Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება
რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის რა­ინ­დის წო­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბამ დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა თუ სხვდას­ხვა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ეს ამ­ბა­ვი ქი­ლი­კის სა­ფუძ­ვლი გახ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­ფო სახ­ლმა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, თუ რას უკავ­შირ­დე­ბა რა­ინ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თით­ქმის 200 წლი­ა­ნი წყვე­ტის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი XII-ის მემ­კვიდ­რემ, ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკიმ აღას­რუ­ლა მისი უშუ­ა­ლო მეფე-წი­ნაპ­რე­ბის სურ­ვი­ლი და 2010 წელს შე­სა­ბა­მი­სი დეკ­რე­ტით და­ა­ფუძნა სამი დი­ნას­ტი­უ­რი ორ­დე­ნი. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო წარ­სუ­ლის იმ რე­ა­ლო­ბი­დან, რა­საც ერეკ­ლე მე­ფის ევ­რო­პი­სა­კენ სწრაფ­ვის პო­ლი­ტი­კა ერ­ქვა. კერ­ძოდ, ცა­რის­ტუ­ლი რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს უკა­ნო­ნოდ ანექ­სი­რე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ევ­რო­პუ­ლი იყო, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, თუნ­დაც სა­მე­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-თა­ნამ­დე­ბობ­რივ ეშე­ლო­ნებ­ში ევ­რო­პუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის და­ფუძ­ნე­ბით (ცე­რე­მონ­მე­ის­ტე­რი, რექ­ტო­რი, ფელ­ცეხ­მე­ის­ტე­რი, კან­ცლე­რი, კა­პი­ტა­ნი და ა.შ.).

ევ­რო­პუ­ლი კურ­სის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბად­ვე უნდა ჩა­ით­ვა­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­ში, კერ­ძოდ ბა­ტო­ნიშ­ვილ­თა შო­რის ფიქ­რი, ევ­რო­პუ­ლი ყა­ი­დის რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნე­ბის და­არ­სე­ბის თა­ო­ბა­ზეც, რომ­ლის ტრა­დი­ცი­აც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო­ში მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და. რა­ინ­დთა ორ­დე­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე დი­დად უღვა­წია ღვაწლ­მო­სილ ქარ­თველს, ბა­ტო­ნიშ­ვილ იო­ა­ნეს, რო­მელ­მაც 1799 წელს თა­ვის მა­მას - გი­ორ­გი XII-ს წა­რუდ­გი­ნა ოთხი რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნის - წმ. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, წმ. თა­მარ მე­ფის, წმ. ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლი­სა და წმ. გი­ორ­გის ორ­დენ­თა და­არ­სე­ბის გეგ­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნელ­მა გვირ­გვი­ნო­სან­მა ძა­ლი­ან მო­ი­წო­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ გეგ­მას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ეწე­რა, რად­გან მა­ლე­ვე გი­ორ­გი XII გარ­და­იც­ვა­ლა და რუ­სეთ­მა გა­ა­უქ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ტახ­ტი, სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ძა­ლით გა­და­ა­სახ­ლა რუ­სეთ­ში.

სწო­რედ, ამი­ტო­მაც, დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ნუგ­ზა­რი, მის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი რა­ინ­დუ­ლი ორ­დე­ნის მეშ­ვე­ო­ბით სიმ­ბო­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს მის წი­ნა­პარ­თა მიერ ევ­რო­პი­სა­კენ სწრაფ­ვის მტკი­ცე კურსს და ამას­თა­ნა­ვე, აღად­გენს ერ­თგვარ სუ­ლი­ერ კავ­შირს თა­ვის უშუ­ა­ლო წი­ნაპ­რებ­თან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ნუგ­ზა­რი ამ ორ­დე­ნის მი­ნი­ჭე­ბით გა­მო­ხა­ტავს მად­ლი­ე­რე­ბას მა­მუ­ლიშ­ვილ­თა მი­მართ, რო­მელ­თაც გარ­კვე­უ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე.

სამ­წუ­ხა­როა, რომ მთე­ლი 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­ფო ოჯა­ხი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მე­ბის გამო, დღემ­დე მოკ­ლე­ბუ­ლი იყო გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით აღი­ა­რე­ბუ­ლი მისი იუ­რი­დი­უ­ლი უფ­ლე­ბა, მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა რა­ინ­დო­ბა ბუმ­ბე­რაზ მა­მუ­ლიშ­ვილ­თათ­ვის და ამით, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და­ე­ფა­სე­ბი­ნა მათი უზარ­მა­ზა­რი ღვაწ­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლს, ასე­ვე სურს გა­მო­ეხ­მა­უ­როს ხე­ლოვ­ნუ­რად შე­თხზულ, იმ უსა­ფუძ­ვლო მით­ქმა-მოთ­ქმას, რომ, თით­ქოს­და, სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის მიერ რა­ინ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყოს დღეს­ვე, ან ხვალ­ვე, ქვე­ყა­ნა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის შე­მო­ღე­ბას­თან.

გვსურს და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ, რო­მელ­თაც სურ­ვი­ლი აქვთ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ი­ტა­ნონ აურ­ზა­უ­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom

რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება - სამეფო სახლის ოფიციალური განმარტება

ბოლო დროს საქართველოს სამეფო სახლის მიერ საზოგადოების რამდენიმე ცნობილი წარმომადგენლისთვის რაინდის წოდების მინიჭებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელებსა თუ სხვდასხვა მედია საშუალებაში ეს ამბავი ქილიკის საფუძვლი გახდა. ამასთან დაკავშირებით სამეფო სახლმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, თუ რას უკავშირდება რაინდული ინსტიტუტის დაარსება.

"საქართველოს სამეფო სახლის განცხადება

მოგეხსენებათ, რომ თითქმის 200 წლიანი წყვეტის შემდგომ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის მემკვიდრემ, ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ აღასრულა მისი უშუალო მეფე-წინაპრების სურვილი და 2010 წელს შესაბამისი დეკრეტით დააფუძნა სამი დინასტიური ორდენი. ეს ინიციატივა გამოწვეული იყო წარსულის იმ რეალობიდან, რასაც ერეკლე მეფის ევროპისაკენ სწრაფვის პოლიტიკა ერქვა. კერძოდ, ცარისტული რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს უკანონოდ ანექსირებამდე, საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური კურსი ევროპული იყო, რაც გამოიხატებოდა, თუნდაც სამეფოს ადმინისტრაციულ-თანამდებობრივ ეშელონებში ევროპული ტერმინოლოგიის დაფუძნებით (ცერემონმეისტერი, რექტორი, ფელცეხმეისტერი, კანცლერი, კაპიტანი და ა.შ.).

ევროპული კურსის გამოხატულებადვე უნდა ჩაითვალოს სამეფო ოჯახში, კერძოდ ბატონიშვილთა შორის ფიქრი, ევროპული ყაიდის რაინდული ორდენების დაარსების თაობაზეც, რომლის ტრადიციაც საქართველოს სამეფოში მანამდე არ არსებობდა. რაინდთა ორდენის შემუშავებაზე დიდად უღვაწია ღვაწლმოსილ ქართველს, ბატონიშვილ იოანეს, რომელმაც 1799 წელს თავის მამას - გიორგი XII-ს წარუდგინა ოთხი რაინდული ორდენის - წმ. დავით აღმაშენებლის, წმ. თამარ მეფის, წმ. ქეთევან წამებულისა და წმ. გიორგის ორდენთა დაარსების გეგმა, რაც საქართველოს უკანასკნელმა გვირგვინოსანმა ძალიან მოიწონა. სამწუხაროდ, ამ გეგმას განხორციელება არ ეწერა, რადგან მალევე გიორგი XII გარდაიცვალა და რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი, სამეფო ოჯახის წევრები კი ძალით გადაასახლა რუსეთში.

სწორედ, ამიტომაც, დღეს, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ბატონიშვილი ნუგზარი, მის მიერ დაარსებული რაინდული ორდენის მეშვეობით სიმბოლურად გამოხატავს მის წინაპართა მიერ ევროპისაკენ სწრაფვის მტკიცე კურსს და ამასთანავე, აღადგენს ერთგვარ სულიერ კავშირს თავის უშუალო წინაპრებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბატონიშვილი ნუგზარი ამ ორდენის მინიჭებით გამოხატავს მადლიერებას მამულიშვილთა მიმართ, რომელთაც გარკვეული დამსახურებები გააჩნიათ საქართველოს წინაშე.

სამწუხაროა, რომ მთელი 200 წლის განმავლობაში სამეფო ოჯახი, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა რეჟიმების გამო, დღემდე მოკლებული იყო გამოეყენებინა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული მისი იურიდიული უფლება, მიენიჭებინა რაინდობა ბუმბერაზ მამულიშვილთათვის და ამით, მოკრძალებულად დაეფასებინა მათი უზარმაზარი ღვაწლი ქვეყნის წინაშე.

საქართველოს სამეფო სახლს, ასევე სურს გამოეხმაუროს ხელოვნურად შეთხზულ, იმ უსაფუძვლო მითქმა-მოთქმას, რომ, თითქოსდა, სამეფო სახლის მეთაურის მიერ რაინდული ინსტიტუტის დაარსება პირდაპირ კავშირში იყოს დღესვე, ან ხვალვე, ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღებასთან.

გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სურვილი აქვთ მოსახლეობაში ხელოვნურად შეიტანონ აურზაური", - აღნიშნულია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს