Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს
"ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს

აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ" სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბით არის ცნო­ბი­ლი, ცნო­ბილ პიარ-მე­ნე­ჯერს თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძეს სკან­და­ლურ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს. საქ­მე ეხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია Red Nose Day Georgia-ს და აქ­ცი­ი­დან შე­მო­სულ თან­ხებს. რო­გორც სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი წერს, ბაღ­და­ვა­ძემ კამ­პა­ა­ნი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი მო­ი­პა­რა.

"სულ ყვე­ლა­ფერ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა!!!!!!!!!!!!!! ამ წლის იან­ვარ­ში და­მი­კავ­შირ­და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი Tayona Bagdavadze და შე­მომ­თა­ვა­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია Red Nose Day Georgia. აიღო ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მე მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. მთლი­ა­ნად შეგ­რო­ვი­ლი ფული უნდა გად­მო­ე­ცა ჩემ­თვის და მე ამ ფუ­ლით უნდა მე­ყი­და მიწა, რო­მელ­ზეც უნდა ამე­შე­ნე­ბი­ნა შე­ნო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თათ­ვის. ამ კამ­პა­ნი­ის დამ­თავ­რე­ბი­სას ანუ ზუს­ტად ერთი თვის შემ­დეგ, გუ­შინ­დელ დღემ­დე მე­უბ­ნე­ბო­და რომ არ არის სრუ­ლად ფული ამო­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ქსე­ლი­დან და ცოტა ხანს და­მე­ცა­და. გუ­შინ და­მი­ბა­რა თა­ვის­თან ოფის­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და მი­თხრა რომ სულ კამ­პა­ნი­ი­დან შეგ­როვ­და 75000 ლარი ანუ სულ გა­ი­ყი­და 15000 ცხვი­რი ამ 75000 ლა­რი­დან მე გად­მო­მე­ცა სულ 35000 ლარ­ზე ოდ­ნავ მეტი თუ არ ვცდე­ბი 300 ლა­რით, რო­მე­ლიც ახ­ლაც მე მაქვს. და­ნარ­ჩე­ნი რო­გორც მი­თხრა არის ჩა­მო­ტა­ნის ხარ­ჯე­ბი და 10000 ლარი გა­დას­ცა ავად­მყოფ ბავ­შვს სა­ო­პე­რა­ცი­ოდ.

მე ვუ­ყუ­რე რომ მარ­თლა მთელ სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ცხვი­რი ეკე­თა, მარ­ტო მე ბევ­რი კომ­პა­ნია და­მი­კავ­შირ­და ცხვი­რე­ბის სა­ყი­დად რო­მე­ლე­ბიც თე­ო­ნას­თან გა­და­ვა­მი­სა­მარ­თე. იყი­დე­ბო­და მა­ი­სუ­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბი იხ­დიდ­ნენ სას­პონ­სო­რო თან­ხებს და მარ­თლა ათა­სო­ბით ფული გროვ­დე­ბო­და. ეჭვი გა­მიჩ­ნდა რომ თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძემ ბევ­რი ფული მოგვპა­რა მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას, ჩემი აზ­რით მი­ნი­მუმ 35000 ლარი. და­ვა­დე­ქი დღეს და ვუ­თხა­რი რომ ამ მო­პა­რულ ფულს თუ არ და­აბ­რუ­ნებ­და, გა­ვა­კე­თებ­დი გან­ცხა­დე­ბას და საქ­მეს გა­დავ­ცემ­დი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს. თუ და­აბ­რუ­ნებ­და, კა­ცუ­რად არა­ფერს ვი­ტყო­დი და სათ­ქმე­ლიც აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ბო­ლო­ბო­ლო იქ­ნებ მარ­თლა გა­მორ­ჩა სად­მე ეს ფული.

ჯერ მი­თხრა რომ ამ ფულს ვი­სეს­ხებ და მოგ­ცე­მო, მერე ეტყო­ბა ვი­ღა­ცა თა­ვის­ზე ჭკვი­ა­ნი ნახა და გა­მო­ა­ცხა­და მარ­თა­ლი ვარ და ქურ­დი არ ვარო. ხვალ დავ­წერ გან­ცხა­დე­ბას და ხალ­ხის სა­ხე­ლით ვუ­ჩივ­ლებ ამ ადა­მი­ანს, რო­მელ­ზეც ჩემი პი­რა­დი აზრი გა­მაჩ­ნია რომ მო­ი­პა­რა თა­ვის­თვის, ხალ­ხის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბის­თვის, უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის და ობ­ლე­ბის­თვის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფული. ეხლა მე­უბ­ნე­ბა მა­შან­ტა­ჟე­ბო, ვი­თომ ჩემი ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ვთხოვ.

მე ვამ­ბობ - თუ ძი­ე­ბა და­ად­გენს რომ ამ კამ­პა­ნი­ი­დან 15000 ცხვი­რი გა­ი­ყი­და და მეტი არა­ფე­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ ყო­ფი­ლა, თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე მარ­თა­ლია რომ ხალ­ხს 35000 ლა­რის მეტი არ ეკუთ­ვნო­და ამ­დე­ნი ათე­უ­ლი ათა­სი­დან და მე ქურ­დო­ბას ვაბ­რა­ლებ, ჩე­მით მო­ვიკ­ლავ თავს, ან ჩავ­ჯდე­ბი სა­მუ­და­მოდ ცი­ხე­ში. მაგ­რამ თუ გა­ირ­კვა რომ იტყუ­ე­ბა და ამ­დენ ხალ­ხს გვა­დე­ბი­ლებს, პი­რო­ბას გაძ­ლევთ რომ კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით და­ის­ჯე­ბა!

სა­თი­თა­ოდ ვი­პო­ვი ყვე­ლა ცხვი­რის მყიდ­ველს, სა­თი­თა­ოდ ვი­პო­ვი ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას და სა­თი­თა­ოდ და­ვით­ვლი ყვე­ლა ჩა­რი­ცხულ ლარს. მეტი არ მინ­და სად­მე ლა­რი­ა­ნი ვნა­ხო და­კარ­გუ­ლი, მთელ ფულს უკან და­აბ­რუ­ნებს და კა­ნო­ნი დას­ჯის. თუ მე ავ­ტე­ხე ტყუ­ი­ლად წი­ვი­ლი კი­დევ უფ­ლე­ბას გაძ­ლევთ ფე­ხე­ბით დამ­კი­დოთ მო­ე­დან­ზე. ჩემი ამ ფუ­ლი­დან ერთი ლარი არ ყო­ფი­ლა, ეს ხალ­ხის შეგ­რო­ვი­ლია და ქურ­დო­ბის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ! მე ინ­ტე­რე­სიც კი არ მაქვს არა­ფე­რი, იმის გარ­და რომ დაგ­პირ­დით შე­ნო­ბა იქ­ნე­ბა­თქო და ასეც მოხ­დე­ბა. ჩემს დე­დას გე­ფი­ცე­ბით ასე მოხ­დე­ბა. პირ­ვე­ლად შე­ვე­ჩე­ხე ადა­მი­ანს ჩამ­წე­რე­ბით, გა­მომ­წვე­ვი ლა­პა­რა­კით და კი­დევ აქეთ შე­მო­ტე­ვით რომ ვა­შან­ტა­ჟებ ))) ეს იმის­თვის დავ­წე­რე რომ თქვე­ნი ფუ­ლია ეს და უნდა იცო­დეთ ვის აქვს! ყო­ველ­თვის ასე იყო რაც მიც­ნობთ და ყო­ველ­თვის ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ბო­დი­ში რა, შუბ­ლზე არა­ვის აწე­რია ვინ ვინ არის და კი­დევ კარ­გი რომ კა­ნო­ნი არ­სე­ბობს ამ ყვე­ლაფ­რის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად. ყვე­ლა დე­ტალს შე­გა­ტყო­ბი­ნებთ რა­საც გა­ვი­გებ! გკოც­ნით", - წერს სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი.

Ambebi.ge თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძის კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს.

"ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს

"ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას..."- აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს სკანდალურ ბრალდებას უყენებს

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც "ფეისბუქ" საზოგადოებაში საქველმოქმედო აქტივობით არის ცნობილი, ცნობილ პიარ-მენეჯერს თეონა ბაღდავაძეს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. საქმე ეხება საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia-ს და აქციიდან შემოსულ თანხებს. როგორც სინჯიკაშვილი წერს, ბაღდავაძემ კამპაანიიდან შემოსული თანხის ნაწილი მოიპარა. 

"სულ ყველაფერზე მნიშვნელოვანი განცხადება!!!!!!!!!!!!!! ამ წლის იანვარში დამიკავშირდა მარკეტინგის მენეჯერი Tayona Bagdavadze და შემომთავაზა საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia. აიღო ყველანაირი ფინანსური და სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა და მე მთხოვა დახმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში. მთლიანად შეგროვილი ფული უნდა გადმოეცა ჩემთვის და მე ამ ფულით უნდა მეყიდა მიწა, რომელზეც უნდა ამეშენებინა შენობა სოციალურად დაუცველთათვის. ამ კამპანიის დამთავრებისას ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გუშინდელ დღემდე მეუბნებოდა რომ არ არის სრულად ფული ამოღებული ყველა ქსელიდან და ცოტა ხანს დამეცადა. გუშინ დამიბარა თავისთან ოფისში, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა რომ სულ კამპანიიდან შეგროვდა 75000  ლარი ანუ სულ გაიყიდა 15000 ცხვირი  ამ 75000 ლარიდან მე გადმომეცა სულ 35000 ლარზე ოდნავ მეტი თუ არ ვცდები 300 ლარით, რომელიც ახლაც მე მაქვს. დანარჩენი როგორც მითხრა არის ჩამოტანის ხარჯები და 10000 ლარი გადასცა ავადმყოფ ბავშვს საოპერაციოდ.

მე ვუყურე რომ მართლა მთელ საქართველოს წითელი ცხვირი ეკეთა, მარტო მე ბევრი კომპანია დამიკავშირდა ცხვირების საყიდად რომელებიც თეონასთან გადავამისამართე. იყიდებოდა მაისურები, კომპანიები იხდიდნენ სასპონსორო თანხებს და მართლა ათასობით ფული გროვდებოდა. ეჭვი გამიჩნდა რომ თეონა ბაღდავაძემ ბევრი ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას, ჩემი აზრით მინიმუმ 35000 ლარი. დავადექი დღეს და ვუთხარი რომ ამ მოპარულ ფულს თუ არ დააბრუნებდა, გავაკეთებდი განცხადებას და საქმეს გადავცემდი საგამოძიებო ჯგუფს. თუ დააბრუნებდა, კაცურად არაფერს ვიტყოდი და სათქმელიც აღარაფერი იქნებოდა, ბოლობოლო იქნებ მართლა გამორჩა სადმე ეს ფული.

ჯერ მითხრა რომ ამ ფულს ვისესხებ და მოგცემო, მერე ეტყობა ვიღაცა თავისზე ჭკვიანი ნახა და გამოაცხადა მართალი ვარ და ქურდი არ ვარო. ხვალ დავწერ განცხადებას და ხალხის სახელით ვუჩივლებ ამ ადამიანს, რომელზეც ჩემი პირადი აზრი გამაჩნია რომ მოიპარა თავისთვის, ხალხის მიერ შეგროვებული ავადმყოფებისთვის, უსახლკაროებისთვის და ობლებისთვის შეგროვებული ფული. ეხლა მეუბნება მაშანტაჟებო, ვითომ ჩემი ფულის დაბრუნებას ვთხოვ.

მე ვამბობ - თუ ძიება დაადგენს რომ ამ კამპანიიდან 15000 ცხვირი გაიყიდა და მეტი არაფერი შემოსავალი არ ყოფილა, თეონა ბაღდავაძე მართალია რომ ხალხს 35000 ლარის მეტი არ ეკუთვნოდა ამდენი ათეული ათასიდან და მე ქურდობას ვაბრალებ, ჩემით მოვიკლავ თავს, ან ჩავჯდები სამუდამოდ ციხეში. მაგრამ თუ გაირკვა რომ იტყუება და ამდენ ხალხს გვადებილებს, პირობას გაძლევთ რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება!

სათითაოდ ვიპოვი ყველა ცხვირის მყიდველს, სათითაოდ ვიპოვი ყველა კომპანიას და სათითაოდ დავითვლი ყველა ჩარიცხულ ლარს. მეტი არ მინდა სადმე ლარიანი ვნახო დაკარგული, მთელ ფულს უკან დააბრუნებს და კანონი დასჯის. თუ მე ავტეხე ტყუილად წივილი კიდევ უფლებას გაძლევთ ფეხებით დამკიდოთ მოედანზე. ჩემი ამ ფულიდან ერთი ლარი არ ყოფილა, ეს ხალხის შეგროვილია და ქურდობის უფლებას არავის მივცემ! მე ინტერესიც კი არ მაქვს არაფერი, იმის გარდა რომ დაგპირდით შენობა იქნებათქო და ასეც მოხდება. ჩემს დედას გეფიცებით ასე მოხდება. პირველად შევეჩეხე ადამიანს ჩამწერებით, გამომწვევი ლაპარაკით და კიდევ აქეთ შემოტევით რომ ვაშანტაჟებ ))) ეს იმისთვის დავწერე რომ თქვენი ფულია ეს და უნდა იცოდეთ ვის აქვს! ყოველთვის ასე იყო რაც მიცნობთ და ყოველთვის ასე იქნება მომავალშიც. ბოდიში რა, შუბლზე არავის აწერია ვინ ვინ არის და კიდევ კარგი რომ კანონი არსებობს ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად. ყველა დეტალს შეგატყობინებთ რასაც გავიგებ! გკოცნით", - წერს სინჯიკაშვილი.

Ambebi.ge თეონა ბაღდავაძის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს