კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე
"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მი თა­მუ­ნა სა­გა­რე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მძი­მე მო­რი­გე­ო­ბას იხ­სე­ნებს:

"გუ­შინ, ჩემს კუთ­ვნილ მო­რი­გე­ო­ბა­ზე შე­მო­ვი­და მი­სა­მარ­თი: - ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, ცივი ია­რა­ღით დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დე­ბი არი­ან, პა­ნი­კუ­რი ზა­რია, იჩ­ქა­რეთ!

ჩვენ რა თქმა უნდა არ დავ­ყოვ­ნდით, მი­სა­მარ­თის მი­ღე­ბი­დან 5 წთ-ში აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე მი­ვე­დით.

ზღვა ხალ­ხი დაგ­ვხვდა ად­გილ­ზე, მივ­ხვდი, რომ საქ­მე კარ­გად არ იყო. შე­ვე­დით ეზო­ში და აი ისიც, დ. ს. თა­ვი­სი­ვე სის­ხლის გუ­ბე­ში ჩა­წო­ლი­ლი, კანი ცივი, ფერ­მკრთა­ლი, ღრმად და­ბინ­დუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბით. მისი ჭრი­ლო­ბე­ბი იყო სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი. ვხვდე­ბო­დი, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა რთუ­ლი, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და... მან შე­მომ­ხე­და და ერთი ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - "გა­და­მარ­ჩი­ნეთ!"

ელ­ვი­სე­ბუ­რი სის­წრა­ფით გა­ვუ­წი­ეთ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ღმერ­თს ვე­ვედ­რე­ბო­დი გული არ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა მის­თვის და დე­დის­თვის შვი­ლი არ წა­ერ­თვა. და­ვითს კი ვთხოვ­დით თვა­ლე­ბი არ და­ე­ხუ­ჭა და ებ­რძო­ლა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის. ჩა­ძა­ხილ­ზე თუ რო­გორ ეს­მო­და ჩვე­ნი - ის, თი­თე­ბის ჟეს­ტით გვა­ნიშ­ნებ­და, რომ მას ჩვე­ნი ეს­მო­და. სტა­ცი­ო­ნა­რის ეზო­ში შეს­ვლი­სას თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, სუნ­თქვას აჩე­რებ­და. სას­წრა­ფოდ შე­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში და იქვე გული გა­ა­ჩე­რა. მთე­ლი კლი­ნი­კის ექი­მე­ბი მო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ჩა­უ­ტარ­და გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია და გუ­ლის რით­მი მა­ლე­ვე აღ­დგა. მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში შე­იყ­ვა­ნეს. ის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის 23 სთ-ი იბ­რძო­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა მისი გა­დარ­ჩე­ნა სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ხერ­ხდა.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს დღე, რო­დე­საც მისი წყლი­ა­ნი, უმ­წეო თვა­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­და. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი მე არ მი­ნა­ხავს, მას სხვა ბრი­გა­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ისე­თი­ვე უმ­წეო, ისე­თი­ვე სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით იყო რო­გო­რიც და­თო­სი, ის კლი­ნი­კა­ში მის­ვლამ­დე, სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა..." - წერს სა­გა­რე­იშ­ვი­ლი.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას 2 მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. და­პი­რის­პი­რე­ბა 1 დე­კემ­ბერს 51-ე სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პა­რა­ლე­ლურ კლა­სელს დ.ს.-ს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა დ.ს-ს, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 ჭრი­ლო­ბით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სამი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ა­კა­ვა 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლით).

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვე­რა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

რას ჰყვე­ბა ჩხუ­ბის დროს მოკ­ლულ მოს­წავ­ლე­ზე თა­ნაკ­ლა­სე­ლი - "ის უბ­რა­ლოდ გამ­შვე­ლე­ბე­ლი იყო..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

"შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც მძიმე მორიგეობას იხსენებს:

"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: - ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით.

ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დ. ს. თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა... მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!"

ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი - ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზირებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა. ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათოსი, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა..." - წერს საგარეიშვილი.

ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

ასევე დაგაინტერესებთ: ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს