მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ბიძა გახდა. ამის შესახებ მწერალმა სოციალური ქსელით შეიტყო.
"მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა გამოვტყდე: სულ რაღაც ნახევარი საათია მე, ანდრო და ანა შორეული საავტომობილო გზიდან დავბრუნდით ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთიდან ისევ ლონდონში და ფბ-ზე ჩემი ნინიშას და ნარგიზას სტატუსები რომ ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ჩემს პოლიტიკურ-ფილოსოფიურად სრულიად მიუღებელ დას და სიძეს ბოვშვი გასჩენიათ და გამიხარდა ბიძობა :)), თანაც სიბრძნე გამოუჩენიათ და სახელად საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ბიძიკოს, ნიკო თოფურიძის, ერთ-ერთი უდიდესი საქსოფონისტის, ნიკო ბერძენიშვილის და ერთ-ერთი უდიდესი ახალგაზრდა და იმედისმომცემი მარქსისტის, ნიკოლოზ მარქსის სახელი დაურქმევიათ. მიხარია და ბედნიერი ვარ!", - წერს კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გევრდზე.
მწერალ ირაკლი კაკაბაძის და, კინოკრიტიკოსი ნინია კაკაბაძე ვაჟის დედა გახდა.
ambebi.ge ულოცავს კაკაბაძეების ოჯახს ამ სასიამოვო სიახლეს.