პოპულარულ სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" ახალი ფუნქცია - ჰეშტეგები (hashtag) დაემატა. ჰეშტეგების მეშვეობით Facebook-ის მომხმარებელი უფრო მარტივად შეძლებს თვალი მიადევნოს სასაუბრო თემებსა და მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ჰეშტეგი ეს არის დატაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშტეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ლინკად და შესაძლებელს ხდის მოძებნოს ამ ჰეშტეგის ქვეშ დატაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით. ჰეშტეგით თქვენთვის სასურველი სიტყვა შეიძლება გლობალურად მოიძებნოს და სასურველი ინფორმაცია, ლინკი თუ ფოტო რამდემე წამში გამოჩნდება თქვენს ეკრანებზე.
ჰეშტეგზე დაკლიკებისას, პარალელურად გამოჩნდება რამდენიმე ინფორმაცია, სადაც კი მსგავსი სიტყვაა მითითებული. ძებნის ფუნქციაში შესვლისას ჰეშტეგი პარალელურად დაგაკავშირებთ სხვა სერვისებთან, რომელსაც Instagram, Twitter და Tumblr იყენებს.
ჯერჯერობით ჰეშტეგებს Facebook-ის მომხმარებელთა 20% იყენებს. რამდენიმე კვირაში ეს ფუნქცია გლობალურად გავრცელდება.
ჰეშტეგი სიმბოლო #-ით აღინიშნება. ტეგები საინფორმაციო სისტემაში "ქივორდებით" (ძირითადი სიტყვა) ფუნქციონირებს. "ქივორდში" მითითებული სიტყვების დახმარებით გამოჩნდება დამატებითი ტექსტი, რომელშიც მსგავსი სიტყვებია მითითებული.
მომზადებულია complex.com-ის მიხედვით.