მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა
"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებს - ემ­ზარ კვი­ცი­ან­სა და გიგა ბო­კე­რი­ას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა სუს-ის უფ­რო­სის ან­გა­რი­შის მოს­მე­ნის და­ხურ­ვის სა­კი­თხმა გა­მო­იწ­ვია.

ან­გა­რი­შის მოს­მე­ნის და­ხურ­ვის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, სხდო­მა ღია რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­დე­ბო­და თუ და­ხუ­რულ­ში, ვი­ნა­ი­დან დარ­ბაზ­ში უცხო ქვეყ­ნის რე­ზი­დენ­ტი იჯდა, რა კონ­ტექ­სტშიც გიგა ბო­კე­რი­ა­ზე მი­უ­თი­თა. ამას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მხრი­დან სი­ცი­ლი, უშუ­ა­ლოდ ბო­კე­რი­ას მხრი­დან კი კვი­ცი­ა­ნის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა, რა­მაც კვი­ცი­ა­ნის გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" წევ­რმა ბო­კე­რი­ას­თან მის­ვლა და­ა­პი­რა, თუმ­ცა ის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს, იქამ­დე კი მან ბო­კე­რი­ას მი­სა­მარ­თით წყლით სავ­სე ჭიქა ის­რო­ლა.

რო­გორც ჩანს, კვი­ცი­ან­მა ოპო­ნენ­ტე­ბის მი­სა­მარ­თით არა მხო­ლოდ პლასტმა­სის ჭიქა ის­რო­ლა. "მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის - ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ­დე­ბა ფოტო მი­ნა­წე­რით: "ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის "სა­ჩუ­ქა­რი". ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია კალ­მის თავ­სა­ხუ­რი, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ინი­ცი­ა­ლე­ბით.

დე­პუ­ტა­ტი ოთარ კო­ბა­ხი­ძე ამ ფაქ­ტზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"კვი­ცი­ან­მა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და­ვა­ლე­ბით დად­გა შოუ სხდო­მის და­სა­ხუ­რად და გვეს­რო­ლა კალ­მის თავ­სა­ხუ­რი. რო­გორც ჩანს, რა­ღა­ცას წერს-ხოლ­მე კი­დეც. ან, რო­გორც მი­ნი­მუმ, უჯრებს აფე­რა­დებს. თან უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე ყვი­რო­და, მოს­კო­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტი".

ასე­ვე ნა­ხეთ: პარ­ლა­მენ­ტში ემ­ზარ კვი­ცი­ან­მა გიგა ბო­კე­რი­ას ჭიქა ეს­რო­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

"ემზარ კვიციანის "საჩუქარი" - დეპუტატმა ოპონენტებს სახელობითი კალმის თავსახური ესროლა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.

როგორც ჩანს, კვიციანმა ოპონენტების მისამართით არა მხოლოდ პლასტმასის ჭიქა ისროლა. "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება ფოტო მინაწერით: "ემზარ კვიციანის "საჩუქარი". ფოტოზე ასახულია კალმის თავსახური, ემზარ კვიციანის ინიციალებით.

დეპუტატი ოთარ კობახიძე ამ ფაქტზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"კვიციანმა ქართული ოცნების დავალებით დადგა შოუ სხდომის დასახურად და გვესროლა კალმის თავსახური. როგორც ჩანს, რაღაცას წერს-ხოლმე კიდეც. ან, როგორც მინიმუმ, უჯრებს აფერადებს. თან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ყვიროდა, მოსკოვიდან დაბრუნებული დეპუტატი".

ასევე ნახეთ: პარლამენტში ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს