მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს
"პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

თბი­ლის­ში, კლუბ "ბა­სი­ან­ში" 13 იან­ვარს დაც­ვის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს მე-4 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე დაჭ­რეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 27 წლის ახალ­გაზ­რდამ სა­მი­ვე პირს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ მა­ლე­ვე და­ა­კა­ვა.

13 იან­ვარს მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნაჯა ორაშ­ვი­ლი. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდამ დაც­ვის წევ­რე­ბი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იმის გამო დაჭ­რა, რომ მას კლუბ­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრეს.

"13 იან­ვარს, უშ­ვე­ლე­ბე­ლი და­ნით მო­მარ­ჯვე­ბულ­მა ერთ-ერთი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვილ­მა, მას შემ­დეგ რაც კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეშ­ვე­ბა­ზე უარი გა­ნე­ცხა­და, ჩვე­ნი მთვა­რი საყ­რდე­ნი, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი დაც­ვის უფ­რო­სი და დაც­ვის წევ­რე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ან­მა სის­ხლი­ა­ნი პა­რას­კე­ვი "ფე­ის­კონ­ტრო­ლის" სწო­რი გა­და­წყვტი­ლე­ბის გამო მო­ა­წყო.

სამი დღე ვდუმ­დი. იმე­დი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობ­და იო­ტი­სო­დე­ნა სა­მარ­თა­ლი, მაგ­რამ დღეს დი­ლით მო­სა­მარ­თლემ სამი უმ­ძი­მე­სი მუხ­ლით ბრალ­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა! - გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში და­დის. ოჯა­ხი კმა­ყო­ფი­ლია, დაგ­ვიმ­ტკი­ცეს რომ მათი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე და ზო­გა­დად, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე მაღ­ლა დგას.

არას­დროს ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის დას­ჯა ჩემი მო­წო­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორ გინ­და უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდა არ და­გე­უფ­ლოს, როცა ახალ წელს რუს­თა­ვის სა­პყრო­ბი­ლეს­თან ყოფ­ნი­სას გი­სო­სე­ბი­დან მიკ­როგ­რა­მებ­ზე წლო­ბით გა­მომ­წყვდე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ძა­ხი­ლებს ვის­მენ­დი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან" - "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და კლუ­ბის და­ფუძ­ნებ­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა

სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ უძ­ვირ­ფა­სეს დაც­ვის წევ­რებს და ყვე­ლა უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რულ ადა­მი­ანს. მო­ძა­ლა­დეს და მის ოჯახს ვპირ­დე­ბი, რომ სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე ვიბ­რძო­ლებ და არა­ვის შე­ვარ­ჩენ იმ კე­თილ­შო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბას, რომ­ლე­ბიც ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ნათ­ლად იცა­ვენ.

ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან, მაგ­რამ თქვენ, ფი­ნან­სებს და სტა­ტუსს ამო­ფა­რე­ბუ­ლო ოჯა­ხის წევ­რე­ბო და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მავ, თქვენ უნდა გრცხვე­ნო­დეთ, რომ სა­მარ­თა­ლი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეთ.

"ახლა არ შე­ი­ლა­ხა პო­ლი­ცი­ე­ლის მუნ­დი­რი?" - წერს ნაჯა ორაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის ახალ­გაზ­რდა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

"პრივილეგირებული ოჯახის შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა დაცვის უფროსი და დაცვის წევრები" - ბასიანის დამფუძვნებელი კლუბში მომხდარ ფაქტზე წერს

თბილისში, კლუბ "ბასიანში" 13 იანვარს დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს. როგორც ცნობილია, 27 წლის ახალგაზრდამ სამივე პირს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა.

13 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდამ დაცვის წევრები და პოლიციის თანამშრომელი იმის გამო დაჭრა, რომ მას კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

"13 იანვარს, უშველებელი დანით მომარჯვებულმა ერთ-ერთი პრივილეგირებული ოჯახის შვილმა, მას შემდეგ რაც კლუბის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი განეცხადა, ჩვენი მთვარი საყრდენი, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი დაცვის უფროსი და დაცვის წევრები სასიკვდილოდ გაიმეტა, ასევე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ადამიანმა სისხლიანი პარასკევი "ფეისკონტროლის" სწორი გადაწყვტილების გამო მოაწყო.

სამი დღე ვდუმდი. იმედი მქონდა საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობდა იოტისოდენა სამართალი, მაგრამ დღეს დილით მოსამართლემ სამი უმძიმესი მუხლით ბრალდებული ადამიანი გირაოთი გაათავისუფლა! - გირაოთი გაათავისუფლა პოტენციური მკვლელი, რომელიც ქუჩაში დადის. ოჯახი კმაყოფილია, დაგვიმტკიცეს რომ მათი პრივილეგიებიები საქართველოს კონსტიტუციაზე და ზოგადად, ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას.

არასდროს ყოფილა ადამიანების დასჯა ჩემი მოწოდება, მაგრამ როგორ გინდა უსამართლობის განცდა არ დაგეუფლოს, როცა ახალ წელს რუსთავის საპყრობილესთან ყოფნისას გისოსებიდან მიკროგრამებზე წლობით გამომწყვდეული ადამიანების შეძახილებს ვისმენდი.

იხილეთ ვიდეო: "საქმეს ბოლომდე მივიყვან" - "ბასიანის" დაცვის თანამშრომლის დაჭრის შემდეგ გადაღებული ფოტო და კლუბის დაფუძნებლის გამოხმაურება

სოლიდარობას ვუცხადებ უძვირფასეს დაცვის წევრებს და ყველა უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანს. მოძალადეს და მის ოჯახს ვპირდები, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ და არავის შევარჩენ იმ კეთილშობილ ადამიანებზე ძალადობას, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას წლების განმავლობაში პირნათლად იცავენ.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მაგრამ თქვენ, ფინანსებს და სტატუსს ამოფარებულო ოჯახის წევრებო და სასამართლო სისტემავ, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ სამართალი ფეხქვეშ გათელეთ.

"ახლა არ შეილახა პოლიციელის მუნდირი?" - წერს ნაჯა ორაშვილი.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ დაჭრაში ბრალდებული 27 წლის ახალგაზრდა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს