პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა
"ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა

9 მა­ისს ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 მე­შახ­ტე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა შახ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს. და­ღუ­პუ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა, 45 წლის ალექ­სან­დრე ჭე­იშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც ცოლი და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. ცოლი და ორი შვი­ლი დარ­ჩა 55 წლის გიზო კუბ­ლაშ­ვილს. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ასე­ვე 56 წლის გიზო გუ­ბე­ლი­ძე. მა­საც მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. 57 წლის ბიქ­ტორ და­ღუნ­და­რი­ძეს ასე­ვე მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავ­და.

მოხმდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თინა სი­ხა­რუ­ლი­ძის ემო­ცი­უ­რი ჩა­ნა­ხა­ტი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა.

"მკვდა­რი მე­შახ­ტის ცო­ლე­ბო, გო­გო­ე­ბო, ქა­ლე­ბო,

აი, აქ ვარ ოთხთა­გან ერთი მე­შახ­ტის ცოლი და გე­ლა­პა­რა­კე­ბით.

ჩემი კა­ციც წა­ვი­და იმ დი­ლით და აღარ დაბ­რუნ­და.

წა­ი­ღო ერთი ქილა ლო­ბიო თა­ვის­თვის და ძმა­კა­ცე­ბის­თვის, ერთი პური და მე­ო­თხე­დი წვე­ლა ყვე­ლი.

ჩა­ა­ლა­გა ტყუ­ი­ლი ადი­და­სის გა­ქე­ქილ ზურგჩან­თა­ში და წა­ვი­და.

და­ტო­ვა მა­ღა­ზი­ის ვალი და ბი­ჭის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ლეკვს აჩუ­ქებ­და.

გო­გოს­თვის წარ­თმე­უ­ლი სი­გა­რე­ტი მო­სა­წე­ვად არ წა­ი­ღო, გა­და­ყა­რა და თქვა, დღე­ი­დან ამ სახ­ლში აღა­რა­ვინ აღარ მო­წევ­სო.

ვი­ჩხუ­ბეთ იმ დღეს,

იცო­დი შენ, რომ ჩვე­ნი გოგო ეწე­ო­და და არ მი­თხა­რიო.

არ ვი­ცო­დი-მეთ­ქი, ვერ და­ვა­ჯე­რე და გა­ვე­ბუ­ტე.

მბრძა­ნე­ბე­ლი ხარ-მეთ­ქი ამ ოჯახ­ში,

ორი კა­პი­კი შე­მო­გაქვს და თავი მეფე გგო­ნია, მე კი შენი მონა-მეთ­ქი, ეს ვუ­თხა­რი ბო­ლოს.

გა­ვაგ­რძე­ლე ლო­ბი­ოს შე­კაზმვა და ბი­ჭის პი­რით შე­ვუთ­ვა­ლე, დიდო მე­ფეო, ხვალ შე­გიძ­ლია ლო­ბიო წა­ი­ღო-მეთ­ქი საგ­ზლად.

აღა­რა­ფე­რი უთ­ქვამს, ეწყი­ნა ლა­მა­ზად, რო­გორც იცო­და ხოლ­მე,

თვა­ლის კუ­თხე­ებ­თან შავი ნა­ო­ჭე­ბი უფრო ჩა­უ­მუქ­და, ნი­კა­პი აუ­კან­კალ­და, კედ­ლის­კენ მი­ი­ხე­და და არ ვიცი რა იფიქ­რა.

ადგა დი­ლით ხმა­უ­რით, უნ­დო­და გამ­ღვი­ძე­ბო­და და გა­მოვ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი.

მე კი, მე­ო­რე მხა­რეს გა­დატ­რი­ა­ლე­ბულს, თვა­ლე­ბი მაგ­რად და­მე­ხუ­ჭა და არ ვა­პი­რებ­დი შე­რი­გე­ბას მის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე. ვი­ცო­დი, დაბ­რუ­ნე­ბულ­ზე მო­მი­ტან­და შო­კო­ლადს ან ლა­მაზ წინ­დებს

და მე ვე­ტყო­დი, შე­გი­რიგ­დი, ბიჭო, აბა რა ვქე­ნი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.

გა­ე­ღი­მე­ბო­და მა­საც და თმას ამი­რევ­და დაღ­ლი­ლი ხე­ლე­ბით.

ასე­თი მქონ­და მე გეგ­მა და დუ­მი­ლით გა­ვა­ცი­ლე ქმა­რი.

წა­ვი­და უთ­ქმე­ლი, სა­ბა­ნი შე­მის­წო­რა და წა­ვი­და.

და­მი­ტო­ვა სახ­ლი, და­მი­ტო­ვა შვი­ლე­ბი და იფ­რი­ნა 400 მეტ­რი.

არ შე­ვუ­რიგ­დი ჩემს ქმარს, ბნელ გვი­რა­ბებ­ში ისე გა­ვუშ­ვი.

არ შე­ვუ­რიგ­დი ჩემს კაცს, არ გა­ვუ­ნე­ლე კა­ცუ­რი დარ­დი,

არ გა­ვა­ყო­ლე ჩვე­უ­ლი კოც­ნა.

მარ­ტო ერთი ქილა ლო­ბიო გა­ვა­ტა­ნე.

და ჩვენ­ში ხომ ქელე­ხე­ბიც სულ ლო­ბი­ო­თი იცი­ან...

და­ვუ­წყობ ახლა სუფ­რა­ზე ცხელ კოც­ნებს, რაც აქამ­დე მი­კოც­ნია და რაც აწი უნდა მე­კოც­ნა.

ლო­ბი­ოს ვერ გა­ვა­კე­თებ, ქა­ლე­ბო, ლო­ბი­ოს რო­გორ შევ­ხე­დო დღე­ის მერე, გო­გო­ე­ბო...

და ახლა რა ვქნა, რო­მე­ლი ლეკ­ვი ვუ­ყი­დო ჩვენს ბიჭს, ორ კვი­რა­ში რომ ხუ­თის ხდე­ბა,

რა ვას­წავ­ლო ჩემს თო­თხმე­ტი წლის გო­გოს კა­ცებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­გორ და­ვუ­შა­ლო მო­წე­ვა, დარ­დის ჩაკ­ვლა ობოლ გო­გოს...

რა კუ­ბო­ში ჩა­ვაწ­ვი­ნო ჩემი და­ბეგ­ვი­ლი კაცი, რომ შვი­ლებ­მა ვერ და­ი­ნა­ხონ...

თქვენ ხომ შე­რი­გე­ბუ­ლი გა­უშ­ვით თქვე­ნი ნა­ტან­ჯი კა­ცე­ბი, თქვე­ნი მეფე კა­ცე­ბი, გო­გო­ე­ბო?

ხომ გა­ა­ტა­ნეთ ფრთე­ბად თქვე­ნი კოც­ნე­ბი, ხომ გა­ა­ტა­ნეთ ბა­ლი­შე­ბად თქვე­ნი თმე­ბის სიმ­სუ­ბუ­ქე, თქვე­ნი მკერ­დის სირ­ბი­ლე?".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: 2010 წლი­დან დღემ­დე, ტყი­ბუ­ლის მა­ღა­რო­ში და­ი­ღუ­პა 20, ხოლო და­შავ­და 19 ადა­მი­ა­ნი - ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა

"ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა

9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭეიშვილი იყო, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარჩა. ცოლი და ორი შვილი დარჩა 55 წლის გიზო კუბლაშვილს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე 56 წლის გიზო გუბელიძე. მასაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

მოხმდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში თინა სიხარულიძის ემოციური ჩანახატი გავრცელდა, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა.

"მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,

აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.

ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.

წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი.

ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.

დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.

გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო.

ვიჩხუბეთ იმ დღეს,

იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.

არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.

მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,

ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.

გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.

აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,

თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.

ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.

მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს

და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.

გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.

ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.

წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.

დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.

არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.

არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,

არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.

მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.

და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან...

დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.

ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო...

და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,

რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს...

რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ...

თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?

ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?".

წაიკითხეთ ასევე: 2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

როგორი კაბები ეცვათ ანუკი არეშიძესა და სალომე ღვინიაშვილს მეგობრის ქორწილში - სტილი, რომელიც "ინსტაგრამზე“ ფავორიტი გახდა (ფოტოები)

"არასოდეს ისვენებდა, ერთ-ერთი "შვებულების" დროს საძინებლიდან ნოდოს კისკისი მომესმა" - ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა