სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას 2 მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა. და­პი­რის­პი­რე­ბა 1 დე­კემ­ბერს 51-ე სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პა­რა­ლე­ლურ კლა­სელს დ.ს.-ს ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ლ.დ. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა დ.ს-ს, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 12 ჭრი­ლო­ბით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სამი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­ზარ­დის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ა­კა­ვა 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ბ. გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლით).

სა­ვა­რა­უ­დოდ, და­პი­რის­პი­რე­ბა 51-ე სკო­ლის რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლე­სა და კი­დევ ერთი სკო­ლის აღ­საზ­რდე­ლებს შო­რის მოხ­და. არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლია.

ვე­რა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

თინა ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის მე­ში­ნია. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძებ ვფიქ­რობ რო­დის და რო­გორ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ღამე ვი­ძი­ნებ მად­ლი­ე­რი რომ ჯან­მრთე­ლე­ბი და უვ­ნებ­ლე­ბი არი­ან. ჩემი გუ­ლის რა­ღაც ნა­წი­ლი ამ ბი­ჭებს გაყ­ვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა დე­დის, მით უფრო ბი­ჭე­ბის დე­დე­ბის. არც კი ვიცი რა უნდა თქვა ან და­წე­რო ასეთ დროს, რო­დე­საც უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი უბ­რა­ლოდ გა­ნად­გუ­რებს.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი: ვინც მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო, ყვე­ლა იმ ბავ­შვის დედა და მამა შვი­ლებს მხარ­ში უნდა და­უდ­გეს, შიში და­აძ­ლე­ვი­ნოს და გა­ა­გე­ბი­ნოს, ბო­რო­ტე­ბის მხი­ლე­ბის, მისი დაგ­მო­ბის "ჩაშ­ვე­ბად" მო­ნათლვა ფლი­დე­ბის და მხდა­ლე­ბის მო­გო­ნი­ლი ტე­რო­რია და ნუ იქ­ნე­ბი­ან ამ ტე­რო­რის მორ­ჩი­ლი. მკვლე­ლის და­ფარ­ვა ბო­რო­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ტოლ­ფა­სი, მკვლე­ლის მი­მართ სო­ლი­და­რო­ბაა. დე­დებს და მა­მებს უნდა ჰქონ­დეთ მკა­ფიო და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უკომ­პრო­მი­სო პო­ზი­ცია სა­დის­ტუ­რი მკვლე­ლო­ბის მი­მართ. სხვა­ნა­ი­რად ვე­რას­დროს ოდ­ნა­ვა­დაც კი წინ ვერ წავა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გო­ნებ­რი­ვი და ზნე­ობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა.

გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტოგ­რა­ფი: გუ­შინ ძა­ლინ ცუდი შემ­თხვე­ვა მოხ­და ვე­რა­ზე. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა იჩხუ­ბეს, რა დრო­საც და­ნით დაჭ­რეს 2 თა­ნა­ტო­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, 16 წლის ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე დაჭ­რი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. შე­იძ­ლე­ბა, არც და­ი­ჯე­როთ, რო­გორ დამ­თრგუ­ნა ამ ამ­ბავ­მა და გა­მახ­სე­ნა 80-90-იანი წლე­ბი, როცა ჩემი ერთ-ერთი სკო­ლე­ლი და­ნით მოკ­ლეს. ცუ­დად ზრდი­ან მშობ­ლე­ბი ასეთ შვი­ლებს. არ ვიცი, მამა, რო­მე­ლიც სუფ­რას­თან შვი­ლე­ბის, სი­ცო­ცხლის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამს, რა­ნა­ი­რად ვერ ას­წავ­ლის სა­კუ­თარ შვილს, რომ ჩხუბ­ში დანა არ გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ სხვი­სი სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი არ არის, რომ შე­იძ­ლე­ბა, ჩხუ­ბიც მო­გი­ვი­დეს და თუ შეც­დი, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დო ან ხე­ლით მა­ინც და­იც­ვა თავი. ბევ­რი სხვა გა­მო­სა­ვა­ლიც არის, ადა­მი­ა­ნი რომ არ დაჭ­რა და მოკ­ლა.

რა­ტომ აქვთ ბავ­შვებს აგ­რე­სია ან ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა? იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ და ვი­მუ­შა­ოთ ამ სა­კი­თხზე. მშობ­ლე­ბო, როცა შვი­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლოს სვამთ, გახ­სოვ­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი შვი­ლი სხვის შვილს სო­ცო­ცხლეს არ­თმევ­დეს. მკვლე­ლი მოს­წავ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ მშობ­ლე­ბის კი­სერ­ზეა. აღ­ზარ­დეთ ისი­ნი ისე, რომ სხვის სი­ცო­ცხლეს პა­ტივს სცემ­დნენ, რომ და­ნის ჩხუბ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა არის სიბ­რიყ­ვე და თა­ვის დაც­ვა კრივ­ზე სი­ა­რუ­ლი­თაც შე­უძ­ლი­ათ.

ას­წავ­ლეთ, რომ თუ ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­დათ, ამის­თვის გა­ნათ­ლე­ბაა სა­ჭი­რო და არა ია­რა­ღი და ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვა. ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს. და­შა­ვე­ბულს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ

პეტ­რე კოლ­ხი: სა­ი­დან ბავ­შვებ­ში ასე­თი აგ­რე­სია?! რა თქმა უნდა უსიყ­ვა­რუ­ლო­ბი­დან... დე­დის ად­გილს ძიძა ვე­რას­დროს და­ი­კა­ვებს. რაც არ უნდა ფუ­ფუ­ნე­ბა­ში იზ­რდე­ბო­დეს ბავ­შვი, თუ მას დე­დის სით­ბო და მკლა­ვე­ბი აკ­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად აგ­რე­სო­რი გა­იზ­რდე­ბა... გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი მო­ზარ­დის სარ­კეა, რო­მელ­შიც ყო­ველ­დღი­უ­რად "იხე­დე­ბა"... რას ხე­დავს?! ბოღ­მას, შუ­რის­ძი­ე­ბას, ზი­ზღს... მა­პა­ტი­ეთ, არც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვდგა­ვართ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე... უამ­რავ­ჯერ შემ­ხვედ­რია, ტა­ტუ­ია­ნი და პირ­სინ­გი­ა­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი იყ­ვნენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბით... რა მოხ­და მერე, თუ წი­თე­ლი თმე­ბით და და­ხა­ტუ­ლი მა­ჯე­ბით შე­დი­ან ტა­ძარ­ში. ტკბი­ლი სა­უბ­რით და დაყ­ვა­ვე­ბით ისი­ნი ყვე­ლა­ფერს შეც­ვლი­ან... პირ­ველ რიგ­ში ჩვენ გვჭირ­დე­ბა აღ­ზრდა... ნუ­რა­ვინ ვიქ­ნე­ბით მშვი­დად... ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე ვართ, ამ მკვლე­ლო­ბის გამო... ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი ვუ­წყობთ ხელს, ამ უბე­დუ­რე­ბას...

მა­რი­ამ ჯაში, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი: დღეს თბი­ლის­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. ტრა­გე­დია, რომ­ლის მსგავ­სი 4 წე­ლია არ მომ­ხდა­რა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დღეს და­ღუ­პუ­ლი შვი­ლის მშობ­ლე­ბი ვა­ნუ­გე­შოთ რა­ი­მე სი­ტყვით... ესეთ დროს, სი­ტყვე­ბიც ზედ­მე­ტია... სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ყვე­ლა­ნი შეძ­რუ­ლი ვართ დღე­ვან­დე­ლი ტრა­გე­დი­ით და ვუ­სამ­ძიმ­რებთ და­ღუ­პუ­ლი მოს­წავ­ლის ოჯახს, მის მე­გობ­რებს და თი­თო­ე­ულ ახ­ლო­ბელს. შუ­ა­დღის შემ­დეგ, პი­რა­დად ხაზ­ზე ვარ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან. მთა­ვა­რი ამ ეტაპ­ზე ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მე­ო­რე მძი­მედ დაჭ­რი­ლი ბავ­შვის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ბრძო­ლა რჩე­ბა, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ისევ გრძელ­დე­ბა.

ამ უმ­ძი­მე­სი დღის ფონ­ზეც, ვცდი­ლობთ გა­ვერ­კვეთ, რა მოხ­და და ვა­დევ­ნებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ან წინა დღე­ებ­ში არც 51-ე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და არც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლიც არ ქო­ნი­ათ, რომ მოს­წავ­ლე­ებს შე­იძ­ლე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა შექ­მნო­დათ 51-ე ან სხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან. უშუ­ა­ლოდ 51-ე სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, სა­ყუ­რა­დღე­ბო არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც სკო­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ესე­თი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­დეს, უნდა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის კი­დევ უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბა. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მე შევ­ხვდე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრებს და ვიმ­სჯე­ლებთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სკო­ლე­ბი­სა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­ნო­ბე­ბის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რო­ტი­რო­ე­ბის მიღ­მაც. სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბიც ჩვენ უფრო მე­ტად და­ცუ­ლი უნდა გვქონ­დეს.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი: უკი­დუ­რე­სად გან­ვიც­დი მომ­ხდარს... გან­ვიც­დი ოჯა­ხე­ბის უკი­დუ­რეს ტრა­გე­დი­ას, და­ღუ­პულ­თა ტკი­ვილს და მათი თვა­ლით და­ნა­ხულ უკა­ნას­კნელ რე­ა­ლო­ბას, მკვლე­ლის თუ მკვლე­ლე­ბის (ამ დროს მკვლე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ ნა­წილ­დე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­ზეც) სი­სას­ტი­კეს და ამ სი­სას­ტი­კის წარ­მომ­შობ მი­ზე­ზებს, რო­მელ­საც ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რებ­ლად და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვუქ­მნით პი­რო­ბებს, გან­ვიც­დი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის ტრა­გე­დი­ა­საც, რად­გან და­ნა­შა­ულს მხო­ლოდ დამ­ნა­შა­ვე არ ჩა­დის... და გან­ვიც­დი, რომ ისეთ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც მხო­ლოდ მა­შინ ვფხიზ­ლდე­ბით (ისიც დრო­ე­ბით და ზე­და­პი­რუ­ლად) როცა რე­ა­ლო­ბა სა­ხე­ში გვირ­ტყამს უმო­წყა­ლოდ მოქ­ნე­ულ მტე­ვანს... ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ყვე­ლა, სულ ყვე­ლა...

თეა სი­ჭი­ნა­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი: არც დე­დას ვიც­ნობ, არც მა­მას, არც მე­გო­ბარს, არც მე­ზო­ბელს, მაგ­რამ მერე რა. მთე­ლი დღეა ზუს­ტად ისე ვტი­რი, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი

ლიკა ყაზ­ბე­გი, დი­ზა­ი­ნე­რი: მკვლე­ლო­ბის­თვის უნდა იყოს სა­მუ­და­მო ციხე. გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დი ჯერ არა­ვის უნა­ხავს! მაქ­სი­მალ­რად დის­ტან­ცი­რე­ბულ­ნი უნდა იყ­ვნენ ნორ­მა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან! და სა­ერ­თოდ ცუდი აღ­ზრდის­თვის დე­დებ­საც მი­უს­ვამ­დი გვერ­დძე!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ვერაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ყველაზე მეტად ამის მეშინია. დილით რომ გავიღვიძებ ვფიქრობ როდის და როგორ დაბრუნდებიან, ღამე ვიძინებ მადლიერი რომ ჯანმრთელები და უვნებლები არიან. ჩემი გულის რაღაც ნაწილი ამ ბიჭებს გაყვა, დარწმუნებული ვარ ყველა დედის, მით უფრო ბიჭების დედების. არც კი ვიცი რა უნდა თქვა ან დაწერო ასეთ დროს, როდესაც უცნობი ადამიანების ამბავი უბრალოდ განადგურებს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს, შიში დააძლევინოს და გააგებინოს, ბოროტების მხილების, მისი დაგმობის "ჩაშვებად" მონათლვა ფლიდების და მხდალების მოგონილი ტერორია და ნუ იქნებიან ამ ტერორის მორჩილი. მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა. დედებს და მამებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, უკომპრომისო პოზიცია სადისტური მკვლელობის მიმართ. სხვანაირად ვერასდროს ოდნავადაც კი წინ ვერ წავა ჩვენი ქვეყნის გონებრივი და ზნეობრივი განვითარება.

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი: გუშინ ძალინ ცუდი შემთხვევა მოხდა ვერაზე. სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს, რა დროსაც დანით დაჭრეს 2 თანატოლი. სამწუხაროდ, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი რეანიმაციაშია. შეიძლება, არც დაიჯეროთ, როგორ დამთრგუნა ამ ამბავმა და გამახსენა 80-90-იანი წლები, როცა ჩემი ერთ-ერთი სკოლელი დანით მოკლეს. ცუდად ზრდიან მშობლები ასეთ შვილებს. არ ვიცი, მამა, რომელიც სუფრასთან შვილების, სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამს, რანაირად ვერ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ ჩხუბში დანა არ გამოიყენოს, რომ სხვისი სიცოცხლის მოსპობა ადამიანური საქციელი არ არის, რომ შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და თუ შეცდი, ბოდიში მოიხადო ან ხელით მაინც დაიცვა თავი. ბევრი სხვა გამოსავალიც არის, ადამიანი რომ არ დაჭრა და მოკლა.

რატომ აქვთ ბავშვებს აგრესია ან ქუჩური გარჩევებისკენ მიდრეკილება? იქნებ ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ამ საკითხზე. მშობლებო, როცა შვილების სადღეგრძელოს სვამთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება, თქვენი შვილი სხვის შვილს სოცოცხლეს ართმევდეს. მკვლელი მოსწავლების დანაშაული სწორედ მშობლების კისერზეა. აღზარდეთ ისინი ისე, რომ სხვის სიცოცხლეს პატივს სცემდნენ, რომ დანის ჩხუბში გამოყენება არის სიბრიყვე და თავის დაცვა კრივზე სიარულითაც შეუძლიათ.

ასწავლეთ, რომ თუ ღირსეული ცხოვრება უნდათ, ამისთვის განათლებაა საჭირო და არა იარაღი და ქუჩური გარჩევა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

პეტრე კოლხი: საიდან ბავშვებში ასეთი აგრესია?! რა თქმა უნდა უსიყვარულობიდან... დედის ადგილს ძიძა ვერასდროს დაიკავებს. რაც არ უნდა ფუფუნებაში იზრდებოდეს ბავშვი, თუ მას დედის სითბო და მკლავები აკლია, აუცილებლად აგრესორი გაიზრდება... გაბოროტებული საზოგადოება კი მოზარდის სარკეა, რომელშიც ყოველდღიურად ,,იხედება"... რას ხედავს?! ბოღმას, შურისძიებას, ზიზღს... მაპატიეთ, არც სასულიერო პირები ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე... უამრავჯერ შემხვედრია, ტატუიანი და პირსინგიანი გოგო-ბიჭები, რომლებიც გულდაწყვეტილები იყვნენ, სასულიერო პირების ქმედებებით... რა მოხდა მერე, თუ წითელი თმებით და დახატული მაჯებით შედიან ტაძარში. ტკბილი საუბრით და დაყვავებით ისინი ყველაფერს შეცვლიან... პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება აღზრდა... ნურავინ ვიქნებით მშვიდად... ყველა დამნაშავე ვართ, ამ მკვლელობის გამო... ყველა ჩვენგანი ვუწყობთ ხელს, ამ უბედურებას...

მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრი: დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის. წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით... ესეთ დროს, სიტყვებიც ზედმეტია... საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელი ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ დაღუპული მოსწავლის ოჯახს, მის მეგობრებს და თითოეულ ახლობელს. შუადღის შემდეგ, პირადად ხაზზე ვარ როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროებთან. მთავარი ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მეორე მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოცხლისათვის ბრძოლა რჩება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ გრძელდება.

ამ უმძიმესი დღის ფონზეც, ვცდილობთ გავერკვეთ, რა მოხდა და ვადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არც მანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ესეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდა გვქონდეს.

ნიკოლოზ რაჭველი,  ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი: უკიდურესად განვიცდი მომხდარს... განვიცდი ოჯახების უკიდურეს ტრაგედიას, დაღუპულთა ტკივილს და მათი თვალით დანახულ უკანასკნელ რეალობას, მკვლელის თუ მკვლელების (ამ დროს მკვლელის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ნაწილდება გარშემო მყოფებზეც) სისასტიკეს და ამ სისასტიკის წარმომშობ მიზეზებს, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება გაცნობიერებლად და გაუცნობიერებლად ვუქმნით პირობებს, განვიცდი დამნაშავეების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლების ტრაგედიასაც, რადგან დანაშაულს მხოლოდ დამნაშავე არ ჩადის... და განვიცდი, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებით (ისიც დროებით და ზედაპირულად) როცა რეალობა სახეში გვირტყამს უმოწყალოდ მოქნეულ მტევანს... ღმერთმა დაიფაროს ყველა, სულ ყველა...

თეა სიჭინავა, ჟურნალისტი: არც დედას ვიცნობ, არც მამას, არც მეგობარს, არც მეზობელს, მაგრამ მერე რა. მთელი დღეა ზუსტად ისე ვტირი, როგორც თითოეული მათგანი

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: მკვლელობისთვის უნდა იყოს სამუდამო ციხე. გამოსწორებული ბოროტმოქმედი ჯერ არავის უნახავს! მაქსიმალრად დისტანცირებულნი უნდა იყვნენ ნორმალური საზოგადოებისგან! და საერთოდ ცუდი აღზრდისთვის დედებსაც მიუსვამდი გვერდძე!!!!!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"