მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ჯაბუა ამირეჯიბის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ჭაბუა წავიდა საოცარი და მშვიდი გარდაცვალებით. სიკვდილის წინ არც კი ამოუგმინავს. მან იცოდა სადაც მიდიოდა და დიდხანს ემზადებოდა ამ მომენტისთვის. ის ნამდვილად უკეთეს ადგილას წავიდა - და იქიდან დაგვყურებს ახლა ყველას. 92 წელი ტანჯვა, ბრძოლა, და მაინც საოცრად საინტერესო ცხოვრება 12 დეკემბერს ღამის 12 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე დასრულდა. ამ ცხოვრებამ ბევრ ადამიანს მოუტანა ბედნიერება. ჩემს ძმებთან, მის შვილებთან და მეუღლესთან ერთად მეც შევესწარი ამ მომენტს - და მაშინ დავინახე რას ნიშნავს ნამდვილი გარდა-ცვალება - მარადისობის სამყაროსთან გაერთიანება. ჭაბუა წავიდა - გაუმარჯოს ჭაბუას!", - წერს კაკაბაძე.
92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: 92 წლის ასაკში ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა