კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო
დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, მცხე­თა­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე მომ­ლოც­ველ­თა სიმ­რავ­ლეს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა სევ­დის მომ­გვრე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბაა... იცით, ახლა რომ ვფიქ­რობ, ზოგ­ჯერ არის ხოლ­მე მოვ­ლე­ნე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი ანამ­ნე­ზის შე­სად­გე­ნად რომ გა­მოდ­გე­ბა. და ამ ანამ­ნეზს ნიშ­ნის მო­გე­ბა და ქი­ლი­კი კი არა, დრო­უ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა. მხო­ლოდ პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბა, სიღ­რმი­სე­ულ ფიქ­რსა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბა, თუ ის სამ­რევ­ლო­ებ­მაც ჯე­როვ­ნად არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს. თო­რემ სა­ნამ სამ­ღვდე­ლო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი ამ­ბი­ო­ნი­დან ევ­რო­პე­იზ­მის სა­ზა­რელ დამ­ღუპ­ვე­ლო­ბა­ზე ქა­და­გებს, "ფე­ის­ბუკ­ში" სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა რო­მის პა­პის ადექ­ვა­ტუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი რწმე­ნა­ზე. თავს ნუ მო­ი­ტყუ­ებთ ხალ­ხის სიმ­რავ­ლით, მა­მე­ბო. თუ ასე გაგ­რძელ­და, ერთ დღე­საც რო­მე­ლი­მე ხუ­მა­რა სა­ი­ტი იმა­საც იტყვის, შე­მოგ­ვა­სა­ღებს გა­მო­ცხა­დე­ბად, სან­ტა კლა­უ­სი სამ სურ­ვილს ას­რუ­ლებ­სო და რი­გე­ბი მერე ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის პარკთან დად­გე­ბა...", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მცხე­თა­ში გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბას მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია არე­გუ­ლი­რებ­და. ეს იმ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მცხე­თა­ში წუ­ხელ მრევ­ლის ნა­კა­დი არ წყდე­ბო­და, რო­მე­ლიც მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­თან მის­ვლას ცდი­ლობს.

საქ­მე ეხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­ლი­ერ შვილს, დედა პა­რას­კე­ვას ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბა - მან ნახა ბერი გაბ­რი­ე­ლი, რო­მელ­მაც უთხრა, რომ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შო­ბამ­დე მცხე­თა­ში, მის საფ­ლავ­თან ან ცი­ხის­ჯვარ­ში, მამა გაბ­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მივა, რწმე­ნით ნა­თხო­ვი ორი სურ­ვი­ლი შე­უს­რულ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ დედა პა­რას­კე­ვას გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და­ზუს­ტე­ბით არა­ფე­რი იცის. "მე ეს ისე­ვე გა­ვი­გე, რო­გორც თქვენ", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

დაჩი გრძელიშვილი - თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე მომლოცველთა სიმრავლეს ეხმაურება.

"რა სევდის მომგვრელი სანახაობაა... იცით, ახლა რომ ვფიქრობ, ზოგჯერ არის ხოლმე მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, საერთო ეროვნული ანამნეზის შესადგენად რომ გამოდგება. და ამ ანამნეზს ნიშნის მოგება და ქილიკი კი არა, დროული ჩარევა სჭირდება. მხოლოდ პატრიარქის მოწოდება, სიღრმისეულ ფიქრსა და განათლებაზე საკმარისი ვერ იქნება, თუ ის სამრევლოებმაც ჯეროვნად არ გაითვალისწინეს. თორემ სანამ სამღვდელოების ერთი ნაწილი ამბიონიდან ევროპეიზმის საზარელ დამღუპველობაზე ქადაგებს, "ფეისბუკში" სულ უფრო პოპულარული ხდება რომის პაპის ადექვატური გამონათქვამები რწმენაზე. თავს ნუ მოიტყუებთ ხალხის სიმრავლით, მამებო. თუ ასე გაგრძელდა, ერთ დღესაც რომელიმე ხუმარა საიტი იმასაც იტყვის, შემოგვასაღებს გამოცხადებად, სანტა კლაუსი სამ სურვილს ასრულებსო და რიგები მერე ფუნიკულიორის პარკთან დადგება...", - წერს ჟურნალისტი.

მცხეთაში გზებზე მოძრაობას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. ეს იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მცხეთაში წუხელ მრევლის ნაკადი არ წყდებოდა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავზე, სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

აღნიშნულ თემაზე "ინტერპრესნიუსი" მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედა პარასკევას გამოცხადების თაობაზე დაზუსტებით არაფერი იცის. "მე ეს ისევე გავიგე, როგორც თქვენ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს