მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთიდან საქართველოში 24 თებერვალს, გვიან ღამით ჩამოასვენეს. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს იმის შესახებ, თუ რა ემოციურად დაემშვიდობნენ თანაკურსელები ქართველ გოგონას.
"პარიზში, მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას. გოგოს, რომელიც სულ იღიმოდა და იყო ყველაზე უშუალო და მეგობრულიო, ამბობენ ბავშვები" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 18 წლის ნუცა მახვილაძეს სამშაბათს დაკრძალავენ.