მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს
"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­პა­ტიმ­რეს. კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც სა­სა­მარ­თლომ ის დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" კი­დევ ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე თა­ვი­სუფ­ლე­ბის 4 წლით აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

მე­გობ­რის და­კა­ვე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე. რო­გორც ის წერს, მასა და კერ­ვა­ლიშ­ვილს შო­რის, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მი­მო­წე­რა შედ­გა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­და და და­პა­ტიმ­რე­ბის­თვის მზად იყო:

"ზუს­ტად იცო­და, რომ დღეს და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ. ბარ­გით მი­ვი­და სა­სა­მარ­თლო­ზე. სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნი­და, მისი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე, თავს ვერ ვი­კა­ვებ და მე­ტი­რე­ბა. ესეც ჩემი და რუ­სოს დღე­ვან­დე­ლი მი­მო­წე­რა", - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" და მი­მო­წე­რის ფო­ტოს ასა­ჯა­რო­ვებს.

მი­მო­წე­რა­ში კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ხერ­ხე­უ­ლი­ძეს წერს: "ეკა, იმ­დე­ნი მტან­ჯეს, 4 წელი, 140 პრო­ცე­სი... ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც კარ­გად იქ­ნე­ბა! სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, და­ნარ­ჩე­ნი გაძ­ლე­ბა"

სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტის ეპი­ზოდ­ზე, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბი­სა და თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის მუხ­ლით ჰქონ­დათ წარ­დგე­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88"-ის კუთ­ვნი­ლი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და.

ბრალ­დე­ბუ­ლებს თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლებს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს თავ­დებ­ში პარ­ლა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ჩა­უდ­გა, რის შემ­დე­გაც საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლა.

მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი 150-150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს, გი­რა­ოს პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო ჩა­მო­არ­თვა და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში მი­მარ­თა.

წა­ი­კი­თხეთ:

კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი­სა და რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს "ფე­ის­ბუქ­ში" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

ხმა­უ­რი სა­სა­მარ­თლო­ში და ატი­რე­ბუ­ლი ლელა კი­ლა­ძე - რა ხდე­ბო­და რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი-კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ

"იმის­თვის, რომ 29 ათა­სი დო­ლა­რი მე­შო­ვა და ამათ­თვის შე­მე­წი­რა, 6 წელი გა­და­სახ­ლე­ბა­ში ვი­ცხოვ­რე" - "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს გა­ნა­ჩე­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ

ბნელებო!-ს
0

ღმერთო, მადლობა 2012 წლის 1 ოქტომბრისათვის

"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს

"იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი..." - რას წერდა სასამართლო პროცესამდე რუსუდან კერვალიშვილი ეკა ხერხეულიძეს

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მეგობრის დაკავებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო:

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე, თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა", - წერს ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე" და მიმოწერის ფოტოს ასაჯაროვებს.

მიმოწერაში კერვალიშვილი ხერხეულიძეს წერს: "ეკა, იმდენი მტანჯეს, 4 წელი, 140 პროცესი... ყველაფერი მაინც კარგად იქნება! სიცოცხლე მხოლოდ ღირებულებებია, დანარჩენი გაძლება"

სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

წაიკითხეთ:

კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს "ფეისბუქში" ეხმაურებიან

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"