პარლამენტში, გია ბარამიძესა და სოსო ჯაჭვლიანს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა. "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაჩიძე მომხდართან დაკავშირებით შეფასებებს Facebook-ზე აქვეყნებს:
"გია ბარამიძე 2-3 დღის წინ კლიჩკოსთან იყო ჩასული ხო?...
(ხარი ხართან დააბი და ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო)"
ჟურნალისტებთან, მომხდართან დაკავშირებით, სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა კომენტარი. იგი ამბობს, რომ "გია ბარამიძე მეტის ღირსი იყო".
ასევე იხილეთ: გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ
გირჩევთ, იხილოთ: "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში