პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე
"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

სცე­ნა­რის­ტი ნიკა კო­დუა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­სა და ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს. რო­გორც ახალ­გაზ­რდა წერს, ბორ­ჯომ­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და იმ მიზ­ნით, რომ იქ მო­ბი­ლი­ზე­ბულ მაშ­ვე­ლებს დახ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა ად­გილ­ზე იმ­დე­ნად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დახ­ვდათ, რომ მო­ხა­ლი­სე­ო­ბა მხო­ლოდ ხე­ლის შეშ­ლას ნიშ­ნავს:

"მოკ­ლედ, ბორ­ჯო­მი­დან ჩა­მო­ვე­დი ამ წამს, მო­ხა­ლი­სედ ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი 6 ჩემ­თვის უც­ნობ ადა­მი­ან, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გარ ქარ­თველ ვაჟ­კაც­თან ერ­თად. ხოდა ვი­საც გი­წე­რი­ათ სტა­ტუ­სად - "მო­ხა­ლი­სებს არ გვიშ­ვე­ბენ ამათ დე­დას შ..., დე­ბი­ლე­ბი არი­ა­ნო ჩვე­ნით, უნდა მივ­ხე­დოთ ბორ­ჯომ­სო ჩა­მო­დით ყვე­ლაო", ღირ­სე­ბი ხართ სუყ­ვე­ლას მოგ­ცენ ლა­ფატ­კა ხელ­ში და გა­გიშ­ვან ზე­მოთ კერა ჩა­აქ­რეო....

ვი­ყა­ვით ზე­მოთ ასუ­ლი ძა­ლი­ან დიდი ხვეწ­ნა მუ­და­რის და რამე მა­ინც გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნეთ, თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვე­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გვინ­და რა­ღა­ცით მა­ინც რო და­გეხ­მა­როთ - ძა­ხი­ლის შემ­დეგ, ყვე­ლა სრულ­წლო­ვა­ნი ვართ და სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბის შემ­დეგ, რომ ვერ მოგ­ვი­შო­რეს თა­ვი­დან, კარ­გი წყა­ლი უნდა ავუ­ტა­ნო­თო და თქვენც წა­მოხ­ვალ­თო. რამ­დე­ნი­მე სამ­ხედ­როს­თან ერ­თად ავე­დით წყლის ასა­ტა­ნად მთა­ზე, სა­დაც კე­რას აქ­რო­ბენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბი­ჭე­ბი (გ.დ.დ). იქ ისე­თი რა­ღაც ხდე­ბა ზე­მოთ არც ჯობს რომ ნა­ხოთ. ამ რა­ღაც სუ­რა­თებს რო უყუ­რებთ ფბ-ზე დაბ­ლობ­ზე გა­და­ღე­ბულს, სა­დაც მორი ჩა­მო­გორ­და და ვი­ღა­ცე­ბი ლა­ი­ვებს რთა­ვენ, არის უბ­რა­ლოდ მა­თხოვ­რუ­ლი პი­ა­რის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი შე­თი­თხნი­ლი სუ­რა­თე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი. ვი­თომ გმი­რო­ბა­ნას თა­მა­ში და არი­ქა ყვე­ლა ჩა­მო­დით ერ­თად დავ­დგე­თო.... რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი სულ სხვა­აა...

ად­გი­ლი რო­მე­ლიც არის ეპი­ცენ­ტრი, არის მთა და ის არის მთლი­ა­ნად მდე­ლოდ ქცე­უ­ლი, არ არის არა­ნა­ი­რი ხე დარ­ჩე­ნი­ლი რო ხე­ლით მო­ე­ჭი­დო, თუ და­გი­ცურ­და ფეხი, და­ცუ­რე­ბის შან­სი არის დიდი რად­გან 100 გრა­დუ­სი­ა­ნია მთა (დი­ლე­ტან­ტუ­რი შე­ფა­სე­ბით) და ქვი­შა სრი­ა­ლებს. დგას სა­ში­ნე­ლი კვამ­ლი და ამ კვამლს ქარი ამოძ­რა­ვებს წინ და უკან. ნე­ბის­მი­ე­რი მო­ხა­ლი­სე პო­ტენ­ცი­უ­რი მსხვერ­პლია. იქ ვე­რა­ვის და­ეხ­მა­რე­ბით, მარ­ტო ხელს შე­უშ­ლით ნუ აყ­ვე­ბით ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტულ შე­ძა­ხი­ლებს... ვერც ლა­ფატ­კას მო­იქ­ნევთ, ვერც საჭ­მელს აი­ტანთ, ვე­რა­ფერს ვერ იზამთ იმი­ტომ რომ არ გა­მო­დის, არ ხერ­ხდე­ბა. რა­საც იზამთ ეს არის - შე­უშ­ლით ხელს ისე რო­გორც შე­ვუ­შა­ლე პი­რა­დად მე, იმი­ტომ რომ მო­ხა­ლი­სე­ბის ად­გი­ლი ზე­მოთ არ არის!!...

არა­ვის იქ არ აგიშ­ვე­ბენ და ამით თქვენ გი­ცა­ვენ, გა­ი­გეთ რო­გორ­მე. არ არი სა­ჭი­რო ამ­დე­ნი აგ­რე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ყავთ ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­აჩ­ნია ქვე­ყა­ნას, თავს ზე­მოთ ძალა არ არის. რა­საც კი წარ­მო­იდ­გენთ, რაც კი რამე დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­გი­გი­ათ, რაც გვყავს ყვე­ლა­ფე­რი იქა­აა, მზად­ყოფ­ნა­შია ჯა­რიც. არ სჭირ­დე­ბათ მო­ხა­ლი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან დაბ­რკო­ლე­ბებს. ვინც მთა­ზეა ასუ­ლი და კე­რას აქ­რობს, არის ყვე­ლა გმი­რი. თი­თო­ე­ულ მათ­განს მე პი­რა­დად მი­ვიჩ­ნევ ამ ქვეყ­ნის გმი­რად. ეს ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან დიდ კვამლში, რო­მე­ლიც რას შვე­ბა თე­ო­რი­უ­ლად მა­ინც ხო იცით, მში­ერ მწყურ­ვა­ლი ამ სი­ცხე­ში ურტყა­მენ ლა­ფატ­კას ცე­ცხლს რომ ჩაქვრეს და დგა­ნან მთა­ზე რომ­ლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა ფეხი და­უ­ცურ­დეთ და ნუ გა­უხ­დით კი­დევ ზედ­მეტ საზ­რუ­ნავს თქვენ თა­ვებს..

და­მი­ჯე­რეთ, ზე­მოთ ხდე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა და მო­ხა­ლი­სე­ებს გირ­ჩევთ ჩა­მოხ­ვი­დეთ თბი­ლის­ში და აცა­დოთ კომ­პე­ტენ­ტურ ხალ­ხს მუ­შა­ო­ბა. თვა­ლი ადევ­ნოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და და­ე­ლო­დოთ შე­დეგს. ძნე­ლია მაგ­რამ სხვა გზა არ გვაქვს. მე­ო­რე ას­ვლის მო­ლო­დინ­ში ვის­ხე­დით და ვუც­დი­დით ბრაძ­ნე­ბას, რომ ისევ აგ­ვიშ­ვებ­დნენ წყლის ასა­ტა­ნად ან რამე მსგავ­სის, მაგ­რამ ქარ­მა და­უ­ბე­რა და თა­ვი­დან გა­ა­ჩი­ნა ცე­ცხლი, კვამ­ლი მო­ე­დო ყვე­ლა­ფერს და ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია ერთი ეკი­პა­ჟის მთა­ში და­ტო­ვე­ბა რად­გან ვე­რა­ფერს ვე­ღარ ხე­დავ­დნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ახლა ეკი­პა­ჟის მა­გივ­რად რომ მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფის ლო­კა­ცი­ა­ზე და­უ­ბე­როს ქარ­მა, ეგ­რე­ვე გვაქვს მსხვერ­პლი იმი­ტომ რომ და­ცურ­დე­ბით მთი­დან... არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ცხე­ლა და ჭირს იქ მთა­ზე წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ხა­ლი­სეს­თვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვე­უ­ლი მთა­ზე ძრო­მი­ალს მი­თუ­მე­თეს ასეთ პი­რო­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად ჩვე­ნი ჯგუ­ფიც აღარ აუშ­ვეს, რად­გან იყო უკი­დუ­რე­სად სა­ში­ში. უბ­რა­ლოდ კომ­პი­უ­ტე­რი­დან გიძ­ნელ­დე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა რას ნიშ­ნავს მაგ სი­მახ­ლე­ზე კვამლში დგო­მა, არც პირ­ბა­დე გიშ­ვე­ლით არც ბენ­დე­ნა არც კაშ­ნე და არც არა­ფე­რი. მაგ­რამ შო­რი­დან ძნე­ლია ამის გა­აზ­რე­ბა და პატ­რი­ო­ტიზ­მიც ჰყი­ვის მა­გი­ტომ ხართ ასე მონ­დო­მე­ბუ­ლი ას­ვლა­ზე, მეს­მის და ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი მეც... მაგ­რამ ეს არაა ის მო­მენ­ტი რო­დე­საც მო­ხა­ლი­სე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ საქ­მე­ში ჩარ­თვას...

მუ­შა­ობს ერთი ქარ­თუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი და ერთი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი. აზე­რე­ბის პი­ლოტს რა­ვი­ცი იმ­ხე­ლა მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის რომ მეტი არ არ­სე­ბობს. გე­გო­ნე­ბა თა­ვის სა­კუ­თარ სახ­ლს აქ­რობ­დეს ისე კარ­გად მუ­შა­ობს. საწ­ვა­ვით მო­ა­მა­რა­გა ვი­სოლ­მა. რაც გვაქვს ქვე­ყა­ნას, არი ყვე­ლა­ფე­რი იქ და დამ­შვიდ­დით, მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე ცე­ცხლი ვერ ჩა­მო­ვა. ბი­ჭე­ბი თავ­გან­წირ­ვით ცდი­ლო­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის პრე­ვენ­ცი­ას, რაც ჯერ-ჯე­რო­ბით გა­მოს­დით! რა თქმა უნდა სირ­ცხვი­ლია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ქვე­ყა­ნას ჰყავს მხო­ლოდ 1 ვერ­ტმფრე­ნი და ტექ­ნი­კის რო­ლის შე­სუ­ლე­ბა უწევს ცო­ცხალ ძა­ლას, პო­ლი­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს და ა.შ. ეს ბოლო ფაქ­ტი მაგ­რად ტე­ხავს მაგ­რამ არც ამის გან­ხვი­ლას აქვს ახლა რა­ი­მე აზრი... ცე­ცხლი არ ქრე­ბა და ამას მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლით თქვე­ნი იქ ყოფ­ნით...

ქარი ყო­ველ და­ბერ­ვა­ზე თა­ვი­დან აჩენს ცე­ცხლს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ფერ­დობ­ზე გა­და­დის.... მო­ხა­ლი­სე­ებს დახ­მა­რე­ბა თუ გინ­დათ მაქ­სი­მუმ რაც შე­გიძ­ლი­ათ ქნათ "ილო­ცეთ რომ იწ­ვი­მოს." შე­ეშ­ვით უაზ­რო სტა­ტუ­სე­ბის წე­რას. აცა­დეთ ხალ­ხს გა­ა­კე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე, ვინც მიც­ნობთ მენ­დეთ სი­ტყვა­ზე, რომ ყვე­ლა მთა­ზე მყო­ფი თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად" - წერს ნიკა კო­დუა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში დი­ლი­დან - უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ხან­ძრის ზო­ნი­დან

"ბორ­ჯო­მის ტყე­ში ბენ­ზი­ნი­ა­ნი ბი­დო­ნი ვი­პო­ვეთ" - რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

"იქ ისეთი რაღაც ხდება, ჯობს არც ნახოთ... ვინც მთაზე კერას აქრობს, ყველა გმირია!" - რას წერს ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად წასული მოხალისე

სცენარისტი ნიკა კოდუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბორჯომის ხეობაში გადაღებულ კადრებსა და ფოტოებს ავრცელებს. როგორც ახალგაზრდა წერს, ბორჯომში რამდენიმე ადამიანთან ერთად მოხალისედ წავიდა იმ მიზნით, რომ იქ მობილიზებულ მაშველებს დახმარებოდა, თუმცა ადგილზე იმდენად რთული მდგომარეობა დახვდათ, რომ მოხალისეობა მხოლოდ ხელის შეშლას ნიშნავს:

"მოკლედ, ბორჯომიდან ჩამოვედი ამ წამს, მოხალისედ ვიყავი წასული 6 ჩემთვის უცნობ ადამიან, მაგრამ ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცთან ერთად. ხოდა ვისაც გიწერიათ სტატუსად - "მოხალისებს არ გვიშვებენ ამათ დედას შ..., დებილები არიანო ჩვენით, უნდა მივხედოთ ბორჯომსო ჩამოდით ყველაო", ღირსები ხართ სუყველას მოგცენ ლაფატკა ხელში და გაგიშვან ზემოთ კერა ჩააქრეო....

ვიყავით ზემოთ ასული ძალიან დიდი ხვეწნა მუდარის და რამე მაინც გაგვაკეთებინეთ, თბილისიდან ჩამოვედით მონაწილეობის მიღება გვინდა რაღაცით მაინც რო დაგეხმაროთ - ძახილის შემდეგ, ყველა სრულწლოვანი ვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლების შემდეგ, რომ ვერ მოგვიშორეს თავიდან, კარგი წყალი უნდა ავუტანოთო და თქვენც წამოხვალთო. რამდენიმე სამხედროსთან ერთად ავედით წყლის ასატანად მთაზე, სადაც კერას აქრობენ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ბიჭები (გ.დ.დ). იქ ისეთი რაღაც ხდება ზემოთ არც ჯობს რომ ნახოთ. ამ რაღაც სურათებს რო უყურებთ ფბ-ზე დაბლობზე გადაღებულს, სადაც მორი ჩამოგორდა და ვიღაცები ლაივებს რთავენ, არის უბრალოდ მათხოვრული პიარის ასამაღლებელი შეთითხნილი სურათები და ვიდეოები. ვითომ გმირობანას თამაში და არიქა ყველა ჩამოდით ერთად დავდგეთო.... რეალური სურათი სულ სხვააა...

ადგილი რომელიც არის ეპიცენტრი, არის მთა და ის არის მთლიანად მდელოდ ქცეული, არ არის არანაირი ხე დარჩენილი რო ხელით მოეჭიდო, თუ დაგიცურდა ფეხი, დაცურების შანსი არის დიდი რადგან 100 გრადუსიანია მთა (დილეტანტური შეფასებით) და ქვიშა სრიალებს. დგას საშინელი კვამლი და ამ კვამლს ქარი ამოძრავებს წინ და უკან. ნებისმიერი მოხალისე პოტენციური მსხვერპლია. იქ ვერავის დაეხმარებით, მარტო ხელს შეუშლით ნუ აყვებით ფსევდოპატრიოტულ შეძახილებს... ვერც ლაფატკას მოიქნევთ, ვერც საჭმელს აიტანთ, ვერაფერს ვერ იზამთ იმიტომ რომ არ გამოდის, არ ხერხდება. რასაც იზამთ ეს არის - შეუშლით ხელს ისე როგორც შევუშალე პირადად მე, იმიტომ რომ მოხალისების ადგილი ზემოთ არ არის!!...

არავის იქ არ აგიშვებენ და ამით თქვენ გიცავენ, გაიგეთ როგორმე. არ არი საჭირო ამდენი აგრესიული სტატუსი. მობილიზებული ყავთ ყველაფერი რაც გააჩნია ქვეყანას, თავს ზემოთ ძალა არ არის. რასაც კი წარმოიდგენთ, რაც კი რამე დეპარტამენტი გაგიგიათ, რაც გვყავს ყველაფერი იქააა, მზადყოფნაშია ჯარიც. არ სჭირდებათ მოხალისები, რომლებიც ქმნიან დაბრკოლებებს. ვინც მთაზეა ასული და კერას აქრობს, არის ყველა გმირი. თითოეულ მათგანს მე პირადად მივიჩნევ ამ ქვეყნის გმირად. ეს ბიჭები ძალიან დიდ კვამლში, რომელიც რას შვება თეორიულად მაინც ხო იცით, მშიერ მწყურვალი ამ სიცხეში ურტყამენ ლაფატკას ცეცხლს რომ ჩაქვრეს და დგანან მთაზე რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და ნუ გაუხდით კიდევ ზედმეტ საზრუნავს თქვენ თავებს..

დამიჯერეთ, ზემოთ ხდება საშინელება და მოხალისეებს გირჩევთ ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა. თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდოთ შედეგს. ძნელია მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მეორე ასვლის მოლოდინში ვისხედით და ვუცდიდით ბრაძნებას, რომ ისევ აგვიშვებდნენ წყლის ასატანად ან რამე მსგავსის, მაგრამ ქარმა დაუბერა და თავიდან გააჩინა ცეცხლი, კვამლი მოედო ყველაფერს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთი ეკიპაჟის მთაში დატოვება რადგან ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. წარმოიდგინეთ ახლა ეკიპაჟის მაგივრად რომ მოხალისეთა ჯგუფის ლოკაციაზე დაუბეროს ქარმა, ეგრევე გვაქვს მსხვერპლი იმიტომ რომ დაცურდებით მთიდან... არაადამიანურად ცხელა და ჭირს იქ მთაზე წონასწორობის შენარჩუნება მოხალისესთვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვეული მთაზე ძრომიალს მითუმეთეს ასეთ პირობებში. შესაბამისად ჩვენი ჯგუფიც აღარ აუშვეს, რადგან იყო უკიდურესად საშიში. უბრალოდ კომპიუტერიდან გიძნელდებათ წარმოდგენა რას ნიშნავს მაგ სიმახლეზე კვამლში დგომა, არც პირბადე გიშველით არც ბენდენა არც კაშნე და არც არაფერი. მაგრამ შორიდან ძნელია ამის გააზრება და პატრიოტიზმიც ჰყივის მაგიტომ ხართ ასე მონდომებული ასვლაზე, მესმის და ზუსტად ასე ვიყავი მეც... მაგრამ ეს არაა ის მომენტი როდესაც მოხალისები საჭიროებენ საქმეში ჩართვას...

მუშაობს ერთი ქართული ვერტმფრენი და ერთი აზერბაიჯანული. აზერების პილოტს რავიცი იმხელა მადლობა ეკუთვნის რომ მეტი არ არსებობს. გეგონება თავის საკუთარ სახლს აქრობდეს ისე კარგად მუშაობს. საწვავით მოამარაგა ვისოლმა. რაც გვაქვს ქვეყანას, არი ყველაფერი იქ და დამშვიდდით, მოსახლეობამდე ცეცხლი ვერ ჩამოვა. ბიჭები თავგანწირვით ცდილობენ ამ ყველაფრის პრევენციას, რაც ჯერ-ჯერობით გამოსდით! რა თქმა უნდა სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანას ჰყავს მხოლოდ 1 ვერტმფრენი და ტექნიკის როლის შესულება უწევს ცოცხალ ძალას, პოლიციას, განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტს და ა.შ. ეს ბოლო ფაქტი მაგრად ტეხავს მაგრამ არც ამის განხვილას აქვს ახლა რაიმე აზრი... ცეცხლი არ ქრება და ამას მოხალისეები ვერაფერს უშველით თქვენი იქ ყოფნით...

ქარი ყოველ დაბერვაზე თავიდან აჩენს ცეცხლს, რომელიც სხვადასხვა ფერდობზე გადადის.... მოხალისეებს დახმარება თუ გინდათ მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ ქნათ "ილოცეთ რომ იწვიმოს." შეეშვით უაზრო სტატუსების წერას. აცადეთ ხალხს გააკეთონ თავიანთი საქმე, ვინც მიცნობთ მენდეთ სიტყვაზე, რომ ყველა მთაზე მყოფი თავდაუზოგავად მუშაობს ცეცხლის ჩასაქრობად" - წერს ნიკა კოდუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ასევე წაიკითხეთ:

რა მდგომარეობაა ბორჯომის ხეობაში დილიდან - უახლესი ინფორმაცია ხანძრის ზონიდან

"ბორჯომის ტყეში ბენზინიანი ბიდონი ვიპოვეთ" - რა ინფორმაციას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს