სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!" - ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს
"კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!" - ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს

6 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რებ­მა ევ­რო­ბას­კეტ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა და­ას­რუ­ლა. გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი იტა­ლი­ას­თან 2 ქუ­ლის სხვა­ო­ბით და­მარ­ცხდა, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ჯგუ­ფი­დან გას­ვლის ბედი კი ის­რა­ე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მატჩში წყდე­ბო­და. შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით 88:64 დას­რულ­და. შე­სა­ბა­მი­სად უკ­რა­ი­ნამ 7 ქულა და­აგ­რო­ვა და ურ­თი­ერ­თშეხ­ვედ­რებ­ში და­დე­ბი­თი ბა­ლან­სის წყა­ლო­ბით B ჯგუფ­ში გამ­სვლე­ლი მე­ო­თხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

ევ­რო­ბას­კეტ­ზე ას­პა­რე­ზო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტარს აკე­თებს ზაზა ფა­ჩუ­ლია. ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მად­ლო­ბას უხ­დის თა­ნა­გუნ­დე­ლებს შრო­მის­თვის და გულ­შე­მატ­კივ­რებს მხარ­და­ჭე­რის­თვის და წერს, რომ "კა­პიტ­ნის წას­ვლის დრო მო­ვი­და":

"ძა­ლი­ან რთუ­ლია და­ტო­ვო ის რაც მრა­ვა­ლი წელი შენ ბი­ჭებ­თან ერ­თად მხრე­ბით მო­ი­ტა­ნე. B დი­ვი­ზი­ო­ნი­დან ევ­რო­პამ­დე არ იყო მარ­ტი­ვი გზა და­მე­თახ­მე­ბით. 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც, ყო­ველ­თვის უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი, მაგ­რამ ეს არის ის რაც ჩვენ გა­მოგ­ვი­და და და­ნარ­ჩენს დიდი იმე­დი მაქვს მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ. ძა­ლი­ან მინ­დო­და სხვა­ნა­ი­რი და­სას­რუ­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ტრამ­ვამ მე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა, მაგ­რამ სურ­ვი­ლი და გა­მარ­ჯვე­ბის ჟინი არას­დროს და­მი­შუ­რე­ბია.

ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან გული მწყდე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარ­ზე, რომ­ლის თა­ნად­გო­მას ეს ნაკ­რე­ბი ყო­ველ­თვის გრძნობ­და და პი­რა­დად მე ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მინ­და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, თქვენ უფრო დიდ სი­ხა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­დით და კვლავ მო­მავ­ლის იმე­დით. ახლა კი მშვი­დო­ბით ჩემო ნაკ­რე­ბო და გულ­შე­მატ­კი­ვა­რო კა­პიტ­ნის წას­ვლის დროც მო­ვი­და! ეს ოქ­როს წლე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. მად­ლო­ბა!" - წერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!" - ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს

"კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა!" - ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ტოვებს

6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა. გუშინ საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა, ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი კი ისრაელისა და უკრაინას შორის მატჩში წყდებოდა. შეხვედრა უკრაინელების გამარჯვებით, ანგარიშით 88:64 დასრულდა. შესაბამისად უკრაინამ 7 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით B ჯგუფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავა.

ევრობასკეტზე ასპარეზობის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს ზაზა ფაჩულია. ნაკრების კაპიტანი ფეისბუქის პირად გვერდზე მადლობას უხდის თანაგუნდელებს შრომისთვის და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და წერს, რომ "კაპიტნის წასვლის დრო მოვიდა":

"ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია.

ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა!" - წერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს