მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას
"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი ღა­მის კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მწვა­ვე პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და წე­რენ, რომ სა­სა­მარ­თლო პო­ტენ­ცი­ურ მკვლე­ლებს ათა­ვი­სუფ­ლებს.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­მაგ სტან­დარ­ტებ­ზეც მი­უ­თი­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ერ­თის მხრივ, პოეტ ზვი­ად რა­ტი­ანს პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის გი­რაო შე­უ­ფარ­დეს და ასე­ვე გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­სა­მარ­თლომ 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძე, რო­მელ­მაც და­ნით სა­დის­ტუ­რი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა სამ ადა­მი­ანს, მათ შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცველს - დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი "ფე­ის­ბუ­ქი­დან"

და­ვით ბა­ლი­აშ­ვი­ლი: "პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი სვა­ბო­და­ზე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბის ზე­ი­მი ქვე­ყა­ნა­ში!!!"

მაია მეს­ტუმ­რე: "როცა ელი­ტურ ოჯახს ეხე­ბა საქ­მე მა­შინ პო­ლი­ცი­ას პო­ლი­ცია კი­დია.. მთა­ვა­რია პო­ეტ­მა არ შე­ა­გი­ნოს და ვინ­მე ფუ­ლი­ა­ნი მა­მი­კოს შვილ­მა მოკ­ლას თუნ­დაც, რა პრობ­ლე­მაა"

ალექ­სან­დრე ბაგ­რა­ტი­ონ-და­ვი­თაშ­ვი­ლი: ქარ­თუ­ლი სა­მარ­თა­ლი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე!

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი: "ეს მას­ტი ჩას­ვით ცი­ხე­ში და ცხვი­რი არ გა­მო­ა­ყო­ფი­ნოთ იქი­დან, სა­ნამ არ მო­იხ­დის საჯ­სელს. და­ი­წყეთ გა­მო­ძი­ე­ბა მო­სა­მარ­თლის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე და და­სა­ჯეთ მომსყიდ­ვე­ლე­ბიც და მოს­ყი­დუ­ლი მო­სა­მარ­თლეც!!!! ექ­სტა­ზის და­ლე­ვის­თვის 9 წელს რომ უს­ჯით, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულს სად უშ­ვებთ?!

გი­ორ­გი კი­კო­ნიშ­ვი­ლი: "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო? ღირ­სე­უ­ლი მუნ­დი­რი? უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა? კა­ნო­ნის წი­ნა­შე [ახლა უკვე] ყვე­ლა თა­ნას­წო­რია? ხვდე­ბით ხომ, რას­თან/ვის­თან გვაქვს საქ­მე ყვე­ლას და რომ აღა­რას­დროს ეს "ბე­ზპ­რი­დე­ლი-მხედ­რი­ო­ნი" არ სრულ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში?"

წა­ი­კი­თხეთ: "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვილ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა დაც­ვის წევ­რე­ბი" - "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძვნე­ბე­ლი კლუბ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე წერს

ზვი­ად ელი­ზი­ა­ნი: "ზვი­ად რა­ტი­ან­ზე ერთი ამ­ბა­ვი ატყდა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაო და ა.შ..... ვი­ღაც (რო­გორც ჩანს გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე ოჯა­ხი) ახალ­გაზ­რდამ - კლუ­ბის დაც­ვა, პო­ლი­ცი­ე­ლი და­ჩე­ხა და გი­რა­ო­თი (30,000 ლარი) გა­უშ­ვეს... მი­ლი­ონს თუ გა­და­იხ­დი ალ­ბათ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სიც რომ დაჭ­რა გა­გიშ­ვე­ბენ...

რუს­კა ცხა­და­ია: ბევ­რი აპ­რო­ტეს­ტებ­და ბა­სი­ა­ნის მკაცრ ფეის კონ­ტროლს და ვე­რი­ფი­კა­ცი­ის სის­ტე­მას. თუმ­ცა იმე­დია ამის შემ­დეგ შეგ­ვეც­ვლე­ბა აზრი. ამ დაც­ვის ბი­ჭე­ბის გამო 13 იან­ვარს შიგ­ნით გა­დარ­ჩნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ამ ბი­ჭე­ბის გამო ვართ მთე­ლი ღამე და­ცუ­ლე­ბი, ამ ბი­ჭე­ბის გამო გვაქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა! სამ­წუ­ხა­როდ, იგი­ვეს ვერ ვი­ტყვით სის­ტე­მა­ზე, რო­მელ­საც პირ­და­პირ ევა­ლე­ბა ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა. დღეს სის­ტე­მა მკვლე­ლებს გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლებს. დღეს სის­ტე­მა 8 წლით გიშ­ვებს გი­სო­სებს მიღ­მა 0.0000000001 გრა­მი მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კის­თვის. სის­ტე­მა არ დან­გრე­უ­ლა!

დაც­ვის წევრ ზვი­ად მესხს თავ­ზე უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბა აქვს

ელე­ნე კახ­ნი­აშ­ვი­ლი: თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც ასე­თი სა­მარ­ცხვი­ნო გაგ­რძე­ლე­ბა მოყ­ვა! სირ­ცხვი­ლია, სად არის ჩვე­ნი "სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო" და ეს არის "მო­სა­მარ­თლის ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა"?!

27 წლის ბრალ­დე­ბულს, ბრა­ლი სამი მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა: ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე (117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე (118-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი) და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის. AMBEBI.GE-ზე გან­თავ­სე­ბულ სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის ვი­ნა­ო­ბა, ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და სა­კი­თხი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა:

AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი:

"ბო­დიშს მო­ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი შე­ფა­სე­ბის­თვის მაგ­რამ უნდა და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა: ქვე­ყა­ნა ერთ დიდ სა­სა­ქონ­ლო ბო­ინს და­ემ­სგავ­სა. კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ო­რე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, შე­უ­რა­ცყო­ფა­ზე მო­ძა­ლა­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს თუ ბო­დი­ში მო­უ­ხა­დოს. შექ­მნილ კრი­მი­ნა­ლურ ვი­თა­რე­ბას ისეთ მსუ­ბუქ ფე­რებ­ში შე­ა­ფა­სე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის რიგი დე­პუ­ტა­ტე­ბი თვალს არ და­ა­ხამ­ხა­მე­ბენ";

"აბა პატ­რო­ნი არ ყო­ლო­და და ფული არ ქო­ნო­და 2-თვი­ანს პირ­და­პირ გა­მო­უ­ტან­და. კა­რო­ჩე ჩვენ მთავ­რო­ბას­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, ფული ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს რა, ბუ­სუ­სი­ა­ნი პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გან­ხილ­ვის ნაც­ვლად ეს კა­ნო­ნი უნდა გან­გე­ხი­ლათ და გა­გე­უქ­მე­ბი­ნათ პარ­ლა­მენ­ტში. ინ­დულ­გენ­ცი­აა ფაქ­ტობ­რი­ვად. ახლა ისე­თი დრო მო­ვი­და ტე­ლე­ფო­ნი რომ გე­ჭი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ტყვია მოგ­ხვდეს შუბ­ლში ამის­თვის და პატ­რუ­ლი ან სპეც­რაზ­მე­ლი იტყვის ხელ­ყუმ­ბა­რა მე­გო­ნა რომ ეჭი­რაო, რა გახ­და ამ­დე­ნი სა­ძი­ე­ბე­ლი, უქ­ნა­რე­ბი და უუ­ნა­რო­ე­ბი არი­ან, კაცი არ გა­მოჩ­ნდა ამ­დე­ნი ხა­ნია რომ რა­ღაც თა­ვის თავ­ზე აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მო­დით ნუ­რა­ვის დავ­სჯით და პი­რო­ბას გაძ­ლევთ მო­მა­ვალ წელს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­ცა­ვიც გა­ი­ძარ­ცვე­ბა და თა­ვად სა­ჩხე­რე­შიც ჩა­ა­კი­თხა­ვენ. ახლა მე­ცო­ცხე­საც ჩა­მო­იყ­ვა­ნენ, მო­იხ­დის 3 წელს, ამა­სო­ბა­ში ისე შეგ­ვა­ძუ­ლე­ბენ ესე­ნი თავს რომ მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში ისევ მი­შას აირ­ჩევს ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი ბრბო. არაა ჩვე­ნი საშ­ვე­ლი და ვტი­რი მე";

წა­ი­კი­თხეთ: "სამი დღეა ჩუ­მად ვარ და ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ მით­ქვამს..." - რას წერს "ბა­სი­ა­ნის" დაჭ­რი­ლი დაც­ვის უფ­რო­სის მე­უღ­ლე "ფე­ის­ბუქ­ზე"

"მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მო­პარ­ვა­ზე 15 წელს უს­ჯი­ან, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე კი არა­ფერს. მა­გა­რი კა­ნო­ნე­ბი გვაქვს, ჭკვი­ა­ნი ხალ­ხის და­წე­რი­ლი";

"მო­სა­მარ­თლე არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე და მექ­რთა­მე. არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი კაცი მა­ინ­ცდა­მა­ინც სხვა ქვეყ­ნის ჯა­შუ­ში იყოს ან ფუ­ლის აღე­ბი­სას და­ი­ჭი­რონ. ღა­ლა­ტია როცა სამი კა­ცის დამ­ჭრელს გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლებ და პო­ტენ­ცი­ურ მკვლელს ქუ­ჩა­ში უშ­ვებ. და­ვი­ჯე­როთ სან­დო­მი­ა­ნი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის გამო? გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი ჩნდე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნი მა­მი­კოს მი­მართ ან­გა­რე­ბას­თან გვაქვს საქ­მე. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­რის ფა­სია და კი­დევ მი­მაჩ­ნია რო­დე­საც პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს დამ­ნა­შა­ვე ძა­ლა­დობს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მაგ­რამ უმ­კაც­რე­სად უნდა ის­ჯე­ბო­დეს, მი­უ­ხე­და­ვად მისი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლე­ბო­ბი­სა";

"მა­მა­მი­სი გო­გია თო­ფა­ძის პარტნი­ო­რია და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა! ისე რამ­დე­ნი­მე თვით რომ წა­სუ­ლი­ყო ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას მა­ინც მი­ი­ღებ­და! არამ­გო­ნია პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დაჭ­რა შერ­ჩეს, თან შა­რი­ა­ნი კაცი თუა მი­თუ­მე­ტეს! აქ რო­გორც ვა­ტყობ ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თის პრინ­ცი­პე­ბი მოქ­მე­დებს, ვინ ვის და­ას­წრებს თე­მაა!";

"რო­გორც ვნა­ხეთ, ქრთამ­ზე აღარ იჭე­რენ.... ახლა უკვე ვნა­ხეთ, რომ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და გან­ზრახ სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ზეც აღარ იჭე­რენ... გე­კი­თხე­ბით ხალ­ხო, რა ვქნათ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ვცდი­ლობთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დით პა­ტი­ოს­ნად ვი­ცხოვ­როთ?

რო­გორ ვი­ცხოვ­როთ ასეთ ქვე­ყა­ნა­ში?";

"მო­სა­მარ­თლე­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს რო­გორ­მე. არ ვიცი, იქ­ნებ ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტი იდე­აა, მაგ­რამ ეგ ტიპი კი­დევ რომ ჩა­ი­დენს და­ნა­შა­ულს (რა­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ იზამს) მაგ მო­სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც უნდა დად­გეს, რომ ცოტა და­ფიქ­რდნენ თა­ვი­ანთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე";

"ესე­ნი ისე არი­ან აღ­ლი­ცი­ნე­ბუ­ლე­ბი, მალე პირ­ვე­ლი ღა­მის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­ზე წი­ნა­და­დე­ბას შე­ი­ტა­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და­სამ­ტკივ­ცებ­ლად და პარ­ლა­მენ­ტიც და­ამ­ტკი­ცებს. არ მე­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ძალა, რო­მე­ლიც მი­შას მობ­რუ­ნე­ბას შეძ­ლებ­და, მაგ­რამ ესე­ნი დიდი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ამ მი­სი­ას";

"იმე­დია აპე­ლა­ცია შეც­ვლის აღ­მკვეთს და პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დებს. მო­სა­მარ­თლე კი მარ­თლა გვერ­დით უნდა მი­უ­ჯი­ნო";

"ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას. ამ ტე­რი­ტო­რი­ას სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ არ ქვია ქვე­ყა­ნა. იმ ადა­მი­ა­ნებს ვი­საც ვი­თომ ამ ქვეყ­ნის მარ­თვა ევა­ლე­ბათ ეწო­დე­ბა პრი­ვი­ლი­გე­ბუ­ლი, ფუ­ლი­ა­ნი, ტრა­კი­ა­ნი, ბლატ­ნოი და ცნო­ბა­დი სას­ტა­ვის ხუშ­ტუ­რე­ბის და­მაყ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი";

"მი­შას დრო რო ყო­ფი­ლი­ყო იქვე მოკ­ლავ­და ამ არა­ა­და­მი­ანს ის პო­ლი­ცი­ე­ლი და მარ­თა­ლიც იქ­ნე­ბო­და. და­ჩაგ­რუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რომ გყავთ და კრი­მი­ნა­ლი რომ ბლა­ტა­ობს, ეს მოგ­ვი­ტა­ნა ბი­ძი­ნამ. მი­შას დროს დიდი ხნით გა­მო­კე­ტავ­დნენ ამას ცი­ხე­ში და მის ფუ­ლი­ან მა­მი­კო­საც კარ­გად და­ფერთხავ­დნენ. ეს იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და არა ეს მა­რაზ­მი რა­საც დღეს ვუ­ყუ­რებთ"; - წე­რენ AMBEBI.GE-ს მკი­თხვე­ლე­ბი სტა­ტი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 27 წლის თა­მაზ ქვლი­ვი­ძე, რო­მელ­მაც კლუბ "ბა­სი­ა­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი პირი დაჭ­რა სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, 15 იან­ვარს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

"დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

თბილისში ცნობილი ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძის გირაოთი გათავისუფლებამ საზოგადოებაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლები სახელმწიფო სისტემის,  მართლმსაჯულების ხარვეზებზე საუბრობენ და წერენ, რომ სასამართლო პოტენციურ მკვლელებს ათავისუფლებს.

მოქალაქეები ორმაგ სტანდარტებზეც მიუთითებენ და ამბობენ, რომ ერთის მხრივ, პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელის შეურაცხყოფისთვის გირაო შეუფარდეს და ასევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა სასამართლომ 27 წლის თამაზ ქვლივიძე, რომელმაც დანით სადისტური ჭრილობები მიაყენა სამ ადამიანს, მათ შორის სამართალდამცველს - დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს.

ინტერნეტმომხმარებლების კომენტარები "ფეისბუქიდან"

დავით ბალიაშვილი: "პოტენციური მკვლელი სვაბოდაზე, არაადეკვატურობის ზეიმი ქვეყანაში!!!"

მაია მესტუმრე: "როცა ელიტურ ოჯახს ეხება საქმე მაშინ პოლიციას პოლიცია კიდია.. მთავარია პოეტმა არ შეაგინოს და ვინმე ფულიანი მამიკოს შვილმა მოკლას თუნდაც, რა პრობლემაა"

ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი: ქართული სამართალი მოწოდების სიმაღლეზე!

ლევან ბერძენიშვილი: "ეს მასტი ჩასვით ციხეში და ცხვირი არ გამოაყოფინოთ იქიდან, სანამ არ მოიხდის საჯსელს. დაიწყეთ გამოძიება მოსამართლის მოსყიდვის ფაქტზე და დასაჯეთ მომსყიდველებიც და მოსყიდული მოსამართლეც!!!! ექსტაზის დალევისთვის 9 წელს რომ უსჯით, მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს სად უშვებთ?!

გიორგი კიკონიშვილი: "თავისუფალი სასამართლო? ღირსეული მუნდირი? უსაფრთხო ქვეყანა? კანონის წინაშე [ახლა უკვე] ყველა თანასწორია? ხვდებით ხომ, რასთან/ვისთან გვაქვს საქმე ყველას და რომ აღარასდროს ეს "ბეზპრიდელი-მხედრიონი" არ სრულდება ამ ქვეყანაში?"

წაიკითხეთ: "პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის წევრები" - "ბასიანის" დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

ზვიად ელიზიანი: "ზვიად რატიანზე ერთი ამბავი ატყდა პოლიციელების შეურაცხყოფაო და ა.შ..... ვიღაც (როგორც ჩანს გავლენების მქონე ოჯახი) ახალგაზრდამ - კლუბის დაცვა, პოლიციელი დაჩეხა და გირაოთი (30,000 ლარი) გაუშვეს... მილიონს თუ გადაიხდი ალბათ პოლიციის უფროსიც რომ დაჭრა გაგიშვებენ...

რუსკა ცხადაია: ბევრი აპროტესტებდა ბასიანის მკაცრ ფეის კონტროლს და ვერიფიკაციის სისტემას. თუმცა იმედია ამის შემდეგ შეგვეცვლება აზრი. ამ დაცვის ბიჭების გამო 13 იანვარს შიგნით გადარჩნენ ადამიანები, ამ ბიჭების გამო ვართ მთელი ღამე დაცულები, ამ ბიჭების გამო გვაქვს გამოხატვის თავისუფლება! სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით სისტემაზე, რომელსაც პირდაპირ ევალება ჩვენი უსაფრთხოება. დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს. დღეს სისტემა 8 წლით გიშვებს გისოსებს მიღმა 0.0000000001 გრამი მსუბუქი ნარკოტიკისთვის. სისტემა არ დანგრეულა!

დაცვის წევრ ზვიად მესხს თავზე უმძიმესი ჭრილობა აქვს

ელენე კახნიაშვილი: თავიდანვე არასწორად დაკვალიფიცირებული ქმედება, რომელსაც ასეთი სამარცხვინო გაგრძელება მოყვა! სირცხვილია, სად არის ჩვენი "სამართლიანი სასამართლო" და ეს არის "მოსამართლის შინაგანი რწმენა"?!

27 წლის ბრალდებულს, ბრალი სამი მუხლით წარედგინა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. AMBEBI.GE-ზე განთავსებულ სტატიას, რომელშიც იდენტიფიცირებული იყო ბრალდებული პირის ვინაობა, ჩვენი მკითხველის გამოხმაურება და საკითხისადმი კრიტიკული კომენტარები მოჰყვა:

AMBEBI.GE-ს მკითხველის კომენტარები:

"ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას ასეთი შეფასებისთვის მაგრამ უნდა დავაფიქსირო ჩემი შეხედულება: ქვეყანა ერთ დიდ სასაქონლო ბოინს დაემსგავსა. კანონმორჩილი ადამიანი გაორებული და გაოგნებულია, შეურაცყოფაზე მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწიოს თუ ბოდიში მოუხადოს. შექმნილ კრიმინალურ ვითარებას ისეთ მსუბუქ ფერებში შეაფასებენ საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატები თვალს არ დაახამხამებენ";

"აბა პატრონი არ ყოლოდა და ფული არ ქონოდა 2-თვიანს პირდაპირ გამოუტანდა. კაროჩე ჩვენ მთავრობასთანაც შეიძლება მოლაპარაკება, ფული ჯოჯოხეთს ანათებს რა, ბუსუსიანი პრეზერვატივების განხილვის ნაცვლად ეს კანონი უნდა განგეხილათ და გაგეუქმებინათ პარლამენტში. ინდულგენციაა ფაქტობრივად. ახლა ისეთი დრო მოვიდა ტელეფონი რომ გეჭირება შეიძლება ტყვია მოგხვდეს შუბლში ამისთვის და პატრული ან სპეცრაზმელი იტყვის ხელყუმბარა მეგონა რომ ეჭირაო, რა გახდა ამდენი საძიებელი, უქნარები და უუნაროები არიან, კაცი არ გამოჩნდა ამდენი ხანია რომ რაღაც თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. მოდით ნურავის დავსჯით და პირობას გაძლევთ მომავალ წელს ეროვნული ბანკის საცავიც გაიძარცვება და თავად საჩხერეშიც ჩააკითხავენ. ახლა მეცოცხესაც ჩამოიყვანენ, მოიხდის 3 წელს, ამასობაში ისე შეგვაძულებენ ესენი თავს რომ მომდევნო არჩევნებში ისევ მიშას აირჩევს ჩვენი ტელევიზიების მაყურებელი ბრბო. არაა ჩვენი საშველი და ვტირი მე";

წაიკითხეთ: "სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

"მობილური ტელეფონის მოპარვაზე 15 წელს უსჯიან, მკვლელობის მცდელობაზე კი არაფერს. მაგარი კანონები გვაქვს, ჭკვიანი ხალხის დაწერილი";

"მოსამართლე არის ჩვეულებრივი ქვეყნის მოღალატე და მექრთამე. არაა აუცილებელი კაცი მაინცდამაინც სხვა ქვეყნის ჯაშუში იყოს ან ფულის აღებისას დაიჭირონ. ღალატია როცა სამი კაცის დამჭრელს გირაოთი ათავისუფლებ და პოტენციურ მკვლელს ქუჩაში უშვებ. დავიჯეროთ სანდომიანი ლამაზი თვალების გამო? გონივრული ეჭვი ჩნდება ბიზნესმენი მამიკოს მიმართ ანგარებასთან გვაქვს საქმე. სამართლიანობა საქართველოში ჩირის ფასია და კიდევ მიმაჩნია როდესაც პოლიციელის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამნაშავე ძალადობს კანონის შესაბამისად მაგრამ უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური შესაძლებობისა";

"მამამისი გოგია თოფაძის პარტნიორია და შედეგიც სახეზეა! ისე რამდენიმე თვით რომ წასულიყო ციხეში ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც მიიღებდა! არამგონია პოლიციელების დაჭრა შერჩეს, თან შარიანი კაცი თუა მითუმეტეს! აქ როგორც ვატყობ ველური დასავლეთის პრინციპები მოქმედებს, ვინ ვის დაასწრებს თემაა!";

"როგორც ვნახეთ, ქრთამზე აღარ იჭერენ.... ახლა უკვე ვნახეთ, რომ მკვლელობის მცდელობაზე და განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებაზეც აღარ იჭერენ... გეკითხებით ხალხო, რა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვცდილობთ უკეთესი მომავლის იმედით პატიოსნად ვიცხოვროთ?

როგორ ვიცხოვროთ ასეთ ქვეყანაში?";

"მოსამართლეების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს როგორმე. არ ვიცი, იქნებ ძალიან მიამიტი იდეაა, მაგრამ ეგ ტიპი კიდევ რომ ჩაიდენს დანაშაულს (რასაც დარწმუნებული ვარ რომ იზამს) მაგ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომ ცოტა დაფიქრდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებზე";

"ესენი ისე არიან აღლიცინებულები, მალე პირველი ღამის უფლების მინიჭებაზე წინადადებას შეიტანენ პარლამენტში დასამტკივცებლად და პარლამენტიც დაამტკიცებს. არ მეგონა საქართველოში თუ მოიძებნებოდა ძალა, რომელიც მიშას მობრუნებას შეძლებდა, მაგრამ ესენი დიდი წარმატებით ახორციელებენ ამ მისიას";

"იმედია აპელაცია შეცვლის აღმკვეთს და პატიმრობას შეუფარდებს. მოსამართლე კი მართლა გვერდით უნდა მიუჯინო";

"ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამ ტერიტორიას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ არ ქვია ქვეყანა. იმ ადამიანებს ვისაც ვითომ ამ ქვეყნის მართვა ევალებათ ეწოდება პრივილიგებული, ფულიანი, ტრაკიანი, ბლატნოი და ცნობადი სასტავის ხუშტურების დამაყმაყოფილებელი";

"მიშას დრო რო ყოფილიყო იქვე მოკლავდა ამ არაადამიანს ის პოლიციელი და მართალიც იქნებოდა. დაჩაგრული პოლიციელები რომ გყავთ და კრიმინალი რომ ბლატაობს, ეს მოგვიტანა ბიძინამ. მიშას დროს დიდი ხნით გამოკეტავდნენ ამას ციხეში და მის ფულიან მამიკოსაც კარგად დაფერთხავდნენ. ეს იქნებოდა სამართლიანობა და არა ეს მარაზმი რასაც დღეს ვუყურებთ"; - წერენ AMBEBI.GE-ს მკითხველები სტატიის კომენტარებში.

შეგახსენებთ, 27 წლის თამაზ ქვლივიძე, რომელმაც კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირი დაჭრა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, 15 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი