მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
რა ხდებოდა "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

28 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

ამ ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის კონ­ტექ­სტში, მათ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას:

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი:

მე არ ვიცი, ვის რა­ტომ მოგ­წონთ ევ­რო­პა... ან რა­ტომ იღ­ვწით ევ­რო­პი­სათ­ვის.

ზოგს, შე­საძ­ლოა, მარ­ტი­ვად ში­ფინ­გი­სათ­ვის ეჩ­ქა­რე­ბა ევ­რო­პა დღეს... ზოგს - ვთქვათ სა­მუ­შა­ოს­კენ მი­ურ­ბის ფეხი.

მე ჩემი მაქვს მი­ზე­ზი - ჩემ­თვის არ მინ­და ეს ევ­რო­პა...

ოღონდ, მარ­თლა არ მინ­და, რად­გან პი­რა­დად მე, როცა მინ­და, სა­დაც მინ­და და რამ­დე­ნი ხნი­თაც მინ­და, იქ წა­ვალ არ­სე­ბუ­ლი ვი­ზით.

მე მათ­თვის მინ­და, 1991 წლის 9 აპ­რი­ლი­დან ვინც და­ი­ბა­და და მო­მა­ვალ­ში და­ი­ბა­დე­ბა.

წერ­ტი­ლი.

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ეს "ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­აც" მოხ­და, რო­გორც იქნა. გი­ლო­ცავთ და გი­ლო­ცავთ. ერთი ოც­ნე­ბა მაქვს ახლა (ნუ ორი, მაგ­რამ ჯერ ერ­თზე ვი­ტყვი) - ძა­ლი­ან მინ­და ამ დიდ სი­კე­თე­ზე შეძ­ლე­ბუ­ლი კლა­სის და ე.წ. იაპი-ჯგუ­ფე­ბის გარ­და ( "yuppie", short for "young urban professional" or "young upwardly-mobile professional") ბევრ ახალ­გაზ­რდა­საც მი­უწ­ვდე­ბო­დეს ხელი - სტუ­დენ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლა­ქი­დან. უბ­რა­ლოდ სა­ხე­ტი­ა­ლოდ შეძ­ლონ წას­ვლა, იაფი გზე­ბით, იაფი ტრან­სპორ­ტით, იაფ ჰოს­ტე­ლებ­ში. თა­ვის დრო­ზე მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ვი­ხე­ტი­ა­ლე ასე, ხში­რად სულ მარ­ტომ და ვიცი რო­გო­რი კარ­გი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ამ­ბა­ვი - უცხო ქა­ლა­ქე­ბი, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ახა­ლი ატ­მოს­ფე­რო და ბევ­რი ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დენ­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ჭირ­ვე­ბა­შია, მოგ­ზა­უ­რო­ბა კი­ა­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დია გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა. მაგ­რამ რად­გან ყვე­ლა ვზე­ი­მობთ, მეც დავ­წე­რე ჩემი ოც­ნე­ბა. (კი­დევ პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე მინ­დო­და მეთ­ქვა, რა კარ­გი იქ­ნე­ბა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის წლებ­ში შეძ­ლონ უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა-მეთ­ქი. მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პენ­სი­ო­ნე­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე ასე­თი ოც­ნე­ბაც კი სარ­კას­ტუ­ლად ჟღერს. სამ­წუ­ხა­როდ.)

გრი­გოლ გე­გე­ლია, ის­ტო­რი­კო­სი:

"მე და­მივ­ლია ევ­რო­პა და ბევრ ჩი­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, ბევრ აღმტაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მი­ტა­რე­ბია თვე­ე­ბი და წლე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­გან და ყო­ველ­თვის, სა­დაც კი ვყო­ფილ­ვარ, ერთი სა­გა­ნი მქო­ნია: შენ­თვის დამ­ზა­დე­ბა, შენ­თვის სამ­სა­ხუ­რი, შენი სარ­გებ­ლო­ბა"

ნიკო ნი­კო­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს... ცრემ­ლი მად­გე­ბა, როცა ეს სი­ტყვე­ბი ჩა­მეს­მის ყურ­ში. აი, ასე უნდა და­ვი­ა­როთ ჩვენც ევ­რო­პა. მეტი ევ­რო­პა უნდა გახ­დეს მეტი კე­თილ­დღე­ო­ბის და მეტი პროგ­რე­სის სა­წინ­და­რი.

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

ძვირ­ფა­სო ევ­რო­პა, გთხოვ ამი­ე­რი­დან აღარ და­უშ­ვა ფო­ნოგ­რა­მა­ზე სიმ­ღე­რა, გთხოვ. ვინც იმ­ღე­რებს იმ­სა­ათ­ში პან­ჩუ­რი ეს თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს, კარგგ მომ­ღე­რალს, კარგ აპა­რა­ტუ­რას, კარგ გახ­მო­ვა­ნე­ბის ინ­ჟი­ნერს, კარგ ხმის რე­ჟი­სორს და ხა­რის­ხი­ან შოუს. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს მთა­ვა­რია მო­ვინ­დო­მოთ, ვიშ­რო­მოთ და არ­დაგ­ვე­ზა­როს, არა­ვის არ ვკბენ და არ ვყოყლო­ჩი­ნობ....

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი თავ­მდჯო­მა­რე:

გი­ლო­ცავთ ყვე­ლას ამ ის­ტო­რი­ულ დღეს!!! კარ­გი გან­წყო­ბის­თვის იყოს ესეც

"აღა­რა მაქვს

სა­გუ­ლე­ში გული,

მო­მაშ­ვე­ლე

ო, ევ­რო­პა, ფული"!..

გ.ტა­ბი­ძე

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ეი­ფე­ლი­ან" ფო­ტოს ვე­ძებ­დი ამ დრო­შის მი­სა­წე­ბებ­ლად, სმო­უ­ქი აი­ზე­ბით, ლატე, შმა­ტე, კრუ­ა­სა­ნე­ბით. მერე ამ ფო­ტოს წა­ვა­წყდი. ჰოდა, ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბიც კი კარ­გია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ევ­რო­პა მისი ლაღი, აკუ­რა­ტუ­ლი, ლა­მა­ზი და ჯან­სა­ღი სოფ­ლე­ბის გამო მომ­წონს. ჰოდა, ჩვენს სოფ­ლებს სჭირ­დე­ბა ევ­რო­პა. ალ­ბათ ამის თქმა მინ­და.

ლალი მო­როშ­კი­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ვზი­ვარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და მოვ­თქვამ ცხა­რე ცრემ­ლით...

მახ­სენ­დე­ბა ჩვე­ნი აკ­რძალ­ვე­ბით სავ­სე ბავ­შვო­ბა,

ჯინ­სე­ბი,

"დუტი კურ­ტკე­ბი" და ბა­ი­ე­რის ას­პი­რი­ნი

"ბა­რი­გებ­თან",

ფე­რად ტან­საც­მელ­ზე დას­ჯა სკო­ლა­ში,

კა­სე­ტე­ბი "ბით­ლე­ბით" და "აბ­ბა­თი",სა­დაც ში­ში­ნი უფრო ის­მო­და... ფან­ქრით გას­წო­რე­ბუ­ლი ჩახ­ვე­უ­ლი ლენ­ტა,

აკ­რძა­ლუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი და ბულ­გა­კო­ვი...

"მო­ნა­ნი­ე­ბის" ყუ­რე­ბა ჩუმ-ჩუ­მად...

ჩვე­ნი კის­რე­ბი­დან ჩა­მოგ­ლე­ჯი­ლი ჯვრე­ბი,ალ­ბათ დღე­საც პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლის სკო­ლის სე­იფ­შია...

ნათ­ლო­ბა სახ­ლში მა­ლუ­ლად...

დახ­ვრე­ტი­ლი ბი­ჭე­ბი და

უღ­ვი­ნო ქორ­წი­ლი 1986-ში...

ყვე­ლა უცხო­ეთ­ში წას­ვლის წინ

გა­სა­უბ­რე­ბე­ბი "ზე­მოთ"...

მად­ლო­ბა ღმერ­თო,რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი

სხვა სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რე­ბენ!

მად­ლო­ბა მთავ­რო­ბას, რომ ეს დღე დად­გა!

ვემ­სა­ხუ­რე­ბი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ოს!!!!"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა ხდებოდა "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

რა ხდებოდა "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

ამ ისტორიულ მოვლენას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი ადამიანები, ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში, მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას:

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:

მე არ ვიცი, ვის რატომ მოგწონთ ევროპა... ან რატომ იღვწით ევროპისათვის.

ზოგს, შესაძლოა, მარტივად შიფინგისათვის ეჩქარება ევროპა დღეს... ზოგს - ვთქვათ სამუშაოსკენ მიურბის ფეხი.

მე ჩემი მაქვს მიზეზი - ჩემთვის არ მინდა ეს ევროპა...

ოღონდ, მართლა არ მინდა, რადგან პირადად მე, როცა მინდა, სადაც მინდა და რამდენი ხნითაც მინდა, იქ წავალ არსებული ვიზით.

მე მათთვის მინდა, 1991 წლის 9 აპრილიდან ვინც დაიბადა და მომავალში დაიბადება.

წერტილი.

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

ეს "ვიზალიბერალიზაციაც" მოხდა, როგორც იქნა. გილოცავთ და გილოცავთ. ერთი ოცნება მაქვს ახლა (ნუ ორი, მაგრამ ჯერ ერთზე ვიტყვი) - ძალიან მინდა ამ დიდ სიკეთეზე შეძლებული კლასის და ე.წ. იაპი-ჯგუფების გარდა ( "yuppie", short for "young urban professional" or "young upwardly-mobile professional") ბევრ ახალგაზრდასაც მიუწვდებოდეს ხელი - სტუდენტებს, საქართველოს ყველა ქალაქიდან. უბრალოდ სახეტიალოდ შეძლონ წასვლა, იაფი გზებით, იაფი ტრანსპორტით, იაფ ჰოსტელებში. თავის დროზე მე ძალიან გამიმართლა, სტუდენტობის პერიოდში ბევრი ვიხეტიალე ასე, ხშირად სულ მარტომ და ვიცი როგორი კარგი და მნიშვნელოვანია ეს ამბავი - უცხო ქალაქები, ახალი ადამიანები, ახალი ატმოსფერო და ბევრი ახალი გამოცდილება. დღეს საქართველოში სტუდენტების დიდი ნაწილი გაჭირვებაშია, მოგზაურობა კიარა საცხოვრებელი და სწავლის გადასახადია გადაუჭრელი პრობლემა. მაგრამ რადგან ყველა ვზეიმობთ, მეც დავწერე ჩემი ოცნება. (კიდევ პენსიონერებზე მინდოდა მეთქვა, რა კარგი იქნება ხანდაზმულობის წლებში შეძლონ უვიზოდ მოგზაურობა-მეთქი. მაგრამ საქართველოში პენსიონერების დღევანდელი მდგომარეობის ფონზე ასეთი ოცნებაც კი სარკასტულად ჟღერს. სამწუხაროდ.)

გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი:

"მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა"

ნიკო ნიკოლაძე საქართველოს... ცრემლი მადგება, როცა ეს სიტყვები ჩამესმის ყურში. აი, ასე უნდა დავიაროთ ჩვენც ევროპა. მეტი ევროპა უნდა გახდეს მეტი კეთილდღეობის და მეტი პროგრესის საწინდარი.

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

ძვირფასო ევროპა, გთხოვ ამიერიდან აღარ დაუშვა ფონოგრამაზე სიმღერა, გთხოვ. ვინც იმღერებს იმსაათში პანჩური ეს თავის თავში გულისხმობს, კარგგ მომღერალს, კარგ აპარატურას, კარგ გახმოვანების ინჟინერს, კარგ ხმის რეჟისორს და ხარისხიან შოუს. ჩვენ ყველაფერი ამის პოტენციალი გვაქვს მთავარია მოვინდომოთ, ვიშრომოთ და არდაგვეზაროს, არავის არ ვკბენ და არ ვყოყლოჩინობ....

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი თავმდჯომარე:

გილოცავთ ყველას ამ ისტორიულ დღეს!!! კარგი განწყობისთვის იყოს ესეც

"აღარა მაქვს

საგულეში გული,

მომაშველე

ო, ევროპა, ფული"!..

გ.ტაბიძე

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

"ეიფელიან" ფოტოს ვეძებდი ამ დროშის მისაწებებლად, სმოუქი აიზებით, ლატე, შმატე, კრუასანებით. მერე ამ ფოტოს წავაწყდი. ჰოდა, ევროპის ქალაქებიც კი კარგია, მაგრამ ყველაზე მეტად ევროპა მისი ლაღი, აკურატული, ლამაზი და ჯანსაღი სოფლების გამო მომწონს. ჰოდა, ჩვენს სოფლებს სჭირდება ევროპა. ალბათ ამის თქმა მინდა.

ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი:

ვზივარ სამზარეულოში და მოვთქვამ ცხარე ცრემლით...

მახსენდება ჩვენი აკრძალვებით სავსე ბავშვობა,

ჯინსები,

"დუტი კურტკები" და ბაიერის ასპირინი

"ბარიგებთან",

ფერად ტანსაცმელზე დასჯა სკოლაში,

კასეტები "ბითლებით" და "აბბათი",სადაც შიშინი უფრო ისმოდა... ფანქრით გასწორებული ჩახვეული ლენტა,

აკრძალული ლიტერატურა, სოლჟენიცინი და ბულგაკოვი...

"მონანიების" ყურება ჩუმ-ჩუმად...

ჩვენი კისრებიდან ჩამოგლეჯილი ჯვრები,ალბათ დღესაც პირველი ექსპერიმენტულის სკოლის სეიფშია...

ნათლობა სახლში მალულად...

დახვრეტილი ბიჭები და

უღვინო ქორწილი 1986-ში...

ყველა უცხოეთში წასვლის წინ

გასაუბრებები "ზემოთ"...

მადლობა ღმერთო,რომ ჩვენი შვილები

სხვა საქართველოში იცხოვრებენ!

მადლობა მთავრობას, რომ ეს დღე დადგა!

ვემსახურები ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ოს!!!!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს