პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე
სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

დედა პა­რას­კე­ვას გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა პა­რას­კე­ვამ თით­ქოს ნახა ბერი გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შო­ბამ­დე მცხე­თა­ში, მის საფ­ლავ­თან ან ცი­ხის­ჯვარ­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მივა, რწმე­ნით ნა­თხო­ვი ორი სურ­ვი­ლი შე­უს­რულ­დე­ბა:

"ის, რაც მცხე­თა­ში ხდე­ბა, ვწუხ­ვარ მაგ­რამ ერის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის შე­დე­გია. რა გგო­ნი­ათ, ვინც პირ­ვე­ლი მივა, მეტი სა­ჩუ­ქა­რი იმას შეხ­ვდე­ბა?! იქ­ნებ სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მაც წა­გე­ღოთ და გა­და­გე­ფა­რე­ბი­ნათ წმინ­და­ნის საფ­ლავ­ზე. "არა ჰქ­მენ თა­ვი­სა შე­ნი­სა კერ­პიო" გვე­უბ­ნე­ბა სი­ნას მთა­ზე მო­სეს მიერ ჩა­წე­რი­ლი ღმერ­თის ერ­თერ­თი მცნე­ბა. ვე­თაყ­ვა­ნე­ბი მამა გავ­ბრი­ელს, მაგ­რამ ე.წ. გა­მო­ცხა­დე­ბა მისი სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ. სვე­ტი­ცხო­ველს ჩა­ივ­ლით და და­ო­თხი­ლე­ბი წმინ­და­ნის ლა­მის სა­მა­რე­ში წვე­ბით, რო­გორ ფიქ­რობთ, უფრო მე­ტად შე­ის­მენს ლოც­ვას?! მა­ცხოვ­რის კვარ­თის გვერ­დის ავ­ლით და მი­ვი­წყე­ბით, თუნ­დაც გაბ­რი­ელ სა­ლოსს გა­ვა­ხა­რებთ?! თუ იქ­ნებ, ვი­ღა­ცე­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი მა­ხი­ნა­ცი­ე­ბია. ეს არის რწმე­ნა, რო­მე­ლიც წმინ­დან­თა საფ­ლა­ვე­ბით და ნივ­თე­ბით საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რად მდიდ­რდე­ბა და შო­ბაც რო­გორც მი­ნი­მუმ, ორი სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბით გვა­თენ­დე­ბა. ფა­რი­სევ­ლე­ბო, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ეგ­ვიპ­ტის უდაბ­ნო­ში ის­რა­ე­ლი ერის "ყი­ჟი­ნას" მახ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მო­სეს საყ­ვე­დუ­რობს და კერ­პე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მას უბ­რუნ­დე­ბა.... მრცხვე­ნია..."

ამა­ვე თე­მა­ზე:

დედა პა­რას­კე­ვა - მამა გაბ­რი­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხილ­ვა ან გა­მო­ცხა­დე­ბა არ მქო­ნია

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი - თავს ნუ მო­ი­ტყუ­ებთ ხალ­ხის სიმ­რავ­ლით, მა­მე­ბო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: პეტ­რე კოლ­ხი აღ­სა­რე­ბას "ფე­ის­ბუ­ქით" იბა­რებს

სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

სვეტიცხოვლის დეკანოზი: სანტას ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე

დედა პარასკევას გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია "ფეისბუქზე" ეხმაურება.

გავრცელებულ ინფორმაციით, დედა პარასკევამ თითქოს ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება:

"ის, რაც მცხეთაში ხდება, ვწუხვარ მაგრამ ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია. რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე. "არა ჰქმენ თავისა შენისა კერპიო" გვეუბნება სინას მთაზე მოსეს მიერ ჩაწერილი ღმერთის ერთერთი მცნება. ვეთაყვანები მამა გავბრიელს, მაგრამ ე.წ. გამოცხადება მისი სახელის დისკრედიტაციას ემსახურება მხოლოდ. სვეტიცხოველს ჩაივლით და დაოთხილები წმინდანის ლამის სამარეში წვებით, როგორ ფიქრობთ, უფრო მეტად შეისმენს ლოცვას?! მაცხოვრის კვართის გვერდის ავლით და მივიწყებით, თუნდაც გაბრიელ სალოსს გავახარებთ?! თუ იქნებ, ვიღაცეების ფინანსური მახინაციებია. ეს არის რწმენა, რომელიც წმინდანთა საფლავებით და ნივთებით საკმაოდ სოლიდურად მდიდრდება და შობაც როგორც მინიმუმ, ორი სურვილის ასრულებით გვათენდება. ფარისევლებო, დღევანდელი მდგომარეობა ეგვიპტის უდაბნოში ისრაელი ერის "ყიჟინას" მახსენებს, რომელიც მოსეს საყვედურობს და კერპების თაყვანისცემას უბრუნდება.... მრცხვენია..."

ამავე თემაზე:

დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

ასევე დაგაინტერესებთ: პეტრე კოლხი აღსარებას ''ფეისბუქით'' იბარებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს