საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"
მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

2016 წლის ზა­ფხულ­ში ე.წ. მო­რაგ­ბე­ე­ბის ავა­რი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის დედა მო­რაგ­ბის, მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის დას­ჯას ითხოვს. ნანა თო­დუა "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მე­კოს გა­მარ­თლე­ბა და­უს­ჯე­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ნანა თო­დუ­ას პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სხვა გა­მო­სა­ვა­ლი რომ იყოს, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ ვი­სა­უბ­რებ­დი. არ მსურს ჩემი ტრა­გე­დი­ის აფი­ში­რე­ბით ვინ­მეს ცხოვ­რე­ბა და­უმ­ძი­მო, მაგ­რამ არ მგო­ნია გა­ჩუ­მე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი იყოს. მე დედა ვარ, მოკ­ლუ­ლი შვი­ლე­ბის დედა. მათ ვე­რა­ვინ გა­მი­ცო­ცხლებს, მაგ­რამ ის მა­ინც უნდა გა­ვა­კე­თო ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, რომ მათი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა ასე უბ­რა­ლოდ არა­ვის შერ­ჩეს!

ამ ავა­რი­ა­ზე 2016 წლის ზა­ფხულ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ლა­პა­რა­კობ­და. ავა­რი­ას ჩემი შვი­ლი 26 წლის გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და მისი მე­უღ­ლე, ნუცა კა­ლან­და­რია, მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე, და თა­ვად ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვის, რაგ­ბის­ტის, მე­რაბ კვი­რი­კა­ვი­ლის მე­უღ­ლე ემსხვერ­პლა. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა სი­უ­ჟე­ტე­ბი გა­ა­კე­თეს. ერთი შე­ხედ­ვით ცხა­დი იყო რა მოხ­და და მა­ინც, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვა წე­სი­ე­რად არც და­წყე­ბუ­ლა. კვი­რი­კაშ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი რაგ­ბის­ტი იყოს, მაგ­რამ ეს არ უნდა აძ­ლევ­დეს მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ყვე­ლამ, ცნო­ბილ­მა მეც­ნი­ერ­მა, ხე­ლო­ვან­მა, სპორ­ცმენ­მა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა თუ უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქემ, ყვე­ლამ ერ­თნა­ი­რად უნდა აგოს პა­სუ­ხი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. მე ასე მეს­მის სა­მარ­თა­ლი და კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

ახლა კვი­რი­კაშ­ვი­ლი და მისი ად­ვო­კა­ტი ცდი­ლო­ბენ ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნონ და ამ გზით გა­ა­ბა­თი­ლონ პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ ფაქ­ტებს, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს ემ­ყა­რე­ბა. ფაქ­ტია, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, სიჩ­ქა­რის დიდი გა­და­ჭარ­ბე­ბით მოძ­რა­ობ­და თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მის მიერ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა დას­ტურ­დე­ბა არა მხო­ლოდ სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ექ­სპერ­ტე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი დას­კვნით, არა­მედ მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­თაც. დიდი ექ­სპერ­ტო­ბა არ სჭორ­დე­ბა იმის წარ­მოდ­გე­ნას, თუ რა სიჩ­ქა­რით უნდა ემოძ­რა­ვა BMW X-5 მარ­კის ჯიპს, რომ მისი ძრა­ვა, მას­ზე 4-ჯერ უფრო მსუ­ბუქ Nissan Tidaa-სთან შე­ჯა­ხე­ბის ად­გი­ლი­დან 20-25 მეტ­რის მო­შო­რე­ბით გა­და­ვარ­დნი­ლი­ყო. გა­და­ჭარ­ბე­ბულ სიჩ­ქა­რე­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ "ნი­სან­ში" მსხდო­მი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო BMW X-5-ში მსხდო­მი 3 ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­შავ­და, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩემი გა­ოგ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია კვი­რი­კაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რის მო­თხოვ­ნით და­ნიშ­ნუ­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნამ. ეს დას­კვნა მო­გო­ნილ თე­ო­რი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით არის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და სწო­რედ არა­გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის და­თეს­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გან­მე­ო­რე­ბი­თი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც იმა­ვე ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, სხვებ­თან ერ­თად, იმა­ვე ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და, და­ი­ნიშ­ნა ე.წ. ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მო­მი­ზე­ზე­ბით. ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა კი ის გახ­ლდათ, რომ ერთ-ერთ მოწ­მეს, რო­მე­ლიც ერთხელ უკვე ჰყავ­და და­კი­თხუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა" მა­შინ არ უხ­სე­ნე­ბია, თვე­ე­ბის შემ­დეგ რა­ტომ­ღაც "უკეთ გა­ახ­სენ­და" მომ­ხდა­რი და თქვა, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, როცა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­მო­უხ­ტა, მას­თან შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, კვი­რი­კაშ­ვილ­მა საჭე მკვეთ­რად აიღო მარ­ჯვნივ, რის გა­მოც დღი­სით, სწორ, მშრალ ავ­ტო­ბან­ზე 90-100 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი BMW X-5 X–5 მარ­კის ჯიპი, თურ­მე "მო­ცურ­და" და უმარ­თა­ვი გახ­და. ამ ზღა­პარ­ში სი­მარ­თლე მხო­ლოდ ის არის, რომ "კვი­რი­კაშ­ვილს არ შე­ეძ­ლო და­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა", მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ არა­მი­წი­ე­რი სიჩ­ქა­რით (170-180 კმ/სთ) მოძ­რა­ობ­და. ეს სიჩ­ქა­რე იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სწო­რედ დარ­ტყმის მო­მენ­ტში (და­მუხ­რუ­ჭე­ბის შემ­დეგ) იმ ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი მან­ქა­ნის სპი­დო­მეტრზე, რო­მე­ლიც მა­შინ ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ის კა­მე­რამ გა­და­ი­ღო და ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის ბა­დე­ში მოხ­ვდა.

ამ ტრა­გე­დი­ი­დან ძა­ლი­ან მალე კვი­რი­კაშ­ვი­ლი, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მან­ქა­ნის სა­ჭე­საც მი­უჯ­და და რაგბ­საც და­უბ­რუნ­და. მე მაკ­ვირ­ვებს ის რომ, მო­ე­დან­ზე გას­ვლამ­დე მას არ ეყო ჭკუა, სინ­დი­სი და გამ­ბე­და­ო­ბა, მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან ოჯახ­ში, გა­მო­ე­ხა­ტა სი­ნა­ნუ­ლი, მომ­ხდა­რის გამო, სამ­ძი­მა­რი ეთ­ქვა ჩვენ­თვის და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო უდედ­მა­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი 2 წლის კა­ტოს ბე­დით.

არას­დროს მქო­ნია სურ­ვი­ლი შური მე­ძია, მო­მე­თხო­ვა მისი უმ­კაც­რე­სად დას­ჯა, მაგ­რამ სა­ნამ ის ეც­დე­ბა სი­ყალ­ბით, გა­მო­გო­ნი­ლი მოწ­მე­ე­ბით, დაშ­ვე­ბუ­ლი თუ და­უშ­ვე­ბე­ლი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, თავი და­იძ­ვრი­ნოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან, ვერც ვე­რა­ფერს გა­ვი­გებ. მი­თუ­მე­ტეს, რომ მას სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, უდედ­მა­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი კა­ტოს მო­მა­ვალ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. პა­ტი­ე­ბა და მი­ტე­ვე­ბა, მო­ნა­ნი­ე­ბით იწყე­ბა და არა სხვი­სი და სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბით. რო­გორ მო­მიბ­რუნ­დე­ბა ენა ვთქვა, რომ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არის ამა­ვე შემ­თხვე­ვით, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბაც იმა­შია, რომ თვი­თონ ჩემ­სა და მას შო­რის, გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს: მე მის­თვის ცოლი არ მო­მიკ­ლავს, მან კი შვი­ლე­ბი მო­მიკ­ლა!

საქ­მე მე­ტის­მე­ტად გა­ჭი­ა­ნურ­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და ჯე­რაც არ გა­ცე­მუ­ლა პა­სუ­ხი კი­თხვებს: რა მოხ­და და რა­ტომ? რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ამ უბე­დუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? რა უნდა გა­კეთ­დეს, რომ მო­მა­ვალ­ში, სხვა დედა, სხვა მშო­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს ჩემს დღე­ში? ამ საქ­მე­ში კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­მარ­თლე­ბა, ხელს შე­უ­წყობს და­უს­ჯე­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას, მო­ამ­რავ­ლებს ჩვენს გზებ­ზე და­უ­მორ­ჩი­ლე­ბელ მძღო­ლებს და უბე­დურ შემ­თხვე­ვებს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 8 თე­ბერ­ვალ­საა და­ნიშ­ნუ­ლი. ამ პრო­ცეს­ზე მე მხა­რე არ ვარ - და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და ექ­სპერ­ტე­ბის­თვის კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბაც კი არ მაქვს. ამი­ტომ იმე­დი მაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რის ზო­გა­დად და საქ­მე­ში ბრალ­მდებ­ლად ჩარ­თუ­ლი პრო­კუ­რო­რის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბის. მინ­და მქონ­დეს პა­სუ­ხი კა­ტოს­თვის, რო­მე­ლიც გა­იზ­რდე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად იკი­თხავს, რა შე­ემ­თხვათ მის მშობ­ლებს", - წერს ნანა თდუა.

ცნო­ბის­თვის, ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­მელ­საც 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. მძი­მე ავა­რი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მძი­მედ და­შავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის დროს სა­ჭეს­თან ქარ­თვე­ლი "ბორ­ჯღა­ლო­სა­ნი" მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი იჯდა, რო­მელ­საც 4 შვი­ლი დარ­ჩა აღ­საზ­რდე­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რო­გორ შე­იც­ვა­ლა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ მეკო კვი­რი­კაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა და ვინ ეხ­მა­რე­ბა მას შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში

sponsored by ContentRoom

მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

2016 წლის ზაფხულში ე.წ. მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის დედა მორაგბის, მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს. ნანა თოდუა "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მეკოს გამართლება დაუსჯელობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ნანა თოდუას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სხვა გამოსავალი რომ იყოს, ამ თემაზე საჯაროდ არ ვისაუბრებდი. არ მსურს ჩემი ტრაგედიის აფიშირებით ვინმეს ცხოვრება დაუმძიმო, მაგრამ არ მგონია გაჩუმება გამოსავალი იყოს. მე დედა ვარ, მოკლული შვილების დედა. მათ ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ის მაინც უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის, რომ მათი სიცოცხლის ხელყოფა ასე უბრალოდ არავის შერჩეს!

ამ ავარიაზე 2016 წლის ზაფხულში მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ავარიას ჩემი შვილი 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე, და თავად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის, რაგბისტის, მერაბ კვირიკავილის მეუღლე ემსხვერპლა. ტელევიზიებმა სიუჟეტები გააკეთეს. ერთი შეხედვით ცხადი იყო რა მოხდა და მაინც, წელიწადნახევარია სამართლოში საქმის განხილვა წესიერად არც დაწყებულა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორცმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. მე ასე მესმის სამართალი და კანონიერება.

ახლა კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ ეჭვები გააჩინონ და ამ გზით გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს ემყარება. ფაქტია, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭორდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tidaa-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ "ნისანში" მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩემი გაოგნება გამოიწვია კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი "ახალი გარემოება" მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც "უკეთ გაახსენდა" მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X-5 X–5 მარკის ჯიპი, თურმე "მოცურდა" და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ "კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება", მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით (170-180 კმ/სთ) მოძრაობდა. ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში (დამუხრუჭების შემდეგ) იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა.

ამ ტრაგედიიდან ძალიან მალე კვირიკაშვილი, ჩემდა გასაოცრად, მანქანის საჭესაც მიუჯდა და რაგბსაც დაუბრუნდა. მე მაკვირვებს ის რომ, მოედანზე გასვლამდე მას არ ეყო ჭკუა, სინდისი და გამბედაობა, მოსულიყო ჩვენთან ოჯახში, გამოეხატა სინანული, მომხდარის გამო, სამძიმარი ეთქვა ჩვენთვის და დაინტერესებულიყო უდედმამოდ დარჩენილი 2 წლის კატოს ბედით.

არასდროს მქონია სურვილი შური მეძია, მომეთხოვა მისი უმკაცრესად დასჯა, მაგრამ სანამ ის ეცდება სიყალბით, გამოგონილი მოწმეებით, დაშვებული თუ დაუშვებელი მაქინაციებით, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისაგან, ვერც ვერაფერს გავიგებ. მითუმეტეს, რომ მას სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, უდედმამოდ დარჩენილი კატოს მომავალზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად სჭირდება. პატიება და მიტევება, მონანიებით იწყება და არა სხვისი და საკუთარი თავის მოტყუებით. როგორ მომიბრუნდება ენა ვთქვა, რომ კვირიკაშვილი დაზარალებული არ არის ამავე შემთხვევით, მაგრამ უბედურებაც იმაშია, რომ თვითონ ჩემსა და მას შორის, განსხვავებას ვერ ხედავს: მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან კი შვილები მომიკლა!

საქმე მეტისმეტად გაჭიანურდა. წელიწადნახევარი გავიდა და ჯერაც არ გაცემულა პასუხი კითხვებს: რა მოხდა და რატომ? რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად? რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში, სხვა დედა, სხვა მშობელი არ აღმოჩნდეს ჩემს დღეში? ამ საქმეში კვირიკაშვილის გამართლება, ხელს შეუწყობს დაუსჯელობის წახალისებას, მოამრავლებს ჩვენს გზებზე დაუმორჩილებელ მძღოლებს და უბედურ შემთხვევებს.

სასამართლო პროცესი 8 თებერვალსაა დანიშნული. ამ პროცესზე მე მხარე არ ვარ - დაზარალებული ვარ, რომელსაც ბრალდებულისთვის და ექსპერტებისთვის კითხვის დასმის უფლებაც კი არ მაქვს. ამიტომ იმედი მაქვს პროკურატურის ზოგადად და საქმეში ბრალმდებლად ჩართული პროკურორის პროფესიონალიზმისა და პატიოსნების. მინდა მქონდეს პასუხი კატოსთვის, რომელიც გაიზრდება და აუცილებლად იკითხავს, რა შეემთხვათ მის მშობლებს", - წერს ნანა თდუა.

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შეიცვალა ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის ცხოვრება და ვინ ეხმარება მას შვილების აღზრდაში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს