გუშინ თავისუფლების მოედანზე მდებარე "გალერია თბილისში" H&M-ის მაღაზია გაიხსნა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით დახურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, ოფიციალურად კი მაღაზია 18 ნოემბერს გაიხსნება. თემას სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
ბექა ჭანკვეტაძე, ბლოგერი:
H&M აცვიათ ჯოჯოხეთში VIP ეშმაკებს.
H&M ანუ ჰ*მარებაში მ*ოჯდება. ჰ&მ.
ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:
ჩემი აზრით H&M-ის ოპერის თეატრზე მეტი პომპეზურობით გახსნა ბანანის ქვეყნის სტილი და ჩვეულებრივი სიხამეა. Sorry
p.s. სტატუსი არ ეხება მისულ სტუმრებს
ნინი ბადურაშვილი:
მე მაგალითად mcdonald რომ გაიხსნა 53-ესთან ვიდექი რიგში რომ ბურგერი მომეპოვებინა შეეგუე რა რეალობას )) მე კი ძალიან გამეხარდა ჰ და მ რომ გაიხსნა ჩემს ქალაქში ) ზის ის თრუ))))
სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:
ვიაიპი სტუმრობია, ქუჩის გადაკეტვები და მაღაზიებთან წითელი ხალიჩები თავისთავადაა კომიკური, ჰ&მ იქნება თუ რომელიმე ზესვეცკი დიზაინერის სუპერძვირი "ბუწიკი". მე მგონი ასე უნდა დაისვას საკითხი :)) და ეგეთ გლამურბუწიკებს პირადად მე ჰ&მ მირჩევნია, არ ვიბნევი და არ ვკომპლექსდები მაინც ტანსაცმლის შემხედვარე. და ჯინსებსაც უხდება. ისე კი ყველაფერს მაინც მეორადი ან უფრო დახვეწილად, იაფი ვინტაჟი სჯობს - ეკოლოგიურადაც, ეკონომიურადაც და ხშირად სტილითაც. იმედი მაქვს მალე უფრო და უფრო მეტი "ფეშენისტა" იფიქრებს ასე. ესაა ჩემი კომენტარი, თუ მაინცდამაინც
რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
ისე რაღა დაგიმალოთ და ძალიან გამაღიზიანა ამ საქციელმა ხალხი ავტომობილის სასიარულო გზაზე დადიოდა h&m s თუ ქუჩის გადაკეტვა შეუძლია, მაშინ gucci da d&g მინიმუმ თბილისს დახურავს. ტეხავს ძალიან!!!
გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:
H&M მოსაწვევი მქონდა და დამავიწყდა მისვლა. მგონი ყველაზე მაგარი ტიპი გამოვედი
გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი:
ვფიქრობ და არ ვიცი რა უფრო დიდი საცოდაობაა, H&M-ის VIP გახსნა (რომლის რომლის და ამ იაფი ბრენდის), თუ მის წინ სეირის საყურებლად შეკრებილი საზოგადოება. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ეს შეიძლება მომხდარიყო, რაც კიდევ ერთხელ გვაგონებს მის ნამდვილ ხასიათს - პროვინციული პერიფერია, სადაც ცენტრის რიგითი, იაფი ბრენდიც კი შეიძლება საზეიმო, "VIP" გახსნის საგანი იყოს.
დემნა ქავთარაძე:
მე მგონი არ ღირს ამდენ ვნებათაღელვად. კარგი პიარი და მშვენიერი მარკეტინგი აქვს. იაფიანი და ღირებულებასთან თანაფარდობაში ხარისხიანი და გემოვნებიანი მაღაზიაა. წელს, ძალიან საინტერესო, ირანულ-კანადური წარმოშობის ახალგაზრდა დიზაინერის, ერდემის ხაზი აქვთ. ხალხს უხარია ცხოვრება და ერთობა. თუ ვინმე ზედმეტად სერიოზულად იღებს ამ ყველაფერს, არაუშავს, მოვლენ გონზე.
თამარ ბულია:
ვერ ვხვდები რატომ მოყვა ამ ამბავს ასეთი ალიაქოთი: 1. ახალი ბრენდის ქვეყანაში შემოსვლას ბევრგან აღნიშნავენ საზეიმო გახსნით თუ სხვადასხვა გზებით... და დახურული გახსნა მოწველი სტუმრებით ერთ-ერთია... 2. H&M არის ხელმისაწვდომი ბრენდი მაგრამ ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ამ სფეროში და vip-event გასაკვირი რატომაა? ის, თუ ვინაა დღეს საქართველოში "VIP” და რატომ, ეს სულ სხვა თემაა და 3. Seriously, WHO CARES?
ქეთევან გურასაშვილი:
ცრემლებამდე სასაცილო, პროვინციალური და ტრაგიკული ერთდროულად.
გიორგი გიორგაძე:
ისე უნდა იცხოვრო, რომ ჰ და მ-ს ვიპ გახსნაზე დაგპატიჟონ
ნინა მამუკაძე:
სად "ჰ და მ" და სად vip-იო თავმოყვარე ვიპმა მანდ ფეხი როგორ უნდა გაისვაროს ევროპულ ჰმებში მაისურები 3 ევრო ღირს ხაააააალხოოოოოო
რეზი ხუციშვილი:
თქვენი vip არ გაიშვა))) როდემდე უნდა იყოს vip და უბრალო მოქალაქე.. ტეხავს ეს ფენებად დაყოფა.. ქაჯობა.ge
Leo Nafta:
მაკდონალდსი რომ გაიხსნა, იმ დროის მერე წინ საერთოდ ვერ წავსულვართ.
ერთი ეგ არის რო მამაოები წირვას აღარ აღავლენენ და აქციას არ მართავენ
ანა არღანაშვილი:
ჰ და მ-ის მიღებასთან დაკავშრებით. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ... ჰ და მ- ყურადღებით მოგვისმინეთ თუ შეიძლება:
1. ქალების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, მუშაობა, საკუთარი თავის მოვლაც კი, გენდერული როლების გამო, მუდმივად ბავშვებთან არის კავშირში. თუ თქვენ ბავშვებს გამორიცხავთ სივრციდან, ამით ქალებისთვის არამეგობრულ გარემოს ქმნით და, ფაქტობრივად, ქალებს უზღუდავთ მონაწილეობას საჯარო სივრცეში. რაც, ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს დამკვირდებას.
2. თუ თქვენი პრეზენტაციის შინაარსი იყო ბავშვებისთვის შეუსაბამო, ჩაგეწერათ მოსაწვევში და არავინ მოიყვანდა ბავშვებს ან მათი დატოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საერთოდ არ მოვიდოდნენ, ასეთი ძნელია წინასწარ გაფრთხილება და ამის პრევენცია?
3. ბავშვების თანდასწრებით, თქვენი პერსონალის მხრიდან, იმის თქმა, რომ ბავშვები არ უნდა მოეყვანათ და "მათი ადგილი აქ არ არის" არის ბავშვებისთვის ღირსებისშემლახველი და დამამცირებელი. ძალიან სამწუხაროა თუ, თქვენი თანამშრომლები ასე საუბრობენ.
ერთი სიტყვით, ნამეტანი ცუდი ამბავი დაგემართათ და არ მგონია თქვენი ჰედ ოფისი ბედნიერი იყოს ამის გაგებით.
ოთო ტაბატაძე:
მე მეჩვენება თუ მართლა არის რაღაცეები ზედმეტად გოიმური, თუნდაც ჩვენი ქალაქისთვის, ამ "ჰ და მ"-ს ორომტრიალში ?!
ლიკა ჩიგოგიძე:
ძაან სასაცილო სიტუაცია ჰ და მ გადაწყვიტა 2 დღით ადრე გაეხსნა მაღაზია მხოლოდ სვეცკებისთვს და "ვარსკვლავებისთვის". ჩვეულებრივი მოკვდავებისთვს დღეს აკრძალული იყო შესვლა. რა საინტერესოა შვედეთშიც ესე ხდება?