სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე
რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი, WBO-ს ვერ­სი­ით მსოფ­ლი­ოს დრო­ე­ბი­თი ჩემ­პი­ო­ნი ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, შე­საძ­ლოა აშშ-ში და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და რომ ნიუ-იორკში 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რომ­ლებ­საც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ურ­დო­ბა­ში, რე­კეტ­ში, მკვლე­ლო­ბა­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი არი­ან.

ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე აშშ-ში გუ­შინ გა­ემ­გზავ­რა, მას 8 ივ­ლისს აშშ-ში შე­ჯიბ­რი აქვს. გამ­გზავ­რე­ბამ­დე სპორ­ტსმენ­მა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მი­მარ­თვა და­წე­რა და აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აი, რას წერს სპორ­ტსმე­ნი პოს­ტში:

"ვტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს და მივ­დი­ვარ, რათა ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო რომ ქარ­თვე­ლი ვარ! მად­ლო­ბა ჩემს მე­გობ­რებს გვერ­დში დგო­მის­თვის და მად­ლო­ბა თქვენ, რომ ხართ! მეტი პო­ზი­ტი­ვი, მეტი გა­მარ­ჯვე­ბა, ერო!" - წერს ხურ­ცი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, სპორ­ტსმე­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რო­გორც მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, "გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს აქვს მი­თი­თე­ბა, რომ ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში. რო­გორც კი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვაწ­ვდის გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო. სა­კონ­სუ­ლო აუ­ცი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან ჩა­ერ­თვე­ბა ამ საქ­მე­ში და და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გაც­ნო­ბებთ", - აღ­ნიშ­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

სპორ­ტსმე­ნის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ მისი ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს:

"არა­ფე­რი ვიცი, ავთო სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კა­ში გუ­შინ, დი­ლის 4 სა­ათ­ზე გა­ემ­გზავ­რა. 8 ივ­ლისს აშშ-ში შე­ჯიბ­რი აქვს. სხვა მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ჩაფ­რე­ნი­სა­თა­ნა­ვე ვე­სა­უბ­რეთ და გვი­თხრა, რომ კარ­გად იმ­გზავ­რა,"- გა­ნა­ცხა­და სპორ­ტსმე­ნის დე­დამ მაყ­ვა­ლა ხურ­ცი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის მშობ­ლე­ბი სპორ­ტსმე­ნის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბა­ზე

ვლა­დი­მერ ხურ­ცი­ძის მე­გობ­რის იო­სებ კო­ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბი­ჭე­ბი შე­საძ­ლოა "გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოყ­ვნენ":

"შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლი და გვა­რი ემ­თხვე­ო­დეს, ან რა­ღაც ოპე­რა­ცი­ის დროს მა­სა­ში მოყ­ვა. რად უნ­დო­და "ბან­დი­ტო­ბა" და ასე­თე­ბი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, ფუ­ლი­ცა აქვს და ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი ვერ­სი­აა, რომ თუ და­კა­ვე­ბუ­ლია, მა­შინ რა­ღაც არას­წორ ად­გილ­ზე მოხ­ვდა მა­სა­ში, შე­საძ­ლოა ოპე­რა­ცი­ის დროს", - გა­ნა­ცხა­და იო­სებ კო­ბე­რი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: "რად უნ­დო­და "ბან­დი­ტო­ბა"? მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია, ფუ­ლიც აქვს..." - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძის მე­გო­ბა­რი სპორ­ტსმე­ნის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

რა დაწერა ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" საქართველოდან აშშ-ში გამგზავრებამდე

ქართველი სპორტსმენი, WBO-ს ვერსიით მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე, შესაძლოა აშშ-ში დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რომ ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდები არიან, რომელთაც ურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

დაკავებულებს შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი სპორტსმენები - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.

ავთანდილ ხურციძე აშშ-ში გუშინ გაემგზავრა, მას 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. გამგზავრებამდე სპორტსმენმა ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვა დაწერა და აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. აი, რას წერს სპორტსმენი პოსტში:

"ვტოვებ საქართველოს და მივდივარ, რათა ყველას გავაგებინო რომ ქართველი ვარ! მადლობა ჩემს მეგობრებს გვერდში დგომისთვის და მადლობა თქვენ, რომ ხართ! მეტი პოზიტივი, მეტი გამარჯვება, ერო!" - წერს ხურციძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

აღსანიშნავია რომ, სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრმა განაცხადა, "გენერალურ საკონსულოს აქვს მითითება, რომ ჩაერთოს პროცესში. როგორც კი იქნება დამატებითი დეტალები მოგვაწვდის გენერალური საკონსულო. საკონსულო აუცილებლად შესაბამის სტრუქტურებთან ჩაერთვება ამ საქმეში და დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გაცნობებთ", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

სპორტსმენის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს:

"არაფერი ვიცი, ავთო საქართველოდან ამერიკაში გუშინ, დილის 4 საათზე გაემგზავრა. 8 ივლისს აშშ-ში შეჯიბრი აქვს. სხვა მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩაფრენისათანავე ვესაუბრეთ და გვითხრა, რომ კარგად იმგზავრა,"- განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

წაიკითხეთ: რა ინფორმაციას ფლობენ ავთანდილ ხურციძის მშობლები სპორტსმენის შესაძლო დაკავებაზე

ვლადიმერ ხურციძის მეგობრის იოსებ კობერიძის განმარტებით, ბიჭები შესაძლოა "გაუგებრობაში მოყვნენ":

"შესაძლოა უბრალოდ სახელი და გვარი ემთხვეოდეს, ან რაღაც ოპერაციის დროს მასაში მოყვა. რად უნდოდა "ბანდიტობა" და ასეთები, მსოფლიო ჩემპიონია, ფულიცა აქვს და ყველაფერი. ჩემი ვერსიაა, რომ თუ დაკავებულია, მაშინ რაღაც არასწორ ადგილზე მოხვდა მასაში, შესაძლოა ოპერაციის დროს", - განაცხადა იოსებ კობერიძემ.

წაიკითხეთ: "რად უნდოდა "ბანდიტობა"? მსოფლიო ჩემპიონია, ფულიც აქვს..." - ავთანდილ ხურციძის მეგობარი სპორტსმენის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს