პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ
ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბილ ქარ­თველ კა­რი­კა­ტუ­რისტს ბე­სიკ დუ­ღაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი ეძე­ბენ. მან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­შიც მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს შენ­დო­ბას სთხოვს:

"როცა და­ბა­დე­ბი­დან გეს­მის, რომ ხარ ნი­ჭი­ე­რი, როცა ცხოვ­რობ პრინ­ცი­პით "ადა­მი­ა­ნე­ბო! გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი!", როცა ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზად გაქვს მარკ ტვე­ნის სი­ტყვე­ბი:-"იცხოვ­რე ისე, რომ მე­საფ­ლა­ვე­მაც და­ი­ტი­როს შენი სიკ­ვდი­ლი"... როცა აშე­ნებ სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბას და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა თა­ვი­სი ფუნ­და­მენ­ტი­ა­ნად არა­თუ უბ­რა­ლოდ გენგრე­ვა, არა­მედ ქვეშ გი­ყო­ლი­ებს, გსრესს...

არა ბედ­ნი­ე­რე­ბა, არა ოჯა­ხი, არა წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა, არა... არა... არა... და დგე­ბი დი­ლე­მის წი­ნა­შე, რომ არ­ჩე­ვა­ნი აღარ გაქვს...

მე გავ­დი­ვარ... გავ­დი­ვარ ამა­სოფ­ლი­დან და­მარ­ცხე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბას­თან ჭი­დილ­ში!

გავ­დი­ვარ იქ, სა­ი­და­ნაც არ ბრუნ­დე­ბი­ან...

სუს­ტი და უმ­წეო აღ­მოვ­ჩნდი ამ­დენ ბრძო­ლა­ში...

მე კი უბ­რა­ლოდ სი­ცო­ცხლე მინ­დო­და, ტკბი­ლი ოჯა­ხი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, გამ­გე­ბი და გამ­ტა­ნი მე­უღ­ლე, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა... შვი­ლე­ბის აწ­მყო­თი და მო­მავ­ლით ტკბო­ბა... მშვი­დი სი­ბე­რე...

დე მე ვიყო ბოლო...

შე­მინ­დეთ... და მო­მიხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში

წა­ვე­დი! თქვე­ნი ბე­სიკ (ტატო) დუ­ღაშ­ვი­ლი"

პოსტს უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. კო­მენ­ტა­რებ­ში მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი წე­რენ, რომ დუ­ღაშ­ვილს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი თან არ წა­უ­ღია, თა­ვად არც სახ­ლშია, არა­ვინ იცის მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 6 სა­ა­თია ეძე­ბენ მას. ამას­თან, ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­ი­წყეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მაც, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით კა­რი­კა­ტუ­რისტს ინ­ტენ­სი­უ­რად ეძე­ბენ.

ბე­სიკ დუ­ღაშ­ვი­ლის და წერს, რომ და­კარ­გუ­ლი ჯერ არ უპო­ვი­ათ და სთხოვს ყვე­ლას, ვინც რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს მის შე­სა­ხებ, დარ­ე­კოს ნო­მერ­ზე: 5 99 542 544

დუ­ღაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბი­ლი კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ავ­ტო­რია. ის აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

ცნობილი კარიკატურისტის გამოსამშვიდობებელი წერილი ფეისბუქზე - ბესიკ დუღაშვილს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ ქართველ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ახლობლები ეძებენ. მან რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, რომელშიც მეგობრებს და ახლობლებს შენდობას სთხოვს:

"როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით "ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!", როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-"იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი"... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...

არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა... და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...

მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!

გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...

სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...

მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...

დე მე ვიყო ბოლო...

შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში

წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი"

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მეგობრები და ახლობლები წერენ, რომ დუღაშვილს მობილური ტელეფონი თან არ წაუღია, თავად არც სახლშია, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი და დაახლოებით 6 საათია ეძებენ მას. ამასთან, ძებნის ღონისძიებები დაიწყეს სამართალდამცველებმაც, შსს-ს ინფორმაციით კარიკატურისტს ინტენსიურად ეძებენ.

ბესიკ დუღაშვილის და წერს, რომ დაკარგული ჯერ არ უპოვიათ და სთხოვს ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს მის შესახებ, დარეკოს ნომერზე: 5 99 542 544

დუღაშვილი პოლიტიკოსების ცნობილი კარიკატურების ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს