მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"
როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც წუ­ხელ, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ჰქონ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

რო­გორც AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი ბა­თუ­მი­დან იუ­წყე­ბა, ქუ­ჩის და­სუფ­თა­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ცოტა ხნის წინ დას­რულ­და და მოძ­რა­ო­ბაც ცოტა ხნის წინ აღ­დგა. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ე­ბენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი.

აქ­ცია, რო­მე­ლიც 11 მარტს და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, რამ­დე­ნი სა­ათ­ში უკი­დუ­რე­სად გამ­წვავ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ა­ზი­ა­ნეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს, და­ამ­სხვრი­ეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ბა­თუ­მის ცენ­ტრში. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი, რო­მელ­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დენ­ჯერ­მე ცრემლსა­დე­ნი გა­ზის და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­და.

იხი­ლეთ ბა­თუ­მის ერთი დღის დრა­მა­ტუ­ლი ქრო­ნი­კა - დამ­წვა­რი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, და­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი

შსს-მ გამ­თე­ნი­ი­სას სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს:

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი

ჩემ­თვი­საც უთ­ქვამს ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ელს - აქ არ გა­ა­ჩე­როო, და­მი­ჯე­რე­ბია და გა­და­მი­ყე­ნე­ბია. თუმ­ცა იმ ად­გი­ლას და­ბუ­რულ მი­ნე­ბი­ა­ნი შავი მან­ქა­ნა მი­ნა­ხავს გა­ჩე­რე­ბუ­ლი, მი­ნა­ზე კოხ­ტა საშ­ვით. მქონ­და უფ­ლე­ბა მის­თვის ქვე­ბი და­მე­ში­ნა? ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მი­ზე­ზი - ვის­თან მკაც­რი, ვის­თან ლო­ი­ა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, უნი­ა­თო ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სხვა სა­ხით. მაგ­რამ არა­ვის არ უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა პრო­ტეს­ტი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით გა­მოთ­ქვას. ყვე­ლა ასე­თი მცდე­ლო­ბა უმ­კაც­რე­სად უნდა აი­ლაგ­მოს. უმ­კაც­რე­სად და ელ­ვი­სე­ბუ­რად. და უმ­კაც­რე­სად უნდა აი­ლაგ­მოს საშ­ვე­ბი­ან-მა­ი­ა­კი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბიც. კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის უმ­კაც­რე­სი უნდა იყოს. თო­რემ ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბა ვი­ღაც, გა­რე­თაც და ში­ნაც, ვინც ამის გა­მო­ყე­ნე­ბას ეც­დე­ბა. და არც პატ­რუ­ლია კარგ დღე­ში - ერთს რომ აჯა­რი­მე­ბი­ნებ და მე­ო­რეს აშ­ვე­ბი­ნებ... გუ­შინ­დე­ლის­თვის, მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ას და მად­ლო­ბა იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლებ­მაც იპო­ვეს ზღვა­რი ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ას შო­რის.

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი

მის­მი­ნეთ:

28 მარ­ტი­დან უვი­ზო რე­ჟი­მი გვაქვს.

28 მარ­ტი­დან ევ­რო­პა, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბით, სხვაგ­ვა­რად გვი­ყუ­რებს ჩვენ. და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც პო­ლო­ნე­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ელს, ეს­პა­ნე­ლი - ჩეხს... იტა­ლი­ე­ლი ბულ­გა­რელს და ლიტ­ვე­ლი გერ­მა­ნელს.

აი, ამ ქარ­თვე­ლებს აქვთ ევ­რო­პა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა, თურ­მე, ისი­ნიც ევ­რო­პე­ლე­ბი არი­ან და კი­დევ უფრო ევ­რო­პე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მო­მა­ვალ­ში - ასე ამ­ბო­ბენ, ან ფიქ­რო­ბენ ევ­რო­პა­ში.

და, ახლა რას ხე­დავს ეს რი­გი­თი ევ­რო­პე­ლი? რას და იმას, რომ, ეს ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის­კენ მი­დი­ო­და თუ მი­დის, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, უბ­რა­ლოდ, არ უყ­ვართ... მათ შე­უძ­ლი­ათ­ქვეყ­ნის მინ­გრე­ვა მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის სა­ბა­ბით (სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თავ­ნე­ბო­ბა და ა.შ.)

და ვი­ნაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა­ფერ­ზე? რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა!..

პ.ს. ცხა­დია, არაა და ვერც იქ­ნე­ბა ზუს­ტი ანა­ლო­გი, მაგ­რამ, ისე, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც რკი­ნიგ­ზის და­სა­ცა­ვად შე­ვი­და აფხა­ზეთ­ში და წა­მო­ე­ხია რუ­სე­ბის პრო­ვო­კა­ცი­ას.

თინა ხი­და­შე­ლი, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი:

ქვე­ყა­ნა არ უნდა აი­რი­ოს! დღეს ეს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხრებ­ზე თავი იმის­თვის აქვს, აქამ­დე არ მი­იყ­ვა­ნოს ვი­თა­რე­ბა! პატ­რულ­მა მძღო­ლი და­ა­ჯა­რი­მა და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­მო­ვარ­და ვერ­სი­ად არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზოთ, ძა­ლი­ან გთხოვთ, ამ­დენ­საც კი არ იმ­სა­ხუ­რებს თქვე­ნი ამ­რჩე­ვი ქვე­ყა­ნა! ეს ვერ­სია უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია!

თქვე­ნი შიდა დღის წეს­რი­გის სა­მარ­ცხვი­ნო ამო­ცა­ნებს ნუ გა­და­ა­ყო­ლებთ ქვე­ყა­ნას!

ეკა ბე­სე­ლია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი

ასე­უ­ლო­ბით აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ვყო­ფილ­ვარ, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც და მარ­თლაც მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის 6 წელი სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლი­ან რე­ჟიმს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დით. არა­სო­დეს მახ­სოვს არც ერთი ძა­ლა­დობ­რი­ვი ეპი­ზო­დი! არც ერთი! მა­შინ როცა ტყვი­ე­ბის ზუ­ზუნ­ში ვი­დე­ქი, და­ცხრი­ლუ­ლი მქონ­და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით ტან­საც­მე­ლი და სა­სიკ­ვდი­ლოდ გვი­მე­ტებ­დნენ- არა­სო­დეს ხელი არ წაც­დე­ნია არც ერთ ჩვენ­განს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­კენ. ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნე­ბი - ეს ნაც მოძ­რა­ო­ბის ხელ­წე­რაა!

დამ­წვა­რი მან­ქა­ნე­ბი, ქვე­ბის სრო­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მე­ტე­ბა- დიახ ნაც­ნო­ბი ხელ­წე­რაა! ეს ძა­ლა­დო­ბაა და კა­ნო­ნი უპა­სუ­ხებს ამას! თუმ­ცა არ და­მა­ვი­წყდე­ბა იმის სა­ჯა­როდ თქმაც, რომ ვინც გულ­წრფე­ლად და უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბის გამო მშვი­დო­ბი­ან პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავ­და და უფ­ლე­ბა შე­ე­ლა­ხა, ამა­საც უთუ­ოდ სა­მარ­თლი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა ჭირ­დე­ბა და თვალს არ დავ­ხუ­ჭავთ!!!

მა­მუ­კა გამ­ყრე­ლი­ძე, "ახა­ლი ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის"

გავ­მე­ორ­დე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან აწყობ­და ეს ქა­ო­სი და ხელი შუ­წყო მას ან მარ­თლა უკი­დე­გა­ნო უვი­ცო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. ორი­ვე ერ­თად ვერ იქ­ნე­ბა. უვი­ცი ვერ მო­ა­წყობს მარ­თვად ქა­ოსს ისე, რომ თა­ვად არ და­ზა­რალ­დეს. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის შეფს აკის­რე­ბენ. არას­წო­რია ! პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს აჭა­რის სუ­სის უფ­როს­საც და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძე­საც.

ოთარ კა­ხი­ძე, ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო

სო­ლი­და­რო­ბა გაჭ­ვარტლულ ბა­თუმს,

სო­ლი­და­რო­ბა ჩა­მოშ­ლილ, დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს,

სო­ლი­და­რო­ბა კა­ნონ­მორ­ჩილ, წე­სი­ერ მო­ქა­ლა­ქე­ებს,

არა - უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ვან­და­ლიზმს, არე­უ­ლო­ბას, ქა­ოსს.

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თვი­თონ ბა­თუ­მე­ლე­ბის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნია მათი ლა­მა­ზი ქა­ლა­ქის თუნ­დაც ერთი ქუ­ჩის გა­ვე­რა­ნე­ბა, ცე­ცხლი, მტვრე­ვა და ამ­გვა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა­ნი. ეგ სა­ში­ნე­ლე­ბა ერთხელ უკვე გა­ი­ა­რა ქვე­ყა­ნამ და კარ­გად ვი­ცით მა­გის მწა­რე ფასი. და­ვუშ­ვათ, გა­და­ა­მე­ტა პატ­რულ­მა; შე­იკ­რი­ბეთ, გა­აპ­რო­ტეს­ტეთ, იყ­ვი­რეთ, მო­ი­თხო­ვეთ, ეგ თქვე­ნი ხელ­შე­უ­ვა­ლი უფ­ლე­ბაა. მაგ­რამ, ძა­ლა­დო­ბა, ცემა, ნგრე­ვა და ქვე­ბის სრო­ლა სა­მუ­და­მოდ და­ი­ვი­წყეთ. ხვალ ისევ თქვენ და თქვენ­მა შვი­ლებ­მა უნდა ია­როთ მაგ დამ­წვარ და დან­გრე­ულ ქუ­ჩა­ზე!

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი

ბა­თუმ­ში არე­უ­ლო­ბა, ეკ­ლე­სი­ა­ში არე­უ­ლო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტრას­ბურ­გში სა­მარ­ცხვი­ნო ქცე­ვით, სა­სა­ზღვრო ზო­ლი­დან კვლავ ადა­მი­ა­ნის, თა­ნაც პო­ლი­ცი­ე­ლის გა­ტა­ცე­ბა... ქვე­ყა­ნა­ში შიმ­ში­ლი, ყვე­ლა­ფერ­ზე გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბი. ნუ, ამას­თან შე­და­რე­ბით, ცხა­დია, დიდი არა­ფე­რია, მაგ­რამ მთაწ­მინ­და­ზე წყა­ლი არ მო­დის უკვე ნა­ხე­ვა­რი დღეა. ასეთ კი­ნოს ფო­ნად მარ­თლა ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ულა­მა­ზე­სი მოგ­ზა­უ­რი ხე­ე­ბი.

ზვი­ად კირ­ტა­ვა, ბლო­გე­რი

50-ზე მეტი ახალ­გაზ­რდა იყო დახ­ვრე­ტი­ლი ნაც­მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მის მიერ ქუ­ჩა­ში2004-07 წლებ­ში და 300,000 კაცი ისე ატა­რებ­და მი­ტინ­გებს, მარ­თლა რომ "ხი­დან ფო­თო­ლი არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა", ახლა პატ­რუ­ლის მიერ მძღო­ლე­ბის და­ჯა­რი­მე­ბა­ზე კი უცებ (?!) ნიღ­ბი­ან-ჯაჭ­ვი­ან-კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი ტი­პე­ბის ჯგუ­ფებ­მა ტომ­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ქვე­ბი და მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი და­აძ­ვრეს და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ამო­ა­ყი­რა­ვეს და დაწ­ვეს...

ისევ ის სა­ხე­ე­ბი და ისევ ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი - ქვე­ბით და სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბით რომ მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში?! ყვე­ლა­ფე­რი უნდა იქ­ნას დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, მათ შო­რის ისიც, ჰქონ­და თუ არა ად­გი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ძა­ლის ზედ­მეტ და გა­უ­მარ­თლე­ბელ გა­მო­ყე­ნე­ბას. მა­გათ შო­რი­საც შე­იძ­ლე­ბა იყონ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი...

P.S. 21 და­შა­ვე­ბუ­ლი რო­მაა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი და მათ­გან 11 რომ პო­ლი­ცი­ე­ლია, უკვე საკ­მა­ოდ ნი­შან­დობ­ლი­ვია ეს ამ­ბა­ვი!

გრი­გოლ გე­გე­ლია, ის­ტო­რი­კო­სი

გული მტკი­ვა, როცა ამ კად­რებს ვუ­ყუ­რებ. ასე­თი რამ უახ­ლეს ის­ტო­რი­ას ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი მო­მენ­ტის შემ­დეგ არ­ცერ­თხელ არ ახ­სოვს... ყვე­ლა, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრინ­ცი­პებს, სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბას და ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბას, უნდა იქ­ნას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი.

შემ­დეგ დღე­ებ­ში, მომ­ხდა­რის გა­მოწ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი სიღ­რმი­სუ­ლად და მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა გა­ვი­აზ­როთ რათა ამ ყვე­ლაფ­რი­დან სწო­რი დას­კვნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ. უნდა გა­ვი­აზ­როთ ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც ამ მო­მენ­ტამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რათა ისი­ნი აღარ გა­მე­ორ­დეს.

თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ მშვი­დო­ბის ჟამს. ამა­სო­ბა­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა! მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ელი­ტებს, დად­გნენ ერ­თად მშვი­დო­ბის უკან და არ­ცერ­თი წა­მით არ იკად­რონ სა­კი­თხის და­მა­ტე­ბი­თი პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა.

სულ­ხან ღლონ­ტი, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე

...რო­გო­რიც არ უნდა იყოს "მი­ზე­ზი", არ იძ­ლე­ვა უფ­ლე­ბას შენი ქა­ლა­ქი არ­ბიო, ან­გრიო, გა­დაწ­ვა მან­ქა­ნე­ბი და და­სა­ხიჩ­რე­ბის­თვის გა­ი­მე­ტო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ასე­თი აქ­ცი­ე­ბი არ ხდე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად, თა­ვი­სით. "აქ­ცი­ას" ჰყავ­და დამ­გეგ­მა­ვი და ამას დიდი ანა­ლი­ტი­კა არ უნდა. სამ­წუ­ხა­როდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მარ­ტი­ვად ხდე­ბა პრო­ვო­კა­ცის მსხვერ­პლი. 90-ია­ნებ­ში ასე­თი რამ ერთხელ უკვე მოხ­და ბა­თუმ­ში, მა­ში­ნაც ამ­ბობ­და ერთი ნა­წი­ლი რომ ეს იყო სპონ­ტა­ნუ­რი აქ­ცია და მერე გა­ირ­კვა რომ ეს იყო დიდი პრო­ვო­კა­ცია. მა­შინ სა­მიზ­ნე იყო აჭა­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო (გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე) რო­მე­ლიც და­არ­ბი­ეს, ახ­ლაც შ.ს.ს მთა­ვა­რი სა­მარ­თვე­ლო. თემა პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის იგი­ვე, ში­ნა­არ­სი იგი­ვე. ყვე­ლა­ფე­რი ეს არის იდენ­ტუ­რი!!! ეს ყვე­ლა­ფე­რი სას­წრა­ფოდ უნდა დამ­თავ­რდეს და მერე უნდა ჩა­ტარ­დეს სა­გან­გე­ბო გა­მო­ძი­ე­ბა და და­ი­სა­ჯოს დამ­გეგ­მა­ვი.

P.S ვინც ბა­თუმს იც­ნობს კარ­გად იცის, რომ მისი ბუ­ნე­ბა არის სა­ოც­რად მშვი­დი, ეს იყო კარ­გად და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ გა­მო­უ­ვი­და დამ­გეგ­მავს, ახლა მას უმ­კაც­რე­სი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს!!!

ტატო ცე­ცხლა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი

ჩემს ქა­ლაქს ჩემს თვალ­წინ წვა­ვენ, ჩემი ჯი­ბი­დან გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით გა­კე­თე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ან­გრე­ვენ, მან­ქა­ნებს წვა­ვენ და ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ხვალ ისევ ჩვე­ნი ჯი­ბი­დან დავ­ხარ­ჯავთ ზედ­მეტს. ვდგა­ვარ მო­ბი­ლუ­რით და ვა­კე­თებ ჩარ­თვას, ვდგა­ვარ და ვცდი­ლობ, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტმა პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა შე­ვას­რუ­ლო და პი­რა­დი ბრა­ზი გა­ზის და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის კვამლთან ერ­თად ბურ­თე­ბად ვყლა­პო. ბრბოა... ბრბო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებს. მი­ნად­გუ­რებს ქა­ლაქს და მე უძ­ლუ­რი ვარ.

ირაკ­ლი ბა­კუ­რი­ძე, გა­მომ­ცე­მე­ლი

ყო­ველ დღე, ქა­ლაქ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, ქვა­ფე­ნი­ლი­დან ამო­ვარ­დნილ ყვე­ლა ქვას­თან ვჩერ­დე­ბი და თა­ვის ად­გი­ლას ვაბ­რუ­ნებ, სხვის გა­დაგ­დე­ბულ ნამ­წვავს ურ­ნა­ში ვაგ­დებ და ალ­ბათ გიჟი ვგო­ნი­ვარ ხალ­ხს, დრუ­ჟენ­ნი­კი­ვით რომ ვიქ­ცე­ვი, მარა დე­დას ფი­ცა­ვარ, მარ­თლა მტკი­ვა ეს ქა­ლა­ქი და მძულს ეს ბრბო.

არ ვიცი სხვა ქა­ლა­ქე­ბის მცხოვ­რე­ბებს თუ აქვთ ასე­თი გან­ცდე­ბი, მარა ბა­თუ­მი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი­ვი­თაა, კარ­გი ოჯა­ხით, მშობ­ლე­ბით რო­გორც ია­მა­ყებ, ისე ვა­მა­ყობ ამ ქა­ლა­ქით და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა თა­ვი­ან­თი ბო­ზუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს ეს სი­ტუ­ა­ცია და ავ­ნოს ქა­ლაქს.

დე­დას გა­ფი­ცებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბავ, თუ სა­მა­გა­ლი­თოდ არ და­სა­ჯოთ ეს ნაბ...ი, ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ძი­ოთ და ჩაყ­ვეთ საფ­ლა­ვამ­დე. ისე არ ქნათ, რომ ჩვენ მოგ­ვი­წი­ოს ქა­ლა­ქის დაც­ვა...

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ქუჩის დასუფთავებითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოძრაობაც ცოტა ხნის წინ აღდგა. ადგილზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

აქცია, რომელიც 11 მარტს დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო, რამდენი საათში უკიდურესად გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბათუმის ცენტრში. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.

იხილეთ ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა  - დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

სოციალურ ქსელში მთელი ღამის განმავლობაში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს:

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი

ჩემთვისაც უთქვამს ბათუმში პოლიციელს - აქ არ გააჩეროო, დამიჯერებია და გადამიყენებია. თუმცა იმ ადგილას დაბურულ მინებიანი შავი მანქანა მინახავს გაჩერებული, მინაზე კოხტა საშვით. მქონდა უფლება მისთვის ქვები დამეშინა? ყოველთვის იქნება მიზეზი - ვისთან მკაცრი, ვისთან ლოიალური პოლიციელების, უნიათო ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა სახით. მაგრამ არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება პროტესტი ძალადობრივი გზით გამოთქვას. ყველა ასეთი მცდელობა უმკაცრესად უნდა აილაგმოს. უმკაცრესად და ელვისებურად. და უმკაცრესად უნდა აილაგმოს საშვებიან-მაიაკიანი მანქანებიც. კანონი ყველასთვის უმკაცრესი უნდა იყოს. თორემ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, გარეთაც და შინაც, ვინც ამის გამოყენებას ეცდება. და არც პატრულია კარგ დღეში - ერთს რომ აჯარიმებინებ და მეორეს აშვებინებ... გუშინდელისთვის, მადლობა პოლიციას და მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც იპოვეს ზღვარი ხულიგნობასა და რევოლუციას შორის.

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი

მისმინეთ:

28 მარტიდან უვიზო რეჟიმი გვაქვს.

28 მარტიდან ევროპა, თავისი მოქალაქეებით, სხვაგვარად გვიყურებს ჩვენ. დაახლოებით ისე, როგორც პოლონელი პორტუგალიელს, ესპანელი - ჩეხს... იტალიელი ბულგარელს და ლიტველი გერმანელს.

აი, ამ ქართველებს აქვთ ევროპაში შესვლის უფლება, თურმე, ისინიც ევროპელები არიან და კიდევ უფრო ევროპელები იქნებიან, მომავალში - ასე ამბობენ, ან ფიქრობენ ევროპაში.

და, ახლა რას ხედავს ეს რიგითი ევროპელი? რას და იმას, რომ, ეს ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა თუ მიდის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უბრალოდ, არ უყვართ... მათ შეუძლიათქვეყნის მინგრევა მათ შორის არსებული ობიექტური მიზეზების საბაბით (სოციალური მდგომარეობა, ხელისუფლების თავნებობა და ა.შ.)

და ვინაა პასუხისმგებელი უკლებლივ ყველაფერზე? რა თქმა უნდა, ხელისუფლება!..

პ.ს. ცხადია, არაა და ვერც იქნება ზუსტი ანალოგი, მაგრამ, ისე, შევარდნაძის ხელისუფლებაც რკინიგზის დასაცავად შევიდა აფხაზეთში და წამოეხია რუსების პროვოკაციას.

თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი:

ქვეყანა არ უნდა აირიოს! დღეს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ხელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება! პატრულმა მძღოლი დააჯარიმა და პროტესტის ნიშნად მთელი ქალაქი გამოვარდა ვერსიად არ შემოგვთავაზოთ, ძალიან გთხოვთ, ამდენსაც კი არ იმსახურებს თქვენი ამრჩევი ქვეყანა! ეს ვერსია უბრალოდ სირცხვილია!

თქვენი შიდა დღის წესრიგის სამარცხვინო ამოცანებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას!

ეკა ბესელია, პარლამენტის წევრი

ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა!

დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას! თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა, ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!

მამუკა გამყრელიძე, "ახალი ერთობა საქართველოსთვის"

გავმეორდები. ხელისუფლებას ან აწყობდა ეს ქაოსი და ხელი შუწყო მას ან მართლა უკიდეგანო უვიცობასთან გვაქვს საქმე. ორივე ერთად ვერ იქნება. უვიცი ვერ მოაწყობს მართვად ქაოსს ისე, რომ თავად არ დაზარალდეს. პასუხისმგებლობას, რატომღაც მხოლოდ პოლიციის შეფს აკისრებენ. არასწორია ! პასუხი უნდა მოეთხოვოს აჭარის სუსის უფროსსაც და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესაც.

ოთარ კახიძე, ევროპული საქართველო

სოლიდარობა გაჭვარტლულ ბათუმს,

სოლიდარობა ჩამოშლილ, დემორალიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს,

სოლიდარობა კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეებს,

არა - უპასუხისმგებლობას, ვანდალიზმს, არეულობას, ქაოსს.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დარწმუნებული ვარ, თვითონ ბათუმელების დიდ უმრავლესობას დაუშვებლად მიაჩნია მათი ლამაზი ქალაქის თუნდაც ერთი ქუჩის გავერანება, ცეცხლი, მტვრევა და ამგვარი ძალადობრივი ქმედებანი. ეგ საშინელება ერთხელ უკვე გაიარა ქვეყანამ და კარგად ვიცით მაგის მწარე ფასი. დავუშვათ, გადაამეტა პატრულმა; შეიკრიბეთ, გააპროტესტეთ, იყვირეთ, მოითხოვეთ, ეგ თქვენი ხელშეუვალი უფლებაა. მაგრამ, ძალადობა, ცემა, ნგრევა და ქვების სროლა სამუდამოდ დაივიწყეთ. ხვალ ისევ თქვენ და თქვენმა შვილებმა უნდა იაროთ მაგ დამწვარ და დანგრეულ ქუჩაზე!

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი

ბათუმში არეულობა, ეკლესიაში არეულობა, ხელისუფლება სტრასბურგში სამარცხვინო ქცევით, სასაზღვრო ზოლიდან კვლავ ადამიანის, თანაც პოლიციელის გატაცება... ქვეყანაში შიმშილი, ყველაფერზე გაზრდილი ფასები. ნუ, ამასთან შედარებით, ცხადია, დიდი არაფერია, მაგრამ მთაწმინდაზე წყალი არ მოდის უკვე ნახევარი დღეა. ასეთ კინოს ფონად მართლა ძალიან უხდება ულამაზესი მოგზაური ხეები.

ზვიად კირტავა, ბლოგერი

50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო დახვრეტილი ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ქუჩაში2004-07 წლებში და 300,000 კაცი ისე ატარებდა მიტინგებს, მართლა რომ "ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდნილა", ახლა პატრულის მიერ მძღოლების დაჯარიმებაზე კი უცებ (?!) ნიღბიან-ჯაჭვიან-კაპიუშონიანი ტიპების ჯგუფებმა ტომრებით მომარაგებული ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დააძვრეს და ავტომანქანები ამოაყირავეს და დაწვეს...

ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები - ქვებით და სისხლიანი დაპირისპირებით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში?! ყველაფერი უნდა იქნას დეტალურად გამოძიებული, მათ შორის ისიც, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცველების მიერ ძალის ზედმეტ და გაუმართლებელ გამოყენებას. მაგათ შორისაც შეიძლება იყონ პროვოკატორები...

P.S. 21 დაშავებული რომაა საავადმყოფოში მოთავსებული და მათგან 11 რომ პოლიციელია, უკვე საკმაოდ ნიშანდობლივია ეს ამბავი!

გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი

გული მტკივა, როცა ამ კადრებს ვუყურებ. ასეთი რამ უახლეს ისტორიას ავადსახსენებელი მომენტის შემდეგ არცერთხელ არ ახსოვს... ყველა, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სამოქალაქო მშვიდობას და ადამიანთა უსაფრთხოებას, უნდა იქნას დაპატიმრებული და შემდეგ საქართველოს კანონის მიხედვით გასამართლებული.

შემდეგ დღეებში, მომხდარის გამოწვევი მიზეზები სიღრმისულად და მთელ პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ რათა ამ ყველაფრიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. უნდა გავიაზროთ ის პრობლემები, რამაც ამ მომენტამდე მიგვიყვანა, რათა ისინი აღარ გამეორდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ მშვიდობის ჟამს. ამასობაში კი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი უპირველეს ყოვლისა! მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, დადგნენ ერთად მშვიდობის უკან და არცერთი წამით არ იკადრონ საკითხის დამატებითი პოლიტიზირება.

სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე

...როგორიც არ უნდა იყოს "მიზეზი", არ იძლევა უფლებას შენი ქალაქი არბიო, ანგრიო, გადაწვა მანქანები და დასახიჩრებისთვის გაიმეტო თანამოქალაქეები.

ასეთი აქციები არ ხდება სპონტანურად, თავისით. "აქციას" ჰყავდა დამგეგმავი და ამას დიდი ანალიტიკა არ უნდა. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების დიდი ნაწილი მარტივად ხდება პროვოკაცის მსხვერპლი. 90-იანებში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა ბათუმში, მაშინაც ამბობდა ერთი ნაწილი რომ ეს იყო სპონტანური აქცია და მერე გაირკვა რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია. მაშინ სამიზნე იყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრო (გოგებაშვილის ქუჩაზე) რომელიც დაარბიეს, ახლაც შ.ს.ს მთავარი სამართველო. თემა პროვოკაციისთვის იგივე, შინაარსი იგივე. ყველაფერი ეს არის იდენტური!!! ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს და მერე უნდა ჩატარდეს საგანგებო გამოძიება და დაისაჯოს დამგეგმავი.

P.S ვინც ბათუმს იცნობს კარგად იცის, რომ მისი ბუნება არის საოცრად მშვიდი, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია რომელიც სამწუხაროდ გამოუვიდა დამგეგმავს, ახლა მას უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს!!!

ტატო ცეცხლაძე, ჟურნალისტი

ჩემს ქალაქს ჩემს თვალწინ წვავენ, ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით გაკეთებულ ინფრასტრუქტურას ანგრევენ, მანქანებს წვავენ და ვერ ხვდებიან, რომ ხვალ ისევ ჩვენი ჯიბიდან დავხარჯავთ ზედმეტს. ვდგავარ მობილურით და ვაკეთებ ჩართვას, ვდგავარ და ვცდილობ, როგორც ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობა შევასრულო და პირადი ბრაზი გაზის და ავტომანქანების კვამლთან ერთად ბურთებად ვყლაპო. ბრბოა... ბრბო, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. მინადგურებს ქალაქს და მე უძლური ვარ.

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი

ყოველ დღე, ქალაქში სიარულისას, ქვაფენილიდან ამოვარდნილ ყველა ქვასთან ვჩერდები და თავის ადგილას ვაბრუნებ, სხვის გადაგდებულ ნამწვავს ურნაში ვაგდებ და ალბათ გიჟი ვგონივარ ხალხს, დრუჟენნიკივით რომ ვიქცევი, მარა დედას ფიცავარ, მართლა მტკივა ეს ქალაქი და მძულს ეს ბრბო.

არ ვიცი სხვა ქალაქების მცხოვრებებს თუ აქვთ ასეთი განცდები, მარა ბათუმი საკუთარი სხეულივითაა, კარგი ოჯახით, მშობლებით როგორც იამაყებ, ისე ვამაყობ ამ ქალაქით და არავის აქვს უფლება თავიანთი ბოზური მიზნებისთვის გამოიყენოს ეს სიტუაცია და ავნოს ქალაქს.

დედას გაფიცებთ ხელისუფლებავ, თუ სამაგალითოდ არ დასაჯოთ ეს ნაბ...ი, ბოლომდე გამოიძიოთ და ჩაყვეთ საფლავამდე. ისე არ ქნათ, რომ ჩვენ მოგვიწიოს ქალაქის დაცვა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს