"თბილისის ფორუმზე" აქტიურად განიხილავენ თემას, რომელშიც ავტორი იმ 10 ქართული ტრადიციის შესახებ წერს, რომელიც, მისი აზრით, შესაცვლელია და დასავიწყებელი. ავტორს თითოეული დასახელებული ტრადიციის წინააღმდეგ არგუმენტები მოჰყავს და ცდილობს მკითხველს ნათლად დაანახოს ათეულში წარმოდგენილი ტრადიციების უარყოფითი მხარეები. თემამ "თბილისის ფორუმზე" დიდი რეზონანსი გამოიწვია; ვფიქრობთ "ფორუმელის" მოსაზრებები Ambebi.ge-ს მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომ ტექსტის სრულ ვერსიას გთავაზობთ.
ავტორი - NAOKI, "თბილისის ფორუმი"
1. საქონლის მსხვერპლშეწირვა
საქართველოში გავრცელებული ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალი შოკში აგდებს ნებისმიერ მნახველს. განსაკუთრებით სავალალო შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისათვის და მისი შემდგომი განვითარებისათვის.2. ალკოჰოლიზმი
სასმელის გადაჭარბებული მოხმარება: ყანწებით, კრამიტებით, ვედროებით თუ სხვადასხვა განსხვავებული ეგზოტიკური სასმისებით უამრავ დაავადებას იწვევს. ამიტომაც არის რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა, ღვიძლის კიბოთი დაავადებათა მაჩვენებლებით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოაქვს მოზარდებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას.
3. თამბაქოს ნაწარმის მოხმარება
ბევრჯერ შევსწრებივარ ოჯახში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სხვა დახურულ სივრცეში, როგორ ეწევიან სიგარეტს და ამით მძიმე ზიანს აყენებენ გვერდზე მყოფ არამწეველებს. სიგარეტის თუ თამბაქოს ნაწარმის პასიური მოხმარება ხომ არანაკლებ საზიანოა ჯანმრთელობისათვის.
4. არატოლერანტობა და დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ
საქართველოში ფაქტიურად ვერ ნახავთ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს გადაადგილდებოდეს ინდივიდუალურად, საკუთარი ფიზიკური ძალის გამოყენებით. არ არსებობს მათი დასაქმების არავითარი სახელმწიფო, თუ კერძო სოციალური პროგრამები. (ან თუ არსებობს ძალიან უსუსურია) არ არსებობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შენობებში თუ ქუჩაში მათი გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობები. ასეთი ადამიანი მოკლებულია საზოგადოებასთან ინდივიდუალურ კონტაქტს, რაც იწვევს მის გაუცხოებას ამავე საზოგადოებასთან.
5. არატოლერანტობა რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისადმი
17 მაისი, როგორ ისტორიული სირცხვილი, სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა.
6. სასაფლაოზე ქეიფი და ალკოჰოლური სასმელების გადაჭარბებული მოხმარება
სასაფლაო ინტიმური ადგილია და ქეიფი, რომელიც ხშირად ღრეობაში გადადის, ჩემთვის პირადად მიუღებელია. ხშირად შევსწრებივარ სიმღერას და ცეკვასაც სასაფლაოზე.
7. ხვევნა-კოცნა სუფრაზე
ყველამ კარგად ვიცით რა გაშმაგებული ვნებით კოცნიან ქართველი მამაკაცები ერთმანეთს (და გარშემომყოფებს) სუფრაზე შეზარხოშებულები.
8. მზითევი, გამზითვა
ეს ტრადიცია ისევ არსებობს პატარა ქალაქებში და შეიძლება დიდ ქალაქებშიც.
9. სასმელის დაძალება
არ ვიცი ეს წესი საიდან დამკვიდრდა, მაგრამ ფაქტია დღესაც საკმაოდ აქტიურად მოქმედებს.
10. თამადობა
სიყალბის, ფარისევლობის და ზედაპირობის კარგი მაგალითი.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქართული ქელეხის უხერხულობები -
სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით