სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"
"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სის ზვი­ად მეს­ხის მე­უღ­ლე ქეთი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ამ გამ­წა­რე­ბულ გულ­ზე ერთი სიმ­ღე­რა მახ­სენ­დე­ბა, "მთა­ვა­რია გქონ­დეს ფული, რომ არ იყო და­ჩაგ­რუ­ლი" და თუ ფული თავ­ზე საყ­რე­ლად გაქვს, შე­გიძ­ლია ადა­მი­ა­ნიც გა­წი­რო. ხუთი შვი­ლის მამა და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ იმის­თვის დაჭ­რა სა­სიკ­ვდი­ლოს, რომ შენს გარ­თო­ბას ვი­ღა­ცამ ხელი შე­უ­შა­ლა... ეს ჩემი მე­უღ­ლეა, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს და მად­ლო­ბა ღმერ­თს. თუმ­ცა პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ისევ მშვი­დად და­დის, რად­გან 30 000 გა­და­ი­ხა­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სამი დღეა ჩუ­მად ვარ და ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ მით­ქვამს, რად­გან იმე­დი მქონ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და მთავ­რო­ბის, თუმ­ცა ეხლა ძა­ლი­ან და­უც­ვე­ლად ვგრძნობ თავს" - წერს კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, კლუბ "ბა­სი­ან­ში" დაც­ვის უფ­რო­სი ზვი­ად მეს­ხი, ასე­ვე დაც­ვის ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე 13 იან­ვარს დაჭ­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 27 წლის ახალ­გაზ­რდამ სა­მი­ვე პირს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო:"საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან" - "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და კლუ­ბის და­ფუძ­ნებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 პი­რის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის ახალ­გაზ­რდა თა­მაზ ქვლი­ვი­ძეა. იგი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­მაზ ქვლი­ვი­ძე ბიზ­ნეს­მენ პა­ა­ტა ქვლი­ვი­ძის შვი­ლია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვილ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის წევ­რე­ბი" - ბა­სი­ა­ნის დამ­ფუძვნე­ბე­ლი კლუბ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე წერს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

"სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს..." - რას წერს "ბასიანის" დაჭრილი დაცვის უფროსის მეუღლე "ფეისბუქზე"

კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსის ზვიად მესხის მეუღლე ქეთი კალანდარიშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ამ გამწარებულ გულზე ერთი სიმღერა მახსენდება, "მთავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული" და თუ ფული თავზე საყრელად გაქვს, შეგიძლია ადამიანიც გაწირო. ხუთი შვილის მამა და კიდევ ორი ადამიანი მხოლოდ იმისთვის დაჭრა სასიკვდილოს, რომ შენს გართობას ვიღაცამ ხელი შეუშალა... ეს ჩემი მეუღლეა, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და მადლობა ღმერთს. თუმცა პოტენციური მკვლელი თბილისის ქუჩებში ისევ მშვიდად დადის, რადგან 30 000 გადაიხადა და გაათავისუფლეს. სამი დღეა ჩუმად ვარ და ამის შესახებ არაფერი არ მითქვამს, რადგან იმედი მქონდა სამართალდამცველებისა და მთავრობის, თუმცა ეხლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს" - წერს კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, კლუბ "ბასიანში" დაცვის უფროსი ზვიად მესხი, ასევე დაცვის ერთი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: "საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, 3 პირის დაჭრაში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა თამაზ ქვლივიძეა. იგი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

ასევე დაგაინტერესებთ: "პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს