პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერდა "ფეისბუქზე" 17 წლის ბიჭი, რომლის გაუჩინარებას საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირებენ
რას წერდა "ფეისბუქზე" 17 წლის ბიჭი, რომლის გაუჩინარებას საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირებენ

უკვე სამი დღეა ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ბო­ბოყ­ვა­თი­დან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ 17 წლის ბიჭს ეძე­ბენ. ოჯა­ხი შემ­თხვე­ვას ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშს უკავ­ში­რებს.

ბიჭი სახ­ლი­დან 7 დე­კემ­ბერს დი­ლით სკო­ლა­ში წა­ვი­და, თუმ­ცა სკო­ლა­ში არ მი­სუ­ლა, ქო­ბუ­ლეთ­ში სოფ­ლის "მარ­შრუტ­კით" ჩა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს.

არას­რულ­წლო­ვა­ნის დის, თე­ო­ნა დ-ს თქმით, ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ ქო­ბუ­ლე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რას გუ­შინ­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

"წუ­ხელ ღა­მით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი პოს­ტე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და ვვა­რა­უ­დობ, რომ იგი ე.წ რუ­სულ თა­მაშს "ჩორ­ნი კიტს" ანუ 50 მი­სი­ას თა­მა­შობ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სხვა­დას­ხვა მი­სი­ას ას­რუ­ლებ, ბოლო მი­სია კი თვით­მკვლე­ლო­ბაა. თა­მა­შის თა­ნახ­მად, ვე­შა­პე­ბი იკ­ლა­ვენ თავს. ასე­ვე კომ­პი­უ­ტე­რი ლურ­ჯი ვე­შა­პის ფო­ტო­ე­ბით აქვს დატ­ვირ­თუ­ლი.

ერთხელ რუ­სუ­ლად ასე­თი პოს­ტიც და­წე­რა ფე­ის­ბუქ­ზე: "შავი ვე­შა­პი არ არის უბ­რა­ლოდ თა­მა­ში, ეს სიკ­ვდი­ლი ან სი­ცო­ცხლეა, მა­პა­ტი­ეთ ყვე­ლამ". ბოლო პოსტზე უწე­რია, "ბევ­რი ფიქ­რობს, რომ მოვა დრო, არა­და დრო მხო­ლოდ მი­დის".

იხი­ლეთ ვი­დეო: "ისე­თი პოს­ტე­ბი ქონ­და, შე­იძ­ლე­ბა თა­მაშ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი" - რას ყვე­ბი­ან გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი 17 წლის ბი­ჭის მამა და ბი­ძაშ­ვი­ლი?

როცა ვნა­ხე, ოთა­ხი­დან არ გა­მო­დი­ო­და, სა­ში­ნე­ლე­ბებს უყუ­რებ­და, ვუ­თხა­რი, რომ ეს მის ფსი­ქი­კა­ზე აი­სა­ხე­ბო­და. მე ყვე­ლა­ფერს ამ თა­მაშ­თან ვა­კავ­ში­რებ. სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა, ისე­თი პოს­ტე­ბი აქვს და­წე­რი­ლი, სწო­რედ ამ თა­მაშს ვუ­კავ­ში­რებ...", - აცხა­დებს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის და.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ბუ­ლეთ­ში 17 წლის მო­ზარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

რას წერდა "ფეისბუქზე" 17 წლის ბიჭი, რომლის გაუჩინარებას საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირებენ

რას წერდა "ფეისბუქზე" 17 წლის ბიჭი, რომლის გაუჩინარებას საშიშ ინტერნეტთამაშს უკავშირებენ

უკვე სამი დღეა ქობულეთის სოფელ ბობოყვათიდან გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახი შემთხვევას ინტერნეტთამაშს უკავშირებს.

ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა, ქობულეთში სოფლის "მარშრუტკით" ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

არასრულწლოვანის დის, თეონა დ-ს თქმით, ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს.

"წუხელ ღამით სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს "ჩორნი კიტს" ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული.

ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა ფეისბუქზე: "შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ". ბოლო პოსტზე უწერია, "ბევრი ფიქრობს, რომ მოვა დრო, არადა დრო მხოლოდ მიდის".

იხილეთ ვიდეო: "ისეთი პოსტები ქონდა, შეიძლება თამაშთან იყოს დაკავშირებული" - რას ყვებიან გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის მამა და ბიძაშვილი?

როცა ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა, ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. მე ყველაფერს ამ თამაშთან ვაკავშირებ. საკუთარი თავის დაზიანება, ისეთი პოსტები აქვს დაწერილი, სწორედ ამ თამაშს ვუკავშირებ...", - აცხადებს გაუჩინარებული ბიჭის და.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

"კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში, ხშირი თავის ტკივილები... არ არსებობს, კიდევ თქვით" - იუნა შაფათავა

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე