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ სა­შო­ბაო მი­ლოც­ვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს ერ­თგვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა.

"გი­ლო­ცავთ შო­ბის დღე­სას­წა­ულს, მრა­ვალს და­ეს­წა­რით!

გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ლო­ცავ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და სუ­რო­გა­ცი­ის გზით და­ბა­დე­ბულ სრუ­ლი­ად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პა­ტა­რებს, მათ ოჯა­ხებს, სუ­რო­გატ დე­დებს, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს; ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც, თურ­მე ვი­ღა­ცას უნდა ვე­მორ­ჩი­ლოთ; გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც, თურ­მე ფსევ­დო­კულ­ტუ­რი­თა და ცრუ თა­ვი­სუფ­ლე­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ყვე­ლა სხვას, ვი­საც დღეს გული ეტ­კი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღმერ­თს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუყ­ვარ­ვართ...

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი ჩა­სახ­ვით და­ბა­დე­ბუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლი მა­მა­კა­ცის გარ­და ყვე­ლა არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბი გა­მოვ­დი­ვართ, მა­ინც მა­თაც მრა­ვალ ბედ­ნი­ერ შო­ბას ვუ­სურ­ვებ...", - წერს ჩუ­გოშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი დე­პუ­ტატ ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძეს­თან ერ­თად, უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლეს კრი­ტი­კუ­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, არ სჯე­რა, რომ "ეს ყვე­ლა­ფე­რი პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლით გაჟ­ღერ­და".

"უფა­ლო შე­მინ­დე! გული მატ­კი­ნა გუ­შინ­დელ­მა ეპის­ტო­ლემ. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გული მატ­კი­ნა. არ მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლით გაჟ­ღერ­და. ჩვენს ირ­გვლივ იზ­რდე­ბი­ან სუ­რო­გა­ტუ­ლად ჩა­სა­ხუ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი. იმათ რამე ბრა­ლი მი­უ­ძღვით? მე­დი­ცი­ნის და პროგ­რე­სის წი­ნა­აღ­მდეგ თუ მივ­დი­ვართ მა­შინ ჯერ ყვე­ლა მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სის წყა­ლო­ბით მო­ტა­ნილ მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თე­ებ­ზე გვეთ­ქვა უარი? უფა­ლო შე­მი­წყა­ლე ჩემი ეჭ­ვე­ბის­თვის და გა­უ­ნა­თე გზა ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს! ქრის­ტე­შო­ბას გი­ლო­ცავთ ყვე­ლას!" - და­წე­რა კვა­ჭან­ტი­რა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

პატ­რი­არ­ქმა წლე­ვან­დელ ეპის­ტო­ლე­ში ისა­უბ­რა ოჯახ­ზე. ამას­თან, დაგ­მო სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, აბორ­ტი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "ოჯა­ხი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა, ბედ­ნი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს

უმრავლესობის წევრების კრიტიკული გამოხმაურება საშობაო ეპისტოლეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მრჩეველმა თამარ ჩუგოშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ საშობაო მილოცვა გაავრცელა, რომელიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ერთგვარი გამოხმაურებაა.

"გილოცავთ შობის დღესასწაულს, მრავალს დაესწარით!

განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც, თურმე ვიღაცას უნდა ვემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც, თურმე ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ...

და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული, ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ...", - წერს ჩუგოშვილი.

აღსანიშნავია, რომ თამარ ჩუგოშვილი დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეს კრიტიკულად გამოეხმაურა.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ "ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა".

"უფალო შემინდე! გული მატკინა გუშინდელმა ეპისტოლემ. მნიშვნელოვნად გული მატკინა. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა. ჩვენს ირგვლივ იზრდებიან სუროგატულად ჩასახული არაჩვეულებრივი ბავშვები. იმათ რამე ბრალი მიუძღვით? მედიცინის და პროგრესის წინააღმდეგ თუ მივდივართ მაშინ ჯერ ყველა მეცნიერული პროგრესის წყალობით მოტანილ მატერიალურ სიკეთეებზე გვეთქვა უარი? უფალო შემიწყალე ჩემი ეჭვებისთვის და გაუნათე გზა ჩემს საქართველოს! ქრისტეშობას გილოცავთ ყველას!" - დაწერა კვაჭანტირაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს