მოდელი და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე 14 სექტემბერს ბათუმში გამართულ ბერას კონცერტს "ფეისბუქით" ეხმაურება.
"მირჩევნია, ჩემი შვილი ყრუ დაიბადოს ან მე თვითონ დავაჭრი ორივე ყურს, ოღონდ ბერას ძლიერი ვოკალით მელოდიურ რეპს არ მოუსმინოს!!!
ისე დღეს რაც ბათუმში ერას მოედანზე ბერამ მოაწყო, მაგრად ვხალისობ...
ჩვენი ყველა მომღერალი კუთხეში დააყენა, მიკროფონისა და სცენის მაგივრად, სარკის წინ დგანან და პოლის ჯოხში ფონოგრამაზე მღერიან და ასე იკლავენ სცენის ნოსტალგიას.
გამოფხიზლდით! დღეს რაც ერას მოედანზე ხდებოდა, არ შეიძლება. სად ხართ მომღერლებო საად!!! ამის მოსმენას ისევ თქვენი მოსმენა ჯობს!!!
ბერას კონცერტს ესწრებოდა 10 ადამიანი და +2 ადამიანი შევესწარით ამ ყრუთა საღამოს. მე და ჩემმა ძმაკაცმა ამ დროს მანქანით ჩავიარეთ. ერთმანეთს გადავხედეთ და ერთი აზრი იყო ორივეს თავში, ასე გავშიფრავ - ტუუუუუუუუუუ და ტუუუუუუუუ...
არ შეიძლება ახალგაზრდების გემოვნებისა და აზროვნების განადგურება!!!", - წერს ნაზღაიძე.
ბერა ივანიშვილის საკონცერტო ტურნე 14 სექტემბერს ბათუმში გამართული სოლო-კონცერტით დაიწყო. კონცერტზე შესრულდა როგორც მსმენელისთვის უკვე ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები.
ბერა ივანიშვილის საკონცერტო ტურნე საქართველოს ყველა ქალაქს მოივლის და 25 ოქტომბერს თბილისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.