პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა
"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ემსხვერ­პლა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. შემ­თხვე­ვა დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 წლის გო­გო­ნა დე­დას­თან ერ­თად გა­ჩე­რე­ბა­ზე იდგა, რო­დე­საც მან­ქა­ნა ჯერ გა­ნა­თე­ბის ბოძს, შემ­დეგ კი მათ და­ე­ჯა­ხა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, გო­გო­ნას თავ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ჩე­რე­ბის ბო­ძის დე­ტა­ლი მოხ­ვდა. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის დე­დას, ის ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ისი­ნი ვინც ფაქტს შე­ეს­წრნენ, მომ­ხდარს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნე­ბენ. მათ შო­რის არის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი მა­რი­ნა ლაგ­ვი­ლა­ვა, რო­მე­ლიც სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ მი­ვი­და. ლაგ­ვი­ლა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"წა­მის მე­ა­სედ­ში დან­გრე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა....

-დედა, რო­მე­ლიც სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის ზღვარ­ზეა, მაგ­რამ ეხლა სიკ­ვდი­ლი, რომ ყვე­ლა­ზე დიდი შვე­ბაა მის­თვის...

-რა­მო­დე­ნი­მე წუ­თით, ისევ ბედ­ნი­ე­რი მამა, რო­მელ­მაც ჯერ არა­ფე­რი იცის მისი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ...

-დე­ვი­ვით ძმა, მი­წა­ზე გარ­თხმუ­ლი, აბღავ­ლე­ბუ­ლი, სა­ნუ­გე­შო სი­ტყვას, რომ ვე­რა­ვინ უბე­დავს...

-პა­ტა­რა გო­გო­ნას უმან­კო,უნა­ზე­სი, უსუ­სუ­რი, უფა­ქი­ზე­სი სხე­უ­ლი, ტრო­ტუ­არ­ზე, სის­ხლის გუ­ბე­ში, ახ­დი­ლი თა­ვის ქა­ლით...

-ჩვენ,სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, ნირ­წამ­ხდა­რი,ამ მო­მენ­ტის­თვის უძ­ლუ­რი ექი­მე­ბი, ამ წუ­თას ყვე­ლა­ფერს რომ ვნატ­რობთ ექი­მად ყოფ­ნის გარ­და...

-ორი ულა­მა­ზე­სი ყმაწ­ვი­ლი, ცა რომ ჩა­მო­ექ­ცათ თავ­ზე,ცხოვ­რე­ბა რომ სა­ტან­ჯვე­ლად იქ­ცი­ეს, დგა­ნან გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი, ფრთა­ჩა­მოყ­რილ­ნი,ცო­ცხალ-მკვდარ­ნი,უფე­რუ­ლე­ბი, ჯე­რაც რომ ვერ გარ­კვე­ულ­ნან რა მოხ­და...

- ცრემ­ლი პატ­რუ­ლის თვალ­ზე...

ყვე­ლა სა­ცო­და­ვია ირ­გვლივ, თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე არა­ვი­ნაა,მაგ­რამ პა­ტა­რა გო­გო­ნას მი­მართ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა...

414 ბრი­გა­დის კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი მო­რი­გე­ო­ბა, დიდ­ხანს რომ გაგ­ვყვე­ბა..." ,- წერს ლაგ­ვი­ლა­ვა.

წა­ი­კი­თხეთ: ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი გახ­ში­რე­ბულ ავა­რი­ებ­ზე და ურჩი მძღო­ლე­ბის დას­ჯა­ზე - "თუ კა­ნონ­მა არ იკა­ნო­ნა და ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლო­ბამ იკა­ნო­ნა, არ არ­სე­ბობს გა­მო­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

"414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა, საზოგადოება შეძრა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როდესაც მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა. რაც შეეხება ბავშვის დედას, ის ამ დრომდე საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი ვინც ფაქტს შეესწრნენ, მომხდარს ემოციის გარეშე ვერ იხსენებენ. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ლაგვილავა, რომელიც საზარელი ავარიის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა. ლაგვილავა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....

-დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...

-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...

-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...

-პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...

-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა...

-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...

- ცრემლი პატრულის თვალზე...

ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...

414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება..." ,- წერს ლაგვილავა.

წაიკითხეთ: ცნობილი სახეები გახშირებულ ავარიებზე და ურჩი მძღოლების დასჯაზე - "თუ კანონმა არ იკანონა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობამ იკანონა, არ არსებობს გამოსავალი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს